1 |
ამასობაში შეიყარა ურიცხვი ხალხი, ისე რომ ლამის ერთმანეთი გადაეთელათ, და
დაიწყო ლაპარაკი, თავდაპირველად, თავისი მოწაფეების მიმართ: ერიდეთ ფარისეველთა
საფუარს, რომელიც არის თვალთმაქცობა.
|
1 |
რომელთა ზედა შეკრებულ იყო ბევრეული ერი, ვიდრემდე დასთრგუნვიდეს ურთიერთას. იწყო
პირველად სიტყუად მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: ეკრძალენით თავთა თქუენთა ცომისაგან
ფარისეველთაჲსა, რომელ არს ორგულებაჲ. |
2 |
ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც
რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. |
2 |
ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და
დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. |
3 |
ამიტომ, რაც სიბნელეში თქვით, სინათლეზე გაიგონება, და
რაც შინ ჩასჩურჩულეთ ყურში ერთმანეთს, ერდოებზე იქადაგება. |
3 |
ამისათჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს,
და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა. |
4 |
თქვენ გეუბნებით, ჩემს მეგობრებს: ნუ გეშინიათ იმათი,
რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ სხვას ვეღარას გავნებენ; |
4 |
ხოლო გეტყჳ თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან,
რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ
გიყონ თქუენ. |
5 |
არამედ გიჩვენებთ, ვისი გეშინოდეთ: გეშინოდეთ იმისა,
ვისაც თქვენი მოკვლის შემდეგ შეუძლია ჩაგაგდოთ გეენას. დიახ, გეუბნებით,
მისი გეშინოდეთ. |
5 |
ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა,
რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყჳ
თქუენ, მისა გეშინოდენ. |
6 |
განა ხუთი ბეღურა ორ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი
მათგანიც არ არის დავიწყებული ღმერთის წინაშე. |
6 |
ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა
მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. |
7 |
ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც დათვლილია; მაშ, ნუ
შიშობთ, ვინაიდან ყველა ბეღურაზე უმჯობესნი ხართ. |
7 |
არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ
არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ. |
8 |
ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე,
ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე. |
8 |
ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა
მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა
ღმრთისათა. |
9 |
ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, თავადაც უარიყოფა
ღმრთის ანგელოზთა წინაშე. |
9 |
და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა
ღმრთისათა. |
10 |
ყველას, ვინც იტყვის სიტყვას კაცის ძის წინააღმდეგ, მიეტევება; მაგრამ ვინც იტყვის
გმობას სულის წმიდის წინააღმდეგ, არ მიეტევება. |
10 |
და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა
წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. |
11 |
როდესაც მიგიყვანენ სინაგოგებში, მთავრებისა და მეფეების წინაშე, ნუ იზრუნებთ,
როგორ მივუგოთ, რა მივუგოთ, ანდა რა ვთქვათო, |
11 |
და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ
ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, ანუ რაჲ სთქუათ, |
12 |
რადგანაც სული წმიდა გასწავლით მაშინ, რა უნდა თქვათ. |
12 |
რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ. |
13 |
ხალხიდან ვიღაცამ უთხრა: მოძღვარო, უთხარი ჩემს ძმას, რომ გამიყოს სამკვიდრებელი. |
13 |
ჰრქუა ვინმე მას მის ერისაგანმან: მოძღუარ, არქუ ძმასა
ჩემსა, რაჲთა განმეყოს მე სამკჳდრებელსა. |
14 |
ხოლო იესომ მიუგო მას: ვინ დამაყენა მე, კაცო, თქვენს
მსაჯულად, ანდა გამყრელად? |
14 |
ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცო, ვინ დამადგინა მე
მსაჯულად და განმყოფელად თქუენდა? |
15 |
და უთხრა მათ: ფხიზლად იყავით და ეკრძალეთ ანგარებას,
ვინაიდან კაცს შეიძლება ყველაფერი უხვად ჰქონდეს, მაგრამ სიმდიდრით როდი
ცოცხლობს იგი. |
15 |
და ეტყოდა მათ: ეკრძალენით და დაიცვენით თავნი თქუენი
ყოვლისაგან ანგაჰრებისა, რამეთუ არა ნამეტნავისაგან ვისამე არნ ცხორებაჲ
მისი ნაყოფთა მისთაგან. |
16 |
და უთხრა მათ იგავი: ერთი მდიდარი კაცის ყანაში ზღვა მოსავალი მოვიდა;
|
16 |
და ეტყოდა მათ იგავსაცა და ჰრქუა მათ: კაცისაჲ ვისიმე მდიდრისაჲ ნაყოფიერ იყო
აგარაკი. |
17 |
საგონებელში ჩავარდნილმა თქვა: რა ვქნა, სად წავიღო
ამდენი მოსავალი? |
17 |
და განიზრახვიდა გულსა შინა თჳსსა და თქუა: რაჲ-მე ვყო,
რამეთუ არა მაქუს, სადა შევიკრიბო ნაყოფი ჩემი? |
18 |
და გადაწყვიტა: აი, რას ვიზამ: დავშლი ჩემს ბეღლებს, უფრო
დიდებს ავაგებ, და იქ შევინახავ მთელ ჩემს მოსავალს და სარჩო-საბადებელს. |
18 |
და თქუა: ესე ვყო: დავარღჳნე საუნჯენი ჩემნი და უფროჲსნი
აღვაშენნე და შევიკრიბო მუნ ყოველი ნაყოფი და კეთილი ჩემი. |
19 |
და ვეტყვი ჩემს სულს: სულო, მრავალი სიკეთე გაქვს
დაგროვილი და მრავალი წლის სამყოფი; განისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე. |
19 |
და ვჰრქუა სულსა ჩემსა: სულო, გაქუს მრავალი კეთილი
დაუნჯებული მრავალთა წელთა: განისუენე, ჭამე და სუ და იხარებდ. |
20 |
უთხრა მას ღმერთმა: უგუნურო, ამაღამვე ამოგართმევენ სულს:
ვისღა დარჩება შენი სარჩო-საბადებელი? |
20 |
ჰრქუა მას ღმერთმან: უგუნურო, ამას ღამესა მიგიღონ სული
შენი შენგან; ეგე, რომელ მოიმზადე ვისა იყოს? |
21 |
ასე მოუვა ყველას, ვინც თავისთვის იხვეჭს სიმდიდრეს და
არა ღმრთისათვის. |
21 |
ეგრეცა, რომელი იუნჯებდეს თავისა თჳსისა და არა ღმრთისა
მიერ განმდიდრდებოდის. |
22 |
და უთხრა თავის მოწაფეებს: ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ
ზრუნავთ თქვენი სულისათვის, რა ვჭამოთო; ნურც სხეულისათვის, რით
შევიმოსოთო; |
22 |
და ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ნუ
ჰზრუნავთ სულისა თქუენისა, რაჲ სჭამოთ, და ნუცა ჴორცთა თქუენთა, რაჲ
შეიმოსოთ, |
23 |
ვინაიდან სული უმეტესია, ვიდრე საჭმელი, და სხეული - ვიდრე სამოსელი. |
23 |
რამეთუ სული უფროჲს არს საზრდელისა და ჴორცნი სამოსლისა. |
24 |
შეხედეთ ყორნებს: არც თესავენ, არც მკიან; არც საკუჭნაო
აქვთ და არც ბეღელი; და ღმერთი არჩენს მათ. მერედა, რამდენად სჯობიხართ
ფრინველთ? |
24 |
განიცადენით ყორანნი, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან,
