1 |
მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს, ფარისეველთა ერთ-ერთი მთავრის სახლში მივიდა იესო
პურის საჭმელად, ხოლო ისინი უთვალთვალებდნენ მას.
|
1 |
და იყო მო-რაჲ-ვიდა იესუ სახლსა ვისმე მთავრისა ფარისეველისასა დღესა შაბათსა ჭამად
პურისა, და იგინი უმზირდეს მას. |
2 |
და, აჰა, წარსდგა მის წინაშე წყალმანკით სნეული კაცი. |
2 |
და აჰა ესერა იყო ვინმე კაცი წყლით მანკიერი წინაშე
მისსა. |
3 |
მაშინ იესომ უთხრა რჯულის მოძღვრებს და ფარისევლებს:
შეიძლება თუ არა კაცის განკურნვა შაბათს? |
3 |
მიუგო იესუ და ჰრქუა სჯულის-მოძღუართა მათ და
ფარისეველთა: უკუეთუ ჯერ-არს შაბათსა განკურნებაჲ? |
4 |
ხოლო ისინი დუმდნენ. ის კი შეეხო, განკურნა იგი და
გაისტუმრა. |
4 |
ხოლო იგინი დუმნეს. და მოიყვანა კაცი იგი, განკურნა და
განუტევა. |
5 |
და უთხრა მათ: რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ
ჩაუვარდეს ჭაში, განა დაუყოვნებლივ არ ამოიყვანს, შაბათიც რომ იყოს? |
5 |
და ჰრქუა მათ: ვისი თქუენგანისაჲ შვილი გინა ჴარი
შთავარდეს ჯურღმულსა, არა-მე მეყსეულად აღმოიქუას იგი დღესა შაბათსა? |
6 |
ხოლო ამაზე ვეღარაფერი მიუგეს მას. |
6 |
და ვერარაჲ მიუგეს მას ამისთჳს. |
7 |
როცა დაინახა, როგორ არჩევდნენ სტუმრები საპატიო
ადგილებს, იგავით უთხრა მათ: |
7 |
და ეტყოდა ჩინებულთა მათ იგავსა და შეასწავებდა,
ვითარ-იგი ზემოჯდომასა ირჩევდეს, და ეტყოდა მათ: |
8 |
ვინმემ რომ ქორწილში დაგპატიჟოს, ნუ დაჯდები სუფრის
თავში; იქნებ შენზე საპატით სტუმარიც ჰყავს: |
8 |
რაჟამს გხადოს ვინმე ქორწილსა, ნუ დასჯდები პირველსა
საინაჴესა, ნუუკუე უპატიოსნესი შენსა იყოს ჩინებული მისგან; |
9 |
შეიძლება მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და გითხრას:
ადგილი დაუთმე ამ კაცსო, და მოგიწევს შერცხვენილს სუფრის ბოლოში გადაჯდომა. |
9 |
და მოვიდეს, რომელმან-იგი შენ და მას გხადა, და გრქუას შენ: ადგილ-ეც ამას! მაშინ
იწყო სირცხჳლით უკანაჲსკნელსა ადგილსა დაპყრობად. |
10 |
ამიტომ, როცა მიგიწვევენ, მიდი და სუფრის ბოლოს დაჯექი, რათა მოვიდეს მასპინძელი და
გითხრას: მეგობარო, სუფრის თავში გადმობრძანდიო, და პატივი დაგედება თანამეინახეთა
თვალში. |
10 |
არამედ ოდეს გხადოს ვინმე, მივედ და დაჯედ უკანაჲსკნელსა ადგილსა, რაჲთა მოვიდეს,
რომელმან-იგი გხადა შენ, და გრქუას: მეგობარო, აღმოგუალე ზემოკერძო! მაშინ იყოს
შენდა დიდება წინაშე ყოველთა მეინჴეთა შენთა. |
11 |
რადგანაც ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს
თავის თავს, ამაღლდება. |
11 |
რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან
დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს. |
12 |
ხოლო თავის მასპინძელს უთხრა: როცა სადილს ან ვახშამს მართავ, ნუ მოიწვევ ნურც შენს
მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა
მათაც არ მიგიწვიონ და, ამრიგად, მოგაგონ სანაცვლო. |
12 |
ეტყოდა მასცა, რომელმან-იგი ხადა მას: ოდეს ჰყოფდე სამხარსა გინა სერსა, ნუ ჰხადი
მეგობართა შენთა, ნუცა ძმათა შენთა, ნუცა ნათესავთა შენთა, ნუცა მოძმეთა მდიდართა,
ნუუკუე მათცა კუალად გხადონ შენ, და გექმნეს შენ მოსაგებელ. |
13 |
არამედ როცა წვეულება გაქვს, დაჰპატიჟე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი თუ ბრმანი.
