1 |
ამრიგად, შეგაგონებთ მე, ტყვე უფლისა, მოიქეცით იმ ხმობის ღირსად, რომლითაცა
ხართ ხმობილნი. |
1 |
გლოცავ თქუენ მე, კრული ესე უფლისა მიერ, რაჲთა ღირსად ხჳდოდით ჩინებითა მით,
რომლითა იჩინენით, |
2 |
მთელი ქედმოდრეკილობით და თვინიერებით, დიდსულოვნებითა და
სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი. |
2 |
ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშჳდითა და სულგრძელებითა,
თავს-იდებდით ურთიერთარს სიყუარულითა, |
3 |
ეცადეთ მშვიდობის საკვრელით შეინარჩუნოთ სულის ერთობა. |
3 |
ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკრველითა
მით მშჳდობისაჲთა. |
4 |
ერთია ხორცი და ერთია სული, ისევე, როგორც ხმობილნი ხართ
თქვენი ხმობის ერთი იმედით. |
4 |
ერთ ჴორც და ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით ერთითა მით
სასოებითა ჩინებისა თქუენისაჲთა; |
5 |
ერთია უფალი, ერთია რწმენა, ერთია ნათლისღება. |
5 |
ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლის-ღებაჲ, |
6 |
ერთია ღმერთი და ყოველთა მამა, ყველაზე უზენაესი, ყოვლის
გამრიგე და ყველაში დავანებული. |
6 |
ერთ არს ღმერთი და მამაჲ ყოველთაჲ, რომელი ყოველთა ზედა
არს და ყოველთა მიერ და ჩუენ ყოველთა შორის. |
7 |
ხოლო თვითეულ ჩვენგანს ქრისტესმიერი ნიჭის ზომისამებრ
მიეცა მადლი. |
7 |
ხოლო თითოეულსა კაცად-კაცადსა ჩუენსა მოცემულ არს მადლი
საზომისაებრ ნიჭისა ქრისტესისა. |
8 |
ამიტომაც თქმულა: „ავიდა მაღლა, წამოასხა ტყვენი და
საბოძვარი უბოძა ხალხს“. |
8 |
რომლისათჳს იტყჳს: აღჴდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და
მისცა იგი ნიჭად კაცთა. |
9 |
მაგრამ რას ნიშნავს „ავიდა“, თუ არა იმას, რომ უფრო უმალ
ქვესკნელში უნდა ჩასულიყო? |
9 |
ხოლო „აღსლვაჲ იგი“ რაჲ-მე არს, არა თუ ესე, რამეთუ შთაჴდა იგი პირველად ქუესკნელთა
ქუეყანისათა? |
10 |
ჩასული კი იგივეა, რაც ყველა ცაზე მაღლა ასული, რათა აღავსოს ყოველი. |
10 |
რომელი გარდამოჴდა, იგივე არს, რომელი ამაღლდა ზედა ყოველთა ცათა, რაჲთა აღავსნეს
ყოველნი. |
11 |
მანვე დაადგინა ზოგი მოციქულად, ზოგი წინასწარმეტყველად, ზოგი მახარებლად, ზოგნიც
მწყემსებად და მოძღვრებად. |
11 |
და მან მოსცნა, რომელნიმე მოციქულნი, რომელნიმე წინაწარმეტყუელნი, რომელნიმე
მახარებელნი, რომელნიმე მწყემსნი და მოძღუარნი |
12 |
რათა სრულეყოთ წმიდანი მსახურების საქმისათვის - ქრისტეს სხეულის ასაშენებლად, |
12 |
დასამტკიცებელად წმიდათა, საქმედ მსახურებისა, აღსაშენებელად გუამისა ქრისტესისა, |
13 |
ვიდრე ყველანი მივაღწევდეთ რწმენის ერთობას და ღმერთის ძის შემეცნებას სრულყოფილ
კაცად, ქრისტეს ასაკის სისრულის ზომას, |
13 |
ვიდრემდე მივიწინეთ ყოველნი ერთობასა სარწმუნოებისასა და
მეცნიერებასა ძისა ღმრთისასა, მამაკაცად სრულად, საზომად ჰასაკისა
სავსებისა მის ქრისტესისა, |
14 |
რათა აღარ ვიყოთ ბალღები, რომელთაც არყევს და იტაცებს მოძღვრების ყოველი ქარი,
კაცთა ცბიერებითა და ცდუნების მზაკვრული ხერხით, |
14 |
რაჲთა არღარა ვიყვნეთ ყრმა ჩჩჳლ, ღელვა-აღტეხილ და
მიმოტაცებულ ყოველსა მას ქარსა მოძღურებისასა სივერაგითა კაცათაჲთა და
ზაკულებითა მანქანებისა მის მიმართ საცთურებისა, |
15 |
არამედ სიყვარულით მივსდევდეთ ჭეშმარიტებას და ყოველმგრივ ვიზრდებოდეთ მასში, ვინც
არის თავი - ქრისტე, |
15 |
არამედ ჭეშმარიტ ვიყვნეთ სიყუარულსა ზედა და აღვაორძინებდეთ მისა მიმართ ყოველსა,
რომელ არს თავ მისა ქრისტე, |
16 |
ვის მიერაც მთელი სხეული, ურთიერთმჭიდე სახსრებით მტკიცედ შეკრული, თვითეული ასოს
ზომიერი ურთიერთშეწევნით იზრდება, რათა აღეშენოს სიყვარულში. |
16 |
რომლისაგან ყოველი გუამი შენაწევრებულ და შემტკიცებულ არს ყოვლითა შეახლებითა
