1 |
შევიდა იერიხონში და გაიარა ქალაქი.
|
1 |
და შევიდა და განვიდოდა იერიქოჲთ. |
2 |
და, აჰა, ერთ მდიდარ კაცს, სახელად ზაქეს, რომელიც იყო
მებაჟეთა უფროსი, |
2 |
და აჰა ესერა კაცი ვინმე, და სახელი მისი ზაქე, და იყო
იგი მთავარი მეზუერეთაჲ, და ესე იყო მდიდარ ფრიად. |
3 |
სურდა ეხილა იესო, რათა გაეგო, ვინ იყო, მაგრამ
ხალხმრავლობის გამო ვერ მოჰკრა თვალი, ვინაიდან ტანმორჩილი იყო; |
3 |
და უნდა ხილვაჲ იესუჲსი, ვინ-ძი არს, და ვერ უძლო ხილვად
ერისა მისგან, რამეთუ ჰასაკითა იყო მცირე. |
4 |
წინიდან მოურბინა და ლეღვის ხეზე ავიდა მის დასანახად,
ვინაიდან იქ უნდა გაევლო. |
4 |
და წარრბიოდა წინა და აღჴდა ლეღუსულელსა, რაჲთა იხილოს
იგი, რამეთუ მიერ წარსლვად იყო. |
5 |
როცა იმ ადგილს გაუსწორდა, იესომ ზევით აიხედა, დაინახა
იგი და უთხრა: ზაქე, ჩქარა ჩამოდი ძირს, ვინაიდან დღეს შენს სახლში უნდა
ვიყო. |
5 |
და მოვიდა ადგილსა მას, მიხედა იესუ და ჰრქუა მას: ზაქე,
ისწრაფე და გარდამოჴედ, რამეთუ დღეს სახლსა შინა შენსა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ. |
6 |
ისიც საჩქაროდ ჩამოვიდა და სიხარულით მიიღო იგი. |
6 |
და ისწრაფა და გარდამოჴდა და შეიყვანა იგი სიხარულით. |
7 |
ხოლო ამის მხილველნი დრტვინავდნენ და ამბობდნენ:
ცოდვილთან შევიდაო. |
7 |
და იხილეს ყოველთა და დრტჳნვიდეს და იტყოდეს, ვითარმედ:
ცოდვილისა კაცისა თანა შევიდა დადგომად. |
8 |
ადგა ზაქე და უთხრა უფალს: აჰა, უფალო, ჩემი ქონების
ნახევარს მივცემ გლახაკთ, და თუ ვინმეს ცილი ვწამე, ოთხმაგად ვუზღავ. |
8 |
აღდგა ზაქე და ჰრქუა უფალსა: აჰა, უფალო, ზოგი ნაყოფთა
ჩემთაჲ მივსცე გლახაკთა; და უკუეთუ ვისმე ცილი დავსდევ, მივაგო ოთხი წილი. |
9 |
უთხრა მას იესომ: დღეს მოევლინა ხსნა ამ სახლს, ვინაიდან
ესეც ძეა აბრაამისა. |
9 |
ჰრქუა მას იესუ: დღეს იქმნა ცხორებაჲ სახლისაჲ ამის, რამეთუ ესეცა შვილი აბრაჰამისი
არს. |
10 |
რადგან ძე კაცისა დაკარგულთა საძებნად და დასახსნელად მოვიდა. |
10 |
რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა. |
11 |
ხოლო ისინი უსმენდნენ, და ერთი იგავიც მოაყოლა ამას, ვინაიდან იერუსალიმთან ახლოს
იყო, და ეგონათ, ახლავე მოაწევს ღმრთის სასუფეველიო; |
11 |
და ვითარცა ესმოდა ესე ერსა მას, შესძინა და თქუა იგავი ამისთჳს, რამეთუ მოახლებულ
იყო იგი იერუსალჱმსა, და ჰგონებდეს იგინი, ვითარმედ მეყსეულად გამოჩნდეს სასუფეველი
ღმრთისაჲ. |
12 |
ამიტომაც თქვა: ერთი კეთილშობილი კაცი შორეულ ქვეყანაში გაემგზავრა, რათა მეფობა
მიეღო და უკანვე დაბრუნებულიყო. |
12 |
და ჰრქუა მათ: კაცი ვინმე აზნაური წარვიდა შორსა სოფელსა მოღებად თავისა თჳსისა
მეუფებისა და მოქცევად. |
13 |
დაუძახა თავის ათ მონას, ათი მნა მისცა და უთხრა მათ: ჩემს დაბრუნებამდე ამით
ივაჭრეთო.
