1 |
ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი,
შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე
განსაცდელში. |
1 |
ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ,
დაამტკიცეთ ეგევითარი იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე
შენცა განიცადო. |
2 |
ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს
რჯული. |
2 |
ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი
ქრისტესი. |
3 |
რადგან ვისაც რაიმედ მოაქვს თავი და არარა კია, თავისსავე
თავს იტყუებს. |
3 |
რამეთუ უკუეთუ ვისმე ეგონოს, ვითარმედ არს რაჲმე, და იგი
არაჲ იყოს, თავსა თჳსსა აცთუნებს. |
4 |
თვითეულმა თქვენგანმა გამოსცადოს თავისი საქმე და მაშინ
ექნება იმის საბაბი, რომ თავისი თავით იქადოდეს და არა სხვისით. |
4 |
არამედ საქმენი თჳსნი გამოიცადენინ კაცად-კაცადმან, და
მაშინ თავისა თჳსისა ხოლო ქებაჲ აქუნდეს, და არა მოყუსისა მიმართ, |
5 |
რადგანაც თვითეული თავის საკუთარ ტვირთს იტვირთავს. |
5 |
რამეთუ კაცად-კაცადმან თჳსი ტჳრთი იტჳრთოს. |
6 |
სიტყვით დამოძღვრილი ყოველივე კეთილს უზიარებდეს თავის
დამმოძღვრავს. |
6 |
ხოლო ეზიარებოდენ უმეცარი იგი სიტყუასა მასწავლელისასა
ყოველსა შინა კეთილსა. |
7 |
ნუ შეცდებით, ღმერთს ვერ შეურაცხყოფთ, რადგანაც ვინც რას
დასთესს, მასვე მოიმკის. |
7 |
ნუ სცთებით, ღმერთი არა შეურაცხ-იქმნების. რამეთუ
რაჲ-ცა-იგი სთესოს კაცმან, იგიცა მოიმკოს. |
8 |
ვინც ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას,
ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის საუკუნო სიცოცხლეს. |
8 |
რამეთუ რომელმან სთესოს ჴორცთა შინა თჳსთა, ჴორცთა მიერ
თჳსთა მოიმკოს ხრწნილებაჲ; ხოლო რომელმან სთესოს სულსა თჳსსა, სულისაგან
თჳსისა მოიმკოს ცხორებაჲ საუკუნოჲ. |
9 |
სიკეთის ქმნა ნუ მოგვბეზრდება, რადგანაც თავის დროზე
მოვიმკით, თუ არ მოვიქანცეთ. |
9 |
ხოლო კეთილისა საქმე ნუმცა გუეწყინების, რამეთუ თჳსსა ჟამსა მოვიმკოთ, არა თუ
მოვმედგრდეთ. |
10 |
მაშ, სანამ დრო გვაქვს, ყველა მოყვასის, უმეტესად კი ჩვენსავე თანამორწმუნეთა
სასიკეთოდ ვიღვწოდეთ. |
10 |
აწ უკუე, ვიდრე ჟამი გუაქუს-ღა, ვიქმოდით კეთილსა ყოველთა მიმართ, ხოლო უფროჲსად
სახლეულთა მათ მიმართ სარწმუნოებისათა. |
11 |
ხომ ხედავთ, რამდენი რამ მოგწერეთ ჩემივე ხელით. |
11 |
აწ იხილეთ, რაოდენი წიგნები მივწერე თქუენდა ჴელითა ჩემითა. |
12 |
ხორცით თავმოწონების მოსურნენი გაიძულებენ წინადაიცვითოთ, მხოლოდ იმიტომ, რომ არ
იდევნებოდნენ ქრისტეს ჯვრისათვის. |
12 |
რომელთა-იგი ჰნებავს პირ-შუენიერებაჲ ჴორცითა, იგინი გაიძულებენ თქუენ
წინადაცუეთად, გარნა ხოლო რაჲთა ჯუარსა ქრისტესსა არა შეუდგენ. |
13 |
ვინაიდან თვით წინადაცვეთილნიც არ იცავენ რჯულს, არამედ უნდათ, რომ წინადაიცვითოთ,
რათა იქადოდნენ თქვენი ხორცით. |
13 |
რამეთუ არცაღა თჳთ იგი წინადაცუეთილნი შჯულსა იმარხვენ,
არამედ ჰნებავს თქუენი წინადაცუეთაჲ, რაჲთა თქუენითა მით ჴორცითა
იქადოდიან. |
14 |
ხოლო მე ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა რამით ვიქადოდე და არა ჩვენი უფლის იესო
ქრისტეს ჯვრით, რითაც ქვეყანა ჯვარცმულია ჩემთვის, მე კი - ქვეყნისთვის. |
14 |
ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა
ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისათჳს სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცუმულ არს და მე
- სოფლისა. |
15 |
რადგანაც ქრისტე იესოში არც წინადაცვეთილობა ნიშნავს რასმე და არც
წინადაუცვეთელობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება. |
15 |
რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ არცა წინადაცუეთილებაჲ რას შემძლებელ არს, არცა
წინადაუცუეთელობაჲ, არამედ ახალი დაბადებული. |
16 |
ვინც ამ წესისამებრ იქცევა, მშვიდობა და წყალობა, ისევე, როგორც ისრაელს ღვთისას. |
16 |
და რაოდენნი წესსა ამას ზედა ეგნენ, მშჳდობაჲ მათ ზედა და წყალობაჲ და ისრაელსა
ზედა ღმრთისასა. |
17 |
ამას იქით ნუღარავინ შემაწუხებს, რადგანაც ჩემი სხეულით
ვზიდავ უფალ იესოს წყლულებს. |
17 |
ამიერითგან შრომასა ნუვინ შემამთხუევნ მე; რამეთუ მე
საწრეტელნი იგი უფლისა იესუჲსნი ჴორცთა შინა ჩემთა მიტჳრთვან. |
18 |
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს თქვენს სულთან,
ძმანო. ამინ. |
18 |
მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი სულისა თქუენისა
თანა, ძმანო. ამინ. |