1 |
ერთ დღეს, როცა ხალხს ასწავლიდა ტაძარში და ახარებდა, მიადგნენ მღვდელმთავრები
და მწიგნობრები უხუცესებთან ერთად.
|
1 |
და იყო მათ დღეთა შინა, ასწავებდა რაჲ ერსა მას და ახარებდა ტაძარსა შინა,
ზედა-მიუჴდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი მოხუცებულითურთ, |
2 |
და უთხრეს: გვითხარი რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა
ეგ ძალა? |
2 |
ეტყოდეს მას და ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ, რომლითა
ჴელმწიფებითა ამას იქმ, ანუ ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე? |
3 |
მიუგო და უთხრა მათ: მეც ერთ რამეს გკითხავთ და
მიპასუხეთ: |
3 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო თქუენ მეცა სიტყუაჲ
ერთი, და მითხართ მე: |
4 |
ნათლისცემა იოანესი ზეციდან იყო თუ კაცთაგან? |
4 |
ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? |
5 |
ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვიტყვით - ზეციდანო,
ის გვეტყვის, მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას? |
5 |
ხოლო იგინი შეიზრახნეს ურთიერთას და იტყოდეს: უკუეთუ
ვთქუათ, ვითარმედ: ზეცით იყო, მრქუას ჩუენ: რაჲსათჳს არა გრწმენა მისი? |
6 |
ხოლო თუ ვიტყვით - კაცთაგანო, მთელი ხალხი ჩაგვქოლავს,
ვინაიდან სწამთ, რომ იოანე წინასწარმეტყველი იყო. |
6 |
და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, ყოველმან ერმან ქვაჲ
დამკრიბოს ჩუენ, რამეთუ სარწმუნო არს იოვანე წინაწარმეტყუელად. |
7 |
და მიუგეს: არ ვიცით, საიდან. |
7 |
და მიუგეს და ჰრქუეს: არა ვიცით, ვინაჲ იყო. |
8 |
ხოლო იესომ უთხრა მათ: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი
ძალით ვიქმ ამას. |
8 |
და იესუ ჰრქუა მათ: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა
ჴელმწიფებითა ამას ვიქმ. |
9 |
და უთხრა ხალხს ეს იგავი: ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი და
მისცა იგი მევენახეებს, თვითონ კი დიდი ხნით გაემგზავრა. |
9 |
და იწყო იგავით სიტყუად მათა: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და მისცა იგი მოქმედთა და
წარვიდა მრავალთა ჟამთა. |
10 |
როდესაც დრომ მოაწია, მონა გაუგზავნა მევენახეებს, რათა მოსავალი ჩაებარებინათ
მისთვის; მაგრამ მევენახეებმა სცემეს და ხელცარიელი გაისტუმრეს. |
10 |
და ჟამსა თჳსსა მიუვლინა მოქმედთა მათ მონაჲ, რაჲთა ნაყოფისა მისგან მოსცენ მას.
ხოლო მოქმედთა მათ სცეს და ტანჯეს და წარავლინეს იგი ცალიერი. |
11 |
ახლა სხვა მსახური გაგზავნა; ხოლო მევენახეებმა ისიც სცემეს, შეურაცხყვეს და
ხელცარიელი გაუშვეს. |
11 |
და შესძინა მივლინებად სხუაჲ მონაჲ. ხოლო მათ იგიცა გუემეს და წარავლინეს ცუდი. |
12 |
და კვლავ გაგზავნა მესამეც; მათ კი დაჭრეს და გააგდეს იგი. |
12 |
მერმე კუალად მიავლინა მესამე. ხოლო მათ შეიპყრეს და დასდვეს მას წყლულებაჲ და
გამოაძეს იგი. |
13 |
მაშინ ვენახის პატრონმა თქვა: რა ვქნა? მოდი, გავგზავნი ჩემს საყვარელ ძეს, იქნებ
მისი რიდი მაინც დაიდონო. |
13 |
და თქუა უფალმან მის ვენაჴისამან: რაჲ ვყო? მივავლინო ძე
ჩემი საყუარელი, ვინ უწყის, შეიკდიმონ. |
14 |
მაგრამ როდესაც დაინახეს იგი, მევენახეებმა ბჭობა
გამართეს და ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდი, მოვკლათ და ჩვენ
დაგვრჩება მისი სამკვიდრო. |
14 |
ხოლო ვითარცა იხილეს იგი ქუეყანის-მოქმედთა მათ,
ზრახვა-ყვეს ურთიერთას და თქუეს: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი,
რაჲთა ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი. |
15 |
ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს. მერედა, რას უზამს მათ ვენახის პატრონი?
