1 |
უთხრა მათ ერთი იგავიც იმისათვის, რომ ყოველთვის უნდა ლოცულობდნენ და არასოდეს
მობეზრდეთ ლოცვა: |
1 |
ეტყოდა მათ იგავსაცა, ვითარ-იგი ჯერ-არს მათა მარადის ლოცვაჲ, და რაჲთა არა
ეწყინებოდის ლოცვასა შინა. |
2 |
იყო ერთ ქალაქში ერთი მსჯული, რომელსაც არ ეშინოდა
ღმრთისა და არც კაცისა რცხვენოდა. |
2 |
და იტყოდა: მსაჯული ვინმე იყო ქალაქსა შინა, ღმრთისა არა
ეშინოდა და კაცთაგან არა ჰრცხუენოდა. |
3 |
იმავე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი ქალი; მიდიოდა
მასთან და სთხოვდა: ჩემი მომჩივნისაგან დამიცავიო. |
3 |
და ქურივი ვინმე იყო მასვე ქალაქსა შინა. და მოვიდის მისა
და ეტყჳნ: მისაჯე მე წინამოსაჯულისაგან ჩემისა. |
4 |
დიდხანს არ თანხმდებოდა. ბოლოს კი გულში თქვა: თუმცა არც
ღმრთის შიში მაქვს და არც კაცისა მრცხვენია, |
4 |
და არა ისმინის მისი, ვიდრე რომლად ჟამადმდე. ამისა
შემდგომად თქუა გულსა შინა თჳსსა: დაღათუ ღმრთისა არა მეშინის და კაცთაგან
არა მრცხუენის, |
5 |
მაგრამ, რაკი ეს ქვრივი მოსვენებას არ მაძლევს, დავიცავ,
რათა აქ აღარ მოვიდეს და მომასვენოს. |
5 |
ამისთჳს, რამეთუ შრომასა შემამთხუევს მე მარადის ქურივი
ესე, უსაჯო მას, რაჲთა არა მარადის მოვიდოდის და მაწყინებდეს მე. |
6 |
თქვა უფალმა: გესმით, რას ამბობს უსამართლო მსაჯული? |
6 |
და ჰრქუა მათ უფალმან: ისმინეთ, რასა-იგი მსაჯული
სიცრუვისაჲ იტყვს. |
7 |
განა ღმერთი არ დაიცავს თავის რჩეულთ, დღედაღამ რომ
შეჰღაღადებენ, და დიდსულოვანი არ იქნება მათ მიმართ? |
7 |
ხოლო ღმერთმან არა-მე ყოსა შურის-გებაჲ რჩეულთა მისთაჲ,
რომელნი ღაღადებენ მისა დღე და ღამე, და სულგრძელ არს მათ ზედა? |
8 |
გეუბნებით: მალე დაიცავს მათ. მაგრამ ძე კაცისა, როდესაც
მოვა, ჰპოვებს კი რწმენას ამ ქვეყნად? |
8 |
გეტყჳ თქუენ: ყოს შურის-გებაჲ მათთჳს ადრე. ხოლო
მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა? |
9 |
ერთი ასეთი იგავიც უთხრა ზოგიერთს, რომლებსაც სწამდათ,
მართალნი ვართო და სხვებს კი არად აგდებდნენ: |
9 |
თქუა ვიეთამე მიმართ იგავი ესე, რომელნი ესვენ თავთა თჳსთა, ვითარმედ მართალ არიან,
და შეურაცხ-ჰყოფენ სხუათა, |
10 |
ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი ფარისეველი და ერთიც მებაჟე. |
10 |
ვითარმედ: ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი
მეზუერე. |
11 |
ფარისეველი დადგა და ასე ლოცუღობდა გულში: ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა
კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ. |
11 |
ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თჳსაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა
ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე, |
12 |
ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ. |
12 |
ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. |
13 |
ხოლო მოშორებით მდგარი მებაჟე იმასაც კი ვერ ბედავდა, რომ ზეცად აღეპყრო თვალნი,
არამედ მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილს. |
13 |
ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე
ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. |
14 |
გეუბნებით: სახლში ეს უფრო გამართლებული დაბრუნდა, ვიდრე ის. რადგან ყველა, ვინც
აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
|
14 |
გეტყჳ თქუენ: გარდამოვიდა ესე განმანათლებული სახედ თჳსა,
ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი
დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს. |
15 |
მიჰგვარეს ბავშვები, რომ შეხებოდა მათ, ხოლო ამის შემყურე
მოწაფეები ნებას არ რთავდნენ. |
15 |
მოჰგურიდეს მას ყრმებსაცა, რაჲთა მიეახლნენ მას. და ვითარცა იხილეს მოწაფეთა,
აყენებდეს მათ. |
16 |
მაგრამ იესომ მიიხმო ისინი და თქვა: მოუშვით ბავშვები და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას,
ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი. |
16 |
ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა და ნუ აყენებთ
მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ღმრთისაჲ. |
17 |
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს
ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში. |
17 |
ამენ გეტყჳ თქუენ: რომელმან არა შეიწყნაროს სასუფეველი
ღმრთისაჲ, ვითარცა ყრმაჲ, ვერ შევიდეს მას შინა. |
18 |
ჰკითხა მას ერთმა მთავართაგანმა: კეთილო მოძღვარო, რა
უნდა ვქნა, რომ დავიმკვიდრო საუკუნო სიცოცხლე? |
18 |
და ჰკითხა ვინმე მას მთავარმან და ჰრქუა: მოძღუარო
სახიერო, რაჲ საქმე ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო? |
19 |
იესომ მიუგო: რატომ მიწოდებ კეთილს? არავინაა კეთილი,
გარდა ერთის - ღმერთისა. |
19 |
ჰრქუა მას იესუ: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ არს
სახიერ, გარნა მხოლოჲ ღმერთი. |
20 |
იცი მცნებანი: არა იმრუშო; არა კაც-ჰკლა; არა იპარო; არა
ცილი სწამო; პატივი ეცი მამას შენსას და დედას? |
20 |
მცნებანი იცნი: ნუ იმრუშებ, ნუ კაც-ჰკლავ, ნუ იპარავ, ნუ
ცილსა სწამებ, პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა. |
21 |
ხოლო მან თქვა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმითგან. |
21 |
ხოლო მან თქუა: ეგე ყოველნი დავიმარხე სიყრმით ჩემითგან. |
22 |
ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მას: ერთიღა გაკლია: გაყიდე
ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი
და გამომყევ მე. |
22 |
ესმა რაი ესე იესუს, ჰრქუა მას: ერთიღა გაკლს შენ:
ყოველი, რაჲცა გაქუს, განყიდე და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა
შინა და მოვედ და შემომიდეგ მე. |
23 |
ხოლო ის დამწუხრდა ამის გაგონებისას, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო. |
23 |
და ვითარცა ესმა ესე მას, მწუხარე იქმნა, რამეთუ იყო
მდიდარ ფრიად. |
24 |
დამწუხრებული რომ დაინახა, იესომ თქვა: რა ძნელია
მდიდართათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა. |
24 |
ვითარცა იხილა იგი იესუ, რამეთუ შეწუხნა, თქუა, ვითარმედ:
ძნიად შევიდენ სასუფეველსა ღმრთისასა, რომელთა აქუნდეს საფასე! |
25 |
ვინაიდან აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში,
ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში. |
25 |
უადვილეს არს მანქანისა საბელი ჴურელსა ნემსისასა
განსლვად, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა. |
26 |
ამას გამგონეთ თქვეს: კი მაგრამ, ვინღა ცხონდება? |
26 |
ხოლო რომელთა-იგი ესმა, ჰრქუეს მას: და ვის ჴელ-ეწიფების
ცხორებად? |
27 |
ხოლო მან თქვა: კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია
ღმერთისთვის. |
27 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელ
არს ღმრთისა მიერ. |
28 |
და უთხრა პეტრემ: აი, ჩვენ მივატოვეთ ყველაფერი და
