1 |
ამიტომ, ძმანო წმიდანო, ზეციური ხმობის ზიარნო, დაუკვირდით მოციქულსა და ჩვენი
აღსარების მღვდელმთავარს, ქრისტე იესოს, |
1 |
ვინაჲცა, ძმანო წმიდანო, ჩინებისა მის ზეცათაჲსა ზიარნო, განიცადეთ მოციქული იგი და
მღდელთმოძღუარი აღსარებისა ჩუენისაჲ, იესუ ქრისტე, |
2 |
რომელიც ისეთივე ერთგულია თავისი შემოქმედისა, როგორც
მოსე ღვთის სახლში. |
2 |
რომელი სარწმუნო არს შემოქმედისა თჳსისა, ვითარცა-იგი
მოსეცა ყოველსა მას სახლსა მისსა. |
3 |
ვინაიდან მოსესთან შედარებით უფრო მეტი დიდების ღირსი
შეიქნა, ისევე, როგორც სახლთან შედარებით მეტი პატივი აქვს მის ამშენებელს. |
3 |
რამეთუ უმრავლესსა დიდებასა ესე ღირს იყო უფროჲს მოსესსა,
ვითარცა-იგი უფროჲსი პატივი აქუნ სახლისაჲ მის მაშენებელსა მას მისსა. |
4 |
რადგანაც ყველა სახლს ვიღაც აშენებს, ყოვლის ამშენებელი
კი ღმერთია. |
4 |
რამეთუ ყოველი სახლი აღეშენის ვისგანმე; ხოლო რომელმან
ყოველივე აღაშენა, ღმერთი არს. |
5 |
მოსე ერთგული იყო მთელ მის სახლში, როგორც მსახური, რათა
ემოწმებინა, რაც უნდა თქმულიყო, |
5 |
და მოსეცა სარწმუნო იყო ყოველსავე სახლსა მისსა, ვითარცა
მსახური მოწამედ თქმულთა მათ. |
6 |
ქრისტე კი - როგორც ძე მის სახლში. ხოლო მისი სახლი ჩვენა
ვართ, თუკი ბოლომდე მტკიცედ დავიცავთ სითამამესა და სასოების სიქადულს. |
6 |
ხოლო ქრისტე, - ვითარცა ძე სახლსა ზედა მისსა; რომლისა
სახლ ვართ ჩუენ, უკუეთუ კადნიერებაჲ იგი და სიქადული სასოებისაჲ მის ვიდრე
აღსასრულადმდე მტკიცედ შევიკრძალოთ. |
7 |
ამიტომ, როგორც იტყვის სული წმიდა: „დღეს, როცა მოისმენთ
მის ხმას, |
7 |
ამისთჳს, ვითარცა იტყჳს სული წმიდაჲ, დღეს თუ ჴმისა
მისისაჲ ისმინოთ, |
8 |
ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს, როგორც დრტვინვის ჟამს,
უდაბნოში გამოცდის დღეს, |
8 |
ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა, ვითარცა-იგი განმწარებასა
მას დღისა მისებრ გამოცდისა უდაბნოსა ზედა, |
9 |
სადაც გამომცადეს თქვენმა მამებმა და ხედავდნენ ჩემს
საქმეებს ორმოც წელიწადს. |
9 |
სადა-იგი განმცადეს მე მამათა თქუენთა; გამომცადეს მე და იხილნეს საქმენი ჩემნი
ორმეოც წელ. |
10 |
ამიტომაც მოვიძულე ეს მოდგმა და ვთქვი: მარადჟამ ცდებიან გულით, და ვერ შეიცნეს
ჩემი გზა. |
10 |
ამისთჳს მოვიწყინე ნათესავი იგი და ვთქუ: მარადის სცთებიან იგინი გულითა მათითა და
მათ არა იცნნეს გზანი ჩემნი. |
11 |
ასე დავიფიცე ჩემი რისხვით, რომ არ ეღირსებათ ჩემს სიმშვიდეში შემოსვლა“. |
11 |
ვითარცა ვფუცე რისხვითა ჩემითა, ვერ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა. |
12 |
იფხიზლეთ, ძმანო, რომ არცერთ თქვენგანს არ ჰქონდეს უკეთური და ურწმუნო გული, რათა
არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს. |
12 |
ეკრძალენით, ძმანო, ნუუკუე სადამე იყოს ვისმე თქუენთაგანსა თანა გული უკეთური
ურწმუნოებისაჲ განდგომად ღმრთისაგან ცხოველისა. |
13 |
არამედ ყოველდღე შეაგონეთ ერთმანეთს, ვიდრე არ ითქმის „დღესო“, რათა არცერთი
თქვენგანი არ გაქვავდეს ცოდვის საცდურით. |
13 |
არამედ ნუგეშინის-სცემდით თავთა თჳსთა დღითი დღედ, ვიდრე-ესე დღესღა ჰრქჳან, რაჲთა
არა გან-ვინმე-ფიცხნეს თქუენგანი საცთურითა მით ცოდვისაჲთა. |
14 |
რადგანაც ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი არსობის საწყისს ბოლომდე დავიცავთ
მტკიცედ. |
14 |
რამეთუ თანა-ზიარ ქრისტესა ვიქმნენით, უკუეთუ დასაბამი იგი ძლიერებისაჲ
აღსასრულადმდე მტკიცედ შევიკრძალოთ. |
15 |
ვიდრე არ ითქმის: „დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს,
როგორც დრტვინვისას“. |
15 |
რაჟამს იტყოდის: დღეს თუ ჴმისა მისისაჲ ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა,
ვითარცა-იგი განმწარებასა მას. |
16 |
ვინაიდან ზოგმა ისმინა და დრტვინვას მოჰყვა; მაგრამ ყველა კი არა, ვინც მოსეს
მეოხებით გამოვიდა ეგვიპტიდან. |
16 |
რამეთუ ესმა ვიეთმე და განამწარეს, არამედ არა ყოველთა, რომელნი გამოვიდეს ეგჳპტით
მოსეს მიერ. |
17 |
მაშ, ვის გამო მრისხანებდა ორმოც წელიწადს, თუ არა შემცოდეთა გამო, რომელთა ძვლებიც
უდაბნოში დაცვივდნენ? |
17 |
ხოლო ვიეთი მოიწყინა ორმეოც წელ? ანუ არა რომელთა-იგი შესცოდესა, რომელთაჲ-იგი
ძუალები დაცჳვა უდაბნოსა ზედა? |
18 |
ან ვის მიმართ დაიფიცა, რომ ვერ ეღირსებოდნენ მის სიმშვიდეში შესვლას, თუ არა ურჩთა
მიმართ? |
18 |
ანუ ვიეთ ეფუცა არა-შესლვად განსასუენებელსა მისსა? არა-მე ურჩთა მათ? |
19 |
და ჩვენ ვხედავთ, რომ ურწმუნოების გამო მართლაც ვერ ეღირსნენ შესვლას. |
19 |
და ვხედავთ, რამეთუ ვერ შეუძლეს შესლვად ურწმუნოებითა. |