1 |
ადგა მთელი ხალხი და წაიყვანეს იგი პილატესთან.
|
1 |
და აღდგა ყოველი იგი სიმრავლე მათი და მოიყვანეს იგი პილატესა. |
2 |
დაიწყეს მისი ბრალდება და თქვეს: ჩვენ ვნახეთ, რომ ეს
აქეზებს ხალხს და უკრძალავს კეისრისთვის ხარკის მიცემას, ხოლო თავის თავს
უწოდებს ქრისტეს, მეუფეს. |
2 |
და იწყეს შესმენად მისა და იტყოდეს: ესე ვპოეთ, რამეთუ
გარდააქცევდა ნათესავსა ჩუენსა და აყენებდა ხარკსაცა მიცემად კეისრისა და
იტყოდა თავსა თჳსსა ქრისტედ და მეუფე ყოფად. |
3 |
პილატემ ჰკითხა მას: მაშ შენა ხარ იუდეველთა მეფე? ხოლო
მან მიუგო და უთხრა: შენ ამბობ. |
3 |
და ჰკითხა მას პილატე და ჰრქუა: შენ ხარა მეუფე ჰურიათაჲ?
ხოლო თავადმან ჰრქუა მას: შენ იტყჳ. |
4 |
და უთხრა პილატემ მღვდელმთავრებს და ხალხს; მე ვერაფერ
ბრალს ვპოულობ ამ კაცში. |
4 |
ხოლო პილატე ჰრქუა მღდელთ-მოძღუართა და ერსა მას: არარას
ბრალსა ვჰპოებ კაცისა ამის თანა. |
5 |
მაგრამ ისინი დაჟინებით გაიძახოდნენ, რომ ის აშფოთებს
ხალხს და ასწავლის მთელს იუდეაში, გალილეადან მოყოლებული ვიდრე აქამდე. |
5 |
ხოლო იგინი უფროჲს განძლიერდებოდეს და იტყოდეს, ვითარმედ:
აღაშფოთებს ერსა და ასწავებს ყოველსა ჰურიასტანსა, უწყიეს გალილეაჲთ ვიდრე
აქამომდე. |
6 |
გალილეა რომ გაიგონა, პილატემ იკითხა: მაშ, ეს კაცი
გალილეველია? |
6 |
ხოლო პილატეს რაჲ ესმა გალილეაჲ, ჰკითხა მათ: უკუეთუ
გალილეაჲთ არს კაცი ესე? |
7 |
როდესაც გაიგო, ჰეროდეს სამფლობელოდან არისო, გაუგზავნა
იგი ჰეროდეს, რომელიც იმ დღეებში თავადაც იერუსალიმში იყო. |
7 |
და გულისჴმა-ყო, რამეთუ ჴელმწიფებისაგან ჰეროდესისა არს;
მიუძღუანა იგი ჰეროდეს, რამეთუ იყო იგიცა მაშინ იერუსალჱმს მათ დღეთა შინა. |
8 |
ხოლო ჰეროდემ ძალიან გაიხარა იესოს დანახვისას, ვინაიდან
დიდი ხანია ეწადა მისი ხილვა, რადგანაც ბევრი რამ სმენოდა მასზე და იმედი
ჰქონდა, ეგებ რაიმე სასწაული მიჩვენოსო. |
8 |
ხოლო ჰეროდე ვითარცა იხილა იესუ, განიხარა ფრიად, რამეთუ
უნდა მისი ხილვაჲ მრავლით ჟამითგან ამისთჳს, რამეთუ ესმოდა მისთჳს და
სწადოდა ხილვად რაჲსამე სასწაულისა ყოფასა მისგან. |
9 |
ბევრი რამ გამოჰკითხა, მაგრამ იესომ არაფერი მიუგო. |
9 |
და ჰკითხვიდა მას სიტყჳთა მრავლითა, ხოლო თავადმან არარაჲ მიუგო მას. |
10 |
მღვდელმთავრები და მწიგნობრები კი იდგნენ და თავგამოდებით ბრალს სდებდნენ მას. |
10 |
დგეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და განკრძალულად შეასმენდეს მას. |
11 |
