1 |
ხოლო კვირის პირველ დღეს გამზადებული სურნელებით დილაუთენია მივიდნენ სამარხთან.
|
1 |
ხოლო ერთსა მას შაბათსა, ცისკარსა მსთუად მოვიდეს საფლავსა მას და მოაქუნდა,
რაჲ-იგი მოემზადა სულნელი და ნელსაცხებელი, და სხუანი ვინმე მათ თანა. |
2 |
მაგრამ ლოდი სამარხიდან გადაგორებული დახვდათ. |
2 |
და პოვეს ლოდი იგი გარდაგორვებული საფლავისა მისგან. |
3 |
და შიგ შესვლისას ვეღარ ნახეს უფალი იესოს გვამი. |
3 |
და შე-რაჲ-ვიდეს შინა, არა პოვეს გუამი იგი უფლისა
იესუჲსი. |
4 |
ამის გამო საგონებელში ჩავარდნილთ, აჰა, წარმოუდგათ
მოელვარე სამოსით მოსილი ორი კაცი. |
4 |
და იყო განზრახვასა მას მათსა ამისთჳს, და აჰა ესერა ორ
კაც ზედა მოადგეს მათ სამოსლითა ელვარითა. |
5 |
რაკი ისინი შეშინებულნი იყვნენ და თავჩაქინდრულნი
ჩაშტერებოდნენ მიწას, უთხრეს მათ: რად ეძებთ ცოცხალს მკვდრებში? |
5 |
და ვითარ შეშინებულ იყვნეს იგინი და დაედრიკნეს პირნი
მათნი ქუეყანად, ჰრქუეს მათ: რაჲსა ეძიებთ ცხოველსა მას მკუდართა თანა? |
6 |
აქ აღარ არის, არამედ აღდგა; გაიხსენეთ, რას გეუბნებოდათ,
როცა ჯერ კიდევ გალილეაში იყო: |
6 |
არა არს აქა, არამედ აღდგა. მოიჴსენეთ, ვითარ-იგი გეტყოდა
თქუენ, ვიდრე იყოღა იგი გალილეას, |
7 |
რომ ძე კაცისა უნდა მიეცეს ცოდვილ კაცთა ხელში, ჯვარს
ეცვას, და მესამე დღეს აღდგეს. |
7 |
და თქუა, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისა მიცემად ჴელთა
კაცთა ცოდვილთასა და ჯუარ-ცუმად და მესამესა დღესა აღდგომად. |
8 |
და გაახსენდათ მისი სიტყვები. |
8 |
და მოეჴსენნეს სიტყუანი მისნი. |
9 |
გამობრუნდნენ სამარხიდან და აუწყეს ყოველივე ეს თერთმეტსა
და სხვა დანარჩენთაც. |
9 |
და მიიქცეს საფლავით და უთხრეს ესე ყოველი ათერთმეტთა მათ და სხუათა ყოველთა. |
10 |
ესენი იყვნენ მარიამ მაგდალელი, იოანა, მარიამი, იაკობის დედა, და სხვები მათთან
ერთად, მოციქულებს რომ აუწყეს ეს. |
10 |
ხოლო იყვნეს მაგდალენელი მარიამ და იოანნა და მარიამ იაკობისი და სხუანი მათ თანა,
რომელნი უთხრობდეს მოციქულთა ამას. |
11 |
მაგრამ ფუჭად მოეჩვენათ ეს სიტყვები და არ ერწმუნენ მათ. |
11 |
და უჩნდეს სიტყუანი მათნი, ვითარცა სიჩქურისანი, მათ წინაშე და არა ჰრწმენა მათი. |
12 |
ხოლო პეტრე ადგა, სამარხს მიაშურა და როცა დაიხარა, დაყრილი ტილოების მეტი ვერაფერი
ნახა; და წამოვიდა განცვიფრებული იმის გამო, რაც მოხდა. |
12 |
ხოლო პეტრე აღდგა და მირბიოდა საფლავად და შთაჰხედნა საფლავსა მას და იხილნა ტილონი