|
13 |
და მოუწოდა ათთა მონათა თჳსთა და მისცა მათ ათი მნაჲ და
ჰრქუა მათ: ვაჭრობდით ამას, ვიდრემდე მოვიდე. |
14 |
მაგრამ მოქალაქეებს სძულდათ იგი, ელჩები დაადევნეს
კვალდაკვალ და დააბარეს: არ გვინდა, რომ ეგ მეფობდეს ჩვენზე. |
14 |
ხოლო მოქალაქეთა მისთა სძულდა იგი და მიავლინნეს
მოციქულნი შემდგომად მისა და ჰრქუეს მას: არა გუნებავს მაგისი მეუფებაჲ
ჩუენ ზედა. |
15 |
როცა მეფობა მიიღო და უკან დაბრუნდა, ბრძანა ის მონები
მიეგვარათ, რომლებსაც ვერცხლი მისცა, რათა გაეგო, ვინ როგორ მოიხმარა იგი. |
15 |
და იყო მოქცევასა მას მისსა, მო-რაჲ-აქუნდა მეუფებაჲ
თჳსი, და ბრძანა მოწოდებაჲ მათ მონათაჲ, რომელთადა მიეცა ვეცხლი იგი, რაჲთა
უწყოდის, რაჲ-იგი ივაჭრეს. |
16 |
მოვიდა პირველი და თქვა: ბატონო, შენმა მნამ ათი მნა მოიგო. |
16 |
და მოვიდა პირველი იგი და ჰრქუა: უფალო, შენმან ვეცხლმან ათი სხუაჲ შესძინა
სასწორი. |
17 |
უთხრა მას: კარგი, კეთილო მონავ; რაკი მცირედში სანდო
იყავი, ათი ქალაქის მმართველობას მოგანდობ შენ. |
17 |
ჰრქუა მას: კეთილ, სახიერო მონაო, რამეთუ მცირედსა ზედა
სარწმუნო იქმენ, იყავ შენ ჴელმწიფე ათთა ზედა ქალაქთა. |
18 |
მოვიდა მეორე და თქვა: ბატონო, შენმა მნამ ხუთი მნა
მოიგო. |
18 |
და მოვიდა მეორე იგი და ჰრქუა: უფალო, ვეცხლმან შენმან
სხუაჲღა ხუთი სასწორი ყო. |
19 |
და უთხრა მასაც: ხოლო შენ ხუთ ქალაქს მოგანდობ. |
19 |
ჰრქუა მასცა: და შენცა იყავ ხუთთა ზედა ქალაქთა. |
20 |
მოვიდა მესამე და თქვა: ბატონო, აჰა, შენი მნა, რომელსაც
ხელსახოცში გამოკრულს ვინახავდი, |
20 |
და მესამე იგი მოვიდა და ჰრქუა: უფალო, აჰა ვეცხლი შენი,
რომელი მაქუნდა დაკრძალული სუდარსა, |
21 |
რადგანაც მეშინოდა შენი, რაკიღა ვიცოდი, რომ სასტიკი კაცი
ხარ: იღებ, რაც არ დაგიდევს, და მოიმკი, რაც არ დაგითესავს. |
21 |
რამეთუ შემეშინა, ვითარმედ კაცი ხარ სასტიკი: მოიღი, სადა
არა დასდვი, და მოიმკი, სადა არა დასთესი. |
22 |
უთხრა მას: შენივე პირით განგიკითხავ, უკეთურო მონავ!
