1 |
მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა. |
1 |
იყვენით უკუე მობაძავ ღმრთისა, ვითარცა შვილნი საყუარელნი, |
2 |
და იარეთ სიყვარულით, როგორც შეგვიყვარა ქრისტემ და ჩვენი
გულისთვის შესაწირავად და კეთილსურნელოვან მსხვერპლად მისცა თავისი თავი
ღმერთს. |
2 |
და ვიდოდეთ სიყუარულით, ვითარცა-იგი ქრისტემან შეიყუარნა
ჩუენ და მისცა თავი თჳსი ჩუენთჳის შესაწირავად და მსხუერპლად ღმრთისა,
სულად სულნელად. |
3 |
ხოლო სიძვა, ყოველგვარი უწმინდურება და ანგარება საერთოდ
აღარ იხსენებოდეს თქვენში, როგორც შეშვენის წმიდათ, |
3 |
ხოლო სიძვაჲ და ყოველი არა-წმინდებაჲ გინა ანგაჰრებაჲ
ნურცაღა სახელ-ედებინ თქუენ შორის, ვითარცა ჰშუენის წმიდათა, |
4 |
არც სიბილწე, ბრიყვული სიტყვა თუ უკადრი ლიზღობა, არამედ
უპირატესად - მადლიერება. |
4 |
და საძაგელებაჲ და სიტყუაჲ სიცოფისაჲ გინა ლაღობაჲ,
რომელი არა ჯერ-არს, არამედ უფროჲსად მადლობაჲ. |
5 |
რადგანაც იცით, რომ არც მეძავს, არც უწმინდურსა და
ანგარს, რომელიც არის კერპთმსახური, არა აქვს სამკვიდრო ქრისტესა და ღვთის
სასუფეველში. |
5 |
და ესემცა უწყით, რამეთუ ყოველსა მეძავსა და არაწმიდასა
და ანგაჰრსა, რომელ არს კერპთ-მსახური, არა აქუს მკჳდრობა სასუფეველსა
ქრისტესსა და ღმრთისასა. |
6 |
არავინ გაცდუნოთ ფუჭი სიტყვით, რადგანაც ამისთვის მოიწევა
რისხვა ღვთისა ურჩობის ძეთა თავზე. |
6 |
ნუცა ვინ გაცთუნებს თქუენ ცუდითა სიტყჳთა, რამეთუ
ამისთვის მიიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მას ზედა ურჩებისათა. |
7 |
ამიტომაც ნუ იქნებით მათი თანაზიარნი. |
7 |
ნუუკუე იქმნებით მსგავს მათა, |
8 |
რადგან ოდესღაც ბნელი იყავით, ახლა კი ნათელი ხართ
უფალში. მაშ, იარეთ, როგორც ნათლის შვილებს შეშვენით. |
8 |
რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ, ხოლო აწ ნათელ ხართ უფლისა
მიერ; ვითარცა შვილნი ნათლისანი ვიდოდეთ, |
9 |
ვინაიდან ნათლის ნაყოფი ყოველგვარ სიკეთეშია,
სამართლიანობასა და ჭეშმარიტებაში. |
9 |
რამეთუ ნაყოფი სულისაჲ ყოვლითა კეთილითა და სიმართლითა და ჭეშმარიტებითა. |
10 |
გამოსცადეთ, რა შეიძლება მოსწონდეს უფალს. |
10 |
გამოიცადეთ, რაჲ-იგი არს სათნო უფლისა, |
11 |
ნუ ეზიარებით ბნელის უნაყოფო საქმეს, არამედ უმეტესად ამხილეთ, |
11 |
და ნუ თანა-ეზიარებით საქმეთა მათ უნაყოფოთა ბნელისათა, არამედ უფროჲსღა
ამხილებდითცა. |
12 |
ვინაიდან რასაც ფარულად სჩადიან ისინი, სათქმელადაც სამარცხვინოა. |
12 |
რამეთუ, რაჲ-იგი ფარულად იქმნების მათ მიერ, საძაგელ არს სიტყუადცა. |
13 |
ხოლო ყოველივე მხილებული ნათლით ცხადდება, |
13 |
ხოლო ყოველივე მხილებული ნათლისაგან გამოცხადნების,
რამეთუ ყოველივე განცხადებული ნათელ არს, |
14 |
რადგანაც ნათელია ყოველივე გაცხადებული. ამიტომაც ითქვა: „გაიღვიძე, მძინარევ,
აღსდეგ მკვდრეთით, და გაგანათლებს შენ ქრისტე“. |
14 |
რომლისათჳს იტყჳს: განიღჳძე, რომელსა-ეგე გძინავს, და
აღდეგ მკუდრეთით, და განგანათლოს შენ ქრისტემან. |
15 |
მაშ, დაუკვირდით თქვენს ქცევას, არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. |
15 |
ეკრძალებოდეთ უკუე, ვითარ-ძი განკრძალულად ხუალთ, ნუ ვითარცა უგუნურნი, არამედ
ვითარცა ბრძენნი; |
16 |
გაუფრთხილდით დროს, რადგანაც უკეთურნი არიან დღენი. |
16 |
გამოიფრდიდით ჟამთა, რამეთუ დღენი ბოროტნი არიან. |
17 |
ასე რომ, ნუ იქნებით უგუნურნი, არამედ შეიცანით, რა არის ნება ღვთისა.
