1 |
ამიტომაც გვმართებს მეტი ყურადღება იმისადმი, რაც გვესმის, თუკი არ გვინდა, რომ
გზას ავცდეთ. |
1 |
ამისთჳს ჯერ-არს უმეტესად კრძალვაჲ ჩუენი, რომელთა-ესე გუასმიეს, რაჲთა არა
მოუძლურდეთ. |
2 |
ვინაიდან თუ ანგელოზთა მეოხებით ნათქვამი სიტყვა ურყევი
იყო და ყოველი შეცოდება თუ ურჩობა იღებდა კუთვნილ სასჯელს, |
2 |
რამეთუ უკუეთუ რომელი-იგი ანგელოზთა მიერ ითქუა სიტყუაჲ,
იქმნა მტკიცე და ყოველმან შჯულისა გარდამავალმან და ურჩმან მიიღო საშჯელი
კუალად-გებისაჲ, |
3 |
ჩვენ როგორღა დავიხსნით თავს, უგულებელმყოფელნი ესოდენ
დიადი ხსნისა, თავდაპირველად რომ გვიქადაგა უფალმა და მსმენელთა მეშვეობით
დამკვიდრდა ჩვენში, |
3 |
ვითარ-მე ჩუენ განვერნეთ, უკუეთუ ესოდენი-ესე უდებ-ვყოთ
ცხორებაჲ, რომელმან-იგი დასაბამი მოიღო სიტყუად უფლისა მიერ, მსმენელთა
მათგან ჩუენდა მომართ დამტკიცნა, |
4 |
ღვთის თანამოწმობით, სასწაულებით და ნიშებით, ნაირგვარი
ძალითა და სული წმიდის ნიჭით, რაც განაწილებუღ იქნა მისი ნებისამებრ? |
4 |
თანა-მოწამებითა ღმრთისაჲთა, სასწაულებითა და ნიშებითა და
ფერად-ფერადითა ძალითა და სულისა წმიდისა განყოფითა ნებისაებრ მისისა? |
5 |
რადგანაც ღმერთმა ანგელოზებს როდი დაუმორჩილა მომავალი
ქვეყანა, რომელზედაც ვმსჯელობთ. |
5 |
რამეთუ არა ანგელოზთა დაამორჩილა მერმე იგი სოფელი,
რომლისათჳს-ესე ვიტყჳთ. |
6 |
არამედ ვიღაცის მოწმობით სადღაცა თქმულა: „რა არის კაცი,
რომ გახსოვს იგი? ან ძე კაცისა, რომ მოიხილავ მას? |
6 |
ხოლო უწამებიეს სადამე ვისმე და იტყჳს: რაჲ არს კაცი,
რამეთუ მოიჴსენე იგი? ანუ ძე კაცისაჲ, რამეთუ მოხედე მას? |
7 |
ოდნავ თუ დაამცირე იგი ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და
პატივით გვირგვინოსან ჰყავ |
7 |
დააკლე იგი მცირედ რაჲმე ანგელოზთა შენთა; დიდებითა და
პატივითა გჳრგჳნოსან ჰყავ იგი, |
8 |
და ყველაფერი ფეხქვეშ დაუმხე. და რაკი ყველაფერი
დაუმორჩილე, დასამორჩილებელი აღარა დარჩა რა, მაგრამ აწ ვერ ვხედავთ, რომ
ყველაფერი მას მორჩილებდეს; |
8 |
ყოველივე დაამორჩილე ქუეშე ფერჴთა მისთა. რამეთუ
დამორჩილებასა მას ყოვლისასა არარაჲ დაუშთა მისა დაუმორჩილებელად. ხოლო აწ
არღა ვხედავთ ყოველსავე დასამორჩილებელად. |
9 |
არამედ ვხედავთ, რომ იესო, რომელიც ოდნავ თუ დამცირდა
ანგელოზთა წინაშე, დიდებითა და პატივით გვირგვინოსან იქმნა სიკვდილის გამო,
რაც დაითმინა, რათა, ღვთის მადლით, ყველას გულისთვის ეხილა სიკვდილის გემო. |
9 |
ხოლო მცირედ რაჲმე ანგელოზთა დაკლებულად ვხედავთ იესუს ვნებითა მით სიკუდილისაჲთა
და დიდებითა და პატივითა გჳრგჳნოსანსა, რაჲთა მადლითა ღმრთისაჲთა ყოვლისავეთჳს
