1 |
სხვა მხრივ კი, იხარეთ, ძმანო, უფალში. ამის მოწერა საძნელო როდია ჩემთვის,
თქვენთვის კი სიმხნევეა. |
1 |
ამიერითგან, ძმანო, გიხაროდენ უფლისა მიერ! იგივე მიწერად თქუენდა ჩემდა არა
სიცონილ არს, და თქუენდა კრძალულება არს. |
2 |
ერიდეთ ძაღლებს, ერიდეთ ბოროტის მოქმედთ, ერიდეთ
წინადაცვეთას, |
2 |
ეკრძალებოდეთ ძაღლთა მათგან, ეკრძალებოდეთ ბოროტთა მათგან
მუშაკთა, ხედევდით განკუეთილებასა მას, |
3 |
რადგანაც წინადაცვეთილნი ჩვენა ვართ, სულით რომ
ვემსახურებით ღმერთს, ქრისტე იესოთი ვიქადით და ხორცზე არ ვამყარებთ იმედს. |
3 |
რამეთუ ჩუენ ვართ წინადაცუეთილებაჲ იგი, რომელნი სულითა
ღმრთისა ვჰმსახურებთ და ვიქადით ქრისტე იესუჲს მიერ და არა ჴორცთა ვესავთ, |
4 |
თუმცა მე შეიძლება ხორცის იმედიც მქონდეს; თუკი სხვა
ვინმე ფიქრობს, რომ ხორცის იმედი აქვს, მე - მით უმეტეს: |
4 |
და ღათუ მაქუს მე ჴორცთაგანცა სასოებაჲ, უკუეთუ ვინმე
ჰგონებდეს სხუად სასოებად ჴორცითა, მე - უფროჲსღა: |
5 |
მერვე დღეს წინადაცვეთილი, მოდგმით ისრაელიტი, ბენიამინის
ტომიდან, ებრაელთაგან ებრაელი, სწავლით ფარისეველი, |
5 |
წინადაცუეთილებაჲ მოვიღე რვა დღისამან, ნათესავით
ისრაჱლისაჲ, ტომისაგან ბენიამენისა, ებრაელი ებრაელთაგან, შჯულითა
ფარისეველი, |
6 |
შურით ეკლესიის მდევნელი, რჯულის სიმართლით უმწიკვლო, |
6 |
შურით ვსდევნიდ ეკლესიათა და სიმართლითა შჯულისაჲთა ვიყავ
მე უბრალო. |
7 |
მაგრამ რაც ჩემთვის სარგო იყო, ზარალად შევრაცხე ქრისტეს
გულისთვის; |
7 |
არამედ რომელი-იგი იყო ჩემდა შესაძინელ, ესე შემირაცხიეს
ქრისტესთჳს ზღვევად. |
8 |
და ყოველივე დანარჩენიც ზარალად შემირაცხავს იმ უზენაეს
სიკეთესთან შედარებით, რასაც ჰქვია ჩემი უფლის - ქრისტეს შეცნობა,
რისთვისაც ვიზარალე ყოველი, და ყველაფერი ნაგვად მიმაჩნია, რათა შევიძინო
იესო ქრისტე, |
8 |
არამედ და შე-ცა-ვჰრაცხო ყოველივე ზღვევად
გარდამატებულისა მისთჳს მეცნიერებისა ქრისტე იესუჲს უფლისა ჩუნისაჲთა,
რომლისათჳს ყოვლისაგან ვიზღვიე და შემირაცხიეს იგი ნაგევად, რაჲთა ქრისტე
შევიძინო. |
9 |
და ვიყო მასში, მაგრამ არა ჩემი სიმართლით, რომელიც არის
რჯულისაგან, არამედ სიმართლით, ქრისტეს რწმენისა და ღვთისაგან რომ იღებს
დასაბამს და რწმენაზევეა დაფუძნებული; |
9 |
და ვიპოო მას შინა, რაჲთა არა მაქუნდეს ჩემი სიმართლე შჯულისაგან, არამედ
სარწმუნოებითა ქრისტესითა, ღმრთისა მიერი იგი სიმართლე სარწმუნოებით, |
10 |
რათა შევიცნო ისიც, მისი აღდგომის ძალაც და თანაზიარობაც მისი ვნებებისა, ვემსგავსო
მის სიკვდილს |
10 |
ცნობად მისა და ძალსა მას აღდგომისა მისისასა და ზიარებასა მას ვნებათა მისთასა,
თანა-ხატ ქმნად სიკუდილსა მას მისსა, |
11 |
და ამრიგად მივწვდე მკვდრეთით აღდგომას. |
11 |