გამოგყევით. |
28 |
ჰრქუა მას პეტრე: აჰა ესერა ჩუენ დაუტევეთ ყოველი და
შეგიდეგით შენ. |
29 |
ხოლო იესომ მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის კაცი, რომელმაც მიატოვოს
სახლი, გინდა ძმები, გინდა ცოლი, გინდა შვილები ღმრთის სასუფევლის გულისთვის, |
29 |
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არავინ
არს, რომელმან დაუტევა სახლი, გინა მამაჲ, გინა დედაჲ, გინა ძმანი, გინა
ცოლი, გინა შვილი სასუფეველისათჳს ღმრთისა, |
30 |
და ახლავე არ მიიღოს გაცილებით მეტი, ხოლო მომავალში -
საუკუნო სიცოცხლე. |
30 |
რომელმან არა მიიღოს მრავალი წილი ჟამსა ამას და
საუკუნესა მომავალსა ცხორებაჲ საუკუნოჲ. |
31 |
წაიყვანა თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: აჰა, ავდივართ
იერუსალიმს და აღსრულდება ყველაფერი, რაც დაწერილა წინასწარმეტყველთა მიერ
კაცის ძისათვის; |
31 |
და წარიყვანნა ათორმეტნი იგი და ჰრქუა მათ: აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და
აღესრულნენ ყოველნი წერილნი წინაწარმეტყუელთანი ძესა ზედა კაცისასა: |
32 |
ვინაიდან მისცემენ წარმართთ და შეურაცხყოფენ, აგინებენ,
აფურთხებენ, |
32 |
რამეთუ მიეცეს ჴელთა წარმართთასა, და ეკიცხევდენ მას, და
იგინოს, და ჰნერწყუვიდენ |
33 |
სცემენ და მოკლავენ მას, მესამე დღეს კი აღდგება იგი. |
33 |
და ტანჯონ და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. |
34 |
მაგრამ ისინი ვერაფერს მიხვდნენ: დაფარული იყო მათთვის ეს
სიტყვა და ვერ გაიგეს ნათქვამი. |
34 |
და მათ არარაჲ გულისჴმა-ყვეს ესე, არამედ იყო სიტყუაჲ იგი
დაფარულ მათგან, და არა იცოდეს თქუმული იგი. |
35 |
ხოლო როდესაც იერიხონს მიუახლოვდა, ერთი ბრმა იჯდა გზის
პირას და მოწყალებას ითხოვდა. |
35 |
და იყო ვითარცა მიეახლნეს იერიქოდ, ბრმაჲ ვინმე ჯდა გზასა
ზედა მთხოველად. |
36 |
ხალხის ხმა რომ შემოესმა, იკითხა: რა ამბავია? |
36 |
ვითარცა ესმა, ვითარმედ ერი წარმოვალს, იკითხვიდა: რაჲ-მე
არს ესე? |
37 |
უთხრეს, იესო ნაზარეველი მოდისო. |
37 |
უთხრეს მას, ვითარმედ: იესუ ნაზარეველი წარმოვალს. |
38 |
მაშინ შეღაღადა და თქვა: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე
მე: |
38 |
და მან ღაღატ-ყო და თქუა: იესუ, ძეო დავითისო, შემიწყალე
მე! |
39 |
წინ მიმავალნი უბრძანებდნენ, დაჩუმდიო, მაგრამ ის უფრო
ხმამაღლა ღაღადებდა: დავითის ძეო, შემიწყალე მე! |
39 |
ხოლო რომელნი წინა-უძღოდეს, ჰრისხვიდეს მას, რაჲთა
დადუმნეს. ხოლო იგი უფროჲს ღაღადებდა და იტყოდა: იესუ, ძეო დავითისო,
შემიწყალე მე! |
40 |
იესო შეჩერდა და ბრძანა, აქ მომგვარეთო; როცა მიუახლოვდა,
ჰკითხა: |
40 |
და დადგა იესუ და ბრძანა მოწოდებაჲ მისი. და ვითარცა
მოეახლა იგი, ჰკითხა მას: |
41 |
რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო მან მიუგო: თვალის ახელას,
უფალო! |
41 |
რაჲ გნებავს, და გიყო შენ? ხოლო მან ჰრქუა: უფალო, რაჲთა
აღვიხილნე თუალნი. |
42 |
იესომ უთხრა: გაახილე თვალი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. |
42 |
ხოლო იესუ ჰრქუა მას: აღიხილენ! სარწმუნოებამან შენმან
გაცხოვნა შენ. |
43 |
მაშინვე აეხილა თვალი, თან გაჰყვა მას და ადიდებდა
ღმერთს. მაშინ ამის მხილველმა მთელმა ხალხმაც ადიდა ღმერთი. |
43 |
და მეყსეულად აღიხილნა და მისდევდა მას და ადიდებდა
ღმერთსა. და ყოველმან ერმან იხილეს და აქებდეს ღმერთსა. |