1 |
ახლოვდებოდა უფუარობის დღესასწაული, რომელსაც ჰქვია პასექი.
|
1 |
და მოახლებულ იყო დღესასწაული იგი უცომოებისაჲ, რომელსა ჰრქჳან პასქაჲ. |
2 |
მღვდელმთავრები და მწიგნობრები ეძებდნენ ხერხს, როგორ
მოეკლათ იგი, მაგრამ ხალხისა ეშინოდათ. |
2 |
და ეძიებდეს მას მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი,
რაჲთამცა მოკლეს იგი, ხოლო ეშინოდა ერისა მას. |
3 |
შევიდა სატანა იუდაში, რომელსაც უწოდებდნენ ისკარიოტელს,
და რომელიც იყო ერთი თორმეტთაგანი. |
3 |
და შეუჴდა ეშმაკი იუდას, რომელსა ერქუა ისკარიოტელ და იყო
იგი რიცხჳსაგან ათორმეტთაჲსა. |
4 |
წავიდა და უთხრა მღვდელმთავრებსა და წინამძღვრებს, როგორ
მიეცა მათთვის იესო. |
4 |
და მივიდა, ეზრახა მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა და
ერისა წინამძღუართა, ვითარმცა იგი მისცა მათ. |
5 |
ხოლო მათ გაიხარეს და დათანხმდნენ, ვერცხლი მიეცათ
მისთვის. |
5 |
ხოლო მათ განიხარეს და აღუთქუეს მას ვეცხლი მიცემად. |
6 |
ისიც შეჰპირდა და ეძებდა ხელსაყრელ დროს, რათა, ხალხის
დაუსწრებლად, მათთვის მიეცა იგი. |
6 |
და აღუვარა მათ და ეძიებდა ჟამსა მარჯუესა, რაჲთა მისცეს
იგი მათ თჳნიერ ერისა. |
7 |
დადგა დღე უფუარობისა, როცა უნდა დაეკლათ საპასექე კრავი. |
7 |
მოიწინეს დღენი იგი უცომოებისანი, ოდეს ღირდა პასქაჲ იგი
დაკლვად. |
8 |
გაგზავნა იესომ პეტრე და იოანე და უთხრა მათ: წადით და
საჭმელად მოგვიმზადეთ პასექი. |
8 |
და წარავლინნა პეტრე და იოვანე და ჰრქუა მათ: წარვედით და
მომიმზადეთ ჩუენ პასქაჲ, რაჲთა ვჭამოთ. |
9 |
ხოლო მათ თქვეს: სად გნებავს, რომ მოგიმზადოთ? |
9 |
ხოლო მათ ჰრქუეს: სადა გნებავს, და მოგიმზადოთ? |
10 |
და უთხრა მათ: აჰა, ქალაქში შესვლისთანავე შეგხვდებათ კაცი, რომელსაც დოქით მიაქვს
წყალი; გაჰყევით იმ სახლამდე, რომელშიც შევა, |
10 |
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: აჰა ეგერა შესლვასა ოდენ თქუენსა ქალაქად შეგემთხჳოს
თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნი წყლითა ზე ედგას; შეუდეგით მას სახიდ, ვიდრეცა შევიდეს. |
11 |
და უთხარით სახლის პატრონს: მოძღვარი გითვლის, სად არის დარბაზი, რომ ჩემს
მოწაფეებთან ვჭამო პასექი? |
11 |
და არქუთ სახლისა უფალსა მას: გეტყჳს შენ მოძღუარი: სადა არს სავანე, რომელსა
პასქაჲ ესე მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო? |
12 |
გიჩვენებთ ვრცელსა და გაწყობილ დარბაზს: იქ მოგვიმზადეთ. |
12 |
და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დაგებული დიდი; მუნ მზა-მიყავთ ჩუენ. |
13 |
ისინი წავიდნენ და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც უთხრა მათ, და მოამზადეს პასექი. |
13 |
და წარვიდეს და პოვეს ეგრე, ვითარცა-იგი ჰრქუა მათ, და
მოუმზადეს პასქაჲ იგი. |
14 |
როცა მოაწია დრომ, დაჯდა, და მოციქულებიც მასთან ერთად. |
14 |
და ოდეს იყო ჟამი, დაჯდა, და ათორმეტნი მოციქულნი მის
თანა. |
15 |
უთხრა მათ: სურვილით მსურდა, ჩემს ვნებამდე თქვენთან
ერთად მეჭამა ეს პასექი. |
15 |
და ჰრქუა მათ: გულის-სიტყჳთ გული-მითქუმიდა პასექსა ამას
ჭამად თქუენ თანა ვიდრე ვნებადმდე ჩემდა. |
16 |
რადგანაც გეუბნებით: აღარა ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება იგი ღმრთის სასუფეველში. |
16 |
ხოლო გეტყჳ თქუენ: არღარა ვჭამო ამიერითგან, ვიდრემდე აღესრულოს სასუფეველსა შინა
ღმრთისასა. |
17 |
აიღო სასმისი, მადლი შესწირა და თქვა: მიიღეთ და გაიყავით ერთმანეთს შორის.
