1 |
პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, - ეფესოში მყოფ წმიდათ და მორწმუნეთ
იესო ქრისტეში: |
1 |
პავლე, მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა, წმიდათა მაგათ, რომელნი ხართ
ეფესოს შინა, და სარწმუნოთა ქრისტე იესუჲს მიერ: |
2 |
მადლი და მშვიდობა ჩვენი მამა ღმრთისა და უფალ იესო
ქრისტესაგან. |
2 |
მადლი თქუენდა და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა ჩუენისა
და უფლისა იესუ ქრისტესა. |
3 |
კურთხეულ იყოს ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი,
რომელმაც გვაკურთხა იესო ქრისტეს მიერ ყოველი სულიერი კურთხევით ცაში. |
3 |
კურთხეულ არს ღმერთი და მამაჲ უფლისა ჩუენისა იესუ
ქრისტესი, რომელმან მაკურთხნა ჩუენ ყოვლითა კურთხევითა სულიერითა ცათა შინა
ქრისტეს მიერ. |
4 |
ვინაიდან ქვეყნიერების შექმნამდე ამოგვირჩია მასში, რათა
წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით; |
4 |
ვითარცა-იგი გამოგჳრჩინა ჩუენ მის მიერ უწინარეს სოფლის
დაბადებისა, რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ წმიდა და უბიწო წინაშე მისსა სიყუარულით. |
5 |
თავისი ნებისამებრ წინასწარვე რომ განსაზღვრა
ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით, |
5 |
წინაწარ გჳჩინნა ჩუენ შვილებად იესუ ქრისტეს მიერ მისა
მიმართ სათნოებისაებრ ნებისა მისისა, |
6 |
რათა გვექო დიდება მისი მადლისა, რომელიც მოგვმადლა თავის
საყვარელ ძეში, |
6 |
საქებელად დიდებისა მადლისა მისისა, რომლითა მოგუმადლა
ჩუენ საყუარელისა მის მიერ, |
7 |
ვის მიერაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და ცოდვათა
მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით, |
7 |
რომლისა მიერ გუაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ სისხლითა მისითა და
მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ სიმდიდრისაებრ მადლისა მისისა, |
8 |
ესოდენ უხვად რომ გვიბოძა ყოველგვარი სიბრძნითა და
გონიერებით, |
8 |
რომელი-იგი გარდაჰმატა ჩუენდა მომართ ყოვლითა სიბრძნითა
და გონიერებითა. |
9 |
და გვაუწყა თავისი ნების საიდუმლო თავისივე
კეთილმოსურნეობით, |
9 |
გუაუწყა ჩუენ საიდუმლოჲ იგი ნებისა მისისაჲ სათნოებისაებრ მისისა, რომელი-იგი
წინაჲთვე განაჩინა მას შინა |
10 |
რითაც წინასწარ განსაზღვრა თავის თავში, განეგო ჟამთა სისრულე და ყოველივე
ზეციურისა და მიწიერისთვის თავი მოეყარა ქრისტეში, |
10 |
განგებულად აღვსებისა მის ჟამთაჲსა, თავ-ყოფად ყოველივე ქრისტეს მიმართ, რაჲ-იგი
არს ცათა შინა და ქუეყანასა ზედა; |
11 |
რომელშიაც გავხდით მემკვიდრენი, რაც წინასწარვე განკუთვნილი იყო ჩვენთვის მისი
განჩინების თანახმად, ვინც ყველაფერს აღასრულებს თავისი ნებით, |
11 |
მისა მიმართ, რომელსა შინაცა განვეწესენით და წინაწარ ვიჩინენით ნებითა ღმრთისაჲთა,
რომელმან-იგი ყოველივე შექმნა ზრახვისაებრ ნებისა მისისა, |
12 |
რათა მისი დიდების მაქებარნი ვყოფილიყავით, იმთავითვე ქრისტეს მოიმედენი; |
12 |
რაჲთა ვიყვნეთ ჩუენ საქებელად დიდებისა მისისა, რომელი-ესე წინაწარ მოსავ ვიყვენით
