1 |
ამრიგად, თუ არის რაიმე ნუგეში ქრისტეში, თუ არის რაიმე სიამე სიყვარულისა, თუ
არის რაიმე თანაზიარობა სულისა, თუ არის რაიმე თანალმობა ან წყალობა, |
1 |
რაოდენი რაჲ ნუგეშინის-ცემაჲ არს ქრისტეს მიერ, და რაოდენი ნუგეშინის-ცემაჲ
სიყუარულისაჲ, რაოდენი რაჲ ზიარებაჲ სულისაჲ, რაოდენი რაჲ მოწყალებაჲ და წყალობაჲ, |
2 |
აღავსეთ ჩემი სიხარული, რათა იყოთ თანამზრახველნი, ერთი
და იმავე სიყვარულით გულშეძრულნი, ერთსულოვანნი და თანამოაზრენი. |
2 |
აღავსეთ სიხარული ჩემი, რაჲთა მასვე ჰზრახვიდეთ და იგივე
სიყუარული გაქუნდეს; ერთ-სულ და ერთ-ზრახვა იყვენით, |
3 |
ნურას ჩაიდენთ ცილობით და ცუდმედიდობით, არამედ,
ქედმოდრეკილნი, საკუთარ თავზე უმეტესად მიიჩნევდეთ ერთიმეორეს. |
3 |
ნურარაჲთ ჴდომით გინა ზუაობით, არამედ სიმდაბლით
ურთიერთას უმეტეს შეჰრაცხდით თჳთოეული თავისა თჳსისასა. |
4 |
მარტო თავის თავზე ნუკი ზრუნავს თვითეული თქვენგანი,
არამედ სხვებზეც იზრუნოს. |
4 |
ნუ თავისა თჳსისასა ხოლო კაცად-კაცადი თქუენი ეძიებნ,
არამედ მოყუსისაცა თჳთოეული თქუენი. |
5 |
იგივე ზრახვები გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს, |
5 |
ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელცა-იგი ქრისტე
იესუჲს მიერ. |
6 |
რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს
ღვთის სწორად ყოფნა. |
6 |
რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა
ყოფად იგი სწორებად ღმრთისა, |
7 |
მაგრამ თავი დაიმცრო, მონის ხატი შეიმოსა და გარეგნობით
კაცის მსგავსებად იქცა. |
7 |
არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო და
მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი; |
8 |
თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე,
ჯვარცმით სიკვდილამდე. |
8 |
დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე
სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა. |
9 |
ამიტომაც აღამაღლა იგი ღმერთმა და ყველა სახელზე უზენაესი
სახელი მისცა, |
9 |
ამისთჳსცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზეშთაესი უფროჲს
ყოველთა სახელთაჲსა, |
10 |
რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და
ქვესკნელისაც, |
10 |
რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და
ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი, |
11 |
და ყველა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, სადიდებლად ღვთის და მამისა. |
11 |
და ყოველმან ენამან აღუაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა. |
12 |
ამრიგად, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის მორჩილნი იყავით, არა მარტო ჩემი მანდ
ყოფნისას, არამედ, მით უმეტეს, ახლა, როცა შორსა ვართ თქვენგან, - შიშით და ძრწოლით
აღასრულეთ თქვენი ხსნის საქმე. |
12 |
ვინაჲცა, საყუარელნო ჩემნო, ვითარცა-ეგე ყოვლადვე მორჩილ ხართ, ნუ ხოლო მისლვასა
მას ჩემსა, არამედ აწ უფროჲსღა შორს ყოფასა ამას ჩემსა შიშით და ძრწოლით თჳსსა
ცხორებასა იქმოდეთ. |
13 |
რადგან ღმერთია ის, ვინც ბადებს თქვენში ნდომასაც და ქმედებასაც თავისი
კეთილნებელობით. |
13 |
რამეთუ ღმერთი არს, რომელი შეიქმს თქუენ თანა ნებასაცა და
შეწევნასა სათნოებისათჳს. |
14 |
ყველაფერი აღასრულეთ უდრტვინველად და უყოყმანოდ, |
14 |
ყოველსავე იქმოდეთ თჳნიერ დრტჳნვისა და გულის სიტყუათა, |
15 |
რათა იყოთ უბიწონი და უმანკონი, ღვთის უმწიკვლო შვილნი უკუღმართ და გახრწნილ
მოდგმაში, რომელშიც ნათობთ, როგორც მნათობნი სამყაროში, |
15 |
რაჲთა იყვნეთ უბრალო და უმანკო, შვილ ღმრთისა, შეუგინებელ შორის ნათესავსა დრკუსა
