1 |
მოხდა ისე, რომ ერთ ადგილას ლოცულობდა, და როცა დაასრულა ლოცვა, ერთმა
მოწაფეთაგანმა უთხრა: უფალო, გვასწავლე ლოცვა, როგორც იოანემ ასწავლა თავის
მოწაფეებს.
|
1 |
და იყო ადგილსა რომელსამე თავადი ილოცვიდა. და ვითარცა დასცხრა ლოცვისაგან, ჰრქუა
ვინმე მას მოწაფეთაგანმან: უფალო, გუასწავე ლოცვაჲ, ვითარცა იოვანე ასწავა მოწაფეთა
თჳსთა. |
2 |
და უთხრა მათ: როცა ლოცულობთ, თქვით: მამაო ჩვენო,
რომელიც ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი; მოვიდეს სუფევა შენი; იყოს
ნება შენი როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც. |
2 |
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: რაჟამს ილოცვიდეთ, თქუთ: მამაო
ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ
შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. |
3 |
პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ ყოველდღე. |
3 |
პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღითი-დღედ. |
4 |
და მოგვიტევე ჩვენ ცოდვები ჩვენი, რადგან ჩვენც
მივუტევებთ ყველა მოვალეს ჩვენსას. და ნუ შეგვიყვან ჩვენ საცდუნებელში,
არამედ გვიხსენ ბოროტისაგან. |
4 |
და მომიტევენ ჩუენ ცოდვანი ჩუენნი, და რამეთუ ჩუენცა
მიუტევებთ ყოველთა თანა-მდებთა ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა,
არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან. |
5 |
და უთხრა მათ: ერთ-ერთ თქვენგანს რომ ჰყავდეს მეგობარი და
შუაღამისას მიადგეს და უთხრას: მეგობარო, მასესხე სამი პური, |
5 |
და ეტყოდა მათ: ვის თქუენგანსა ესუას მეგობარი და მოვიდეს
მისა შუვა-ღამეს და ჰრქუას მას: მეგობარო, მოვასხენ მე სამნი პურნი, |
6 |
ვინაიდან გზად მიმავალმა მეგობარმა შემომიარა და მე კი
არაფერი მაქვს, რომ გავუმასპინძლდე, - |
6 |
რამეთუ მეგობარი მოვიდა ჩემდა გზით, და არარაჲ მაქუს, რაჲ
დაუგო მას. |
7 |
ხოლო მან შიგნიდან მიუგოს: ნუ მაწუხებ, ვინაიდან კარი
უკვე დაკეტილია და ბავშვები ჩემთან ერთად წვანან საწოლში, არ შემიძლია
ავდგე და მოგცე. |
7 |
მან მიუგოს შინაჲთ გამო და ჰრქუას: ნუ შრომასა შემამთხუევ
მე, რამეთუ კარი დაჴშულ არს და ყრმანი ჩემნი ჩემ თანა არიან სარეცელსა
ზედა; ვერ ძალ-მიც აღდგომად და მიცემად შენდა. |
8 |
გეუბნებით, მეგობრობის გამოც რომ არ ადგეს და არ მისცეს
პური, თუ არ მოეშვა, მაშინ მაინც ადგება და მისცემს იმდენს, რამდენიც
სჭირდება. |
8 |
გეტყჳ თქუენ: დაღაცათუ არა ეძლოს მას აღდგომად და
მიცემად, რამეთუ არს იგი მეგობარ მისა, წყინებისა მისთჳს მისისა აღდგეს და
მისცეს, რაოდენი უჴმდეს მას. |
9 |
ამასაც გეუბნებით: ითხოვეთ და მოგეცემათ; ეძებეთ და
ჰპოვებთ; დააკაკუნეთ და გაგიღებენ, |
9 |
ხოლო მე გეტყჳ თქუენ: ითხოვდით და მოგეცეს თქუენ, ეძიებდით და ჰპოოთ, ირეკდით და
განგეღოს თქუნ. |
10 |
რადგან ყველა მთხთვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ. |
10 |
რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს, და რომელი ეძიებდეს, პოოს, და რომელი
ირეკდეს, განეღოს. |
11 |
რომელი მამა იქნება თქვენს შორის, შვილმა რომ პური სთხოვოს და ქვა მისცეს მას; ან
თევზი სთხოვოს და თევზის ნაცვლად გველი მისცეს მას? |
11 |
