1 |
და უთხრა თავის მოწაფეებს: შეუძლებელია, რომ არ მოვიდნენ საცდურნი, მაგრამ ვაი
მას, ვისგანაც მოვლენ. |
1 |
ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: შეუგვანებელ არს საცთურისა არა მოსლვაჲ, ხოლო ვაჲ,
ვისგან მოვიდეს! |
2 |
უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში
დანთქან, ვიდრე აცთუნოს თუნდაც ერთი ამ მცირეთაგანი. |
2 |
უადვილეს არს მისა, უკუეთუმცა ლოდი ვირით საფქველისაჲ
ზედა ედვა ქედსა მისსა და შთავრდომილ იყო ზღუასა, ვიდრე არა დაბრკოლებად
ერთსა ამას მცირეთაგანსა. |
3 |
დაუკვირდით თქვენს თავს: თუკი შენი ძმა შეგცოდავს,
შერისხე იგი; და თუ შეინანებს, მიუტევე. |
3 |
არამედ ეკრძალენით თავთა თქუენთა. უკუეთუ შეგცოდოს შენ
ძმამან შენმან, შეჰრისხენ მას; და უკუეთუ შეინანოს, მიუტევე მას. |
4 |
დღეში შვიდჯერაც რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს
და გითხრას - ვნანობო, მიუტევე. |
4 |
დაღათუ შჳდ-გზის დღესა შინა შეგცოდოს და შჳდ-გზის
მოაქციოს და გრქუას შენ: შევინანე, მიუტევე მას. |
5 |
და უთხრეს მოციქულებმა უფალს: გვიმრავლე რწმენა. |
5 |
და ჰრქუეს მოციქულთა უფალსა: შემძინე ჩუენ სარწმუნებაჲ! |
6 |
ხოლო უფალმა თქვა: მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც რომ
გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში
გადაინერგეთ, გაგიგონებთ. |
6 |
ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა
მარცუალი მდოგჳსაჲ, არქუთმცა ლეღუსულელსა ამას: აღიფხუერ და დაენერგე
ზღუასა შინა, ისმინამცა თქუენი. |
7 |
მონა რომ გყავდეთ ვინმეს, მხვნელი თუ მწყემსი, რომელი
თქვენგანი ეტყვის მინდვრიდან დაბრუნებულს: მიდი, სუფრას მიუჯექიო? |
7 |
ვის-მე თქუენგანსა მონაჲ ესუას მჴნველი გინა მწყემსი,
რომელიმცა მოვიდა ველით, და მეყსეულად ჰრქუა მას: წარმოჴედ და დაჯედ! |
8 |
თუ, პირიქით, ეტყვის: მომიმზადე ვახშამი, სარტყელი
მოირტყი და მომემსახურე, სანამდის ვჭამ და ვსვამ, ხოლო შემდეგ თავადაც ჭამე
და სვიო. |
8 |
ანუ არა-მე ჰრქუასა მას: მზა-მიყავ მე, რაჲთა ვისერო, და
მოირტყენ და მმსახურებდ მე, ვიდრემდე ვჭამო და ვსუა, და ამის შემდგომად
ჭამე და სუ შენცა? |
9 |
ნუთუ მონის მადლიერი იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძანება
შეუსრულა? არა მგონია. |
9 |
ნუუკუე მადლ-იპყრასა მონისაჲ მის, რამეთუ ყო ბრძანებაჲ მისი? არა ვჰგონებ. |
10 |
ასევე თქვენც, როცა აღასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უვარგისი
მონები ვართ, ვინაიდან ვქენით ის, რაც უნდა გვექნა. |
10 |
ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უჴმარნი;
რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ. |
11 |
მოხდა ისე, რომ იერუსალიმს მიმავალი მიდიოდა სამარიასა და გალილეას შორის. |
11 |
და იყო მისლვასა მას მისსა იერუსალჱმდ და თავადი განვიდოდა შორის სამარიასა და
გალილეასა. |
12 |
ერთ სოფელში შესვლისას შემოეგება ათი კეთროვანი კაცი, რომლებიც მოშორებით შედგნენ |
12 |
და შე-რაჲ-ვიდა იგი დაბასა რომელსამე, მოეგებვოდეს მას ათნი კეთროვანნი კაცნი,