იცოდი, რომ სასტიკი კაცი ვარ: ვიღებ, რაც არ დამიდევს, და ვიმკი, რაც არ
დამითესავს. |
22 |
და ჰრქუა მას: პირისა შენისაგან გსაჯო შენ, მონაო ბოროტო;
იცოდე, რამეთუ მე კაცი ვარ სასტიკი: მოვიღი, სადა არა დავდვი, და მოვიმკი,
სადა არა დავსთესი. |
23 |
მერედა, რატომ ვაჭრებს არ მიეცი ჩემი ვერცხლი, რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი
მონაგებითურთ? |
23 |
და რაჲსათჳს არა დასდევ ვეცხლი ჩემი სავაჭროსა,
მო-მცა-ვედ მე და ვახშითურთ ვქმენ იგი. |
24 |
და უთხრა მის წინაშე მდგომთ: წაართვით მნა და მიეცით ათი
მნის მქონეს. |
24 |
და ჰრქუა წინაშე მდგომელთა მათ: მოუღეთ ვეცხლი იგი და
მიეცით, რომელს-იგი აქუს ათი სასწორი ვეცხლი. |
25 |
მათ უთხრეს: ბატონო, მას ხომ ათი მნა აქვს. |
25 |
და მათ ჰრქუეს მას: უფალო, აქუს ათი სასწორი. |
26 |
გეუბნებით, რომ ყველა მქონეს მიეცემა, ხოლო არმქონეს
წაერთმევა ისიც, რაცა აქვს. |
26 |
გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: ყოველსა რომელსა აქუნდეს, მიეცეს;
ხოლო რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. |
27 |
ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი
მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემს წინაშე დახოცეთ. |
27 |
ხოლო მტერნი იგი ჩემნი, რომელთა-იგი არა უნდა მეუფებაჲ
ჩემი მათ ზედა, მომგუარენით მე აქა და მოწყჳდენით წინაშე ჩემსა. |
28 |
ეს თქვა და დაადგა იერუსალიმისაკენ მიმავალ გზას. |
28 |
და ვითარცა ესე წართქუა, ვიდოდა წინაშე მათსა და აღვიდოდა
იერუსალჱმდ. |
29 |
როდესაც მიუახლოვდნენ ბეთბაგეს და ბეთანიას, რომელსაც
ჰქვია ზეთისხილის მთა, გაგზავნა ორი მოწაფე, |
29 |
და იყო, ვითარცა მიეახლა ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა
თანა, რომელსა ჰრქჳან ზეთისხილთაჲ, წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი. |
30 |
და უთხრა მათ: წადით თქვენს პირდაპირ მდებარე სოფელში და
მასში შესვლისთანავე დაინახავთ დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ კაცი არ
მჯდარა; ახსენით და აქ მომიყვანეთ. |
30 |
და ჰრქუა მათ: წარვედით წინაშე დაბასა მაგას, რომელსა
შეხჳდეთ და ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი არღავინ დაჯდომილ არს;
აღჰჴსენით და მომგუარეთ მე. |
31 |
ხოლო თუ ვინმე გკითხავთ, რატომ ხსნითო, ასე მიუგეთ: უფალს
სჭირდება-თქო. |
31 |
და უკუეთუ ვინმე გკითხვიდეს: რაჲსათჳს აღჰჴსნით? ესრეთ
არქუთ, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე. |
32 |
წარგზავნილები წავიდნენ და ნახეს, როგორც მან უთხრა. |
32 |
და ვითარცა წარვიდეს, რომელნი-იგი მიავლინნა, პოვეს
ეგრეთ, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ. |
33 |
ჩოჩორს რომ ხსნიდნენ, მისმა პატრონებმა ჰკითხეს: რატომ
ხსნით ჩოჩორს? |
33 |
და აღ-რაჲ-ჰჴსნიდეს იგინი კიცუსა მას, ჰრქუეს მათ უფალთა
მათ მისთა: რაჲსათჳს აღჰჴსნით კიცუსა მაგას? |
34 |
ხოლო მათ უთხრეს: იმიტომ, რომ უფალს სჭირდებაო. |
34 |
ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარმედ: უფალსა უჴმს ეგე. |
35 |
მიჰგვარეს იგი იესოს, ზურგზე დაუფინეს სამოსი და ზედ
შესვეს იგი. |
35 |
და მოჰგუარეს იგი იესუს და დაასხეს სამოსელი კიცუსა მას,
და დაჯდა იესუ მას ზედა. |
36 |
ხოლო როდესაც დაიძრა, გზაზე უფენდნენ თავიანთ სამოსს. |
36 |
და ვითარ შევიდოდა იგი, დაუფენდეს სამოსელსა მათსა გზასა
ზედა. |
37 |
როდესაც მიადგა ზეთისხილის მთის დაღმართს, მოწაფეთა მთელმა სიმრავლემ სიხარულით
დაიწყო ღმერთის ხმამაღლა დიდება ყველა იმ სასწაულის გამო, რაც კი ეხილათ.
