1 |
თავის მოწაფეებსაც უთხრა: იყთ ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მოურავი, რომელიც
დააბეზღეს მის წინაშე, შენს ქონებას ანიავებსო.
|
1 |
და ეტყოდა მოწაფეთაცა: კაცი ვინმე იყო მდიდარი, რომელსა ესუა მნე. და ესე შეასმინეს
მას, ვითარმედ განაბნია ნაყოფი მისი. |
2 |
მოიხმო იგი და უთხრა: ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი
სამოურაოს ანგარიში, რადგანაც ამიერიდან აღარ გიწერია მოურაობა. |
2 |
და მოუწოდა და ჰრქუა მას: რაჲ არს ესე, რომელ მესმის
შენთჳს? მომეც მე სიტყუაჲ სამნოჲსა შენისაჲ, რამეთუ არღარა ჴელ-გეწიფების
ამიერითგან მნეობად. |
3 |
მაშინ მოურავმა თავის თავს უთხრა: რა ვქნა? აგერ ჩემი
ბატონი მოურაობას მართმევს: თოხნა მე არ შემიძლია და თხოვნა კი
მერცხვინება. |
3 |
ხოლო მნემან მან თქუა გულსა თჳსსა: რაჲ ვყო, რამეთუ უფალი
ჩემი მიმიღებს სამნოსა ჩემსა? საქმედ არა ძალ-მიც, თხოვად მრცხუენის. |
4 |
თუმცა ვიცი, რაც უნდა ვქნა, რომ თავის ჭერქვეშ მიმიღოს
ხალხმა, როცა მოურაობას ჩამომართმევენ. |
4 |
უწყი, რაჲ ვყო, რაჲთა, რაჟამს გარდავდგე მნობისაგან,
შემიწყნარონ მე სახლთა მათთა. |
5 |
მოიხმო სათითაოდ თავისი ბატონის მოვალენი და ჰკითხა
პირველს: რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა? |
5 |
და მოუწოდა კაცად-კაცადსა, თანა-მდებსა უფლისა თჳსისასა
და ჰრქუა პირველსა მას: რაოდენი თანა-გაც უფლისა ჩემისაჲ? |
6 |
მან მიუგო: ასი კასრი ზეთი. და უთხრა მას: აჰა, ინებე
შენი თამასუქი, დადექი სასწრაფოდ და დაწერე ორმოცდაათი. |
6 |
და მან თქუა: ასი საწნეხელი ზეთისაჲ. და ჰრქუა მას: მიიღე
ჴელით-წერილი შენი და დაჯედ ადრე და დაწერე ერგასისი. |
7 |
ახლა მეორეს ჰკითხა: შენ რამდენიღა გმართებს? და მან
მიუგო: ასი კოდი პური. და უთხრა მას: აჰა, ინებე შენი თამასუქი და დაწერე
ოთხმოცი. |
7 |
მერმე სხუასა ჰრქუა: შენ რაოდენი თანა-გაც? ხოლო მან
თქუა: ასი სათოელი იფქლისაჲ. ჰრქუა მასცა: მიიღე ჴელით-წერილი შენი და
დაწერე: ოთხმეოცი. |
8 |
შეაქო ბატონმა ორგული მოურავი: ფხიანად მოიქეციო;
ვინაიდან ამ სოფლის ძენი თავიანთ მსგავსთა შორის უფრო ფხიანნი არიან, ვიდრე
ნათლის ძენი. |
8 |
და აქო უფალმან მნე იგი სიცრუვისაჲ, რამეთუ გონიერად ყო.
