1 |
გაიხედა და დაინახა მდიდრები, შესაწირავს რომ ყრიდნენ საგანძურში.
|
1 |
და მიჰხედა და იხილა, რომელნი-იგი დასდებდეს შესაწირავსა ფასის-საცავსა მას
მდიდარნი. |
2 |
დაინახა ერთი საწყალი ქვრივიც, რომელმაც ორი ლეპტა ჩააგდო
შიგ, |
2 |
და იხილა ვინმე ქურივი გლახაკი, რომელმან დადვა ორი
მწულილი, |
3 |
და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ამ საწყალმა
ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო; |
3 |
და თქუა: ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან
გლახაკმან უმეტეს ყოველთასა შეწირა, |
4 |
ვინაიდან ყველამ ჩააგდო ის, რაც ზედმეტი ჰქონდა, ხოლო მან
თავისი სისაწყლით ჩააგდო მთელი თავისი საბადებელი. |
4 |
რამეთუ ამათ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს
შესაწირავსა ამას ღმრთისასა, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი,
რაჲცა აქუნდა საცხორებელი, შეწირა. |
5 |
როდესაც ზოგიერთები ამბობდნენ ტაძარზე, პატიოსანი
თვლებითა და შესაწირავებით შემკულიაო, მან თქვა: |
5 |
და რომელნიმე იტყოდეს ტაძრისათჳს, ვითარმედ: ქვითა
კეთილითა და პატიოსნითა შენებულ არს; და თქუა იესუ: |
6 |
მოვლენ დღენი, როცა ყოველივე ამისაგან, რასაც ხედავთ, ქვა
ქვაზედაც აღარ დარჩება, არამედ ყველაფერი დაინგრევა. |
6 |
ხედავთა ამას? მოვლენან დღენი, რომელთა შინა არა დაშთეს
ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს. |
7 |
ჰკითხეს: მოძღვარო, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება
ნიშანი იმისა, რომ ეს უნდა მოხდეს? |
7 |
ჰკითხეს მას მოწაფეთა: მოძღუარ, ოდეს უკუე იყოს ესე, და
რაჲ არს სასწაული, რაჟამს ესე ყოფად არს? |
8 |
ხოლო მან თქვა: ფხიზლად იყავით, რათა არ შეცდეთ; ვინაიდან
მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე ვარ; და: მოახლოვდა ჟამი; ნუ
შეუდგებით მათ კვალს. |
8 |
ხოლო თავადმან თქუა: იხილეთ, ნუუკუე სცთეთ, რამეთუ
მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ და
ჟამი მოწევნულ არს, არამედ ნუ მიხუალთ შედგომად მათდა. |
9 |
როდესაც გაიგებთ ომებისა და აშლილობების ამბავს, ნუ
შეძრწუნდებით, ვინაიდან ჯერ ეს უნდა მოხდეს, მაგრამ მაშინვე როდი დადგება
აღსასრული. |
9 |
და ოდეს გესმოდიან ბრძოლანი და შფოთნი, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე
პირველად ყოფად, და არღა მეყსეულად იყოს აღსასრული. |
10 |
მაშინ უთხრა მათ: აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ; |
10 |
მაშინ ეტყოდა მათ: აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ მეუფებასა ზედა; |
11 |
და იქნება დიდი მიწისძვრანი, აქა-იქ - შიმშილობა და ჟამიანობა, საშინელებანი და
დიადი სასწაულნი ზეცით. |
11 |
და იყვნენ ძრვანი დიდ-დიდნი ადგილ-ადგილ, სიყმილნი და სრვანი; საშინელებანი ზეცით,
და სასწაულნი დიდ-დიდნი იყვნენ. |
12 |
უწინარეს ყოვლისა კი ხელს დაგადებენ და დევნას დაგიწყებენ, სინაგოგებსა და
საპყრობილეებს მიგცემენ, და მიგიყვანენ მეფეებისა და მთავრების წინაშე ჩემი სახელის
გამო. |
12 |
ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ
თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ
სახელისა ჩემისათჳს. |
13 |
და ეს იქნება თქვენს სამოწმებლად. |
13 |
და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ. |
14 |
მაშ, გულს ჩაიბეჭდეთ, რომ წინასწარ არ იზრუნებთ, რითი
იმართლოთ თავი. |
14 |
დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ
იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ. |
15 |
ვინაიდან მე მოგცემთ სიტყვას და სიბრძნეს, რომელსაც წინ ვეღარ აღუდგება და ვერც
შეეპასუხება ვერც ერთი თქვენი მოპირისპირე.