რომელთა არა აქუს საუნჯე, ანუ სადა შეიკრიბონ, და ღმერთი ზრდის მათ. რაოდენ
თქუენ უმჯობეს ხართ მფრინველთა? |
25 |
ან რომელ თქვენგანს ხელეწიფება, ბევრიც ეცადოს, თუნდ ერთი
ციდით მოიმატოს სიმაღლე? |
25 |
ვინ-მე უკუე თქუენგანი ზრუნვიდეს და შეუძლოს შეძინებად
ჰასაკსა თჳსსა წყრთა ერთ? |
26 |
ხოლო თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, რაღას ზრუნავთ
დანარჩენისთვის? |
26 |
უკუეთუ არცა უმცირესსა შემძლებელ ხართ, რაჲსაღა სხუასა
მას ჰზრუნავთ? |
27 |
შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ,
არც ართავენ; მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი, მთელი თავისი დიდებით
არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი. |
27 |
განიცადენით შროშანნი, ვითარ-იგი აღორძნდის: არცა
შურების, არცა სთავს. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არცა სოლომონ ყოველსა
დიდებასა თჳსსა შეიმოსა, ვითარცა ერთი ამათგანი. |
28 |
ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს
შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედ
მორწმუნენო? |
28 |
უკუეთუ ველსა გარე, რომელი დღეს თივაჲ არს და ხვალე
თორნესა შთაეგზნეს, ღმერთმან ესრეთ შემოსის, რაოდენ უფროჲს თქუენ,
მცირედ-მორწმუნენო? |
29 |
მაშ, ნუ კითხულობთ, რა ვჭამოთ, ანდა რა ვსვათო, და ნურცა
შფოთავთ. |
29 |
და თქუენ ნუ ეძიებთ, რაჲ სჭამოთ და რაჲ ჰსუათ, და ნუცა
განსცხრებით, |
30 |
ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ საერონი, და მამამ თქვენმა
იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ. |
30 |
რამეთუ ამას ყოველსა ნათესავნი სოფლისანი ეძიებენ, ხოლო
მამამან თქუენმან იცის, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი. |
31 |
მაშ, ეძიეთ ღმრთის სასუფეველი და ყოველივე ეს მოგეცემათ. |
31 |
გარნა ეძიებდით სასაუფეველსა ღმრთისასა, და ესე ყოველი
შეგეძინოს თქუენ. |
32 |
ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა
კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი. |
32 |
ნუ გეშინინ მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო
მამამან თქუენმან ზეცათამან მოცემად თქუენდა სასუფეველი. |
33 |
გაყიდეთ თქვენი საბადებელი და გაეცით მოწყალება;
გაამზადეთ უცვეთი ქისები და ულევი საუნჯე ცაში, სადაც მპარავი ვერ იპარავს
და მღილი ვერა ღრღნის მას. |
33 |
განყიდენით მონაგებნი თქუენნი და მიეცით ქველის-საქმე და
ყავთ თავისა თქუენისა საფასე, რომელი არა დაძუელდეს, და საუნჯე მოუკლებელი
ცათა შინა, სადა-იგი მპარავი არა მიეხების, არცა მღილმან განრყუნის. |
34 |
ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი. |
34 |
სადაცა არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი. |
35 |
დე, იყოს თქვენი წელი მოსარტყლუღი და თქვენი სანთელი -
ანთებული. |
35 |
იყვნედ წელნი თქუენნი მორტყმულ და სანთელნი თქუენნი
აღნთებულ. |
36 |
იყავით იმ კაცთა მსგავსნი, რომელნიც მოელიან თავიანთ
ბატონს, როდის დაბრუნდება ქორწილიდანო, რათა დარეკვისთანავე გაუღონ კარი. |
36 |
და თქუენ ემსგავსენით კაცთა მათ, რომელნი მოელიედ უფალსა
თჳსსა, ოდეს მოვიდეს ქორწილისაგან, რაჲთა, რაჟამს მოვიდეს და ირეკოს,