რამეთუ ძენი ამის სოფლისანი უგონიერეს არიან უფროჲს ძეთა ნათლისათა
ნათესავსა შორის მათსა. |
9 |
ამიტომაც გეუბნებით, შეიძინეთ მეგობრები უსამართლო
სიმდიდრით, რათა, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სამყოფელში. |
9 |
და მე გეტყჳ თქუენ: ისხენით თავისა თქუენისა მეგობარნი მამონაჲსა მისგან სიცრუვისა,
რაჲთა, რაჟამს მოაკლდეთ თქუენ ამიერ, შეგიწყნარნენ თქუენ საუკუნეთა მათ საყოფელთა. |
10 |
მცირედში სანდო დიდშიც სანდოა. და მცირედში უნდო დიდშიც უნდოა. |
10 |
სარწმუნოჲ იგი მცირესა ზედა და მრავალსა ზედაცა სარწმუნო არს; და რომელი მცირესა
ზედა ცრუ არს, მრავალსაცა ზედა ცრუ არს. |
11 |
თუ ამ ცრუ და უსამართლთ სიმდიდრეში უნდონი იყავით, ჭეშმარიტს ვინ განდობთ თქვენ? |
11 |
უკუეთუ სიცრუვისა ამას მამონასა სარწმუნო არა იქმნნეთ, ჭეშმარიტი იგი ვინ გარწმუნოს
თქუენ? |
12 |
ანდა თუ სხვისაში უნდონი იყავით, თქვენსას ვინ მოგცემთ? |
12 |
და უკუეთუ სხჳსასა ამას სარწმუნო არა იქმნნეთ, თქუენი იგი ვინ მოგცეს თქუენ? |
13 |
არცერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს
შეიყვარებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც
ემონოთ და მამონასაც. |
13 |
არავის მონასა ჴელ-ეწიფების ორთა უფალთა მონებად: ანუ
ერთი იგი მოიძულოს და ერთი შეიყუაროს, და ანუ ერთისაჲ თავს-იდვას და ერთი
შეურაცხ-ყოს. ვერ ჴელ-ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაჲსა. |
14 |
ისმენდნენ ყოველივე ამას ვერცხლისმოყვარე ფარისევლები და
დასცინოდნენ მას. |
14 |
ესმოდა ესე ყოველი ფარისეველთაცა, რამეთუ ვეცხლის-მოყუარე
იყვნეს და შეურაცხ-ჰყოფდეს მას. |
15 |
უთხრა მათ: თქვენა ხართ, მართლებად რომ მოგაქვთ თავი
კაცთა წინაშე, მაგრამ ღმერთი იცნობს თქვენს გულს, რადგან ის, რაც მაღალია
კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე. |
15 |
და ეტყოდა მათ: თქუენ ხართ, რომელნი განიმართლებთ თავსა
თჳსთა წინაშე კაცთა, ხოლო ღმერთმან იცნის გულნი თქუენნი, რამეთუ კაცთა
შორის მაღალი საძაგელ არს წინაშე ღმრთისა. |
16 |
რჯული და წინასწარმეტყველნი - იოანემდე; ხოლო მას მერე ღმრთის სასუფეველი იხარება
და ყველანი ძალით შედიან მასში.
|
16 |
რამეთუ სჯული და წინაწარმეტყუელნი ვიდრე იოვანესამდე: მიერითგან სასუფეველი
ღმრთისაჲ ეხარების, და ყოველივე მისა მიმართ იიძულების. |
17 |
უმალ ცა და მიწა გადავლენ, ვიდრე თუნდაც ერთი წერტილი
ამოვარდება რჯულიდან. |
17 |
უადვილეს არს ცისა და ქუეყანისა წარსლვაჲ ვიდრეღა სჯულისა
ერთი რქაჲ დავრდომად. |
18 |
ყველა, ვინც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს,
მრუშობს, და ყველა, ვინც ქმარგანაშვებს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს. |
18 |
ყოველმან რომელმან განუტეოს ცოლი თჳსი და სხუაჲ შეირთოს,
მან იმრუშა; და რომელმან განტევებული ქმრისაგან შეირთოს, მანცა იმრუშა. |
19 |
იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეული და ბისონი ეცვა და
ყოველდღე შლიდა ბრწყინვალე სუფრას. |
19 |
კაცი ვინმე იყო მდიდარი და იმოსებოდა ძოწეულითა და
ბისონითა და იხარებდა დღითი-დღე ბრწყინვალედ. |
20 |
იყო ერთი გლახაკიც, სახელად ლაზარე, რომელიც მის
ჭიშკართან ეგდო, მთლიანად დაწყლულებული. |
20 |
გლახაკი ვინმე იყო, სახელით ლაზარე, დავრდომილი წინაშე
ბჭეთა მისთა და ქუე ძურებოდა. |
21 |
ნატრობდა მდიდრის ნასუფრალით მოეკლა შიმშილი; ხოლო
ძაღლები მოდიოდნენ და ლოკავდნენ მის წყლულებს. |
21 |
და გული-ეტყოდა განძღებად ნამუსრევისაგან,
გარდამოცჳვნებულისა ტაბლისაგან მის მდიდრისა. არამედ ძაღლნიცა მოვიდოდეს და
ჰლოშნიდეს წყლულსა მას მისსა. |
22 |
მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა.