|
15 |
რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ
უძლონ წინა-აღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინა-აღმდგომთა თქუენთა. |
16 |
გაგცემენ მშობლებიც და ძმებიც, ნათესავებიც და მეგობრებიც, ხოლო ზოგიერთ თქვენგანს
მოკლავენ. |
16 |
რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და
მოჰკლვიდენ თქუენგანთა. |
17 |
და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო. |
17 |
და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა
ჩემისათჳს. |
18 |
მაგრამ თქვენი თავიდან ერთი ბეწვიც არ დაიკარგება. |
18 |
და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს. |
19 |
მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული. |
19 |
და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი. |
20 |
ხოლო როდესაც იხილავთ ლაშქრით გარშემორტყმულ იერუსალიმს,
იცოდეთ, რომ მოახლოვდა მისი მოოხრების ჟამი. |
20 |
რაჟამს იხილოთ იერუსალჱმსა გარე-მოდგომილი ერი
მჴედრებისაჲ, მაშინ გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მოახლებულ არს მოოჴრებაჲ მისი. |
21 |
მაშინ იუდეას მყოფნი მთებში გაიქცნენ, ვინც მის
შუაგულშია, გადაიხვეწოს და ველად მყოფნი ნუ შევლენ მასში. |
21 |
მაშინ ყოველნი იყვნენ ჰურიასტანს, ივლტოდედ მთად; და
რომელნი იყვნენ შორის მისა, განივლტოდედ; და რომელნი ველსა იყვნენ, ნუ
შევლენედ მუნ. |
22 |
ვინაიდან ესენი არიან შურისგების დღენი, რათა აღსრულდეს
მთელი წერილი. |
22 |
რამეთუ დღენი შურის-გებისანი ესე არიან, რაჲთა აღესრულნენ
ყოველნი წერილნი. |
23 |
ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ დღეებში, ვინაიდან მოიწევა მაშინ დიდი ჭირი ამ
ქვეყნად და რისხვა ამ ხალხის თავზე. |
23 |
ხოლო ვაჲ მუცელ-ქუმულთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა
შინა, რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი ქუეყანასა ზედა და რისხვაჲ ერსა ამას
ზედა. |
24 |
დაეცემიან მახვილის პირით, ტყვედ წაისხმებიან ყველა
ქვეყანაში და იერუსალიმი გადაიქელება წარმართთა მიერ, ვიდრე არ აღსრულდება
წარმართთა ჟამი. |
24 |
და დაეცნენ პირითა მახჳილისაჲთა და წარიტყუენნენ ყოველთა
მიერ წარმართთა; და იერუსალჱმი დათრგუნვილ იყოს წარმართთაგან, ვიდრემდე
აღესრულნენ ჟამნი წარმართთანი. |
25 |
და იქნება ნიშები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავეთში, ხოლო
მიწაზე - ზღვის ღრიალითა და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხების ურვა. |
25 |
და იყოს სასწაული მზესა შინა და მთოვარესა და
ვარსკულავთა, და ქუეყანასა ზედა შეკრებაჲ თესლებისაჲ განკჳრვებითა
ოხრისაჲთა ზღჳსაგან და ძრვისა. |
26 |
შიშით გახევდებიან კაცნი, სამყაროს თავზე მოწევნადი
უბედურების მოლოდინში, ვინაიდან შეიძვრიან ციური ძალნი. |
26 |
სულითა კაცთაჲთა შიშისაგან და მოლოდებისა მომავალისა ზედა