უხუებისაჲთა შეწევნისაებრ საზომისა თჳთოეულისა ასოჲსა; სიორძილსა მას გუამისასა
ჰყოფდით აღსაშენებელად თავისა თქუენისა სიყუარულით. |
17 |
ამას ვამბობ და ვმოწმობ უფალში, რათა აღარ იქცეოდეთ ისე, როგორც თავიანთი გონების
ამაოებით იქცევიან წარმართნი. |
17 |
ამას უკუე ვიტყჳ და ვწამებ უფლისა მიერ, რაჲთა ნუღარამცა ხუალთ, ვითარცა სხუანი
იგი წარმართნი ვლენან ამაოებითა გონებისა მათისაჲთა, |
18 |
გონებადაბნელებულნი და საღმრთო სიცოცხლისაგან
გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო, |
18 |
დაბნელებულნი გულითა, უცხო-ქმნულნი ცხორებისაგან ღმრთისა,
უმეცრებითა მით, რომელ არს მათ თანა საბრმითა გულისა მათისაჲთა. |
19 |
გარყვნილებას რომ მისცემიან გრძნობამიხდილნი და მზად
არიან ყოველგვარი უწმინდურება ჩაიდინონ გაუმაძღრობით. |
19 |
რომელთა წარიწირნეს თავნი მათნი და მისცნეს ბილწებასა
საქმედ არაწმიდებისა ყოვლისა ანგაჰრებისა. |
20 |
ხოლო თქვენ ასე როდი შეგიცვნიათ ქრისტე, |
20 |
ხოლო თქუენ არა ეგრეთ გისწავიეს ქრისტე. |
21 |
რადგანაც არა მარტო მოგისმენიათ, კიდევაც გისწავლიათ
მისგან (ვინაიდან იესოშია ჭეშმარიტება), - |
21 |
უკუეთუ გასმიეს იგი და მისა მიმართ გისწავიეს,
ვითარცა-იგი არს ჭეშმარიტებაჲ იესუჲს თანა, |
22 |
განშორებოდით მაცდურ გულისთქმათაგან გახრწნილი ძველი
კაცის უწინდელ ყოფას, |
22 |
განიშორეთ თქუენგან პირველისა მისებრ სლვისა თქუენისა
ძუელი იგი კაცი, განხრწნილი გულის თქუმისა მისებრ საცთურისა, |
23 |
განახლებულიყავით თქვენი გონების სულით |
23 |
და განახლდებოდეთ თქუენ სულითა მით გონებისა თქუენისაჲთა |
24 |
და შეგემოსათ ახალი კაცი, ღვთის მსგავსად შექმნილი
სამართლიანობითა და ჭეშმარიტების სიწმინდით. |
24 |
და შეიმოსეთ ახალი იგი კაცი, ღმრთისა მიერ დაბადებული,
სიმართლითა და სიწმიდითა ჭეშმარიტებისაჲთა. |
25 |
მაშ, განიშორეთ სიცრუე და თვითეული თქვენგანი
ჭეშმარიტებას აუწყებდეს თავის მოყვასს, რადგანაც ერთმანეთის ასოები ვართ. |
25 |
ამისთჳს განიშორეთ ტყუილი, იტყოდეთ ჭეშმარიტსა
კაცად-კაცადი მოყუსისა თჳსისა თანა, რამეთუ ვართ ურთიერთარს ასოებ. |
26 |
მრისხანებისას ნუ სცოდავთ; ნუ ჩაესვენება მზე თქვენი
რისხვით. |
26 |
გული გიწყრებოდენ, და ნუ სცოდავთ: მზე ნუ დაჰვალნ
განრისხებასა თქუენსა. |
27 |
ადგილს ნუ დაუთმობთ ეშმაკს. |
27 |
ნუცა სცემთ ადგილ ეშმაკსა. |
28 |
მპარავი ნუღარ მოიპარავს, არამედ იშრომოს და თავისი ხელით
კეთილი საქმე აკეთოს, რათა შეეძლოს გაიკითხოს გაჭირვებული. |
28 |
მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროჲსღა შურებოდენ
და იქმოდენ კეთილსა თჳსითა ჴელითა, რაჲთა აქუნდეს მიცემად, ვის-იგი უჴმდეს. |
29 |
ნურავითარი უგვანი სიტყვა ნუ დასცდება თქვენს ბაგეს,
არამედ მხოლოდ კეთილიშესაგონებლად, რათა მადლი მიაგოს მსმენელთ. |
29 |
ყოველი სიტყუაჲ უშუერი პირით თქუენით ნუ გამოვალნ, არამედ
რაჲ-იგი იყოს კეთილ აღსაშენებელად საჴმრისა მის, რაჲთა მისცეს მადლი
მსმენელთა მათ. |
30 |
ნუ შეაჭირვებთ წმიდა სულს ღვთისას, რომლითაც აღიბეჭდეთ
გამოხსნის დღისთვის. |
30 |
და ნუ შეაწუხებთ სულსა წმიდასა ღმრთისასა, რომლითაცა-იგი
აღიბეჭდენით დღედ გამოჴსნისა. |
31 |
ყოველგვარი სიმწარე, მრისხანება, ყვირილი, გმობა შორს
იყოს თქვენგან ყოველივე ბოროტთან ერთად. |
31 |
ყოველი სამწარე და რისხვაჲ და გულის წყრომაჲ და ღაღადებაჲ
და გმობაჲ მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით. |
32 |
არამედ კეთილნი და ლმობიერნი იყავით ერთურთის მიმართ და
მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა. |
32 |
იყვენით ურთიერთარს ტკბილ, მოწყალე, მიმმადლებელ თავთა
თჳსთა, ვითარცა-იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგუმადლა ჩუენ. |