1 |
მესამე დღეს ქორწილი იყო გალილეას კანაში, და იყო იქ იესოს დედა.
|
1 |
და მესამესა დღესა ქორწილი იყო კანას გალილეაჲსასა, და მუნ იყო დედაჲ იესუჲსი. |
2 |
იესო და მისი მოწაფეებიც მიწვეულნი იყვნენ ქორწილში. |
2 |
მიჰხადეს იესუს და მოწაფეთა მისთა ქორწილსა მას. |
3 |
და რაკი ღვინიო შემოაკლდათ, იესოს დედამ უთხრა მას: ღვინო
არა აქვთ. |
3 |
და ვითარ მოაკლდა ღჳნოჲ, ჰრქუა იესუს დედამან მისმან:
ღჳნოჲ არა აქუს. |
4 |
ხოლო იესომ მიუგო: მერედა, რა ჩემი და შენი საქმეა,
დედაო? ჯერ კიდევ არ დამდგარა ჩემი საათი. |
4 |
ჰრქუა მას იესუ: რაჲ არს ჩემდა და შენდა, დედაკაცო? არღა
მოწევნულ არს ჟამი ჩემი. |
5 |
დედამისმა უთხრა მსახურებს: რასაც გეტყვით, აღასრულეთო. |
5 |
ჰრქუა დედამან მისმან მსახურთა მათ, ვითარმედ: რაჲცა
გრქუას თქუენ, ყავთ! |
6 |
იყო იქ ექვსი ქვის კასრი, იუდეველთა განწმენდის
ჩვეულებისამებრ დადგმული, რომლებშიაც ჩადიოდა ორი თუ სამი საწყაო. |
6 |
იყვნეს მუნ სარწყულნი ქვისანი ექუსნი, მდგომარენი,
მსგავსად განწმენდისა მის ჰურიათაჲსა. რომელთა შთაისხიან საწყაული ორ-ორი
გინა სამ-სამი. |
7 |
უთხრა მათ იესომ: აავსეთ კასრები წყლით; და მათაც აავსეს
პირთამდე. |
7 |
და ჰრქუა მათ იესუ: აღავსენით სარწყულნი ეგე წყლითა! და
მათ აღავსნეს იგინი პირისპირ. |
8 |
კვლავ უთხრა მათ: ახლა კი ამოიღეთ და მიართვით თამადას.
და მიართვეს. |
8 |
და ჰრქუა მათ: აღმოავსეთ აწ და მოართჳთ პურისა უფალსა!
ხოლო მათ მოართუეს. |
9 |
როცა თამადამ გემო გაუსინჯა ღვინოდ ქცეულ წყალს (თუმცა
მან არ იცოდა, როგორ მოხდა ეს: იცოდნენ მხოლოდ მსახურებმა, რომლებმაც
ამოიღეს წყალი), მოუხმო სიძეს. |
9 |
და ვითარცა გემოჲ იხილა პურისა უფალმან წყალი იგი, რომელი ღჳნო იქმნა, და არა
უწყოდა, ვინაჲ იყო, გარნა მსახურთა მათ უწყოდეს, რომელთა აღავსნეს წყლითა, მოუწოდა
პურისა უფალმან მას სიძესა |
10 |
და უთხრა: ყველა კაცი ჯერ უკეთეს ღვინოს ჩამოდგამს, ხოლო როცა დათვრებიან, უარესს;
შენ კი უკეთესი ღვინო აქამდე შემოგინახავს. |
10 |
და ჰრქუა მას: ყოველმან კაცმან კეთილი ღჳნოჲ პირველად წარმოდგის, და ოდეს
დაითრვნიან, მაშინ უჯერესიცა. ხოლო შენ დაჰმარხე ღჳნოჲ კეთილი აქამომდე. |
11 |
ასე დაუდო დასაბამი იესომ სასწაულებს გალილეის კანაში და გამოავლინა დიდება თვისი.
და იწამეს იგი მისმა მოწაფეებმა. |
11 |
ესე ქმნა დასაბამად სასწაულთა იესუ კანას გალილეაჲსასა და გამოუცხადა დიდებაჲ თჳსი,
და ჰრწმენა მისი მოწაფეთა მისთა. |
12 |
ამის შემდეგ ჩავიდა იესო კაპერნაუმს დედამისთან, თავის ძმებსა და მოწაფეებთან
ერთად, და რამდენიმე დღე დარჩა იქ. |
12 |
ამისა შემდგომად შთავიდა იესუ კაპერნაუმდ, იგი და დედაჲ მისი და ძმანი მისნი და
მოწაფენი მისნი მის თანა, და მუნ დაადგრა არა მრავალ დღე. |
13 |
ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი, და ავიდა იესო იერუსალიმს. |
13 |
და მოახლებულ იყო პასექი იგი ჰურიათაჲ, და აღვიდა იესუ
იერუსალჱმდ. |
14 |
ნახა ტაძარში ხარებით, ცხვრებითა და მტრედებით მოვაჭრენი და მსხდომარე მეკერმენი.
