1 |
შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგანაც ეს სამართლიანია. |
1 |
შვილნი მორჩილ იყვენით მამა-დედათა თქუენთა უფლისა მიერ, რამეთუ ესე არს
სამართალი. |
2 |
„პატივი ეცი მამას შენსას და დედას“, ესაა პირველი მცნება
აღთქმით, - |
2 |
პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რომელ-ესე არს
მცნებაჲ პირველი აღთქუმასა შინა. |
3 |
რათა სიკეთე არ მოგეშალოს და დღეგრძელი იყო ამ ქვეყნად. |
3 |
რაჲთა კეთილი გეყოს შენ, და იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა. |
4 |
თქვენ კი, მამებო, მოთმინებიდან ნუ გამოიყვანთ შვილებს,
არამედ აღზარდეთ ისინი უფლის შეგონებით და სწავლით. |
4 |
და მამანი ნუ განრისხდებით შვილთა თქუენთა, არამედ
განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღურებითა უფლისაჲთა. |
5 |
მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით,
ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს; |
5 |
მონანი ერჩდით ჴორციელთა უფალთა თქუენთა შიშით და
ძრწოლით, სიწრფოებითა გულისა თქუენისაჲთა, ვითარცა ქრისტესა, |
6 |
არა თვალთმაქცური სამსახურით, როგორც პირმოთნენი, არამედ
როგორც ქრისტეს მონები, სულით რომ ასრულებენ ღვთის ნებას. |
6 |
ნუ თუალთა წინაშე თუალ-ღებით მონებად, ვითარცა კაცთ
მოთნენი, არამედ ვითარცა მონანი ქრისტესნი, ჰყოფდით ნებასა ღმრთისასა
გულითად; |
7 |
კეთილი ნებით ჰმონებდეთ მათ, როგორც უფალს, და არა როგორც
ადამიანებს. |
7 |
გონიერად ჰმონებდით ვითარცა უფალსა, და არა კაცთა; |
8 |
იცოდეთ, რომ ყველა, მონაც და თავისუფალიც, ვინც კი
სიკეთეს სჩადის, საზღაურს მიიღებს უფლისგან. |
8 |
უწყოდეთ, რამეთუ რაჲცა ვინ ქმნეს კაცად-კაცადმან კეთილი,
იგიცა მოიღოს უფლისა მიერ, გინა თუ მონამან გინა თუ აზნაურმან. |
9 |
თქვენც, ბატონებო, ასევე ექცეოდეთ მონებს; დაიოკეთ
სისასტიკე, გახსოვდეთ, რომ ცაშია თქვენი და მათი უფალი, ვისთვისაც უცხოა
მიკერძოება. |
9 |
და უფალნი ეგე ეგრეთვე ჰყოფდით მათა მიმართ, შეუნდობდით რისხვასა, უწყოდეთ, რამეთუ
თქუენი და მათი უფალი ცათა შინა არს, და თუალთ-ღება არა არს მის თანა. |
10 |
და ბოლოს, ძმანო, გასალკლდევდით უფლის მეოხებით და მისი ძალის სიმტკიცით. |
10 |
ამიერითგან, ძმანო ჩემნო, განძლიერდით უფლისა მიერ და სიმტკიცითა ძლიერებისა
მისისაჲთა, |
11 |
შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეგეძლოთ წინ აღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, |
11 |
შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ თქუენ წინა-დადგომად
მანქანებათა მათ ეშმაკისათა. |
12 |
რადგანაც სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა და
ხელმწიფებათა, ამ ბნელი საწუთროს მპყრობელთა და ცისქვეშეთის უკეთურ სულთა
წინააღმდეგ. |
12 |
რამეთუ არა არს ბრძოლაჲ ჩუენი სისხლითა მიმართ და ჴორცითა, არამედ მთავრობათა
მიმართ და ჴელმწიფებათა, სოფლის მპყრობელთა მიმართ ბნელისა ამის საწუთროჲსათა,