|
37 |
და ვითარცა მიიწია იგი შთასავალსა მას მთისა
ზეთისხილთაჲსა, იწყო ყოველმან სიმრავლემან მოწაფეთამან სიხარულით ქებად
ღმრთისა ჴმითა დიდითა ყოველთა მათთჳს, რომელნი იხილნეს ძალნი, |
38 |
ასე ამბობდნენ: კურთხეულია მეუფე, მომავალი უფლის
სახელით! მშვიდობა ზეცას და დიდება მაღალთა შინა! |
38 |
და იტყოდეს: კურთხეულ არს მომავალი მეუფე სახელითა
უფლისაჲთა! მშვდობაჲ ცათა ზედა და დიდებაჲ მაღალთა შინა! |
39 |
ზოგიერთმა ფარისეველმა ხალხიდან უთხრა მას: მოძღვარო,
შერისხე შენი მოწაფეები. |
39 |
და ფარისეველნი ვინმე ერისა მისგანნი ეტყოდეს მას და
ჰრქუეს: მოძღუარ, შეჰრისხენ მოწაფეთა შენთა! |
40 |
ხოლო იესომ მიუგო: გეუბნებით: ესენი რომ დადუმდნენ, ქვები
დაიწყებენ ღაღადს. |
40 |
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გეტყჳ თქუენ: დაღათუ ესენი
დუმნენ, ქვანი ღაღადებდენვე. |
41 |
როდესაც მიუახლოვდა და დაინახა ქალაქი, ატირდა მის გამო, |
41 |
და ვითარცა მიეახლა, იხილა ქალაქი იგი და ტიროდა მას ზედა |
42 |
და თქვა: დღევანდელ დღეს მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს
მშვიდობას! მაგრამ ამჟამად დაფარულია ეს შენს თვალთაგან. |
42 |
და იტყოდა, ვითარმედ: უკუეთუმცა გეცნა შენ დღესა ამას
მშჳდობად შენდა! ხოლო აწ დაეფარა თუალთაგან შენთა. |
43 |
ვინაიდან მოგივლენ დღენი, როცა მტრები თხრილს
შემოგავლებენ გარშემო, შემოგერტყმიან და შეგავიწროებენ ყოველი მხრიდან; |
43 |
რამეთუ მოვლენან დღენი შენ ზედა, და მოგადგან შენ მტერთა
შენთა ლაშქარი და გარე-მოგადგენ შენ და შეგკრიბონ შენ ყოვლით კერძო. |
44 |
მიწასთან გაგასწორებენ და შენს შვილებს მუსრს გაავლებენ
შენში, და ქვას ქვაზე აღარ დატოვებენ შენში, ვინაიდან ვერ შეიცან შენი
მოხილვის ჟამი. |
44 |
და დაგარღჳონ შენ, და შვილნი შენნი შენ შორის დაეცნენ, და
არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა შენ შორის ამისთჳს, რამეთუ არა გულისჴმა-ჰყავ
ჟამი მოხედვისა შენისაჲ. |
45 |
შევიდა ტაძარში და დაიწყო მყიდველ-გამყიდველთა გამოყრა. |
45 |
და ვითარცა შევიდა ტაძარსა მას, იწყო გამოსხმად მსყიდელთა მათ და მომსყიდელთა |
46 |
და უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი ლოცვის სახლია,
თქვენ კი ყაჩაღთა ბუნაგად გიქცევიათ იგი. |
46 |
და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლი ჩემი სახლ სალოცველ არს,
ხოლო თქუენ ჰყავთ იგი ქუაბ ავაზაკთა. |
47 |
იყო იქ და ყოველდღე ასწავლიდა ტაძარში; ხოლო
მღვდეღმთავრებს, მწიგნობრებს და ერისმთავრებს მისი დაღუპვა სურდათ; |
47 |
და იყო მუნ და ასწავებდა დღითი-დღედ ტაძარსა მას შინა.
ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და მთავარნი ერისანი ეძიებდეს
მას წარწყმედად. |
48 |
მაგრამ ვერაფერს უხერხებდნენ, ვინაიდან მთელი ხალხი
მონუსხულივით უსმენდა მას. |
48 |
და ვერარას ჰპოებდეს, რაჲ უყონ მას, რამეთუ ყოველი ერი
დამორჩილებულ იყო სმენად მისგან. |