იხილოს გემოჲ სიკუდილისაჲ. |
10 |
და მართლაც, ასე შეჰფეროდა მას, ვისთვისაც და ვის მიერაც არის ყოველი, მრავალი ძე
რომ მიეყვანა დიდებამდე, მათი ხსნის წინამძღვარი სრულეყო ტანჯვით. |
10 |
რამეთუ შე-ვე მისა-ჰგვანდა მისა, რომლისათჳს არს ყოველი და რომლისაგან არს ყოველი,
რომელმან მრავალნი შვილნი დიდებად მოიყვანნა, და წინამძღუარი იგი ცხორებისა
ჩუენისაჲ ვნებითა სრულ ყოფად. |
11 |
ვინაიდან განმწმენდიც და განწმენდილნიც ერთისგან არიან ყველანი, ამიტომაც არ
რცხვენია, ძმები უწოდოს მათ, |
11 |
რამეთუ განმწმედელი იგი და განწმედილნი იგი ერთისაგან არიან ყოველნი, რომლისათჳსაცა
არა ჰრცხუენის ძმად წოდებაჲ მათი და იტყჳს: |
12 |
და ამბობს: „ვაუწყებ შენს სახელს ჩემს ძმებს, და შუა საკრებულოში გიგალობ შენ“. |
12 |
მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის კრებულსა გიგალობდე შენ. |
13 |
ან კიდევ: „მე ვიქნები მისი მოსავი“. ანდა: „აჰა, მე და შვილები, რომლებიც მომცა
მამამ“. |
13 |
და მერმე იტყჳს: მე ვიყო მოსავ მისსა; და კუალად: აჰა ესერა მე და ყრმანი, რომელნი
მომცნა მე ღმერთმან. |
14 |
და რაკი შვილები სისხლისა და ხორცის მოზიარენი არიან, თავადაც ეზიარა მათ, რათა
სიკვდილით განექარებინა ის, ვისაც აქვს ხელმწიფება სიკვდილისა, ანუ ეშმაკი, |
14 |
რამეთუ ყრმათაცა ეზიარა ჴორცითა და სისხლითა, და თავადმან მსგავსად მოიღო მათივე,
რაჲთა სიკუდილითა მით განაქარვოს, რომლისა-იგი ჴელმწიფებაჲ აქუნდა სიკუდილისაჲ, ესე
იგი არს ეშმაკი, |
15 |
და დაეხსნა ისინი, ვისაც სიკვდილის შიშით მთელი სიცოცხლის მანძილზე მონობის უღელი
ედგა. |
15 |
და განათავისუფლნეს ესენი, რაოდენნი შიშითა სიკუდილისაჲთა სამარადისოდ ცხორებად
თანა-მდებ იყვნეს კირთებისა. |
16 |
რადგანაც ანგელოზებს კი არ ევლინება მწედ, არამედ - აბრაამის მოდგმას. |
16 |
რამეთუ არასადაჲთ ანგელოზთაჲთ იწყო, არამედ ნათესავისაგან აბრაჰამისა იწყო. |
17 |
ამიტომ ყოველნაირად უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა მოწყალე და სარწმუნო
მღვდელმთავარი ყოფილიყო ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვათა სალხინებლად. |
17 |
ამისთჳს ჯერ-იყო მისა ყოვლითავე ძმათა მსგავსებაჲ, რაჲთა მოწყალე ექმნეს და
სარწმუნო მღდელთმოძღუარ ღმრთისა მიმართ, რაჲთა ულხინებდეს ცოდვილთა ერისათა. |
18 |
ვინაიდან, როგორც თვითონ ევნო და გამოიცადა, ასევე განსაცდეღში მყოფთა შეწევნაც
ძალუძს. |
18 |
რამეთუ რომლითა-იგი ივნო თავადმან და გამოიცადა, ძალ-უც, რომელნი-იგი
განიცადებოდიან, მათდაცა შეწევნად. |