ვის უკუე თქუენგანსა მამასა სთხოვდეს ძე პურსა, ნუუკუე ქვაჲ მისცეს მას? გინა თუ
თევზსა სთხოვდეს, ნუუკუე თევზისა წილ გუელი მისცესა მას? |
12 |
ან კიდევ კვერცხი სთხოვოს და მორიელი მისცეს მას? |
12 |
გინა თუ კუერცხსა სთხოვდეს, ნუუკუე ღრიაკალი მისცეს მას? |
13 |
ხოლო თუ თქვენ, უკეთურთ, შეგიძლიათ კეთილ მისაცემელთა მიცემა თქვენი შვილებისათვის,
განა მამაზეციერი უფრო მეტ წმიდა სულს არ მისცემს იმათ, ვინცა სთხოვს? |
13 |
უკუეთუ თქუენ უკეთურთა იცით მისაცემელი კეთილი მიცემად
შვილთა თქუენთა, რაოდენ უფროჲს მამამან ზეცით მოსცეს სული წმიდაჲ, რომელნი
სთხოვდენ მას. |
14 |
ერთხელ ეშმაკი განდევნა მუნჯი კაცისგან; როგორც კი გავიდა
ეშმაკი, მუნჯმა ენა ამოიდგა, და უკვირდა ხალხს. |
14 |
და კაცისა ვისგანმე განაძო ეშმაკი, რომელი იყო ყრუჲ. და
იყო განსლვასა მას ეშმაკისასა იტყოდა ყრუჲ იგი. და უკჳრდა ყოველსა მას
ერსა. |
15 |
ხოლო ზოგიერთმა თქვა: ეს ბელზებულის, ეშმაკთა მთავრის
შეწევნით აძევებსო ეშმაკთ. |
15 |
ხოლო რომელთამე მათგანთა თქუეს: ბელზებულითა, მთავრითა
მით ეშმაკთაჲთა, განასხამს ეშმაკთა. |
16 |
ზოგი კი, საცდუნებლად, სასწაულს მოითხოვდა მისგან ზეცით. |
16 |
და სხუანი ვინმე გამოცდით სასწაულსა ზეცით ითხოვდეს მისგან. |
17 |
მაგრამ ის მიხვდა, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ:
ყოველი სამეფო, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, გაპარტახდება და ყოველი
სახლი, თავისი თავის წინააღმდეგ გაყოფილი, დაიქცევა. |
17 |
ხოლო თავადმან იცნოდა ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ:
ყოველი მეუფებაჲ, რომელი თავსა თჳსსა განევლთის, მოოჴრდის, და სახლი სახლსა
ზედა დაეცის. |
18 |
თუ სატანა თავის თავს გაეყოფა, როგორღა გაძლებს მისი
სამეფო? თქვენ კი ამბობთ, რომ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ. |
18 |
და უკუეთუ ეშმაკი თავსა თჳსსა განევლთა, ვითარ დამტკიცნეს
მეუფებაჲ მისი? რამეთუ იტყჳთ ჩემთჳს, ვითარმედ: ბელზებულითა განვასხამ
ეშმაკთა. |
19 |
მაგრამ თუ მე ბელზებულის შეწევნით ვაძევებ ეშმაკთ, ვისი
შეწევნითღა აძევებენ მათ თქვენი ძენი? ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი
მსაჯულნი. |
19 |
უკუეთუ მე ბელზებულითა განვასხამ ეშმაკთა, ძენი თქუენნი
რაჲთა განასხმენ? ამისათჳს იგინივე მსაჯულ გექმნენ თქუენ. |
20 |
ხოლო თუ მე ღმერთის თითით ვაძევებ ეშმაკთ, მოუწევია კიდეც
თქვენთან ღმრთის სასუფეველს. |
20 |
უკუეთუ მე თითითა ღმრთისაჲთა განვასხამ ეშმაკთა,
მო-სამე-წევნულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაჲ. |
21 |
როცა ძლიერი შეჭურვილი იცავს თავის კარ-მიდამოს, არაფერი
ემუქრება მის საბადებელს. |
21 |
რაჟამს ძლიერი შეჭურვილი სცვიდეს ეზოსა თჳსსა, მშჳდობით
არნ მონაგები მისი. |
22 |
მაგრამ როცა უფრო ძლიერი დაესხმის თავს, დაამარცხებს,
აჰყრის საჭურველს, რომლის იმედიც ჰქონდა, და ანაწილებს ნაძარცვს. |
22 |
და ოდეს უძლიერესი მისი ზედა-მოუჴდის, სძლის მას და
საჭურველი მისი მოუღის, რომელსა-იგი ესვიდა, და ნატყუენავი მისი განუყვის. |
23 |
ვინც ჩემთან არაა, ჩემს წინააღმდეგაა, და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს.