რომელნი დადგეს შორს. |
13 |
და შეღაღადეს: იესო, მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ! |
13 |
და მათ აღიმაღლეს ჴმაჲ მათი და იტყოდეს: იესუ მოძღუარ,
შემიწყალენ ჩუენ! |
14 |
ისინი რომ დაინახა, უთხრა: წადით და ეჩვენეთ მღვდლებს. და
წავიდნენ თუ არა, განიწმინდნენ. |
14 |
და თავადმან ვითარცა იხილნა იგინი, ჰრქუა მათ: წარვედით
და უჩუენენით თავნი თქუენნი მღდელთა. და იყო ვითარცა წარ-ოდენ-ვიდეს იგინი
მისგან, განწმიდნეს კეთროვნებისა მისგან. |
15 |
ხოლო ერთი მათგანი, რომელმაც დაინახა, რომ განიკურნა,
მობრუნდა და ხმამაღლა ადიდებდა ღმერთს. |
15 |
ხოლო ერთმან მათგანმან იხილა, რამეთუ განიკურნა, მოიქცა
და ჴმითა დიდითა ადიდებდა ღმერთსა. |
16 |
იესოს ფერხთით დაემხო და მადლი შესწირა; და იყო იგი სამარიელი. |
16 |
და დავარდა წინაშე ფერჴთა იესუჲსთა და ჰმადლობდა მას. და ესე იყო სამარიტელი. |
17 |
მიუგო იესომ და უთხრა: განა ათივე არ განიწმინდა? სადღა
არიან ცხრანი? |
17 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: არა ათნივე განიკურნნესა? და
ცხრანი იგი სადა არიან? |
18 |
არც ერთი არ მობრუნებულა ღმერთის სამადლობლად, ამ უცხო
თესლის გარდა. |
18 |
ვერ იპოვნეს ეგოდენ, რაჲთამცა მოიქცეს და მისცეს დიდებაჲ
ღმერთსა, გარნა უცხო-თესლი ხოლო ესე? |
19 |
უთხრა მას: ადექ და წადი! შენმა რწმენამ გადაგარჩინა. |
19 |
და ჰრქუა მას: აღდეგ და წერვედ! სარწმუნოებამან შენმან
გაცხოვნა შენ. |
20 |
ხოლო როდესაც ფარისევლებმა ჰკითხეს, როდის მოვა ღმრთის
სასუფეველიო, მიუგო და უთხრა მათ: ღმრთის სასუფეველი არ მოვა სააშკარაოდ; |
20 |
ჰკითხეს მას ფარისეველთა: ოდეს მოიწიოს სასუფეველი
ღმრთისაჲ? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა მოვიდეს სასუფეველი ღმრთისაჲ
ზმნით; |
21 |
ვერ იტყვიან: აგერ, აქ არის, ან კიდევ: აგერ, იქო;
ვინაიდან, აჰა, ღმრთის სასუფეველი თვითონ თქვენშია. |
21 |
არცა თქუან: აჰა აქა, ანუ იქი. და აჰა ეგერა სასუფეველი
ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს. |
22 |
და უთხრა თავის მოწაფეებს: მოვლენ დღენი, როცა ინატრებთ
თუნდაც ერთი დღით იხილოთ ძე კაცისა და ვერ იხილავთ. |
22 |
და ჰრქუა მოწაფეთა: მოვლენან დღენი, ოდეს გული-გითქუმიდეს
თქუენ დღეთათჳს ძისა კაცისათა ხილვად და არა იხილოთ. |
23 |
გეტყვიან: აგერ, აქ არის, ან: აგერ, იქო; ნუ მიხვალთ და ნუ გაჰყვებით. |
23 |
და გრქუან თქუენ: აჰა აქა არს, და: აჰა იქი არს, ნუ
განხუალთ, ნუცა შეუდგთ. |
24 |
ვინაიდან როგორც ელვა იელვებს და გაიბრწყინებს ცის ერთი
კიდიდან მეორემდე, ასე იქნება ძეც კაცისა თავის დღეს. |
24 |
რამეთუ ვითარცა ელვაჲ რაჲ ელავნ ქუეშე ცისაჲთგან, ვიდრე
ქუეშე ცისამდე ბრწყინავნ, ესრეთ იყოს ძე კაცისაჲ დღეთა მისთა. |
25 |
მაგრამ ჯერ სასტიკად უნდა ევნოს და უარყოფილ იქნეს ამ
მოდგმის მიერ. |
25 |
ხოლო პირველად ჯერ-არს მისა ფრიად ვნებად და
შეურაცხ-ყოფად ნათესავისა ამისგან. |
26 |
და როგორც იყო ნოეს დროს, ისე იქნება კაცის ძის დროსაც.