|
17 |
და მოიღო სასუმელი და ჰმადლობდა და თქუა: მიიღეთ და
განიყავთ თავისა თქუენისა. |
18 |
რადგანაც გეუბნებით, რომ აღარ დავლევ ყურძნის
ნაყოფისაგან, ვიდრე არ მოიწევა ღმრთის სასუფეველი. |
18 |
ხოლო გეტყჳ თქუენ: ამიერითგან არღარა ვსუა ნაყოფისაგან
ვენაჴისა, ვიდრემდე სასუფეველი ღმრთისაჲ მოვიდეს. |
19 |
აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა, მისცა მათ და თქვა: ეს
არის ჩემი ხორცი, რომელიც მოგეცათ თქვენ. ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად. |
19 |
და მოიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მათ და
თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი, თქუენთჳს მიცემული; ამას ჰყოფდით მოსაჴსენებლად
ჩემდა. |
20 |
აგრეთვე სასმისი სერობის შემდეგ და თქვა: ეს სასმისი
ახალი აღთქმაა ჩემი სისხლის მიერ, რომელიც დაითხევა თქვენთვის. |
20 |
ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე
სასუმელი ახალი სჯული სისხლისა ჩემისაჲ თქუენთჳს დათხეული. |
21 |
და, აჰა, ხელი ჩემი გამცემისა ჩემთან ერთად სუფრაზე. |
21 |
ხოლო აჰა ჴელი განმცემელისა ჩემისაჲ ჩემ თანა ტაბლასა
ზედა. |
22 |
თუმცა ძე კაცისა მიდის განგებისამებრ, მაგრამ ვაი იმ
კაცს, ვის მიერაც გაიცემა იგი. |
22 |
ძე სამე კაცისაჲ, მსგავსად განჩინებულისა მისისა,
წარვალს, ხოლო ვაჲ არს კაცისა მის, ვის მიერ მიეცემის იგი! |
23 |
ხოლო მათ ერთმანეთში დაიწყეს გამოძიება, თუ ვინ იქნებოდა მათ შორის ამის ჩამდენი. |
23 |
და მათ იწყეს გამოძიებად ურთიერთას: ვინ-მე არს მათგანი,
რომელსა ეგულების ესე ყოფად? |
24 |
დავობდნენ იმაზეც, თუ ვინ უფრო დიდად უნდა შერაცხილიყო
მათში. |
24 |
და იყო ცილობაჲცა მათ შორის, ვითარმედ: ვინ-მე იყოს დიდ
მათ შორის? |
25 |
ხოლო იესომ უთხრა მათ: ხალხთა მეფენი მბრძანებლობენ მათზე
და კეთილისმყოფლებად იწოდებიან მათი მპყრობელნი. |
25 |
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: მეფენი წარმართთანი უფლებენ მათ
ზედა, და რომელთა ჴელმწიფებაჲ აქუნ მათ ზედა, ქველის-მოქმედ ჰრქჳან. |
26 |
ხოლო თქვენ ნუ იქნებით ეგრე, არამედ უდიდესი თქვენს შორის
იყოს როგორც უმცირესი, და წინამძღვარი - როგორც მსახური. |
26 |
ხოლო თქუენ არა ეგრე იყვნეთ, არამედ უდიდესი იგი თქუენ
