1 |
შემდგომ ამისა, კვლავ გამოეცხადა იესო მოწაფეებს ტიბერიადის ზღვაზე; ასე
გამოეცხადა მათ: |
1 |
ამისა შემდგომად კუალად გამოუცხადა თავი თჳსი იესუ მოწაფეთა თჳსთა ზღუასა მას ზედა
ტიბერიისასა. ხოლო გამოუცხადა ესრეთ: |
2 |
ერთად იყვნენ სიმონ-პეტრე, თომა, ტყუპისცალად წოდებული,
ნათანაელი, გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა მოწაფე. |
2 |
იყვნეს ზოგად სიმონ-პეტრე და თომა, რომელსა ერქუა
მარჩბივ, და ნათანაელ, რომელი იყო კანაჲთ გალილეაჲსაჲთ, და ძენი ზებედესნი
და სხუანი მოწაფეთაგანნი ორნი. |
3 |
უთხრა მათ სიმონ-პეტრემ: სათევზაოდ მივდივარ. მიუგეს:
ჩვენც წამოგყვებით. წავიდნენ და ნავში ჩასხდნენ, მაგრამ იმ ღამეს ვერაფერი
დაიჭირეს. |
3 |
ჰრქუა მათ სიმონ-პეტრე: წარვიდე სათხევლობად. ჰრქუეს მას:
მოვიდეთ ჩუენცა შენ თანა. განვიდეს და შევიდეს ნავსა. და მას ღამესა არარაჲ
იპყრეს. |
4 |
ხოლო როცა ინათა, ნაპირზე იდგა იესო; მოწაფეები კი ვერ
მიხვდნენ, რომ იესო იყო. |
4 |
და ვითარცა განთენდებოდა, დგა იესუ კიდესა ზედა, და არა
უწყოდეს მოწაფეთა, ვითარმედ უფალი არს. |
5 |
უთხრა მათ იესომ: შვილებო, რამე საჭმელი თუ გაქვთ?
მიუგეს: არა. |
5 |
ჰრქუა მათ იესუ: ყრმანო, საჭმელი ნუ გაქუს რაჲა? მიუგეს
და ჰრქუეს: არა. |
6 |
და უთხრა მათ: ნავის მარჯვენა კიდიდან ისროლეთ ბადე და
იშოვით. ისროლეს და ვეღარ ამოზიდეს, თევზის სიმრავლის გამო. |
6 |
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: სდევით ბადე ეგე მარჯუენით
კერძო ნავისა მაგის და ჰპოოთ. ხოლო მათ სდევს ბადე იგი და ვერღარა ეძლო
გამოთრევად სიმრავლისა მისგან თევზთაჲსა. |
7 |
ხოლო მოწაფემ, რომელიც უყვარდა იესოს, პეტრეს უთხრა: ეს
უფალია! სიმონ-პეტრემ კი, როცა გაიგონა, უფალიაო, მოსასხამი შემოიხვია,
რადგანაც შიშველი იყო, და ზღვაში გადახტა. |
7 |
ჰრქუა პეტრეს მოწაფემან მან, რომელი უყუარდა იესუს,
ვითარმედ: უფალი არს. ხოლო სიმონ-პეტრეს ვითარცა ესმა, ვითარმედ უფალი არს,
მოირტყა შესამოსელი თჳსი, რამეთუ შიშუელი იყო, და შთაიგდო თავი თჳსი ზღუად. |
8 |
დანარჩენი მოწაფეები კი ნავით გამოვიდნენ, რადგანაც ახლოს
იყვნენ ნაპირთან, ასე, ორასი წყრთის მანძილზე, და გამოათრიეს თევზით სავსე
ბადე. |
8 |
ხოლო სხუანი მოწაფენი ნავითა მოვიდოდეს, რამეთუ არა შორს
იყვნეს ქუეყანისაგან, არამედ ორას წყრთა ოდენ, და გამოითრევდეს ბადესა მას
თევზითა სავსესა. |
9 |
ნაპირზე გამოსულებმა დაინახეს მიწაზე მდებარე
ნაკვერცხლები, ხოლო ზედ თევზი, და პური. |
9 |
და ვითარცა გამოჴდეს ქუეყანად, იხილეს ნაკუერცხალი მდებარე და თევზი მას ზედა და
პური. |
10 |
უთხრა მათ იესომ: აბა, მოიტათ თევზი, წეღან რომ დაიჭირეთ. |
10 |
ჰრქუა მათ იესუ: მოიღეთ თევზთა მათგანი, რომელი იპყართ. |
11 |
წავიდა სიმონ-პეტრე და ნაპირზე გამოათრია ბადე. ას ორმოცდაცამეტი დიდრონი თევზით
სავსე; და თუმცა ამდენი იყო, მაინც არ გაიხა ბადე. |
11 |
აღვიდა სიმონ-პეტრეცა და გამოითრევდა ბადესა მას ქუეყანად, სავსესა დიდ-დიდითა
თევზითა, რომელი იყო ას ერგასის და სამ. ესოდენ იყო, და არა განსთქდა ბადე იგი. |
12 |
უთხრა მათ იესომ: მოდით, ისაუზმეთ. ხოლო მოწაფეთაგან ვერავინ გაბედა ეკითხა
მისთვის, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო. |
12 |
ჰრქუა მათ იესუ: მოვედით და ისადილენით. და არავინ მოწაფეთაგანმან კითხვად მისა,
ვითარმედ: შენ ვინ ხარ? იცოდეს ყოველთა, რამეთუ უფალი არს. |
13 |
მოვიდა იესო, აიღო პური და მისცა მათ; ასევე თევზიც. |
13 |
მოვიდა იესუ და მოიღო პური იგი და მისცა მათ, და თევზი
იგი ეგრეთვე. |
14 |
ეს უკვე მესამედ გამოეცხადა იესო თავის მოწაფეებს მას
შემდეგ, რაც მკვდრეთით აღდგა. |
14 |
ესე სამ-გზის გამოეცხადა იესუ მოწაფეთა თჳსთა, აღ-რაჲ-დგა
მკუდრეთით. |
15 |
ხოლო როდესაც ისაუზმეს, იესომ სიმონ-პეტრეს უთხრა: სიმონ, იონას ძეო, ამათზე მეტად
გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო; შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას
იესომ: აძოვე ჩემი კრავები. |
15 |
და ოდეს ისადილნეს, ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა უფროჲს
