1 |
იქიდან წამოსულმა დაინახა კაცი, რომელიც ბრმა იყო დაბადებიდან.
|
1 |
და ვითარცა წარვიდოდა იესუ, იხილა კაცი, ბრმაჲ შობითგან. |
2 |
მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს: რაბი, ვინ სცოდა? ამან თუ
ამისმა მშობლებმა, ბრმა რომ დაიბადა? |
2 |
ჰკითხვიდეს მოწაფენი მისნი და ეტყოდეს: რაბი, ვინ ცოდა:
ამან ანუ მშობელთა ამისთა, რამეთუ ბრმაჲ იშვა? |
3 |
მიუგო იესომ: არც ამან სცოდა და არც ამისმა მშთბლებმა,
არამედ რათა გაცხადდნენ უფლის საქმენი მასში. |
3 |
ჰრქუა მათ იესუ: არცა ამან ცოდა, არცა მშობელთა ამისთა,
არამედ რაჲთა გამოცხადნეს საქმე ღმრთისაჲ მაგას ზედა. |
4 |
ჩვენ გვმართებს, სანამდის დღეა, ვაკეთოთ ჩემი
მომავლინებლის საქმე; მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შესძლებს კეთებას. |
4 |
და ჩემდა ჯერ-არს საქმედ საქმესა მომავლინებელისა
ჩემისასა, ვიდრე დღე არსღა; მოვალს ღამე, ოდეს ვერვის ჴელ-ეწიფოს საქმედ. |
5 |
სანამდის ამ ქვეყნადა ვარ, ქვეყნის ნათელი ვარ. |
5 |
ვიდრემდე ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისაჲ. |
6 |
ეს რომ თქვა, მიწაზე დააფურთხა, ტალახი მოზილა ფურთხით,
თვალებზე წაუსვა ბრმას |
6 |
და ესე ვითარცა თქუა ჰნერწყუა ქუეყანასა და შექმნა თიჴაჲ
ნერწყჳსაგან და სცხო თიჴაჲ იგი თვალთა მის ბრმისათა |
7 |
და უთხრა: წადი და მოიბანე სილოამის (რაც თარგმნით
ნიშნავს მოვლინებულს) აუზში. ისიც წავიდა, მოიბანა და მოვიდა თვალახელილი. |
7 |
და ჰრქუა მას: წარვედ და დაიბანე საბანელსა მას
სილოამისასა, რომელი ითარგმნების „მოვლინებულად“. წარვიდა კაცი იგი და
დაიბანა, მოვიდა და ხედვიდა. |
8 |
ხოლო მეზობლები და ისინი, ვისაც ადრე მათხოვრად მჯდომარე
ეხილა იგი, ამბობდნენ: განა ეს არ არის, ვინც იჯდა და მათხოვრობდა? |
8 |
ხოლო მოძმენი და რომელთა ეხილვა იგი პირველად, რამეთუ
მთხოველი იყო, იტყოდეს: არა ესე არსა, რომელი ზინ და ითხოვნ? |
9 |
ერთნი ამბობდნენ: ეს არის; მეორენი: მას ჰგავსო; თვითონ
კი ამბობდა: მე ვარ. |
9 |
სხვანი იტყოდეს: ესე არს; ხოლო რომელნიმე იტყოდეს: არა, არამედ მსგავსი მისი არს;
ხოლო იგი იტყოდა: მე ვარ. |
10 |
მაშინ ჰკითხეს: როგორ აგეხილა თვალი? |
10 |
ჰკითხვიდეს მას: ვითარ აღგეხილნეს თუალნი შენნი? |
11 |
მან კი მიუგო: კაცმა, რომელსაც ჰქვია იესო, ტალახი მოზილა, თვალებზე მცხო და
მითხრა, სილოამს წადი და მოიბანეო. მეც წავედი, მოვიბანე და ამეხილა თვალი. |