შორის იყავნ მრწემ, და წინამძღუარი იგი ვითარცა მსახური. |
27 |
რადგან ვინ უფრო დიდია: ვინც სუფრას უზის, თუ ვინც სუფრას
ემსახურება? რა თქმა უნდა, ვინც სუფრას უზის; ხოლო მე ვარ თქვენს შორის
როგორც მსახური. |
27 |
ვინ არს უფროჲსი: რომელი ინაჴით-ზის ანუ რომელი
ჰმსახურებს? ანუ არა რომელ-იგი ინაჴით-ზის? ხოლო მე ვარ შორის თქუენსა
ვითარცა მსახური. |
28 |
თქვენ კი ხართ ჩემს განსაცდელში ჩემს გვერდით მყოფნი. |
28 |
და თქუენ ხართ, რომელნი დაადგერით ჩემ თანა განსაცდელთა
შინა ჩემთა. |
29 |
და მე აღგითქვამთ თქვენ, როგორც მე აღმითქვა მამამ ჩემმა
სასუფეველი. |
29 |
და მე აღგითქუამ თქუენ, ვითარცა მე აღმითქუა მამამან
ჩემმან, სასუფეველსა, |
30 |
რათა ჭამდეთ და სვამდეთ ჩემს ტაბლაზე ჩემსავ სასუფეველში,
და დასხდებით ტახტებზე, რათა განსაჯოთ ისრაელის თორმეტი ტომი. |
30 |
რაჲთა სჭამდეთ და სუმიდეთ ტაბლასა ზედა ჩემსა და
სასუფეველსა შინა ჩემსა დასხდეთ ათორმეტთა საყდართა და სჯიდეთ ათორმეტთა
ტომთა ისრაელისათა. |
31 |
და თქვა უფალმა: სიმონ, სიმონ! აჰა, სატანამ დააპირა
თქვენი გაცხრილვა, როგორც ცხრილავენ ხორბალს. |
31 |
და თქუა უფალმან: სიმონ, სიმონ, აჰა ესერა ეშმაკმან
გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი. |
32 |
მაგრამ მე ვილოცე შენთვის, რათა არ შემცირდეს შენი რწმენა; და როცა მოიქცევი,
განამტკიცე შენი ძმები.
|
32 |
ხოლო მე ვევედრე მამასა ჩემსა შენთჳს, რაჲთა არა
მოგაკლდეს სარწმუნოებაჲ შენი, და შენ ოდესმე მიიქეც და განამტკიცენ ძმანი
შენნი. |
33 |
მან კი უთხრა იესოს: უფალო, მზადა ვარ საპყრობილეშიც
წამოგყვე და სასიკვდილოდაც; |
33 |
ხოლო მან თქუა: უფალო, მე შენ თანა მზა ვარ საპყრობილედ
და სიკუდილად მისლვად. |
34 |
ხოლო მან თქვა: შენ გეუბნები, პეტრე, დღეს, მამლის
ყივილამდე სამჯერ უარმყოფ და იტყვი, რომ არ მიცნობ მე. |
34 |
ხოლო თავადმან თქუა: გეტყჳ შენ, პეტრე: არღა ეყივლოს
ქათამსა დღეს, ვიდრემდე სამ-გზის უვარ-მყო, ვითარმედ არა მიცი მე. |
35 |
და უთხრა მათ: როცა მე წარგგზავნეთ უფუთოდ, უაბგოდ და
უხამლოდ, თუ გაკლდათ რამე? და მათ მიუგეს: არაფერი. |
35 |
და ჰრქუა მათ: ოდეს-იგი წარგავლინენ თქუენ თჳნიერ
ბალანტისა და ვაშკარანისა და ფერჴთა-შესასხმელთა, ნუ გაკლდა რაჲა თქუენ?