მეყსეულად განუყონ მას. |
37 |
ნეტა იმ მონებს, რომლებსაც მოსვლისას ფხიზლად ჰპოვებს
მათი პატრონი; ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სარტყელს მოირტყამს, დასხამს,
მივა და ემსახურება მათ. |
37 |
ნეტარ იყვნენ იგი მონანი, რომელთაჲ მოვიდეს უფალი მათი და
პოვნეს იგინი მღჳძარენი. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოირტყნეს და დასხნეს
იგინი, წარმოუდგეს და ჰმსახურებდეს მათ. |
38 |
მეორე, გინდა მესამე გუშაგობის ჟამსაც რომ მოვიდეს და
ამნაირსდ ჰპოვოს ისინი, ნეტა იმ მონებს. |
38 |
დაღათუ მეორესა საჴუმილავსა და მესამესა მოვიდეს და
პოვნეს ესრეთ, ნეტარ იყვნენ იგინი. |
39 |
ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ
საათზე მოვა ქურდი, უეჭველად იფხიზლებდა და ძირს არ გამოათხრევინებდა
სახლისთვის. |
39 |
ხოლო ესემცა უწყით: უკუეთუმცა იცოდა სახლისა უფალმან,
რომელსა ჟამსა მპარავი მოვალს, იღჳძებდამცა და არა უტევა დათხრად სახლისა
თჳსისა. |
40 |
ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით,
სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა. |
40 |
და თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ ჟამსა, რომელსა
არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს. |
41 |
უთხრა მას პეტრემ: უფალო, ჩვენ გვეუბნები ამ იგავს თუ
ყველას? |
41 |
ჰრქუა მას პეტრე: უფალო, ჩუენდა მომართ ხოლო იტყჳ იგავსა
ამას, ანუ სხუათა ყოველთა მიმართ? |
42 |
და თქვა უფალმა: ვინ არის ერთგული და გონიერი მნე,
რომელიც პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს ულუფა მათ? |
42 |
და ჰრქუა იესუ: ვინ-მე არს მნე იგი სარწმუნოჲ და გონიერი,
რომელი დაადგინოს უფალმან მონათა თჳსთა ზედა მიცემად იფქლი ჟამსა თჳსსა? |
43 |
ნეტა ამ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი
პატრონი, როდესაც მოვა. |
43 |
ნეტარ არს იგი მონაჲ, რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და
პოოს იგი ესრეთ მოქმედი. |
44 |
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს თავის
სარჩო-საბადებელს მეთვალყურედ მიუჩენს მას. |
44 |
ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა
დაადგინოს იგი. |
45 |
მაგრამ თუ ეს მონა თავის გულში იტყვის: აგვიანებს ჩემი
პატრონი მოსვლას; და დაიწყესს მსახურებისა და მოახლეების ცემას, ჭამას,
სმას და ლოთობას, |
45 |
უკუეთუ თქუას მონამან მან გულსა შინა თჳსსა: ყოვნის უფალი
ჩემი მოსლვად, და იწყოს გუემად მონათა და მჴევალთა და ჭამად და სუმად და
დათრობად. |
46 |
მაშინ მოვა მონის პატრონი, იმ დღეს, როდესაც არ ელის, და იმ საათს, რომელიც არ
იცის, შუა გაკვეთს და ურწმონოებთან დაუდებს წილს. |
46 |
მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა
მოელოდის, და ჟამსა, რომელი არა იცის, და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი
მისი დადვას ურწმუნოთა თანა. |
47 |
ხოლო ის მონა, რომელმაც იცოდა თავისი პატრონის ნება,
მაგრამ არ აღასრულა იგი და არ დახვდა მზად, საშინლად იგვემება. |
47 |
ხოლო მონამან რომელმან იცის ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და არა
განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად. |