11 |
მან მიუგო და ჰრქუა მათ: კაცმან რომელსა ჰრქჳან იესუ, თიჴაჲ შექმნა და მცხო თვალთა
ჩემთა და მრქუა მე: წარვედ საბანელსა მას სილოამისასა და დაიბანე. მივედ და
დავიბანე და აღვიხილენ. |
12 |
კვლავ ჰკითხეს: სად არის იგი? მან კი მიუგო: არ ვიცი. |
12 |
ჰრქუეს მას: სადა არს იგი? ხოლო მან რქუა მათ: არა უწყი. |
13 |
და მიიყვანეს ყოფილი ბრმა ფარისეველებთან. |
13 |
იყო შაბათი, ოდეს-იგი თიჴაჲ შექმნა იესუ და აღუხილნა
თვალნი მისნი. |
14 |
შაბათი იყო ის დღე, როცა ტალახი მოზილა იესომ და თვალი
აუხილა. |
14 |
მოიყვანეს იგი წინაშე ფარისეველთა, რომელი–იგი პირველად
ბრმაჲ იყო. |
15 |
ფარისევლებმაც ჰკითხეს, როგორ აეხილა თვალი, და უთხრა
მათ: ტალახი დამადო თვალებზე, მოვიბანე და ვხედავ. |
15 |
კუალად ჰკითხვიდეს მას ფარისეველნიცა იგი: ვითარ
აღიხილენ? ხოლო მან ჰრქუა მათ: თიჴაჲ დამდვა თუალთა ჩემთა, და დავიბანე და
აწ ვხედავ. |
16 |
ზოგიერთი ფარისეველი ამბობდა: ის კაცი ღმრთისაგან არ არის, რაკიღა არ იცავს შაბათს,
სხვები კი ამბობდნენ: როგორ შეუძლია ცოდვილ კაცს ამნაირ სასწაულთა მოხდენა? და იყო
ცილობა მათ შორის.
|
16 |
იტყოდეს ვინმე ფარისეველთაგანნი: ესე კაცი არა არს ღმრთისაგან, რამეთუ შაბათსა არა
იმარხავს. სხუანი იტყოდეს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ცოდვილსა ესევითარისა
სასწაულისა საქმედ? და ცილობაჲ იყო მათ შორის. |
17 |
კვლავ ჰკითხეს ბრმას: რას იტყვი მასზე, ვინც თვალი
აგიხილა? ხოლო მან თქვა: წინასწარმეტყველია. |
17 |
ჰრქუეს მას, რომელი-იგი პირველ ბრმაჲ იყო: შენ რასა იტყჳ
მისთჳს, რამეთუ აღგიხილნა თუალნი შენნი? ხოლო მან ჰრქუა მათ:
წინაწარმეტყუელი არს. |
18 |
არ დაუჯერეს იუდეველებმა, რომ ბრმა იყო და შემდეგ აეხილა
თვალი, სანამ არ უხმეს თვალახელილის მშობლებს |
18 |
არა ჰრწმენა ჰურიათა მისთჳს, ვითარმედ ბრმაჲ იყო და
აღიხილნა თუალნი, ვიდრემდე მოუწოდეს მამა-დედათა მისთა, რომელმან-იგი
აღიხილნა, |
19 |
და ჰკითხეს მათ: ეს არის თქვენი ძე, რომელზედაც ამბობთ,
ბრმა დაიბადაო? მაშ, ახლა როგორღა ხედავს? |
19 |
ჰკითხვიდეს მათ და ჰრქუეს: ესე არსა ძჱ იგი თქუენი,
რომელისაჲ თქუენ სთქუთ, ვითარმედ: ბრმაჲ იშვა? აწ უკუე ვითარ ხედავს? |
20 |
მიუგეს მისმა მშობლებმა და უთხრეს: ჩვენ ვიცით, რომ ეს
ჩვენი ძეა და ბრმა დაიბადა; |
20 |
მიუგეს მამა-დედათა მისთა და ჰრქუეს: უწყით, რამეთუ ესე