|
17 |
ამისთჳს ნუ იყოფით უგნურ, არამედ გულისჴმა-ჰყოფდით,
რაჲ-იგი არს ნებაჲ უფლისაჲ. |
18 |
ნუ დათვრებით ღვინით, საიდანაც წარმოსდგება
აღვირახსნილობა, არამედ აღივსეთ სულით. |
18 |
და ნუ დაითრვებით ღჳნითა, რომლითა არს სიბილწე, არამედ
აღივსენით სულითა, |
19 |
ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი სიმღერებით
ელაპარაკეთ ერთმანეთს; თქვენი გულებით უგალობეთ და უმღერეთ უფალს. |
19 |
ეტყოდეთ თავთა თჳსთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა
სულიერითა, უგალობდით და აქებდით გულითა თქუენითა უფალსა. 20. ჰმადლობდით
ყოვლადვე ყოველთათჳს სახელითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა ღმერთსა და
მამასა. |
20 |
მარადჟამ მადლს სწირავდეთ ყველაფრისათვის ღმერთსა და
მამას, ჩვენი უფლი იესო ქრისტეს სახელით. |
|
|
21 |
ქრისტეს შიშით ჰმორჩილებდეთ ერთმანეთს. |
21 |
დაემორჩილენით ურთიერთას შიშითა ქრისტესითა. |
22 |
ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. |
22 |
ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა. |
23 |
რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია
ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი. |
23 |
რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს
ეკლესიისა, და იგი თავადი არს მაცხოვარი გუამისაჲ. |
24 |
მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც
თავიანთ ქმრებს - ყველაფერში. |
24 |
არამედ ვითარცა ეკლესიაჲ დამორჩილებულ არს ქრისტესა,
ეგრეთცა ცოლნი - თჳსთა ქმართა ყოვლითა. |
25 |
ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ
შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის, |
25 |
ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი, ვითარცა ქრისტემან
შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს, |
26 |
რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის
საბანელით და სიტყვით, |
26 |
რაჲთა იგი წმიდა-ყოს, განწმიდა საბანელითა მით წყლისაჲთა
და სიტყჳთა, |
27 |
და ამრიგად განემზადებინა იგი თავის დიდებულ ეკლესიად,
ყოველგვარი ნაკლის, მანკის და სხვა მისთანათა გარეშე, არამედ რათა წმიდა და
უმწიკვლო ყოფილიყო. |
27 |
რაჲთა წარუდგინოს თავადმან თავსა თჳსსა დიდებულად
ეკლესიაჲ, რაჲთა არა აქუნდეს მწინკულევანებაჲ არცა ნაოჭ ბრძჳლისა, არცა
სხუაჲ რაჲ ესე-ვითარი, არამედ რაჲთა იყოს წმიდა და უბიწო. |
28 |
ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც
საკუთარი სხეული; ვისაც ცოლი უყვარს, თავისი თავი უყვარს. |
28 |
ესრეთ ჯერ-არს ქმართაჲ ცოლთა თჳსთა სიყუარული, ვითარცა
ჴორცთა თჳსთაჲ, რამეთუ რომელსა უყუარდეს ცოლი თჳსი, თავი თჳსი უყუარს. |
29 |
ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი,
არამედ ისე უვლის და ასაზრდოებს, როგორც უფალი - ეკლესიას. |
29 |
რამეთუ არავინ სადა თავი თჳსი მოიძულის, არამედ ზრდინ და
ჰფუფუნებნ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიასა, |
30 |
რადგანაც მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და
მისი ძვალთაგანნი. |
30 |
რამეთუ ასონი ვართ გუამისა მისისანი, ჴორცითა მისთაგანნი
და ძუალითა მისთაგანნი. |
31 |
ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრის თავის
ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. |
31 |
ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ თჳსი და
შეეყოს ცოლსა თჳსსა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც. |
|
|
32 |
საიდუმლოჲ ესე დიდ არს; ხოლო მე ვიტყჳ ქრისტესთჳს და
ეკლესიისა. |
32 |
ასევე ყოველ თქვენგანსაც თავისი თავივით უყვარდეს ცოლი,
ხოლო ცოლს ეშინოდეს ქმრისა. |
33 |
გარნა თქუენცა კაცად-კაცადმან თჳსი ცოლი ეგრეთ შეიყუარეთ,
ვითარცა თავი თჳსი; ხოლო ცოლსა მას რაჲთა ეშინოდის ქმრისა. |