ხოლო მათ ჰრქუეს: არარაჲ გუაკლდა. |
36 |
კვლავ უთხრა მათ: ამჟამად კი, ვისაც აქვს ფუთა, წაიღოს,
აგრეთვე აბგაც; ხოლო ვისაც არა აქვს, გაყიდოს სამოსი და იყიდოს მახვილი. |
36 |
და მერმე ჰრქუა მათ: არამედ აწ რომელსა აქუნდეს საქუფთე,
აღიღენ; ეგრეთვე მსგავსად ვაშკარანიცა; და რომელსა არა აქუნდეს, განყიდენ
სამოსელი თჳსი და იყიდენ მახჳლი. |
37 |
რადგანაც გეუბნებით: უნდა აღსრულღგს ჩემზე ეს წერილი:
ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო, რადგან ის, რაც ჩემზე დაიწერა, დასასრულს
უახლოვდება. |
37 |
გეტყჳ თქუენ: ესე ხოლოღა წერილი ჯერ-არს ჩემ ზედა
აღსრულებად, ვითარმედ: უსჯულოთა თანა შეირაცხა, და რამეთუ ჩემთჳს აღსასრული
იყოს. |
38 |
მათ თქვეს: უფალო, აჰა, ორი მახვილი: ხოლო იესომ უთხრა
მათ: საკმარისია. |
38 |
ხოლო მათ ჰრქუეს: უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ.
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: კმა არს. |
39 |
გამოვიდა და, ჩვეულებისამებრ, გაემართა ზეთისხილის
მთისკენ; და მისდევდნენ მისი მოწაფეები. |
39 |
და გამოვიდა მიერ და წარვიდა, ვითარცა ჩუეულებაჲ აქუნდა, მთასა მას ზეთისხილთასა,
და მისდევდეს მას მოწაფენიცა მისნი. |
40 |
ადგილზე მისვლისთანავე უთხრა მათ: ილოცეთ, რათა არ
შეხვიდეთ საცდუნებელში. |
40 |
და მი-რაჲ-ვიდა ადგილსა მას, ჰრქუა მათ: ილოცევდით, რაჲთა
არა შეხჳდეთ განსაცდელსა. |
41 |
ხოლო თვითონ ქვის სასროლზე გასცილდა მათ, მუხლმოყრილი
ლოცულობდა |
41 |
და თავადი განეშორა მათგან ვითარ ქვის-სატყორცებელ ოდენ
და დაიდგა მუჴლნი, ილოცვიდა |
42 |
და ამბობდა: მამაო, თუ გნებავს, ამაცალე ეს სასმისი!
თუმცა იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი. |
42 |
და იტყოდა: მამაო, უკუეთუ გნებავს თანა-წარსლვად სასუმელი
ესე ჩემგან, ხოლო ნუ ნებაჲ ჩემი, არამედ ნებაჲ შენი იყავნ! |
43 |
და მოევლინა ანგელოზი ზეცით, რომელიც განამტკიცებდა მას. |
43 |
და ეჩუენა მას ანგელოზი ზეცით, განაძლიერებდა მას. |
44 |
ურვილი უფრო გულმხურვალედ ლოცულობდა და მისი ოფლი სისხლის
წვეთებად ეპკურებოდა მიწას. |
44 |
და იყო იგი ღუაწლსა შინა, უმეტესღა ილოცვიდა და იქმნა
ოფლი მისი, ვითარცა ცუარი სისხლისაჲ გარდამომავალი ქუეყანასა ზედა. |
45 |
ილოცა, ადგა, მივიდა თავის მოწაფეებთან და მწუხარებისაგან
ძილად მივარდნილი ჰპოვა ისინი, |
45 |
და აღდგა მიერ ლოცვისაგან და მოვიდა მოწაფეთა თჳსთა და
პოვნა იგინი მძინარენი მწუხარებისა მისგან |
46 |
უთხრა მათ: რად გძინავთ? ადექით და ილოცეთ, რათა არ
შეხვიდეთ საცდუნებელში. |
46 |
და ჰრქუა მათ: რაჲსა გძინავს? აღდეგით, ილოცევდით, რაჲთა
არა შეხჳდეთ განსაცდელსა. |
47 |
სიტყვა არ დაესრულებინა, რომ, აჰა, გამოჩნდა ხალხი,
რომელსაც წინ მოუძღოდა ერთი თორმეტთაგანი, იუდად წოდებული, და საამბოროდ
მიეახლა იესოს, |
47 |
და ვიდრე იგი ამას იტყოდაღა, აჰა ერი და, რომელსა ერქუა
იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, წინა-უძღოდა მათ და მიეახლა იესუს
ამბორის-ყოფად მისა, რამეთუ ესე სასწაული მიეცა მათა და ჰრქუა: რომელსა მე
ამბორს-უყო, იგი არს. |
48 |
ხოლო იესომ უთხრა მას: იუდა, მაშ, ამბორით გასცემ კაცის ძეს?