სოფელსა ამას, რამეთუ ძალნი ცათანი შეიძრნენ. |
27 |
მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლით მომავალს დიადი
ძალითა და დიდებით. |
27 |
და მაშინ იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ძალითა და
დიდებითა მრავლითა. |
28 |
ხოლო როცა დაიწყება ყოველივე ამის ახდენა, აღიმართეთ და
მაღლა ასწიეთ თავი, ვინაიდან ახლოვდება თქვენი გამოხსნა. |
28 |
და ვითარცა იწყოს ამან ყოველმან ყოფად, აღიხილენით თუალნი
და აღიპყრენით თავნი თქუენნი, რამეთუ მოწევნულ არს გამოჴსნაჲ თქუენი. |
29 |
და უთხრა მათ იგავი: შეხედეთ ლეღვს და ყველა სხვა ხესაც: |
29 |
და ეტყოდა მათ იგავსა: იხილეთ ლეღჳ და ყოველნი ხენი. |
30 |
როცა ფოთლები გამოაქვთ, შეხედავთ და იცით, რომ უკვე ახლოა ზაფხული.
|
30 |
რაჟამს გამოვალნ ფურცელი, თჳთ უწყოდით, რამეთუ ახლოს არს
ზაფხული. |
31 |
ასევე თქვენც, როცა იხილავთ, რომ ყოველივე ეს ხდება,
იცოდეთ, რომ ახლოა ღმრთის სასუფეველი. |
31 |
ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ,
რამეთუ ახლოს არს სასუფეველი ღმრთისაჲ. |
32 |
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე
ყოველივე არ აღსრულდება. |
32 |
ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არა წარჴდეს ნათესავი ესე,
ვიდრემდე ესე ყოველი იყოს. |
33 |
ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ. |
33 |
ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა
წარჴდენ. |
34 |
ფრთხილად იყავით, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული
განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და ანაზდეულად არ
გიწიოთ იმ დღემ. |
34 |
ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი
თქუენნი შუებითა და მთრვალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაჲთა, და მეყსეულად
მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი. |
35 |
რადგანაც მახესავით დაეცემა მთელი დედამიწის მკვიდრთ. |
35 |
რამეთუ ვითარცა საფრჴე მოუჴდეს მსხდომარეთა ზედა პირსა
ყოვლისა ქუეყანისასა. |
36 |
მაშ, იფხიზლეთ და ილოცეთ მარადჟამ, რათა შეგეძლოთ თავი
დააღწიოთ ყველაფერს, რაც მოიწევა, და კაცის ძის წინაშე წარსდგეთ. |
36 |
იღჳძებდით უკუე ყოველსა ჟამსა და ევედრებოდეთ, რაჲთა ღირს
იქმნნეთ განრინებად ამის ყოვლისაგან, რომელი ყოფად არს, და დადგომად წინაშე
ძისა კაცისა. |
37 |
დღისით ტაძარში ასწავლიდა, ხოლო შემდეგ გამოდიოდა და
ღამეს ათევდა მთაზე, რომელსაც ეწოდება ზეთისხილისა. |
37 |
და იყოფვოდა თავადი ტაძარსა მას შინა დღისი და ასწავებდა;
ხოლო ღამე განვიდის და იქცევინ მთასა მას, რომელსა ჰრქჳან ზეთისხილთაჲ. |
38 |
და მთელი ხალხი დილაუთენია მიეშურებოდა მისკენ, ტაძარში,
რათა მოესმინა მისთვის. |
38 |
და ყოველმან ერმან აღიმსთჳს მისა ტაძარსა მას შინა სმენად
სიტყუათა მისთა. |