ხოლო ჰეროდემ თავისი მეომრებითურთ შეურაცხყო და მასხრად აიგდო იესო, შემოსა
ბრწყინვალე სამოსით და უკანვე გაუგზავნა პილატეს. |
11 |
ხოლო ჰეროდე შეურაცხ-ყო იგი და ერმან მისმან, და განკიცხეს იგი და შეჰმოსეს მას
სამოსელი ბრწყინვალე და მიუძღუანეს პილატეს. |
12 |
და იმ დღეს დამეგობრდნენ პილატე და ჰეროდე, ვინაიდან მანამდე ერთმანეთს მტრობდნენ. |
12 |
და იქმნნეს მეგობარ პილატე და ჰეროდე ურთიერთას მას დღესა შინა, რამეთუ პირველ მტერ
იყვნეს იგინი. |
13 |
ხოლო პილატემ მოიწვია მღვდელმთავარნი, მთავარნი და ხალხი |
13 |
ხოლო პილატე მოუწოდა მღდელთ-მოძღუართა მათ და მთავართა და
ერსა მას. |
14 |
და უთხრა მათ: თქვენ მომიყვანეთ ეს კაცი, როგორც ხალხის
წამქეზებელი, და, აჰა, მე თქვენთან ერთად გამოვიძიე, მაგრამ ვერ ვუპოვე ამ
კაცს ვერცერთი დანაშაული, რასაც ბრალად სდებთ. |
14 |
და ჰრქუა მათ: მომგუარეთ მე კაცი ესე, ვითარცა
გარდამაქცეველი ერისაჲ, და მე წინაშე თქუენსა განვიკითხე და არარაჲ ვპოე
ბრალი კაცისა ამის თანა, რასა-იგი შეასმენდით მას. |
15 |
და ვერც ჰეროდემ, ვინაიდან მასთან გავგზავნე; და აჰა,
სიკვდილის ღირსი არაფერი უქნია მას. |
15 |
და არცა ჰეროდე, რამეთუ მიუძღუანე მას, და აჰა არარაჲ
ღირსი სიკუდილისაჲ საქმე არს მის თანა. |
16 |
ამიტომ ჭკუას ვასწავლი და გავუშვებ.
|
16 |
ვსწავლო იგი და განუტევო. |
17 |
რადგან სადღესასწაულოდ უთუოდ უნდა გაეთავისუფლებინათ ერთი
პატიმარი. |
17 |
რამეთუ უნებელად ედებოდა მას განტევებად დღესასწაულსა მას ერთი. |
18 |
მაგრამ მთელი ხალხი აყვირდა: მოგვაშორე ეგ და
გაგვითავისუფლე ბარაბა. |
18 |
ღაღატ-ყვეს ყოველმან მან სიმრავლემან და იტყოდეს: აღიღე
ეგე და მოგჳტევე ჩუენ ბარაბა, |
19 |
ხოლო ეს ბარაბა საპყრობილეში იჯდა ქალაქში მომხდარი
არეულობისა და მკვლელობის გამო. |
19 |
რომელი შფოთისა ყოფასა ქალაქსა შინა და კაცის-კლვისათჳს
შეგდებულ იყო საპყრობილესა. |
20 |
კვლავ აიმაღლა ხმა პილატემ, ვინაიდან იესოს გაშვება
სურდა. |
20 |
კუალად უკუე მოუწოდა მათ პილატე, რამეთუ უნდა განტევებაჲ
იესუჲსი. |
21 |
მაგრამ ისინი ყვიროდნენ: ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი იგი! |
21 |
ხოლო იგინი ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-აცუ, ჯუარს-აცუ
ეგე! |
22 |
პილატემ მესამედაც იკითხა: კი მაგრამ, რა დააშავა?
ვერაფერი ვუპოვე სიკვდილით დასჯის ღირსი. ამიტომ ჭკუას ვასწავლი და
გავუშვებ. |
22 |
ხოლო მან მესამედ ჰრქუა მათ: რაჲ ბოროტი უქმნიეს ამას?