არს ძჱ ჩუენი და რამეთუ ბრმაჲ იშვა. |
21 |
მაგრამ ახლა როგორღა ხედავს, არ ვიცით, და არც ის ვიცით,
ვინ აუხილა თვალი. თავად ჰკითხეთ, სრულწლოვანია; თავისას თვითონ იტყვის. |
21 |
ხოლო აწ ვითარ ხედავს, ჩუენ არა ვიცით; ანუ ვინ აღუხილნა
მაგას თუალნი, ჩუენ არა უწყით; მაგას ჰკითხეთ, ჰასაკი აქუს, ეგე თავისა
თჳსისათჳს იტყოდენ. |
22 |
ასე თქვეს მისმა მშობლებმა, ვინაიდან იუდეველებისა
ეშინოდათ, რადგანაც იუდეველებს პირი შეეკრათ: ვინც აღიარებს მას ქრისტედ,
სინაგოგიდან მოვკვეთთო. |
22 |
ამისთჳს ესე თქუეს მშობელთა მისთა, რამეთუ ეშინოდა
ჰურიათაგან, რამეთუ შეთქუმულ იყვნეს ჰურიანი, რაჲთა აღ-თუ ვინმე-იაროს იგი
ქრისტედ, კრებულისაგან განჴადონ იგი. |
23 |
ამიტომაც თქვეს მისმა მშობლებმა: სრულწლოვანია, თავად ჰკითხეთო. |
23 |
ამისთჳს თქუეს მამა-დედათა მისთა, ვითარმედ: ჰასაკი აქუს,
მაგას ჰკითხეთ. |
24 |
მეორედაც მოუხმეს იმ კაცს, რომელიც ბრმა იყო, და უთხრეს:
მიაგე დიდება ღმერთს: ჩვენ ვიცით, რომ ის კაცი ცოდვილია. |
24 |
მოუწოდეს კაცსა მას მეორედ, რომელი-იგი პირველ ბრმაჲ იყო,
და ჰრქუეს მას: მიეც დიდებაჲ ღმერთსა; ჩუენ უწყით, რამეთუ კაცი ესე ცოდვილ
არს. |
25 |
ხოლო მან მიუგო და თქვა: ცთდვილია თუ არა, არ ვიცი: ერთი
ეს ვიცი, რომ ბრმა ვიყავი და ახლა კი ვხედავ. |
25 |
ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: ცოდვილი თუ არს, მე არა უწყი;
ხოლო ერთი ესე უწყი, რამეთუ ბრმაჲ ვიყავ და აწ ვხედავ. |
26 |
კვლავ ჰკითხეს: მაინც რა გიყო, როგორ აგიხილა თვალი? |
26 |
მერმე ჰრქუეს მას: რაჲ გიყო შენ? ვითარ აღგიხილნა თუალნი
შენნი? |
27 |
მიუგო მათ: აკი გითხარით და არ მისმინეთ; კიდევ რისი
მოსმენა გნებავთ? ან იქნებ გსურთ დაემოწაფოთ? |
27 |
მიუგო და ჰრქუა მათ: გარქუ თქუენ პირველვე, და არა გესმა;
რაჲსაღა გნებავს კუალად სმენად? ანუ თქუენცა გნებავს მოწაფე ყოფად მისა? |
28 |
მათ კი გალანძღეს და უთხრეს: მისი მოწაფე შენა ხარ, ხოლო
ჩვენ მოსეს მოწაფეები ვართ. |
28 |
ხოლო იგინი აგინებდეს მას და ჰრქუეს: შენ ხარ მოწაფე
მისი, ხოლო ჩუენ მოწაფენი მოსესნი ვართ. |
29 |
ჩვენ ვიცით, რომ მოსეს ელაპარაკა ღმერთი; ის კი, არ
ვიცით, საიდან არის. |
29 |
უწყით, რამეთუ მოსეს ეტყოდა ღმერთი, ხოლო ესე არა ვიცით,
ვინაჲ არს. |
30 |
მიუგო კაცმა და უთხრა მათ: საკვირველი ის არის, რომ არ იცით, საიდან არის; მაგრამ
მე კი ამიხილა თვალი.
