1 |
თუკი ქრისტესთან ერთად აღდექით, ზეცისას ეძიებდეთ, სადაც ქრისტე ზის ღვთის
მარჯვნივ. |
1 |
უკუეთუ ქრისტეს თანა აღსდეგით, ზეცისასა ეძიებდით, სადაცა-იგი ქრისტე არს
მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე. |
2 |
ზეცისას ფიქრობდეთ და არა მიწისას. |
2 |
ზეცისასა ზრახევდით და ნუ ქუეყანისასა. |
3 |
რადგანაც მოკვდით და თქვენი სიცოცხლე ქრისტესთან ერთად
დაიფარა ღმერთში. |
3 |
რამეთუ მოჰკუედით, და ცხორებაჲ თქუენი დაფარულ არს
ქრისტეთურთ ღმრთისა თანა. |
4 |
როდესაც გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მასთან
ერთად თქვენც გამოჩნდებით დიდებით. |
4 |
რაჟამს ქრისტე გამოცხადნეს, ცხორებაჲ იგი ჩუენი, მაშინ
თქუენცა მის თანა გამოსცხადნეთ დიდებითა. |
5 |
მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასონი: სიძვა,
უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რომელიც არის
კერპთმსახურება. |
5 |
მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა: სიძვაჲ,
არა-წმიდებაჲ, ვნებაჲ, გულის თქუმაჲ ბოროტი და ანგაჰრებაჲ, რომელ არს
კერპთ-მსახურებაჲ, |
6 |
მათ გამო მოიწევა ღვთის რისხვა ურჩობის ძეთა თავზე, |
6 |
რომელთათჳს მოიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მათ ზედა
ურჩებისათა, |
7 |
რომელთა შორისაც იყავით თქვენც, როცა მათთან ერთად
ცხოვრობდით. |
7 |
რომელთა-იგი შინა თქუენცა სადმე იქცეოდეთ, ოდეს-იგი
სცხონდებოდეთ მათ შინა. |
8 |
ახლა კი განიშორეთ ყველაფერი: რისხვა, გულისწყრომა,
ბოროტება, გმობა და უგვანი სიტყვა თქვენს ბაგეთაგან. |
8 |
ხოლო აწ განიშორეთ თქუენცა ყოველივე: რისხვაჲ, გულის
წყრომაჲ, უკეთურებაჲ, გმობაჲ, უშუერი სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა. |
9 |
ნუ ეცრუებით ერთმანეთს, რაკიღა უკვე შემოიძარცვეთ ძველი
კაცი მისი ყოველი საქმითურთ, |
9 |
ნუ უტყუით ერთი-ერთსა, განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ |
10 |
და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლდება შემეცნებით მისი შემოქმედის ხატად, |
10 |
და შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებაჲ მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა
მისისა, |
11 |
სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა,
ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში. |
11 |
სადა-იგი არა არს წარმართ და ჰურია, წინადაცუეთილება და წინადაუცუეთილება,
ბარბაროზ, სკჳთელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე. |
12 |
მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება,
სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება. |
12 |
შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაჲ,
შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლე, სიმშჳდე, სულგრძელებაჲ, |
13 |
შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო
აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს. |
13 |
თავს-იდებდით ურთიერთას და მიჰმადლებდით თავთა თჳსთა,
უკუეთუ ვისმე აქუნდეს ვისთჳსმე ბრალი. ვითარცა-იგი ქრისტემან მიგმადლა
თქუენ, ეგრეთცა თქუენ მიჰმადლეთ მათ. |
14 |
ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა.
|
14 |
და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ, |
15 |
დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ
ხმობილნი; და მადლიერნი იყავით. |
15 |
და მშჳდობაჲ იგი ღმრთისაჲ განმტკიცენინ გულთა შინა თქუენთა, რომლისა მიმართცა-იგი
ჩინებულ ხართ ერთითა ჴორცითა, და მადლის მიმცემელ იყვენით. |
16 |
დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით,
საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით
უგალობეთ უფალს თქვენს გულებში. |
16 |
და სიტყუაჲ იგი ქრისტესი დამკჳდრებულ იყავნ თქუენ თანა მდიდრად ყოვლითა სიბრძნითა;
ასწავებდით და ჰმოძღურიდით თავთა თქუენთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა
სულიერითა, მადლითურთ უგალობდით გულთა შინა თქუენთა უფალსა; |
17 |
ყველაფერი, რასაც სიტყვით თუ საქმით ასრულებთ, აღასრულეთ
უფალ იესოს სახელით, რათა მის მიერ ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას. |
17 |
და ყოველსავე, რასაცა იქმოდით სიტყჳთ გინა თუ საქმით,
ყოველსავე სახელითა უფლისა იესუჲსითა ჰმადლობდით ღმერთსა და მამასა მის
მიერ. |
18 |
ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც გმართებთ
კიდეც უფალში. |
18 |
ცოლნი დაემორჩილენით თჳსთა ქმართა, ვითარცა-იგი სათნო არს
უფლისა. |
19 |
ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით მკაცრნი
მათ მიმართ. |
19 |
ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი და ნუ განჰმწარდებით მათა
მიმართ. |
20 |
შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში,
რადგანაც ეს ეამება უფალს. |
20 |
შვილნი დაემორჩილენით მამა-დედათა თქუენთა ყოვლითავე,
რამეთუ ესე არს სათნო უფლისა მიერ. |
21 |
მამებო, ნუ აღაშფოთებთ თქვენს შვილებს, რათა სულით არ
დაეცნენ. |
21 |
მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, რაჲთა არა
ეურვოდინ. |
22 |
მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს,
მაგრამ მოჩვენებითი სამსახურით კი არა, როგორც იქცევიან პირფერნი, არამედ
გულის სიწრფელით და ღვთისმოშიშებით. |
22 |
მონანი ერჩდით ყოვლითავე ჴორციელთა უფალთა თქუენთა, ნუ
ხოლო თუალთა წინაშე თუალ-ღებით, ვითარცა კაცთ მოთნენი, არამედ მარტივობითა
გულისაჲთა გეშინოდენ ღმრთისა. |
23 |
ყველაფერი, რასაც აკეთებთ, გულით აკეთეთ, როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის. |
23 |
და ყოველსავე, რასაცა იქმოდით, გულითად იქმოდეთ ვითარცა
უფლისასა, და ნუ ვითარცა კაცთასა. |
24 |
იცოდეთ, რომ უფლისგან საზღაურად მიიღებთ მემკვიდრეობას, ვინაიდან უფალ იესოს
ემსახურებით. |
24 |
უწყოდეთ, რამეთუ უფლისა მიერ მოიღოთ მოსაგებელი
მკჳდრობისა მის თქუენისაჲ, რამეთუ უფალსა ქრისტესა ჰმონებთ. |
25 |
უსამართლოს კი მიეგება იმის მიხედვით, რაც უსამართლოდ მოიმოქმედა, რადგანაც
უფლისთვის უცხოა მიკერძოება. |
25 |
ხოლო რომელი-იგი მავნებელ იყოს, მოეგოს რაჲცა-იგი ავნო,
და არა არს თუალთ-ხუმა. |