48 |
ის კი, ვინც არ იცოდა, მაგრამ ისე მოიქცა, რომ სასჯელი
დაიმსახურა, ნაკლებად იგვემება, რადგან ვისაც ბევრი მიეცა, ბევრი
მოეთხოვება, და ვისაც მეტი მიენდო, მეტი მოეკითხება. |
48 |
ხოლო რომელმან არა იცის და ქმნეს რაჲმე ღირსი ტანჯვისაჲ,
იგუემოს მცირედ. რამეთუ ყოველსა რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა იძიოს
მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოჰჴადონ მას. |
49 |
მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა
მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავ იფეთქოს! |
49 |
ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა და რაჲ მნებავს,
რაჲთა აწვე აღეგზნეს! |
50 |
ნათლისღებით მმართებს ნათლისღება, და როგორ ვეწამები,
ვიდრე აღსრულდება. |
50 |
ხოლო ნათლის-ღებაჲ მაქუს ნათლის-ღებად და ვითარ შეურვებულ
ვარ, ვიდრემდე აღესრულოს! |
51 |
იქნებ გგონიათ, რომ მოველ, რათა მშვიდობა მომეტანა
ამქვეყნად? არა, გეუბნებით თქვენ, არამედ განხეთქილება. |
51 |
ეგრე ჰგონებთ, ვითარმედ მშჳდობისა მოვედ მიფენად
ქუეყანასა ზედა? არა, გეტყჳ თქუენ, არამედ განყოფად. |
52 |
რადგანაც ამიერიდან ერთ სახლში ხუთი განუდგება ერთმანეთს:
სამი - ორს და ორი - სამს; |
52 |
რამეთუ იყვნენ ამიერითგან ხუთნი სახლსა შინა ერთსა
განყოფილ: სამნი ორთაგან და ორნი სამთაგან. |
53 |
დიახ, განდგესა მამა ძისაგან და ძე - მამისაგან; დედა -
ასულისაგან და ასული - დედისაგან; დედამთილი - რძლისაგან და რძალი -
დედამთილისაგან. |
53 |
განყოფად მამაჲ ძისაგან და ძე მამისაგან; და დედაჲ
ასულისაგან და ასული დედისაგან; დედამთილი ძის-ცოლისაგან მისისა და სძალი
დედამთილისაგან. |
54 |
და უთხრა ხალხსაც: როდესაც ხედავთ დასავლეთიდან ამომავალ
ღრუბელს, მაშინვე ამბობთ: წვიმა მოვაო, და ასეც ხდება. |
54 |
ეტყოდა იესუ ერსაცა მას: რაჟამს იხილით ღრუბელი,
აღმომავალი დასავალით, მეყსეულად სთქჳთ, ვითარმედ: წჳმაჲ მოაქუს, და არნ
ეგრეთ. |
55 |
ხოლო როცა სამხრეთის ქარი ქრის, ამბობთ: გვალვა იქნებაო,
და ასეც ხდება. |
55 |
და რაჟამს სამხრით ქარი ქრინ, სთქჳთ, ვითარმედ: სიცხე
იყოს, და არნ ეგრეთ. |
56 |
თვალთმაქცნო, ცის ფერსა და მიწის ფერს არჩევთ და ამ დროის
გარჩევა კი არ შეგიძლიათ? |
56 |
ორგულნო, პირი სამე ქუეყანისაჲ და ცისაჲ იცით გამოცდად,
ხოლო ჟამი ესე ვითარ არა გამოიცადეთ? |
57 |
ან რატომ თქვენდა თავად არ განსჯით, თუ რა არის
სამართლიანი? |
57 |
ანუ რაჲსა თავით თჳსით არა სჯით სამართალსა? |
58 |
როცა შენს მომჩივანთან ერთად მიდიხარ მსაჯულთან, ეცადე,
გზაშივე დაიხსნა თავი მისგან, რათა არ მიგიყვანოს მსაჯულთან, ხოლო მსაჯულმა
არ მიგცეს მანდატურს და მანდატურმა არ ჩაგაგდოს საპყრობილეში. |
58 |
რამეთუ ოდეს მიხუალ მოსაჯულისა შენისა თანა მთავრისა
წინაშე გზასა ზედა, მიეც საქმარი განთავისუფლებად მისგან, ნუუკუე
მიგიყვანოს შენ მსაჯულისა, და მსაჯულმან მიგცეს შენ მეხარკესა, და
მეხარკემან მიგცეს შენ საპყრობილედ. |
59 |
გეუბნები: ვერ გამოხვალ იქიდან, სანამ არ გაიღებ
უკანასკნელ წვლილს. |
59 |
გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრემდე უკანაჲსკნელიცა
იგი მი-ვე-სცე მწულილი. |