ამათსა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო, შენ უწყი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას
იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი. |
16 |
მეორედაც უთხრა მას: სიმონ იონას ძეო, გიყვარვარ? უთხრა მას პეტრემ: დიახ, უფალო;
შენ იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: მწყემსე ჩემი ცხვრები. |
16 |
ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ მეა? ჰრქუა მას პეტრე: ჰე, უფალო,
შენ იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. |
17 |
მესამედაც უთხრა მას: სიმონ, იონას ძეო, გიყვარვარ?
შეწუხდა პეტრე, რადგან მესამედ ჰკითხა, გიყვარვარო? და უთხრა მას: უფალო,
შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ. უთხრა მას იესომ: აძოვე ჩემი
ცხვრები. |
17 |
კუალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაჲსო, გიყუარ
მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყუარ მე? და ჰრქუა მას:
უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყუარ შენ. ჰრქუა მას იესუ:
დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. |
18 |
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: სანამ ახალგაზრდა
იყავი, სარტყელს შემოირტყამდი და მიდიოდი, სადაც გინდოდა; ხოლო როდესაც
დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ,
სადაც არ გინდა. |
18 |
ამენ, ამენ გეტყჳ შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით
თჳსით და ხჳდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრნე ჴელნი
შენნი, და სხუამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს. |
19 |
ხოლო ეს თქვა, რათა ენიშნებინა, როგორი სიკვდილით
განადიდებდა იგი ღმერთს. ეს რომ თქვა, უთხრა: მომყევიო. |
19 |
ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს
ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: შემომიდეგ მე. |
20 |
შემობრუნდა პეტრე და დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე,
რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, სერობისას მის მკერდზე მიყრდნობილმა რომ
უთხრა: უფალო, ვინ გაგცემს შენ? |
20 |
მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელი უყუარდა იესუს,
მისდევდა რაჲ, რომელი-იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა
მას: უფალო, ვინ არს, რომელი მიგცემს შენ? |
21 |
ეს რომ დაინახა, პეტრემ უთხრა იესოს: უფალო, ამას რა? |
21 |
ესე ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: უფალო, ხოლო ესე
რაჲ? |
22 |
უთხრა მას იესომ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე
დარჩეს, შენ რა? შენ მე გამომყევ. |
22 |
ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ მინდეს ყოფაჲ მაგისი, ვიდრემდე
მოვიდე, შენდა რაჲ? შენ მე შემომიდეგ. |
23 |
და გავრცელდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ ის მოწაფე არ მოკვდებოდა. მაგრამ იესოს ის
კი არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუკი მნებავს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს,
მერე შენ რაო? |
23 |
და განჴდა სიტყუაჲ ესე ძმათა შორის, ვითარმედ: მოწაფე იგი
არა მოკუდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: არა მოკუდეს, არამედ:
უკუეთუ მინდეს მაგისი ყოფაჲ, ვიდრე მოსლვად ჩემდამდე, შენდა რაჲ? |
24 |
ეს არის მოწაფე, რომელიც მოწმობს ამას და რომელმაც დაწერა
ეს. და ვიცით, რომ მისი მოწმობა ჭეშმარიტია. |
24 |
ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთჳს და რომელმან
დაწერა ესე. და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაჲ მისი. |
25 |
ბევრი სხვა რამეც მოიმოქმედა იესომ, მაგრამ ყველაფერი
სათითაოდ რომ დაწერილიყო, ვგონებ, ქვეყანაც ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს.
ამინ. |
25 |
და არიან სხუანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი
თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან
დაიტია აღწერილი წიგნები. |