არარაჲ ბრალი სიკუდილისაჲ ვპოე ამის თანა. ვსწავლო ეგე და განუტევო. |
23 |
მაგრამ ისინი ხმამაღლა ყვიროდნენ და დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ჯვარს ეცვათ იგი;
და იმძლავრა მათმა და მღვდელმთავართა ხმამ. |
23 |
ხოლო იგინი ზედა დაესხმოდეს ჴმითა დიდითა და გამოითხოვდეს
მას ჯუარ-ცუმად; და განძლიერდებოდეს ჴმანი მათნი და მღდელთ-მოძღუართანი. |
24 |
და მათი თხოვნისამებრ განსაჯა პილატემ. |
24 |
მაშინ პილატე საჯა თხოვისაებრ მათისა |
25 |
გაუშვა ის, ვინც საპერობილეში იჯდა არეულობისა და
მკვლელობის გამო, ხოლო იესო მისცა მათ ნებას. |
25 |
და მიუტევა მათ ბარაბა, რომელი-იგი შფოთისათჳს და
კაცის-კლვისა შეგდებულ იყო საპყრობილესა, რომელსაცა ითხოვდეს, ხოლო იესუ
მისცა ნებასა მათსა. |
26 |
ის რომ მიჰყავდათ, შეიპყრეს ვინმე სიმონ კირენელი,
მინდვრიდან მომავალი, და აჰკიდეს მას ჯვარი, რათა წამოეღო იესოს
კვალდაკვალ. |
26 |
და ვითარცა წარიყვანეს იგი, შეიპყრეს სიმონ ვინმე
კჳრინელი, მომავალი ველით, და დასდევს მას ზედა ჯუარი იგი, და მიაქუნდა
შემდგომად იესუჲსა. |
27 |
უკან მისდევდა ურიცხვი სიმრავლე ხალხისა და ქალებისა,
რომლებიც ტიროდნენ და გლოვობდნენ მას. |
27 |
და შეუდგა მას სიმარავლე ერისაჲ და დედებისაჲ, რომელნი
ეტყებდეს და სტიროდეს მას. |
28 |
ხოლო იესო შემობრუნდა და უთხრა მათ: იერუსალიმის ასულნო,
მე კი ნუ დამტირით, არამედ დაიტირეთ თქვენი თავი და თქვენი შვილები. |
28 |
მიექცა მათ იესუ და ეტყოდა: ასულნო იერუსალჱმისანო, ნუ
სტირთ ჩემ ზედა, არამედ თავთა თქუენთა სტიროდეთ და შვილთა თქუენთა. |
29 |
რადგან, აჰა, მოვლენ დღენი, როცა იტყვიან: ნეტარ არიან
უნაყოფონი და საშონი, რომელთაც არ უშობიათ, და ძუძუნი, რომელთაც არ
უწოვებიათ. |
29 |
რამეთუ აჰა ესერა მოვლენან დღენი, რომელთა შინა თქუან:
ნეტარ არიან ბერწნი და მუცელნი, რომელთა არა შვნეს, და ძუძუნი, რომელთა არა
განზარდნეს |
30 |
მაშინ ეტყვიან მთებს: თავზე დაგვემხეთ; და ბორცვებს:
დაგვმარხეთ ჩვენ; |
30 |
მაშინ იწყონ სიტყუად მთათა: დამეცენით ჩუენ ზედა! და
ბორცუთა: დამფარენით ჩუენ! |
31 |
რადგან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, რაღას უზამენ ხმელს?