|
13 |
არამედ ოდეს ჰყოფდე შენ სამხარსა, ჰხადე გლახაკთა
უმეცართა, მკელობელთა და ბრმათა, |
14 |
და ნეტარი იქნები, ვინაიდან ვერაფრით მოგაგებენ
სანაცვლოს; ამიტომაც მოგეგება მართალთა აღდგომისას. |
14 |
და ნეტარ იყო, რამეთუ არარაჲ აქუს, რაჲმცა მოგაგეს შენ,
და მოგეგოს შენ აღდგომასა მას მართალთასა. |
15 |
ეს რომ გაიგონა, ერთმა თანამეინახემ უთხრა: ნეტარია, ვინც
ჭამს პურს ღმრთის სასუფეველში. |
15 |
ესმა ვისმე მის თანა მეინაჴესა ესე, და ჰრქუა მას: ნეტარ
არს, რომელმან ჭამოს პური სასუფეველსა ღმრთისასა! |
16 |
ხოლო იესომ მიუგო მას: ერთმა კაცმა დიდი წვეულება გამართა და მრავალნი მიიპატიჟა. |
16 |
ხოლო თავადმან ჰრქუა მას: კაცმან ვინმე იყო პური დიდი და მოუწოდა მრავალთა. |
17 |
როცა პურობის დრომ მოაწია, თავისი მონა გაგზავნა წვეულთა
დასაძახებლად: მობრძანდით, ყველაფერი უკვე მზად მაქვსო. |
17 |
და წარავლინა მონაჲ თჳსი ჟამსა პურისასა, რაჲთა ჰრქუას
ჩინებულთა მათ მოსლვად, რამეთუ: აჰა ესერა პური ჩემი მზა არს ყოველი. |
18 |
მაგრამ ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. ერთმა თქვა:
ყანა ვიყიდე; უეჭველად უნდა მივიდე და დავხედო, გთხოვ, მაპატიო. |
18 |
და იწყო თითოეულმან ყოველმან ჯმნად. პირველმან მან ჰრქუა
მას: აგარაკი ვიყიდე და უნებელი ზედა-მაც მისლვად და ხილვად იგი. გლოცავ
შენ, განმიტევე, ჯმნულმცა ვარ შენგან. |
19 |
მეორემ თქვა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად
მივდივარ: გთხოვ, მაპატიო. |
19 |
და სხუამან თქუა: უღლეული ჴართაჲ ვიყიდე ხუთი და მივალ
გამოცდად მათა. გლოცავ შენ, ჯმნულმცა ვარ. |
20 |
მესამემ თქვა: ცოლი შევირთე და ამიტომ ვერ გეახლები. |
20 |
და მერმე სხუამან ჰრქუა: ცოლი შევირთე და მის გამო ვერ
ჴელ-მეწიფების მოსლვად. |
21 |
დაბრუნდა მონა და ყველაფერი მოახსენა პატრონს. მაშინ
განრისხდა სახლის პატრონი და უთხრა თავის მონას: დაიარე სასწრაფოდ ქალაქის
მოედნები და ქუჩები და მომგვარე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი და ბრმანი. |
21 |
და მოვიდა მონაჲ იგი და უთხრა ესე უფალსა თჳსსა. მაშინ
განრისხნა სახლისა უფალი იგი და ჰრქუა მონასა მას თჳსსა: განვედ ადრე
უბანთა და ყურეთა ქალაქისათა და გლახაკთა და უცხოთა და ბრმათა და
მკელობელთა შემოჰხადე აქა. |
22 |
მონამ უთხრა: ბატონო, შევასრულე შენი ბრძანება, მაგრამ
მაინც გვრჩება ადგილი. |
22 |
და თქუა მონამან მან: უფალო, იქმნა ბრძანებაჲ შენი, და
ადგილი არსღა. |
23 |
მაშინ უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებსა და შუკებში და ძალით მორეკე წვეულნი, რათა
აივსოს ჩემი სახლი. |
23 |
და ჰრქუა უფალმან მან მონასა მას: განვედ გზათა ზედა და
ფოლოცთა და აიძულე შემოსლვად, რაჲთა აღივსოს სახელი ჩემი. |
24 |
რადგანაც გეუბნებით: ვერცერთი იმ წვეულთაგანი ვერ იგემებს
ჩემს სადილს. |
24 |
ხოლო გეტყჳ თქუენ: არავინ მათ კაცთაგანმან გემოჲ იხილოს
სერობისა ამის ჩემისაჲ, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ. |
25 |
მასთან ერთად გზას ადგა დიდძალი ხალხი; მიუბრუნდა და
უთხრა მათ: |
25 |
და შეკრბებოდა მისა ერი მრავალი, მიექცა და ჰრქუა მათ: |
26 |
თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის
და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.