|
26 |
და ვითარცა-იგი იყო დღეთა მათ ნოესთა, ეგრეთ იყოს დღეთა
მით ძისა კაცისათა: |
27 |
ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ
დღემდე, როცა ნოე შევიდა კიდობანში, მოვიდა წარღვნა და მუსრი გაავლო
ყველას. |
27 |
ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებოდეს და განჰქორწინებდეს
ვიდრე დღედმდე შესლვად ნოესა კიდობნად. და მოიწია წყლით-რღუნაჲ და
წარწყმიდნა ყოველნი. |
28 |
ისევე, როგორც ლოტის დროს: ჭამდნენ, სვამდნენ,
ყიდულობდნენ, ყიდიდნენ, რგავდნენ, აგებდნენ; |
28 |
და ეგრევე ვითარცა-იგი იყო დღეთა ლოთისთა: ჭამდეს და
სუმიდეს, იყიდდეს და განჰყიდდეს, ნერგსა ასხმიდეს და აშენებდეს; |
29 |
მაგრამ იმ დღეს, როცა ლოტი გამოვიდა სოდომიდან, ცეცხლმა
და გოგირდმა იწვიმა ზეცით და მუსრი გაავლო ყველას. |
29 |
და რომელსა დღესა განვიდა ლოთ სოდომით, აწჳმა ცეცხლი და
წუნწუბაჲ ზეცით და წარწყმიდნა ყოველნი. |
30 |
ასე იქნება იმ დღესაც, როცა გამოჩნდება ძე კაცისა. |
30 |
ესრეთვე იყოს დღე იგი, ოდეს ძე კაცისაჲ გამოჩნდეს. |
31 |
იმ დღეს, ვინც ერდოზე იქნება, ხოლო მისი ნივთები -
სახლში, ნუ ჩამოვა ძირს მათ წასაღებად; ხოლო ვინც მინდვრად იქნება, ასევე
ნუ მიბრუნდება უკან. |
31 |
მას დღესა შინა რომელი იყოს ერდოსა ზედა და ჭურჭელი მისი
სახლსა შინა, ნუ გარდამოვალნ აღებად მისა; და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ
გარე-მოიქცევინ კუალად. |
32 |
გაიხსენეთ ლოტის ცოლი. |
32 |
მოიჴსენეთ ცოლისა მის ლოთისი. |
33 |
რადგან ვინც ეცდება სულის ხსნას, დაღუპავს მას, და ვინც
დაღუპავს თავის სულს, აცოცხლებს მას. |
33 |
რომელსა უნდეს სულისა თჳსისა განრინებაჲ, წარიწყმიდოს
იგი; და რომელმან წარიწყმიდოს, მან აცხოვნოს იგი. |
34 |
გეუბნებით: იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლში: ერთი
წარიტაცება, მეორე კი დარჩება. |
34 |
გეტყჳ თქუენ: მას ღამესა ორნი იყვნენ ერთსა ცხედარსა:
ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი დაეტეოს. |
35 |
ორნი იქნებიან წისქვილში: ერთი წარიტაცება, მეორე კი
დარჩება. |
35 |
ორნი ფქვიდენ ერთად: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი
დაშთეს. |
36 |
ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება. |
36 |
[ორნი იყვნეს ველსა: ერთი იგი წარიტაცოს, და ერთი იგი
დაშთეს]. |
37 |
და უთხრეს: სად, უფალო? ხოლო იესომ მიუგო მათ: სადაც
იქნება ლეში, იქვე შეიყრებიან სვავებიც. |
37 |
და მიუგეს და ჰრქუეს მას: ვიდრე, უფალო? ხოლო თავადმან
ჰრქუა მათ: სადაცა ჴორცი, მუნცა ორბები შეკრბეს. |