|
31 |
რამეთუ უკუეთუ ნედლსა ხესა ესრეთ უყოფენ, ჴმელსა მას
რაჲ-მე ეყოს? |
32 |
მასთან ერთად სასიკვდილოდ მიჰყავდათ ორი ბოროტმოქმედიც. |
32 |
მაშინ მოჰყვანდეს სხუანიცა ორნი ძჳრის-მოქმედნი მოკლვად
მის თანა. |
33 |
და როცა მიაღწიეს იმ ადგილს, რომელსაც ჰქვია თხემის
ადგილი, ჯვარს აცვეს იქ ისიცა და ბოროტმოქმედნიც, ერთი მის მარჯვნივ და
მეორე - მარცხნივ. |
33 |
და ვითარცა მოჰყვანდეს ადგილისა მას, რომელსა ჰრქჳან
თხემისა ადგილი, და მუნ ჯუარს-აცუეს იგი და ძჳრის-მოქმედნიცა იგი მის თანა,
რომელიმე მარჯუენით და რომელიმე მარცხენით მისა ჯუარს-აცუნეს. |
34 |
ხოლო იესო ამბობდა: მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ
იციან, რას სჩადიან. და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი. |
34 |
ხოლო იესუ იტყოდა: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა
იციან, რასა იქმან. ხოლო გან-რაჲ-იყოფდეს სამოსელსა მისსა, განიგდეს წილი. |
35 |
ხალხი კი იდგა და უყურებდა. მათთან ერთად დასცინოდნენ
წინამძღვრებიც და ამბობდნენ: სხვები იხსნა, და იხსნას ახლა თავისი თავი,
თუკი ქრისტეა, ღმერთის რჩეული. |
35 |
და დგა ერი იგი და ხედვიდა. ხოლო შეურაცხ-ჰყოფდეს მას
მთავარნიცა იგი მათ თანა და იტყოდეს: სხუანი აცხოვნნა, იცხოვნენ თავიცა
თჳსი, უკუეთუ ეგე არს ქრისტე, რჩეული ღმრთისჲ. |
36 |
ასევე დასცინოდნენ მეომრებიც, მიდიოდნენ, ძმარს აწვდიდნენ |
36 |
ემღერდეს მას ერის-კაცნიცა იგი, მოუჴდიან მას და ძმარი
მოართჳან |
37 |
და ეუბნებოდნენ: თუ შენა ხარ იუდეველთა მეფე, იხსენი შენი
თავი. |
37 |
და ეტყჳედ: შენ თუ ხარ მეუფე ჰურიათაჲ, იჴსენ თავი შენი. |
38 |
იქვე იყო ბერძნული, ლათინური და ებრაული ასოებით დაწერილი
წარწერა: ეს არის იუდეველთა მეფე. |
38 |
ხოლო იყო ზედაწერილიცა, რომელი დაწერილ იყო მას ზედა
წიგნითა ბერძულითა და ჰრომაელებრითა და ებრაელებრითა, ვითარმედ: ესე არს
იესუ, მეუფე ჰურიათაჲ. |
39 |
ხოლო ერთი ჯვარცმუღი ბოროტმოქმედი აგინებდა მას და
ამბობდა: თუ შენ ხარ ქრისტე, იხსენი შენი თავი და ჩვენც. |
39 |
ხოლო ერთი იგი დამოკიდებულთაგანი ძჳრის-მოქმედი ჰგმობდა
მას და ეტყოდა: შენ თუ ხარ ქრისტე, იჴსენ თავი შენი და ჩუენცა. |
40 |
მეორე კი რისხავდა და ეუბნებოდა: ღმერთის მაინც არ
გეშინია, რადგანაც მისებრ დასჯილი ხარ? |
40 |
მიუგო ერთმან მან მოყუასმან, შეჰრისხნა მას და ეტყოდა:
არცაღა გეშინის შენ ღმრთისა, რამეთუ მასვე სასჯელსა შინა ხარ? |
41 |
ჩვენზე ახია; რაც დავთესეთ, იმასვე ვიმკით; ხოლო მას
არაფერი ცუდი არ ჩაუდენია. |
41 |
და ჩუენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგუეგების,
ხოლო ამან არარაჲ უჯეროჲ ქმნა. |
42 |
და უთხრა იესოს: მომიხსენე მე, უფალო, როცა მიხვალ შენს
სასუფეველში; |
42 |
და ეტყოდა იესუს: მომიჴსენე მე, უფალო, ოდეს მოხჳდე
სუფევითა შენითა. |
43 |
ხოლო იესომ მიუგო მას: ჭეშმარიტად გეუბნები შენ: დღესვე
ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში. |
43 |
ხოლო იესუ ჰრქუა მას: ამინ გეტყჳ შენ: დღეს ჩემ თანა იყო
სამოთხესა. |