|
48 |
ხოლო იესუ ჰრქუა მას: იუდა, ამბორის-ყოფითა მისცემა ძესა
კაცისასა? |
49 |
როცა მასთან მყოფებმა დაინახეს, რაც ხდებოდა, უთხრეს:
უფალო, ხომ არ დავცეთ მახვილი? |
49 |
იხილეს რაჲ მისთანათა მათ საქმე ესე, ჰრქუეს მას: უფალო,
უკუეთუ მოვსრნეთ ესენი მახჳლითა? |
50 |
ერთმა მათგანმა დაჰკრა ხმალი მღვდელმთავრის მონას და
მარჯვენა ყური ჩამოათალა. |
50 |
და სცა ვინმე მათგანმან ერთმან მონასა მღდელთ-მოძღურისასა
და წარჰკუეთა ყური მისი მარჯუენე. |
51 |
ხოლო იესომ თქვა: მოეშვით, კმარა; შეეხო მის ყურს და
განკურნა იგი. |
51 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: აცადეთ აქამომდე, და შეახო ჴელი
ყურსა მისსა და განკურნა იგი. |
52 |
ხოლო მის შესაპყრობად მოსულ მღვდელმთავრებს, ტაძრის
წინამძღვრებსა და უხუცესებს იესომ უთხრა: როგორც ავაზაკს, მახვილებითა და
წათებით მომიხტით; |
52 |
ჰრქუა იესუ მოსრულთა მათ მის ზედა მღდელთ-მოძღუართა და
ერისთავთა ტაძრისათა და ხუცესთა: ვითარცა ავაზაკსა ზედა გამოსრულ ხართ
მახჳლითა და წათებითა. |
53 |
დღენიადაგ თქვენთან ვიყავი ტაძარში და ხელი არ
აღგიმართავთ ჩემზე; მაგრამ ახლა თქვენია დრო და ბნელის მეუფება. |
53 |
დღითი-დღე ვიყავ მე თქუენ თანა ტაძარსა მას შინა, და არა
განჰყავთ ჴელი ჩემ ზედა; არამედ ესე არს ჟამი თქუენი და ჴელმწიფებაჲ
ბნელისაჲ. |
54 |
შეიპყრეს იგი, წაიყვანეს და მიიყვანეს მღვდელმთავრის
სახლში, ხოლო პეტრე შორით მისდევდა. |
54 |
და ვითარცა შეიპყრეს იგი, წარიყვანეს და შეიყვანეს სახლსა მღდელთ-მოძღურისასა.
ხოლო პეტრე მისდევდა შორით. |
55 |
როცა შუა ეზოში ცეცხლი დაანთეს და გარს შემოუსხდნენ,
პეტრეც მათ შორის ჩაჯდა. |
55 |
და აღაგზნეს ცეცხლი შორის ეზოსა მას და გარე მოასხდეს
იგინი; დაჯდა პეტრეცა შორის მათსა. |
56 |
ერთმა მოახლემ დაინახა ცეცხლთან მჯდომარე, დააკვირდა და
თქვა: ესეც მასთან იყო. |
56 |
და იხილა იგი მჴევალმან ვინმე მჯდომარე ნათელსა მას,
მიჰხედა მას და თქუა: ესეცა მის თანა იყო. |
57 |
მაგრამ მან უარყო და თქვა: ქალო, არ ვიცნობ მას. |
57 |
ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: დედაკაცო, არა ვიცი იგი. |
58 |
ცოტა ხნის შემდეგ სხვამ დაინახა იგი და თქვა: შენც ერთი
მათგანი ხარ. ხოლო პეტრემ მიუგო: არა ვარ, კაცო. |
58 |
და მცირედრე შემდგომად იხილა იგი სხუამან და თქუა: და
შენცა მათთანაჲ ხარ. ხოლო პეტრე თქუა: კაცო, არა ვარ მათთანაჲ. |
59 |
ასე, ერთი საათის შემდეგ, სხვა ვიღაცამაც დაიჟინა:
ნამდვილად ესეც მას ახლდა, ვინაიდან გალილეველია. |
59 |
და ვითარცა წარჴდა ჟამი ერთი, სხუაჲ ვინმე დაამტკიცებდა