მოკვდა მდიდარიც და დამარხეს. |
22 |
იყო სიკუდილი გლახაკისაჲ მის და მიიყვანა იგი
ანგელოზთაგან წიაღთა აბრაჰამისთა. მოკუდა მდიდარიცა იგი და დაეფლა. |
23 |
ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი და იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში. |
23 |
და ჯოჯოხეთს შინა აღიხილნა თუალნი თჳსნი, იყო რაჲ
სატანჯველსა შინა, და იხილა აბრაჰამი შორით და ლაზარე წიაღთა მისთა. |
24 |
შესძახა და თქვა: მამაო აბრაამ, მოწყალება მოიღე და
მომივლინე ლაზარე, რათა თითის წვერი ჩააწოს წყალში და ენა გამიგრილოს,
ვინაიდან ვიდაგები ამ ცეცხლის ალში. |
24 |
და მან ჴმა-ყო და თქუა: მამაო აბრაჰამ, შემიწყალე მე და
მოავლინე ლაზარე, რაჲთა დააწოს მწუერვალი თითისა მისისაჲ წყალსა და
განმიგრილოს ენაჲ ჩემი, რამეთუ ვიტანჯები მე ალითა ამით ცეცხლისაჲთა. |
25 |
მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე
სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის
ინუგეშება, შენ კი იტანჯები. |
25 |
ხოლო აბრაჰამ ჰრქუა მას: შვილო, მოიჴსენე, რამეთუ მიიღე
კეთილი შენი ცხორებასა შენსა, და ლაზარე ეგრევე მსგავსად ბოროტი. და აწ
ესერა აქა ესე ნუგეშინის-ცემულ არს, ხოლო შენ იტანჯები. |
26 |
ეგეც არ იყოს, ჩვენსა და თქვენს შორის დევს დიდი
უფსკრული, ასე რომ, გადმოსვლის მსურველი ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვა და
ვერც თქვენგან - ჩვენსკენ. |
26 |
და ამას ყოველსა თანა შორის ჩუენსა და შენსა დანახეთქი
დიდი დამტკიცებულ არს, რაჲთა რომელთა უნდეს წიაღსლვად ამიერ თქუენდა, ვერ
ჴელ-ეწიფოს, არცა მაგიერ ჩუენდა წიაღმოსლვად. |
27 |
ხოლო მან თქვა: გევედრები, მამათ, მამაჩემის სახლში მაინც
გაგზავნე იგი. |
27 |
ხოლო მან ჰრქუა: გლოცავ შენ, მამაო, მიავლინე ეგე სახლსა
მამისა ჩემისასა, |
28 |
ვინაიდან ხუთი ძმა მყავს: მივიდეს და აუწყოს მათ, რათა
ისინიც არ ჩაცვივდნენ ამ სატანჯველში. |
28 |
რამეთუ მისხენ ხუთნი ძმანი, რაჲთა აუწყოს მათ, და არა
მოვიდენ იგინიცა ადგილსა ამას სატანჯველისასა. |
29 |
უთხრა მას აბრაამმა: მოსე და წინასწარმეტყველნი ჰყავთ;
მათ უსმინონ. |
29 |
ჰრქუა მას აბრაჰამ: ჰქონან მოსე და წინაჲსწარმეტუელნი,
მათი ისმინედ. |
30 |
ხოლო მან თქვა: არა, მამაო აბრაამ; მაგრამ თუ ვინმე
მკვდართაგანი მივა მათთან, შეინანებენ. |
30 |
ხოლო მან თქუა: არა, მამაო აბრაჰამ, არამედ უკუეთუ ვინმე
მკუდრეთით აღდგეს და მივიდეს, მათ შეინანონ. |
31 |
და უთხრა მას აბრაამმა: თუკი მოსეს და წინასწარმეტყველთ
არ უსმინეს, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არც მას ერწმუნებიან. |
31 |
ჰრქუა მას აბრაჰამ: უკუეთუ მოსესი და წინაწარმეტყუელთაჲ
არა ისმინონ, არცაღა, მკუდრეთით თუ ვინმე აღდგეს, ჰრწმენეს მათ. |