|
15 |
და განიყვანეს იგი გარეშე სავენაჴესა მას და მოკლეს. აწ
რაჲ უყოს მათ უფალმან სავენაჴისამან? |
16 |
მოვა და დახოცავს ამ მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს. და ამისმა
მსმენელებმა თქვეს: ღმერთმა ნუ ქნას! |
16 |
მოვიდეს და წარწყმიდნეს ქუეყანის-მოქმედნი იგი და მისცეს ვენაჴი იგი სხუათა. ხოლო
მათ ესმა ესე და თქუეს: ნუ იყოფინ. |
17 |
იესომ კი შეხედა მათ და თქვა: რას ნიშნავს ეს წერილი:
ქვა, რომეღიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? |
17 |
ხოლო თავადმან მან მიხედა მათ და ჰრქუა: ვითარ არს წერილი
ესე: ლოდი, რომელ შეურაუხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ კიდეთა? |
18 |
ყველა, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ის
დაეცემა, გასრესს. |
18 |
ყოველი, რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და
რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი. |
19 |
მღვდელმთავრები და მწიგნობრები შეეცადნენ მაშინვე ხელი
დაედოთ მისთვის, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე
თქვა ეს იგავი. |
19 |
და უნდა მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა დასხმად
ჴელთა მათთა მას ჟამსა შინა და ეშინოდა ერისა მის, რამეთუ გულისჴმა-ყვეს,
ვითარმედ მათთჳს თქუა იგავი ესე. |
20 |
და თვალყურის სადევნებლად მიუჩინეს ცბიერი მზირნი,
რომლებსაც მართლებად მოჰქონდათ თავი, რათა სიტყვით დაეგოთ მახე, და
ამრიგად, მმართველობისა და მთავრის ხელმწიფებისათვის მიეცათ იგი. |
20 |
და მზირ-უყვეს მას და მიავლინნეს მზირნი ორგულნი, რომელნი
მართლად იტყოდეს თავთა თჳსთა, რაჲთა პოონ რაჲმე სიტყუაჲ მის თანა და მისცენ
იგი მთავრობასა და ჴელმწიფებასა მთავრისასა. |
21 |
ჰკითხეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალს ამბობ და ასწავლი,
და არ უყურებ სახეს კაცისას, არამედ სიმართლით გვასწავლი ღმრთის გზას; |
21 |
და ჰკითხეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ
მართალსა იტყჳ და ასწავებ და არავის თუალ-აღებ პირსა, არამედ ჭეშმარიტად
გზასა ღმრთისასა ასწავებ. |
22 |
გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს? |
22 |
ჯერ-არსა კეისრისა ხარკისა მიცემად ანუ არა? |
23 |
ხოლო იესომ შეიცნო მათი მზაკვრობა და უთხრა: |
23 |
და ვითარცა გულისჴმა-ყო ზაკულებაჲ იგი მათი, ჰრქუა მათ:
რაჲსა გამომცდით მე? |
24 |
მაჩვენეთ დინარი: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? მიუგეს:
კეისრისა. |
24 |
მიჩუენეთ მე დრაჰკანი! ხოლო მათ უჩუენეს და ჰრქუა: ვისი
არს ხატი და ზედაწერილი? ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: კეისრისაჲ. |
25 |
და უთხრა მათ: მაშ, მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს
- ღმრთისა. |
25 |
და იესუ ჰრქუა მათ: აწ უკუე მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და
ღმრთისაჲ ღმერთსა. |
26 |
ასე რომ, ვერ შესძლეს სიტყვის მახე დაეგოთ მისთვის ხალხის
წინაშე და მისი პასუხით განცვიფრებულნი დადუმდნენ. |
26 |
და ვერარაჲ პოვეს მისთჳს სიტყჳს-გებაჲ წინაშე ერისა მის.
და უკჳრდა სიტყჳს-მიგებაჲ იგი მისი და დადუმნეს. |
27 |
მიუახლოვდა რამდენიმე სადუკეველი, რომლებიც უარყოფდნენ
მკვდრეთით აღდგომას, და ჰკითხეს: |
27 |
მო-ვინმე-უჴდეს მას ჟამსა შინა სადუკეველნი, რომელნი
აცილობენ, ვითარმედ აღდგომაჲ არა არს, და ჰკითხეს მას და ეტყოდეს: |
28 |
მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა: თუ ვინმეს მოუკვდება ძმა,
რომელსაც ჰყავდა ცოლი, მაგრამ არ დარჩა შვილი, დაე, მისმა ძმამ მოიყვანოს
მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას თესლი. |
28 |
მოძღუარ, მოსე ესრეთ დამიწერა ჩუენ: უკუეთუ ვისმე ძმაჲ
მოუკუდეს და ესუას მას ცოლი და იგი უშვილო უყოს, რაჲთა შეირთოს ცოლი იგი
მისი ძმამან მისმან და აღუდგინოს თესლი ძმასა თჳსსა. |
29 |
იყო შვიდი ძმა; პირველმა შეირთო ცოლი და უშვილოდ მოკვდა. |
29 |
შჳდნი უკუე ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. და პირველმან მან
შეითრო ცოლი და მოკუდა უშვილოჲ. |
30 |
მოიყვანა მისი ცოლი მეორემ და ისიც უშვილოდ მოკვდა. |
30 |
და მეორემან და მესამემან, |
31 |
ასევე მესამემაც, ვიდრე მეშვიდემდე, და შვიდივე უშვილოდ
გადაეგო. |
31 |
და მოწყდეს უშვილონი. და ეგრეთვე ვიდრე მეშჳდედმდე, და
არა დაშთა შვილი. |
32 |
ბოლოს კი ქალიც მოკვდა. |
32 |
შემდგომად მათ ყოველთაჲსა მოკუდა დედაკაციცა იგი. |
33 |
მერედა, აღდგომისას ამ შვიდთაგან ვისი ცოლი იქნება იგი?
ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა. |
33 |
აწ უკუე აღდგომასა მას მკუდართასა ვისა მათგანისა იყოს
ცოლ, რამეთუ შჳდთავე მათ ესუა იგი ცოლად? |
34 |
იესომ პასუხად მიუგო მათ: ამ სოფლის მკვიდრნი ირთავენ
ცოლს და თხოვდებიან; |
34 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ნაშობნი ამის სოფლისანი
იქორწინებიან და განჰქორწინებენ; |
35 |
ხოლო საუკუნო ცხოვრებისა და მკვდრეთით აღდგომის ღირსად
შერაცხილნი არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან; |
35 |
ხოლო რომელნი-იგი ღირს იქმნნენ საუკუნესა მას მიმთხუევად
და აღდგომასა მას მკუდრეთით, არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, |
36 |
თვით სიკვდილსაც კი ხელი არა აქვს მათთან, ვინაიდან
ანგელოზთა სწორნი და ღმრთის ძენი, აღდგომის ძენი არიან. |
36 |
არცაღა მერმე სიკუდილად ჴელ-ეწიფების, რამეთუ სწორ
ანგელოზთა არიან და ძენი ღმრთისანი და აღდგომისანი არიან. |
37 |
ხოლო მკვდარნი რომ აღდგებიან, ეს მოსემაც გვაუწყა
მაყვლოვანთან, რაკიღა აბრაამის ღმერთს, ისააკის ღმერთს და იაკობის ღმერთს
უწოდებს უფალს. |
37 |
ხოლო რამეთუ აღდგენ მკუდარნი, მოსეცა აუწყა მაყულოვანსა
მას ზედა, ვითარცა-იგი იტყჳს უფალსა ღმერთსა აბრაჰამისსა და ღმერთსა
ისაკისსა და ღმერთსა იაკობისსა. |
38 |
ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა,
რადგანაც ყველა ცოცხალია მისთვის. |
38 |
რამეთუ არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ,
რამეთუ ყოველნი ცხოველ არიან მის წინაშე. |
39 |
ზოგიერთმა მწიგნობარმა მიუგო და უთხრა: მოძღვარო, კარგად
თქვი. |
39 |
მი-ვიეთმე-უგეს მწიგნობართა და ჰრქუეს: მოძღუარ კეთილად
სთქუ. |
40 |
და უკვე ვეღარ ბედავდნენ, რაიმე ეკითხათ მისთვის. |
40 |
და ვერღარა იკადრეს კითხვად მისა მიერითგან. და ჰრქუა მათ
უფალმან: |
41 |
უთხრა მათ: როგორ ამბობენ, რომ ქრისტე დავითის ძეა? |
41 |
ვითარ უკუე იტყჳან ქრისტესა ძედ დავითისა? |
42 |
ხოლო თვითონ დავითი ამბობს ფსალმუნთა წიგნში: უთხრა
უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, |
42 |
რამეთუ თჳთ იგი დავით იტყჳს წიგნსა ფსალმუნთასა: ჰრქუა
უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, |
43 |
ვიდრე ფერხთით დაგიმხობ შენს მტრებს. |
43 |
ვიდრემდე დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა. |
44 |
ამრიგად, თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა ეკუთვნის
ძედ? |
44 |
თჳთ იგი დავით უფლით ხადის, და ვითარ ძე მისი არს? |
45 |
ხოლო როცა მთელი ხალხი უსმენდა, თავის მოწაფეებს უთხრა: |
45 |
და ვითარცა ესმოდა ესე ყოველსა მას ერსა, ჰრქუა მოწაფეთა
თჳსთა: |
46 |
ეკრძალეთ მწიგნობრებს, რომლებსაც ნებავთ გრძელი
მოსასხამებით სიარული და უყვართ საკრებულოებში სალმის ძღვნა, სინაგოგებში -
წინა რიგები და წვეულებებზე სუფრის თავში ჯდომა; |
46 |
ეკრძალენით მწიგნობართაგან, რომელთა ჰნებავს სამოსლითა
სლვაჲ და რომელთა უყუარს უბანთა ზედა მოკითხვაჲ და პირველად ჯდომაჲ
კრებულსა შორის და ზემჯდომაჲ პურსა ზედა, |
47 |
რომლებიც ნთქამენ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ
ლოცულობენ დიდხანს. მით უფრთ მძიმე იქნება მათი სასჯელი. |
47 |
რომელნი შესჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით
განგრძობილად ილოცვედ. ამათ მოიღონ უმეტესი სასჯელი. |