|
23 |
რომელი არა არს ჩემ თანა, მტერი ჩემი არს; და რომელი არა
შეჰკრებს ჩემ თანა, იგი განაბნევს. |
24 |
როდესაც უწმინდური სული გამოვა კაცისგან, უწყლო ადგილებს
დაეძებს განსასვენებლად, მაგრამ ვერ ჰპოვებს და მაშინ იტყვის: დავბრუნდები
ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედიო. |
24 |
რაჟამს სული არაწმიდაჲ განვიდის კაცისაგან, მიმოვალნ
ურწყულთა ადგილთა და ეძიებნ განსუენებასა და არა პოვის, თქჳს: მივიქცე
სახლსავე ჩემსა, ვინაჲცა გამოვედ. |
25 |
და როცა მივა, ჰპოვებს მას დაგვილსა და დამშვენებულს. |
25 |
და მოვიდის და პოვის იგი განშუენებული და შემკული. |
26 |
მაშინ წავა და მოიყვანს შვიდ სხვა სულსაც, მასზე
უბოროტესს; შევლენ და დაემკვიდრებიან იქ; და ამ კაცისთვის უკანასკნელი
პირველზე უარესი იქნება. |
26 |
მაშინ წარვიდეს და მოიყვანნის სხუანი შჳდნი სულნი,
უბოროტესნი მისსა, და შევიდის და დაიმკჳდრის მას შინა და იქმნის
უკუანაჲსკნელი კაცისაჲ მის უძჳრეს პირველისა. |
27 |
ამას რომ ამბობდა, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და
უთხრა: ნეტარია მუცელი, რომელმაც გატარა, და ძუძუნი, რომელთაც სწოვდი. |
27 |
და იყო ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და
ჰრქუა მას: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი რომელთა სწოვდი. |
28 |
ხოლო მან თქვა: ნეტარ არიან, რომელნიც ისმენენ ღმრთის
სიტყვას და იცავენ მას. |
28 |
ხოლო თავადმან თრქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა
ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი. |
29 |
როცა დიდძალი ხალხი შეგროვდა, დაიწყო ლაპარაკი: უკეთურია
ეს მოდგმა და სასწაულს ეძებს, მაგრამ სასწაული არ მიეცემა, გარდა იონას
სასწაულისა. |
29 |
და ვითარცა შეკრბებოდა ერი იგი, იწყო სიტყუად მათდა:
ნათესავი ესე ნათესავი ბოროტი არს, სასწაულსა ითხოვს, და სასწაული არა ეცეს
მას, არამედ სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ. |
30 |
ვინაიდან, როგორც იონა იყო სასწაული ნინეველთათვის, ასევე
იქნება ძეც კაცისა ამ მოდგმისათვის. |
30 |
ვითარცა-იგი ექმნა იონა სასწაულ ნინეველთა, ეგრეთ ეყოს ძე
კაცისაჲ ნათესავსა ამას. |
31 |
სამხრეთის დედოფალი აღდგება განკითხვისას კაცთა ამ
მოდგმასთან ერთად და შეაჩვენებს მათ; ვინაიდან ქვეყნის დასალიერიდან მოვიდა
სოლომონის სიბრძნის სასმენად და, აჰა, აქ სოლომონზე უმეტესია. |
31 |
დედოფალი იგი სამხრისაჲ აღდგეს სასჯელსა მას კაცთა თანა
ამის ნათესავისათა და დასჯიდეს მათ, რამეთუ მოვიდა კიდით ქუეყანისაჲთ
სმენად სიბრძნესა სოლომონისსა; და აჰა ესერა უფროჲს სოლომონისსა არს აქა. |
32 |
ნინეველნი აღდგებიან განკითხვისას ამ მოდგმასთან ერთად და
შეაჩვენებენ მას, ვინაიდან შეინანეს იონას ქადაგებისგან და, აჰა, აქ იონაზე
უმეტესია. |
32 |
კაცნი იგი ნინეველნი აღდგენ სასჯელსა მას ნათესავისა ამის
თანა და დასჯიდენ მათ, რამეთუ შეინანეს ქადაგებასა მას იონაჲსსა; და აჰა
ესერა უფროჲს იონაჲსსა არს აქა. |
33 |
არავინ ანთებს სანთელს და დგამს მას დაფარულ ადგილას, ან