44 |
იყო ასე ექვსი საათი და წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა
მეცხრე საათამდე. |
44 |
და იყო ჟამი მეექუსე, და ბნელი იყო ყოველსა ქუეყანასა
ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. |
45 |
დაბნელდა მზე და შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა. |
45 |
და დაბნელდა მზე, და განიპო კრეტსაბმელი ტაძრისაჲ მის
შორის. |
46 |
მაშინ ხმამაღლა შეღაღადა იესომ და თქვა: მამაო, შენს ხელს
ვაბარებ ჩემს სულს; და ამ სიტყვებით განუტევა სული. |
46 |
და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა იესუ და თქუა: მამაო, ჴელთა შენთა
შევჰვედრებ სულსა ჩემსა. და ესე რაჲ თქუა, განუტევა სული. |
47 |
ხოლო ასისთავმა, რომელმაც დაინახა, რაც მოხდა, ადიდა
ღმერთი და თქვა: ჭეშმარიტად ეს კაცი მართალი იყო. |
47 |
და ვითარცა იხილა ასისთავმან მან საქმე ესე, ადიდებდა
ღმერთსა და იტყოდა: ჭეშმარიტად კაცი ესე მართალი იყო. |
48 |
სეირის საყურებლად მოსული მთელი ხალხი, რომელმაც იხილა
ყველაფერი, რაც მოხდა, მკერდში მჯიღის ცემით ბრუნდებოდა უკან. |
48 |
და ყოველნი მათ თანა მოსრულნი და რომელთა იხილეს ხილვაჲ ესე და საქმენი ესე,
იცემდეს მკერდსა მათსა და წარვიდოდეს. |
49 |
ხოლო ყველა მისი ნაცნობი და ქალები, გალილეიდან რომ
მოჰყვებოდნენ იესოს, მოშორებით იდგნენ და უმზერდნენ ამას. |
49 |
და დგეს ყოველნი მეცნიერნი მისნი შორით; და დედანი,
რომელნი შეუდგეს მას გალილეაჲთ, ხედვიდეს მას. |
50 |
და, აჰა, ერთი კაცი, სახელად იოსები, წარჩინებული
მრჩეველი, კაცი კეთილი და სამართლიანი, |
50 |
და აჰა ესერა კაცი, სახელით იოსებ, მზრახვალი, იყო კაცის
სახიერი და მართალი; |
51 |
რომელიც არ მონაწილეობდა მათ თათბირსა და მათ საქმეში და
თავადაც მოელოდა ღმრთის სასუფეველს, იუდეის
ქალაქ არიმათეის მკვიდრი, |
51 |
ესე არა თანა-შერთულ იყო ზრახვასა მათსა და საქმესა. იყო
იგი არიმათიაჲთ, ქალაქისაგან ჰურიათაჲსა, რომელი-იგიცა მოელოდა სასუფეველსა
ღმრთისასა. |
52 |
მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. |
52 |
ესე მივიდა პილატესა და მოითხოვა გუამი იგი იესუჲსი. |
53 |
ჩამოხსნა იგი, გაახვია ტილოში და დაასვენა კლდეში
გამოკვეთილ სამარხში, სადაც ჯერ კიდევ არავინ დაესვენებინათ. |
53 |
და გარდამოჰჴსნა იგი და შეჰმოსა მას არდაგი და დადვა იგი
საფლავსა გამოკუეთილსა კლდისაგან, სადა არავინ დადებულ იყო. |
54 |
პარასკევი დღე იყო და თენდებოდა შაბათი. |
54 |
და დღე იგი იყო პარასკევი, შაბათად განთენდებოდა. |
55 |
უკან მიჰყვნენ გალილეიდან იესოსთან ერთად მოსული ქალებიც
და იხილეს სამარხიცა და ისიც, თუ როგორ დაიდო მისი გვამი. |
55 |
შეუდგეს მას დედანიცა, რომელნი მის თანა მოსრულ იყვნეს
გალილეაჲთ, და იხილეს საფლავი და ვითარ დასდებდეს გუმასა მისსა. |
56 |
ხოლო შემდეგ დაბრუნდნენ, მოამზადეს სურნელოვანი საკმეველი
და ნელსაცხებელი და, მცნებისამებრ, უქმად იყვნენ შაბათს. |
56 |
და წარვიდეს და მოჰმზადეს საკუმეველი სულნელი და
ნელსაცხებელი და შაბათი იგი და-ღა-იდუმეს მცნებისა მისთჳს. |