ქრისტესა. |
13 |
მასშივე მოისმინეთ თქვენც ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი ხსნის სახარება, რაც იწამეთ
და კიდევაც აღიბეჭდეთ აღთქმული წმიდა სულით,
|
13 |
რომლისა მიერ და თქუენცა გესმა სიტყუაჲ იგი
ჭეშმარიტებისაჲ, სახარებაჲ იგი ცხორებისა თქუენისაჲ, რომლითაცა-იგი გრწმენა
და აღიბეჭდენით სულითა მით წმიდითა აღთქუმისაჲთა. |
14 |
რომელიც არის ჩვენი მემკვიდრეობის წინდი საბოლოო გამოხსნამდე, როცა დავიმკვიდრებთ
ჩვენს წილხვედრს მისი დიდების საქებრად. |
14 |
რომელ-იგი არს წინდი მკჳდრობისა ჩუენისაჲ გამოსაჴსრად
შეწევნისა ჩუენისა, საქებელად დიდებისა მისისა. |
15 |
ამიტომ მეც, როცა გავიგე თქვენი რწმენა უფალ იესოსადმი და თქვენი სიყვარული ყველა
წმიდის მიმართ, |
15 |
ამისთჳს მეცა მესმა თქუენი ეგე სარწმუნოებაჲ უფლისა იესუჲს მიერ და სიყუარული იგი,
რომელ გაქუს ყოველთა მიმართ წმიდათა. |
16 |
გამუდმებით მადლს ვწირავ ღმერთს თქვენს გამო და ჩემს ლოცვებში გიხსენებთ, |
16 |
არა დავსცხრები მადლობითა თქუენთჳს, ჴსენებასა თქუენსა ვჰყოფ ლოცვათა შინა ჩემთა, |
17 |
რათა მოგცეთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა დიდების
მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად; |
17 |
რაჲთა ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ
ქრისტემან, ღმერთმან დიდებისამან, მოგცეს თქუენ სული სიბრძნისა და
გამოცხადებისაჲ მეცნიერებითა მისითა. |
18 |
და გაანათლოს თქვენი გონების თვალი, რათა შეიცნოთ, რა
არის მისი ხმობის იმედი და როგორია მისი დიადი მემკვიდრეობის სიმდიდრე
წმიდათა შორის, |
18 |
და განანათლნეს თუალნი გულისა თქუენისანი, რაჲთა იცოდით
თქუენ, რაჲ-იგი არს სასოებაჲ ჩინებისა მისისაჲ, და რაჲ-იგი არს სიმდიდრე
დიდებისა მკჳდრობისა მისისაჲ წმიდათა შორის, |
19 |
ან რარიგ განუზომელია მისი ძალმოსილების სიდიადე ჩვენში,
რომელთაც გვწამს მისი მძლეთამძლე ძალის წყალობით, |
19 |
და რაჲ-იგი არს გარდამატებული სიმდიდრე ძლიერებისა
მისისაჲ ჩუენდა მომართ მორწმუნეთა შეწევნისაებრ სიმტკიცისა ძლიერებისა
მისისა, |
20 |
რომლითაც იმოქმედა ქრისტში, მკვდრეთით აღადგინა და
მარჯვნივ დაისვა ცაში, |
20 |
რომელ ქმნა ქრისტეს თანა, რამეთუ აღადგინა იგი მკუდრეთით
და დასუა მარჯუენით მისა ზეცათა შინა, |
21 |
ყველა მთავრობასა თუ ხელმწიფებაზე, ყველა ძალსა თუ
უფლებაზე, ყველა იმ სახელზე მაღლა, სახელად რომ ითქმის არა მარტო ამ
საწუთროში, არამედ მომავალშიც; |
21 |
უზეშთაეს ყოველთა მთავრობათა და ჴელმწიფებათა და ძალთა და
უფლებათა და ყოვლისავე სახელისა, რომელ სახელ-დებულ არს არა ხოლო თუ ამას
სოფელსა, არამედ მერმესაცა მას. |
22 |
ყველაფერი ფეხქვეშ გაუგო და დაუმორჩილა, და მისცა მას
მთავრობა ყოველი ეკლესიისა, |
22 |
და ყოველივე დაამორჩილა ქუეშე ფერჴთა მისთა და იგი მოსცა
მთავრობად ზეშთა ყოველთა ეკლესიასა, |
23 |
რომელიც არის მისი სხეული, ყოვლის აღმვსები ყოვლით. |
23 |
რომელი-იგი არს გუამი მისი, აღსავსებაჲ იგი, რომელმან
ყოველივე ყოველსა შინა აღავსო. |