|
26 |
რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაჲ თჳსი და დედაჲ
თჳსი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად სულიცა თჳსი, ვერ
ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა. |
27 |
ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება უკან, ვერ
იქნება ჩემი მოწაფე. |
27 |
და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, ვერ
ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა. |
28 |
რადგან თუ რომელიმე თქვენგანი მოისურვებს კოშკის აგებას,
განა თავდაპირველად არ დაჯდება და გამოთვლის ხარჯს, რაც დასჭირდება მის
დასრულებას? |
28 |
ვის-მე უკუე თქუენგანსა უნდეს გოდოლი შენებად, არა-მეა
პირველად დაჯდეს და აღრაცხოს, რაოდენი წარაგოს, უკუეთუ აქუს, რაჲთა
კმა-ეყოს მას აღსრულებადმდე. |
29 |
რათა, საძირკველს თუ ჩაყრის, მაგრამ ვერ შესძლებს
დაასრულოს, მნახველებმა არ დაუწყონ დაცინვა |
29 |
ნუუკუე დადვას საფუძველი და ვერ შეუძლოს აღსრულებად მისა,
და ყოველნი რომელნი ხედვიდენ მას, იწყონ კიცხევად მისა |
30 |
და თქვან: აი, კაცი, რომელმაც დაიწყო შენება და დასრულება
კი ვერ შესძლოო. |
30 |
და თქუან, ვითარმედ: კაცმან ამან იწყო შენებად და ვერ
შეუძლო აღსრულებად. |
31 |
ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ
თავდაპირველად არ დაჯდა და მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით
გაუმკლავდეს ოცი ათას მომხდურს? |
31 |
ანუ რომელი მეფე მივალნ სხჳსა მეფისა ბრძოლად, არა-მე
პირველად დაჯდის და განიზრახის, უკუეთუ შემძლებელ არს ათითა ათასითა
შემთხუევად ოცითა ათასითა მომავალსა მის ზედა? |
32 |
თუ არადა, ელჩებს გაუგზავნის, სანამ ჯერ კიდევ შორსაა
მტერი და დაზავებას სთხოვს. |
32 |
უკუეთუ არა, ვიდრე შორსღა არნ, მოციქული მიუვლინის და
მოიკითხის იგი მშჳდობით. |
33 |
ასე, ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ განუდგება ყველაფერს,
რაც აბადია, ვერ იქნება ჩემი მოწაფე. |
33 |
ეგრეცა ყოველმანვე თქუენგანმან რომელმან არა იჯმნეს
ყოვლისაგან მონაგებისა თჳსისა, ვერ ჴელ-ეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა. |
34 |
კარგი რამ არის მარილი. მაგრამ თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ? |
34 |
კეთილ არს მარილი. უკუეთუ მარილი იგი განქარდეს, რაჲთა
დაიმარილოს? |
35 |
აღარც სამიწედ ვარგა და აღარც სანეხვედ, არამედ - მხოლოდ
გადასაყრელად. ვისაც ყური აქვს სმენად. ისმინოს! |
35 |
არცა ქუეყანასა, არცა სკორესა სარგებელ არს, არამედ გარე
განდვან იგი. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ესმოდენ! |