|
14 |
და პოვნა ტაძარსა მას შინა მოფარდულნი ზროხათანი და
ცხოვართანი და ტრედთანი და მეკერმენი მსხდომარენი. |
15 |
დაწნა საბლისგან შოლტი და გამორეკა ტაძრიდან ყველა,
აგრეთვე ხარები და ცხვრები; მიმოფანტა მეკერმეთა ფული და ააყირავა მათი
დახლები. |
15 |
და შექმნა შოლტი საბლისაჲ და ყოველი იგი გამოასხა ტაძრით:
ზროხაჲ და ცხოვარი; და კერმის-მსყიდველთა მათ დაუთხია კერმაჲ და ტაბლები
იგი დაუმჴუა. |
16 |
მტრედებით მოვაჭრეებს კი უთხრა: გაიყვანეთ ეგენი აქედან და ნუ აქცევთ მამაჩემის
სახლს. სავაჭრო სახლად. |
16 |
და ტრედის-მოფარდულთა მათ ჰრქუა: აღიღეთ ესე ამიერ და ნუ ჰყოფთ სახლსა მამისა
ჩემისასა სახლ სავაჭრო. |
17 |
მაშინ გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ დაწერილია: შენი
სახლის შური მჭამს მე. |
17 |
და მოეჴსენა მოწაფეთა მისთა, რამეთუ წერილ არს: შურმან
სახლისა შენისამან შემჭამა მე. |
18 |
მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: რა სასწაულით
გვიჩვენებ, რომ შეგიძლია ამისი ქმნა? |
18 |
მიუგეს ჰურიათა და ჰრქუეს მას: რასა სასწაულსა მიჩუენებ
ჩუენ, რამეთუ ამას იქმ? |
19 |
ხოლო იესომ პასუხად თქვა: დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ
დღეში აღვადგენ მას. |
19 |
მიუგო იესუ და ჰრქუა: დაჰჴსენით ტაძარი ესე, და მესამესა
დღესა აღვადგინო ეგე. |
20 |
იუდეველებმა უთხრეს: ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელს
შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ მას? |
20 |
ჰრქუეს მას ჰურიათა: ორმეოცდაექუსსა წელსა აღეშენა ტაძარი
ესე, და შენ სამთა დღეთა აღადგინო იგი? |
21 |
მაგრამ ის გულისხმობდა თავისი სხეულის ტაძარს. |
21 |
ხოლო იგი იტყოდა ტაძრისათჳს გუამისა თჳსისა. |
22 |
ხოლო როდესაც მკვდრეთით აღდგა, გაახსენდათ მის მოწაფეებს,
რომ ამას ამბობდა, და ირწმუნეს წერილიც და იესოს სიტყვაც. |
22 |
და ოდეს აღდგა მკუდრეთით, მოეჴსენა მოწაფეთა მისთა,
რამეთუ ამისთჳს იტყოდა, და ჰრწმენა წიგნისაჲ და სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა
მათ იესუ. |
23 |
იერუსალიმში, პასექის დღესასწაულზე ყოფნისას, ბევრმა იწამა მისი სახელი, ვინაიდან
ხედავდნენ სასწაულებს, რომლებსაც ახდენდა იგი. |
23 |
და ოდეს იყო იგი იერუსალჱმს პასქასა მას დღესასწაულსა,
მრავალთა ჰრწმენა სახელისა მისისაჲ, რამეთუ ხედვიდეს სასწაულთა მისთა,
რომელთა იქმოდა. |
24 |
მაგრამ თვით იესოს კი არ სწამდა მათი, ვინაიდან კარგად
იცნობდა ყველას. |
24 |
ხოლო თჳთ იესუ არა არწმუნებდა მათ თავით თჳსით, რამეთუ
ყოველთა იცოდეს იგი. |
25 |
და არ სჭირდებოდა ვისიმე მოწმობა ადამიანზე, ვინაიდან
თვითონ იცოდა, რა იყო ადამიანში. |
25 |
და რამეთუ არა უჴმდა, რაჲთა წამოს ვინმე კაცისა მისთჳს,
რამეთუ მან თჳთ იცოდა, რაჲ იყო კაცისა მის თანა. |