და იტყოდა: ჭეშმარიტად ესეცა მის თანავე იყო, და რამეთუ გალილეველ არს. |
60 |
ხოლო პეტრემ მიუგო: არ ვიცი, რას ამბობ, კაცო. ამის თქმაც
იყო და იყივლა მამალმა. |
60 |
ხოლო პეტრე ჰრქუა მას: კაცო, არა ვიცი, რასა იტყჳ. და
მეყსეულად, ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, ქათამმან იყივლა. |
61 |
მაშინ უფალი შემობრუნდა და შეხედა პეტრეს; გაახსენდა
პეტრეს უფლის სიტყვა, რომელიც უთხრა მას: მამლის ყივილამდე სამჯერ
უარმყოფო; |
61 |
და მოიქცა უფალი და მიხედა პეტრეს. და მოეჴსენა პეტრეს
სიტყუაჲ იგი უფლისაჲ, რომელ ჰრქუა მას, ვითარმედ: ვიდრე ქათმისა ჴმობადმდე
სამ-გზის უვარ-მყო მე. |
62 |
გამოვიდა გარეთ და მწარედ ატირდა. |
62 |
და განვიდა გარე და ტიროდა მწარედ. |
63 |
ხოლო იესოს შემპყრობნი დასცინოდნენ და სცემდნენ მას; |
63 |
ხოლო კაცთა მათ რომელთა შეეპყრა იესუ, ეკიცხევდეს მას და
სცემდეს. |
64 |
თავს უბურავდნენ, სახეში ურტყამდნენ და ეკითხებოდნენ: იწინასწარმეტყველე, ვინ
დაგარტყა შენ? |
64 |
და დაჰბურეს მას თავსა და სცემდეს პირსა და ჰკითხვიდეს და
ეტყოდეს: წინაწარმეტყუელებდ, ვინ არს, რომელმან გცა შენ. |
65 |
და სხვასაც მრავალს ეტყოდნენ მისი მგმობელნი. |
65 |
და სხუასა მრავალსა სიტყუასა ჰგმობდეს და იტყოდეს მისთჳს. |
66 |
ხოლო როდესაც ინათა, შეიკრიბნენ ხალხის უხუცესნი,
მღვდელმთავარნი და მწიგნობარნი, და თავიანთ სინედრიონში მიიყვანეს იგი; |
66 |
და ვითარცა განთენა დღე, შეკრბეს მოხუცებულნი ერისანი,
მღდელთ-მოძღუარნი და მწიგნობარნი და აღიყვანეს იგი საკრებულოსა მას მათსა |
67 |
და თქვეს: გვითხარი, შენა ხარ თუ არა ქრისტე? უთხრა მათ:
თუ გეტყვით, არ მერწმუნებით; |
67 |
და ეტყოდეს: უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, მითხარ ჩუენ. ჰრქუა
მათ იესუ: უკუეთუ გითხრა თქუენ, არა გრწმენეს ჩემი; |
68 |
ხოლო თუ გკითხავთ, არ მიპასუხებთ. |
68 |
და უკუეთუ გკითხო თქუენ, ვერაჲვე მომიგოთ მე გინა
განმიტეოთ. |
69 |
ამიერიდან დაჯდება ძე კაცისა ღმრთის ძლიერების მარჯვნივ. |
69 |
ამიერითგან იყოს ძე კაცისაჲ მჯდომარე მარჯუენით
ძლიერებასა ღმრთისასა. |
70 |
და თქვა ყველამ: მაშ, შენ ხარ ძე ღმრთისა? მიუგო მათ:
თქვენ ამბობთ, რომ მე ვარ. |
70 |
და ჰრქუეს მას ყოველთა: შენ უკუე ხარა ძე ღმრთისაჲ? ჰრქუა
მათ იესუ: თქუენ იტყჳთ, ვითარმედ მე ვარ. |
71 |
ხოლო მათ თქვეს: რაღად გვინდა მოწმობა? ვინაიდან თვითონვე
მოვისმინეთ მაგისი პირით. |
71 |
და მათ თქუეს: რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი? რამეთუ ჩუენ თჳთ
გუესმის პირისაგან მაგისისა. |