სულთა მიმართ უკეთურებისათა, რომელნი არიან ცასა ქუეშე. |
13 |
ამიტომ ხელთ იპყარით ღვთის საჭურველი, რათა უკეთურ დღეს შეგეძლოთ წინააღმდეგობა და,
ყოვლის მძლეველნი, კვლავ მტკიცედ იდგეთ. |
13 |
ამისთჳს აღიღეთ ყოვლად-საჭურველი იგი ღმრთისაჲ, რაჲთა შეუძლოთ წინა-დადგომად
დღესა მას ბოროტსა, და ყოველსავე იქმოდეთ, რაჲთა სდგეთ. |
14 |
მაშ, აღიმართეთ, ჭეშმარიტება შეირტყით წელზე და სიმართლის აბჯრით შეიმოსეთ, |
14 |
მტკიცედ უკუე დეგით, მოირტყენით წელნი თქუენნი
ჭეშმარიტებითა და შეიმოსეთ ჯაჭჳ იგი სიმართლისაჲ. |
15 |
ფეხთ კი მზადყოფნა ჩაიცვით მშვიდობის სახარების საქადაგებლად. |
15 |
და შეიხსენით ფერჴთა თქუენთა განმზადებულებაჲ სახარებისა მის მშჳდობისაჲ. |
16 |
ამასთან, იფარეთ რწმენის ფარი, რომლითაც შესძლებთ ბოროტების ცეცხლოვან ისართა
დაშრეტას, |
16 |
ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისაჲ, რომლითა შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა
ბოროტისათა განჴურვებულთა დაშრეტად; |
17 |
აიღეთ ხსნის ჩაჩქანი და სულის მახვილი, რომელიც არის
ღვთის სიტყვა. |
17 |
და ჩაფხუტი იგი ცხორებისაჲ დაიდგთ და მახჳლი იგი სულისაჲ,
რომელ არს სიტყუაჲ ღმრთისაჲ; |
18 |
ყოველგვარი ლოცვა-ვედრებით დღენიადაგ ილოცეთ სულით,
ეცადეთ მუდამ ფხიზლად იყოთ და გულმხურვალედ ლოცულობდეთ ყველა წმიდისთვის, |
18 |
ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა
სულითა და მებრვე ამისთჳს იღჳძებდით ყოვლითა კრძალულებითა და ვედრებითა
ყოველთა წმიდათათჳს |
19 |
ისევე, როგორც ჩემთვის, რათა მომეცეს სიტყვა და ჩემი
პირით თამამად ვიქადაგო სახარების საიდუმლო, |
19 |
და ჩემთჳსცა, რაჲთა მომეცეს მე სიტყუაჲ აღებასა პირისა
ჩემისასა განცხადებულად უწყებად საიდუმლოჲ იგი სახარებისაჲ, |
20 |
რისთვისაც ვმოციქულობ ბორკილდადებული და თამამად
ვლაპარაკობ, რისი თქმაც მმართებს. |
20 |
რომლისათჳს-ესე ვციქუ ჯაჭჳთურთ, რაჲთა მას შინა
განვცხადნე, ვითარ-იგი ღირს ჩემდა სიტყუად. |
21 |
ხოლო ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი,
საყვარელი ძმა და უფლის ერთგული მსახური, |
21 |
ხოლო თქუენცა რაჲთა უწყოდით ჩემთჳს, რასა-იგი ვიქმ,
ყოველივე გაუწყოს თქუენ ტჳქიკოს, საყუარელმან ძმამან და სარწმუნომან
მსახურმან უფლისა მიერ, |
22 |
რომელიც სწორედ იმიტომ წარმოვგზავნე, რომ ჩვენი ამბავი
შეეტყობინებინა და ენუგეშებინა თქვენი გულები. |
22 |
რომელი-იგი მივავლინე თქუენდა ამისთჳს მებრ, რაჲთა
უწყოდით ჩუენთჳს და ნუგეშინის-სცეს გულთა თქუენთა. |
23 |
მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენითურთ, მამა ღმერთისა
და უფალ იესო ქრისტესაგან. |
23 |
მშჳდობაჲ ძმათა და სიყუარული სარწმუნოებითურთ ღმრთისა
მიერ მამისა და უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა. |
24 |
მადლი ყველას, ვისაც უცვლელი სიყვარულით უყვარს უფალი
ჩვენი იესო ქრისტე. ამინ. |
24 |
მადლი ყოველთა თანა მოყუარეთა უფლისა ჩუენისა იესუ
ქრისტესთა უხრწნელებით. ამინ. |