რაჲთა მი-ვითარ-რაჲ-ვსწუდე აღდგომასა მასცა მკუდართასა. |
12 |
იმიტომ კი არა, თითქოს უკვე ვეზიარე ან მივაღწიე სრულქმნილებას, არამედ ვესწრაფვი,
იქნებ მივწვდე-მეთქი, როგორც მე მომწვდა ქრისტე იესო. |
12 |
არა თუ ვითარმედ აწვე მომიღებიეს, ანუ თუ აწვე სრულ ქმნულ ვარ; ხოლო ვსდევ
ეგრეთ, რაჲთა ვეწიო, რომლითაცა წევნულ ვიქმენ ქრისტე იესუჲს მიერ. |
13 |
არა მგონია, ძმანო, რომ უკვე მივწვდი ან მივაღწიე; მხოლოდ ეს კია: ვივიწყებ, რაც
უკან დამრჩა, და რაც წინ მიძევს, იმას მიველტვი; |
13 |
ძმანო, მე არღარა შემირაცხიეს თავი ჩემი წარწევნულად;
ხოლო ერთი ესე: უკუანასა მას დავივიწყებ და წინასა მას მივსწუდები, |
14 |
დიახ, მიველტვი მიზანს, ღვთის უზენაესი ხმობის პატივს იესო ქრისტეში. |
14 |
და კრძალულებით ვსდევ გჳრგჳნსა მას ზეცისა ჩინებისა
ღმრთისასა ქრისტე იესუჲს მიერ. |
15 |
ამრიგად, ვინც სრულქმნილია, სწორედ ასე უნდა ფიქრობდეს; მაგრამ სხვანაირადაც რომ
ფიქრობდეთ, ღმერთი გამოგიცხადებთ ამასაც. |
15 |
რაოდენნი უკუე სრულნი ვართ, ამას ვზრახვიდეთ; და სხუასა თუ რასმე ზრახვიდეთ, და
იგიცა ღმერთმან გამო-ვე-გიცხადოს თქუენ. |
16 |
ასე რომ, რასაც მივაღწიეთ, იმავე გზით უნდა ვიაროთ. |
16 |
გარნა, რომელსა-ესე მივსწუეთით, მასვე ვზრახვიდეთ და მასვე წესსა ზედა ვეგნეთ. |
17 |
მაშ, ასე, მე მომბაძეთ, ძმანო, და დაუკვირდით მათ, იმ
ნიმუშის მიხედვით რომ იქცევიან, რაცა გაქვთ ჩვენში. |
17 |
მობაძავ ჩემდა იქმნენით, ძმანო, და ხედევდით, რომელნი-იგი
ესრეთ ვლენან, ვითარცა-ესე ვართ ჩუენ სახე თქუენდა. |
18 |
რადგანაც ბევრნი, ვის შესახებაც ხშირად მითქვამს
თქვენთვის, ახლა კი ტირილით გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის
მტრები, |
18 |
რამეთუ მრავალნი ვინმე ვლენან, რომელთათჳს მრავალ-გზის
გეტყოდე თქუენ, ხოლო აწ ტირილით გითხრობ თქუენ მტერთა მათთჳს ქრისტეს
ჯუარისათა, |
19 |
რომელთა ბოლო წარწყმედაა, ღმერთი - მუცელი, დიდება კი -
სირცხვილი, რადგანაც მიწიერზე ფიქრობენ. |
19 |
რომელთა აღსასრული წარწყმედაჲ არს, რომელთა ღმერთ მუცელი
არს და დიდებაჲ - სირცხჳლსა შინა მათსა, რომელნი ქუეყანისასა ზრახვენ. |
20 |
ხოლო ჩვენი მოქალაქეობა ცაშია, საიდანაც მოველით
მხსნელსაც - უფალ იესო ქრისტეს, |
20 |
ხოლო ჩუენი მოქალაქობაჲ ცათა შინა არს, ვინაჲცა
მაცხოვარსა მოველით, უფალსა იესუ ქრისტესა, |
21 |
რომელიც ისე გარდაქმნის ჩვენს დამდაბლებულ სხეულს, რომ
თავის დიდებულ სხეულს დაამსგავსებს იმ ძალისხმევით, რითაც თავის თავს
უმორჩილებს ყოველს. |
21 |
რომელმან გარდაცვალნეს ჴორცნი ესე სიმდაბლისა ჩუენისანი,
რაჲთა იყვნენ იგინი თანა-ხატ ჴორცთა მათ დიდებისა მისისათა შეწევნისაებრ
ძლიერებისა მისისა, დამორჩილებად მისა ყოველი. |