საწყაოს ქვეშ, არამედ სასანთლეზე, რათა შემომსვლელნი ხედავდნენ ნათელს. |
33 |
არავინ აღანთის სანთელი და დადგის ფარულად, გინა ჴჳმირსა
ქუეშე, არამედ სასანთლესა ზედა, რაჲთა შემავალნი ხედვიდენ ნათელსა. |
34 |
სხეულის სანთელი არის თვალი; თუ შენი თვალი წმინდაა, ნათელი იქნება მთელი შენი
სხეულიც. ხოლო თუ ის უწმინდურია, ბნელი იქნება შენი სხეულიც. |
34 |
სანთელი გუამისაჲ არს თუალი; ოდეს თუალი შენნი
განმარტებულ იყოს, ყოველი გუამი შენი ნათელ იყოს და უკუეთუ თუალი შენი
ბოროტ იყოს, ყოველი გუამი შენი ბნელ იყოს. |
35 |
მაშ, უყურე: ბნელი არ იყოს ნათელი, რომელიც არის შენში. |
35 |
იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს. |
36 |
ხოლო თუ მთელი შენი სხეული ნათელია და არა სცხია რა
ბნელის, ერთიანად ნათელი იქნება, თითქოს სანთელი გინათებდეს თავისი ალით. |
36 |
უკუკეთუ ყოველი გუამი შენი ნათელ არს და არა რაჲ აქუნდეს
ადგილი რაჲმე ბნელისაჲ, იყოს იგი ყოვლად ნათელ, ვითარცა-იგი სანთელი ელვითა
განგანათლოს შენ. |
37 |
ამას რომ ამბობდა, ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან
ეჭამა პური; შევიდა და ინახად დაჯდა. |
37 |
და ვითარცა იტყოდა ამას თავადი, ჰლოცვიდა ვინმე
ფარისეველი, რაჲთა პური ჭამოს მის თანა; და შევიდა და დაჯდა. |
38 |
ხოლო ფარისეველმა დაინახა და გაუკვირდა, რომ ჭამის წინ არ
დაიბანა. |
38 |
ხოლო ფარისეველმან მან ვითარცა იხილა, უკჳრდა, რამეთუ
პირველად არა იბანა, ვიდრე სადილობადმდე. |
39 |
მაგრამ უფალმა უთხრა მას: ამჟამად თქვენ, ფარისეველნი,
გარედან წმენდთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ ნაძარცვითა და
ნაოხარით. |
39 |
ჰრქუა მას უფალმან: აწ თქუენ, ფარისეველთა, გარეშე
სასუმელისაჲ და პინაკისაჲ განსწმიდით, და შინაგანი თქუენი სავსე არნ
ნატაცებითა და უკეთურებითა. |
40 |
უგუნურნო, განა გარეგანის შემქმნელმა არ შექმნა
შინაგანიც? |
40 |
ორგულნო, ანუ არა რომელმან-იგი გარეშე შექმნა, მანვე
შინაგანი შექმნა? |
41 |
მაშ, გაეცით მოწყალებად, რაც გაგაჩნიათ, და აჰა,
ყველაფერი წმინდა გექნებათ. |
41 |
გარნა ესე, რომელი ჯერ არს, მიეცით მოწყალებაჲ, და აჰა
თქუენი ყოველი წმიდა არს. |
42 |
მაგრამ ვაი თქვენდა, ფარისეველნო, რომელნიც იხდით მეათედს
პიტნისას, ტეგანისას და ყოველი მწვანილისას, ღმრთის სამართალს და სიყვარულს
კი უგულებელყოფთ. ეს უნდა გექნათ და არც ის მიგეტოვებინათ. |
42 |
არამედ ვაჲ თქუენდა, ფარისეველნო, რამეთუ ათეულსა აღიღებთ
პიტნაკისა და ტეგანისასა და ყოვლისა მხლისასა და თანა-წარჰვალთ სამართალსა
და სიყუარულსა ღმრთისასა. ესე ჯერ-იყო ყოფად და იგი არა დატევებად. |
43 |
ვაი თქვენდა ფარისელნო, ასე რომ გიყვართ სინაგოგებში წინა
რიგში ჯდომა და საკრებულოებში სალმის ძღვნა. |
43 |
ვაჲ თქუენდა, ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ გიყუარს თქუენ
ზემოჯდომაჲ შესაკრებელთა შორის და მოკითხვაჲ უბანთა ზედა. |
44 |
ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო,