|
30 |
მიუგო კაცმან მან და ჰრქუა მათ: საკჳრველი ესე არს,
რამეთუ თქუენ არა იცით, ვინაჲ არს, და მე აღმიხილნა თუალნი. |
31 |
ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი არ უსმენს ცოდვილებს; არამედ ვინც
ღვთისმოსავია და ასრულებს ღმრთის ნებას, მას უსმენს. |
31 |
ესე უწყი, რამეთუ ცოდვილისაჲ არა ისმინის ღმერთმან,
არამედ უკუეთუ ვინმე არნ ღმრთის-მსახურ და ნებასა ღმრთისასა ჰყოფნ, ამისი
ისმინის ღმერთმან. |
32 |
სად გაგონილა, რომ ვინმეს თვალი აეხილოს
ბრმადშობილისთვის? |
32 |
საუკუნითგან არასადა ისმა, ვითარმცა აღ-ვინმე-უხილნა
თუალნი შობითგან ბრმისანი. |
33 |
ღმრთისაგან რომ არ იყოს, ვერაფერსაც ვერ გახდებოდა. |
33 |
უკუეთუმცა არა იყო ესე ღმრთისაგან, ვერმცა რას შემძლებელ
იყო საქმედ. |
34 |
მიუგეს მათ და უთხრეს: მთლიანად ცოდვებში შობილი ხარ და
ჩვენ გვასწავლი? და გამოაგდეს იგი. |
34 |
მიუგეს და ჰრქუეს მას: ცოდვათა შინა შობილ ხარ შენ ყოვლად
და შენ გუასწავებ ჩუენ? და განჴადეს იგი გარე. |
35 |
იესომ რომ გაიგო, გამოაგდესო, მონახა იგი და უთხრა: გწამს
კაცის ძე? |
35 |
ესმა იესუს, რამეთუ განაძეს იგი გარე, პოვა იგი და ჰრქუა
მას: შენ გრწამსა ძე ღმრთისაჲ? |
36 |
მიუგო მან და თქვა: ვინ არის, უფალო, რომ ვიწამო? |
36 |
მან მიუგო და ჰრქუა: ვინ არს იგი, უფალო, რაჲთა მრწმენეს
იგი? |
37 |
უთხრა მას იესომ: შენ გინახავს იგი; ვინც გელაპარაკება,
სწორედ ის არის. |
37 |
ჰრქუა მას იესუ: იხილე იგი, და რომელი იტყჳს შენ თანა,
იგი არს. |
38 |
ხოლო მან თქვა: მწამს, უფალო, და თაყვანი სცა მას. |
38 |
ხოლო მან ჰრქუა მას: მრწამს, უფალო, და თაყუანის-სცა მას. |
39 |
იესომ უთხრა: განსასჯელად მოველ ამ ქვეყნად, რათა ბრმებმა
იხილონ, მხედველნი კი ბრმებად იქცნენ. |
39 |
და თქუა იესუ: სჯად სოფელსა ამას მოსრულ ვარ მე, რაჲთა
რომელნი არა ხედვიდეს, ხედვიდენ; და რომელნი ხედვიდეს, დაბრმენ. |
40 |
ეს რომ გაიგონეს, მასთან მყოფმა ფარისევლებმა უთხრეს:
ნუთუ ჩვენც ბრმები ვართ? |
40 |
ესმა ესე ფარისეველთაგანთა, რომელნი იყვნეს მის თანა, და
ჰრქუეს: ნუუკუე ჩუენცა ბრმანი ვართა? |
41 |
უთხრა მათ იესომ: ბრმები რომ იყოთ, ცოდვაც არ გექნებოდათ;
ახლა კი ამბობთ, ვხედავთო, და ცოდვაც თანა გაქვთ. |
41 |
ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ბრმანი იყვენით, ცოდვაჲმცა არა
გაქუნდა; ხოლო აწ იტყჳთ, ვითარმედ: ვხედავთ, და ცოდვანი თქუენნი ჰგიან. |