და გულარძნილსა, რომელთა მიერ შჩნდეთ, ვითარცა მთიებნი სოფელსა შინა. |
16 |
სიცოცხლის სიტყვის მფლობელნი, რათა ქრისტეს დღეს დავიქადო, რომ ამაოდ არ ვრბოდი და
არც ამაოდ ვიღვწოდი. |
16 |
სიტყუაჲ ცხორებისაჲ გაქუნდინ სიქადულად ჩემდა დღესა მას ქრისტესსა, რამეთუ არა
ცუდად ვრბიოდე, არცა ცუდად დავშუერ. |
17 |
მაგრამ სისხლადაც რომ ვესხურო თქვენი რწმენის მსხვერპლს
და მსახურებას, თქვენთან ერთად ვილხენ და ვხარობ. |
17 |
არამედ დაღათუ შევიწირვი მსხუერპლსა მას ზედა და
მსახურებასა სარწმუნოებისა თქუენისისა, მიხარის და მიხაროდისცა თქუენ
ყოველთა თანა. |
18 |
მაშ, თქვენც ილხენდეთ და ხარობდეთ ჩემთან ერთად. |
18 |
ეგრეთვე და თქუენცა გიხაროდენ და ჩემ თანა გიხაროდენ. |
19 |
იმედი მაქვს, თუ უფალმა ჩვენმა ქრისტემ ინება, მალე
გაახლოთ ტიმოთე, რათა შევიტყო თქვენი ამბავი და მეც გავმხნევდე სულით. |
19 |
ხოლო ვესავ ქრისტე იესუჲს მიერ ტიმოთესსაცა ადრე
მივლინებასა თქუენდა, რაჲთა მეცა გულ-მხიარულად ვცნა თქუენთჳს. |
20 |
რადგანაც სხვა არავინ მყავს ჩემი სულის თანაზიარი,
მასავით წრფელად რომ ზრუნავდეს თქვენზე. |
20 |
რამეთუ არავინ მაქუს სხუაჲ ერთგული, რომელმანმცა თქუენთჳს
გულითად იზრუნა. |
21 |
ვინაიდან ყველა თავისას ეძებს და არა იესო ქრისტესას. |
21 |
რამეთუ ყოველნი თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტე
იესუჲსასა. |
22 |
მის გამოცდილებას კი იცნობთ, ვინაიდან, როგორც მამას -
შვილი, ისე ემსახურა სახარებას ჩემთან ერთად. |
22 |
ხოლო გამოცდილებაჲ იგი მისი იცით, რამეთუ ვითარცა მამასა
შვილმან, ეგრე ჰმონა ჩემ თანა სახარებასა მას. |
23 |
ასე რომ, იმედი მაქვს მალე გაახლოთ, როგორც კი გავიგებ, რა მელის. |
23 |
ამისსა უკუე ვესავ მივლინებასა, რაჟამს განვიგო თავისა
ჩემისაჲ მისგან. |
24 |
მჯერა უფლისა, რომ თვითონაც მალე გეწვევით. |
24 |
ხოლო ვესავ უფალსა, ვითარმედ მეცა ადრე მოვიდე. |
25 |
მაგრამ საჭიროდ მივიჩნიე გამომეგზავნა ეპაფროდიტოსი, ჩემი ძმა, ჩემი თანამოსაქმე და
თანამებრძოლი, იგივე თქვენი მოციქული და ჩემი გაჭირვების მსახური. |
25 |
უმჯობესადრე შევჰრაცხე ეპაფროდიტეს ძმისა ჩემისა და
თანა-შემწისა და თანა-მოსაგრისა ჩემისა, ხოლო თქუენისა მოციქულისა და
მსახურისა მის საჴმართა ჩემთაჲსა, მოვლინებად თქუენდა, |
26 |
რადგანაც გულით უნდოდა ყველა თქვენგანის ნახვა და ძალზე შეწუნდა, როცა გაიგო, რომ
თქვენამდეც მოუღწევია მისი ავადმყოფობის ამბავს. |
26 |
ვინაჲთგან სურვიელცა იყო თქუენ ყოველთა ხილვად და
ზრუნვიდა, რამეთუ გასმიოდა, ვითარმედ დასნეულდა. |
27 |
და მართლაც, ისე ავად იყო, რომ კინაღამ ხელიდან გამოგვეცალა, მაგრამ ღმერთმა
შეიწყალა ის, და არა მარტო ის, არამედ მეც, რათა მწუხარება მწუხარებაზე არ
დამრთვოდა. |
27 |
და ნანდჳლვე დასნეულდა ვიდრე სიკუდიდმდე; არამედ ღმერთმან
შეიწყალა იგი და არა ხოლო თუ იგი, არამედ მეცა, რაჲთა არა მწუხარებაჲ
მწუხარებასა ზედა დამერთოს. |
28 |
ამიტომ საჩქაროდ გამოვგზავნე, რომ გაგეხარათ მისი ხილვით და მეც მომკლებოდა
სადარდელი. |
28 |
მოსწრაფედ უკუე მივავლინე ეგე, რაჲთა იხილოთ ეგე და
კუალად გიხაროდის, და მე უჭუვარ ვიყო. |
29 |
მთელი სიხარულით შეიწყნარეთ იგი უფალში და პატივი ეცით მისთანებს. |
29 |
შეიწყნარეთ ეგე უფლისა მიერ ყოვლითა სიხარულითა, და
ეგევითარნი ეგე პატიოსნად იპყრენით, |
30 |
ვინაიდან ქრისტეს სამსახურისათვის გადადო და სასიკვდილოდ გასწირა თავი, რათა
ჩემდამი თქვენი სამსახურის დანაკლისი შეევსო. |
30 |
რამეთუ საქმისათჳს ქრისტესისა სიკუდილადმდე მიიწია
წინა-დაპყრობად სულითა, რაჲთა აღავსოს თქუენი იგი დაკლებული ჩემდა მომართ
მსახურებისაჲ. |