ასე რომ ჰგავხართ უჩინო საფლავებს, რომლებსაც ფეხით თელავენ კაცნი და არ კი
იციან. |
44 |
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ
ხართ, ვითარცა საფლავნი უჩინონი, და კაცნი ზედა ვლენან და არა იციან. |
45 |
მიუგო ერთმა რჯულის მოძღვარმა და უთხრა მას: მოძღვარო, მაგას რომ ამბობ, ხომ ჩვენც
გვაგინებ? |
45 |
მიუგო სჯულის-მეცნიერმან ვინმე და ჰრქუა მას: მოძღუარ,
მაგას რაჲ იტყჳ, ჩუენცა გუაგინებ. |
46 |
მაგრამ მან თქვა: და თქვენც, სჯულის მოძღვარნო, ვაი,
რადგან მძიმე ტვირთს ჰკიდებთ ხალხს, ხოლო თავად ცალ თითსაც კი არ
შეაშველებთ ტვირთს. |
46 |
ხოლო თავადმან ჰრქუა მას: თქუენდაცა, სჯულის-მეცნიერთა,
ვაჲ არს, რამეთუ აღჰკიდით კაცთა ტჳრთი ძნიად სატჳრთავი და თქუენ ერთითაცა
თითითა არა შეახით ტჳრთსა მას. |
47 |
ვაი თქვენდა, ვინაიდან აშენებთ წინასწარმეტყველთა
სამარხებს, ხოლო თქვენმა მამებმა დახოცეს ისინი. |
47 |
ვაჲ თქუენდა, რამეთუ აშენებთ საფლავებსა
წანაჲსწარმეტყუელთასა, ხოლო მამათა თქუენთა მოსწყჳდნეს იგინი. |
48 |
ამით ემოწმებით და იწონებთ კიდეც თქვენი მამების
საქმეებს, ვინაიდან მათ დახოცეს ისინი, ხოლო თქვენ სამარხებს უშენებთ. |
48 |
ეწამებით სამე და თანა-სათნო-ეყოფვით საქმესა მამათა
თქუენთასა, რამეთუ მათ მოსწყჳდნეს იგინი, და თქუენ საფლავთა მათთა აშენებთ. |
49 |
ამიტომაც თქვა სიბრძნემ ღმრთისამ: მოვუვლენ მათ
წინასწარმეტყველთა და მოციქულთ, და ზოგ მათგანს მოჰკლავენ, ზოგს კი
განდევნიან. |
49 |
ამისთჳსცა-იგი სიბრძნემან ღმრთისამან თქუა: მოვავლინნე
მათა წინაწარმეტყუელნი და მოციქულნი, და მათგანნი მოწყჳდნენ და დევნნენ. |
50 |
რათა მოეკითხოს ამ მოდგმას სამყაროს შექმნიდან დათხეული
ყველა წინასწარმეტყველის სისხლი, |
50 |
რაჲთა იძიოს სისხლი ყოველთა წინაწარმეტყუელთაჲ, დათხეული
დასაბამითგან სოფლისაჲთ ნათესავისა ამისგან, |
51 |
აბელის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ზაქარიასი, რომელიც
მოკლულ იქნა საკურთხეველსა და ტაძარს შორის. დიახ, გეუბნებით თქვენ,
მოეკითხება ამ მოდგმას. |
51 |
სისხლითგან აბელისით, ვიდრე სისხლადმდე ზაქარიაჲსა,
რომელი წარწყმდა შორის საკურთხეველისა მის და ტაძრისა. ჰე, გეტყჳ თქუენ,
იძიოს ნათესავისა ამისგან. |
52 |
ვაი თქვენდა, რჯულის მოძღვარნო, რადგანაც დამალეთ ცოდნის
კლიტენი: არც თქვენ შეხვედით და არც სხვებს დაანებეთ შესვლა. |
52 |
ვაჲ თქუენდა, სჯულის-მოძღუარნო, რამეთუ დაჰმალენით
კლიტენი მეცნიერებისანი; თქუენ არა შე-ხუალთ და შემავალთა აყენებთ. |
53 |
ამას რომ ეუბნებოდა მათ, მწიგნობრებმა და ფარისევლებმა
გააფთრებით შეუტიეს, კითხვებს აყრიდნენ და აიძულებდნენ ეპასუხა, |
53 |
და ვითარ-იგი თავადი ეტყოდა მათ ამას წინაშე ყოვლისა მის
ერისა, იწყეს მწიგნობართა მათ და ფარისეველთა განზრახვად ბოროტისა და უძნდა
სიტყუაჲ იგი და ჰგმობდეს მას მრავლისა მისთჳს სიტყჳსა. |
54 |
რათა მახე დაეგოთ, რაიმე დაეცდენინებინათ და, ამრიგად,
ბრალი დაედოთ მისთვის. |
54 |
და უმზირდეს მას პოვნად რასმე სიტყუასა პირისაგან მისისა,
რაჲთა შეასმინონ იგი. |