იგი ხოლო მდებარენი და წარვიდა თჳსაგან და დაუკჳრდა საქმე ესე. |
13 |
იმავე დღეს ორი მათგანი მიდიოდა იერუსალიმიდან სამოცი უტევანით დაშორებულ დაბაში,
რომელსაც ჰქვია ემაუსი; |
13 |
და აჰა ორნი მათგანნი მოვიდოდეს მასვე დღესა შინა დაბასა,
რომელი შორავს იერუსალჱმსა სამეოც უტევან, რომლისა სახელი ემმაოს. |
14 |
და ერთმანეთს ესაუბრებოდნენ ყოველივე ამის გამო. |
14 |
და ესენი ზრახვიდეს ურთიერთას ყოვლისა ამისთჳს, რომელი
იქმნა. |
15 |
ამ საუბარსა და მსჯელობაში მიუახლოვდათ თვითონ იესო და
დაემგზავრა მათ. |
15 |
და იყო ზრახვასა მას მათსა და გამოძიბასა, და თავადი იესუ
მიეახლა მათ და თანა-უვიდოდა. |
16 |
მაგრამ მათ თვალები დასდგომოდათ, ასე რომ, ვერ იცნეს იგი. |
16 |
ხოლო თუალნი მათნი შეპყრობილ იყვნეს, რაჲთა ვერ იცნან იგი. |
17 |
და უთხრა მათ: რას ეუბნებით ერთმანეთს გზაში, ან რატომა
ხართ ასე მწუხარნი? |
17 |
და ჰრქუა მათ: რაჲ არიან სიტყუანი ესე, რომელთა იცილობით
ურთიერთას სლვასა შინა და ხართ თქუენ მწუხარე? |
18 |
ერთმა მათგანმა, სახელად კლეოპამ, მიუგო და უთხრა: ნუთუ
შენა ხარ ერთადერთი უცხო იერუსალიმში და არ იცი, ამ დღეებში რა მოხდა იქ? |
18 |
მიუგო ერთმან მათგანმან, რომლისა სახელი კლეოპა, და ჰრქუა
მას: შენ ხოლო მწირ ხარ იერუსალჱმს და არა სცანა, რაჲ-ესე იქმნა მას შინა
ამათ დღეთა? |
19 |
და ჰკითხა მათ: მაინც რა? ხოლო მათ მიუგეს: რა და, იესო
ნაზარეველს, რომელიც იყო კაცი წინასწარმეტყველი, ღმრთისა და მთელი ხალხის
წინაშე სიტყვითაც და საქმითაც მძლავრი, - |
19 |
და მან ჰრქუა მათ: რომელი? ხოლო მათ ჰრქუეს: იესუჲსთვს
ნაზარეველისა, რომელი იყო კაცი წინაწარმეტყუელი, ძლიერი საქმითა და სიტჳთა,
მისითა წინაშე ღმრთისა და ყოვლისა ერისა; |
20 |
სიკვდილი მიუსაჯეს ჩვენმა მღვდელმთავრებმა და
წინამძღვრებმა და ჯვარს აცვეს იგი. |
20 |
ვითარ-იგი მისცეს მღდელთ-მოძღუართა და მთავართა ჩუენთა
სასჯელსა სიკუდილისასა და ჯუარს-აცუეს იგი. |
21 |
ჩვენ კი იმედი გვქონდა, რომ სწორედ ის იყო, ვისაც უნდა
ეხსნა ისრაელი: მაგრამ, აი, უკვე მესამე დღეა, რაც ეს ამბავი მოხდა. |
21 |
ხოლო ჩუენ ვესავთ, ვითარმედ იგი არს, რომელმან იჴსნეს
ისრაელი; და ამას ყოველსა თანა ესე მესამე დღე არს, ვინაჲთგან ესე იქმნა. |
22 |
თუმცა ჩვენი ქალებიდან ზოგიერთმაც განგვაცვიფრა:
დილაუთენია მივიდნენ სამარხთან |
22 |
არამედ დედათაცა ვიეთმე ჩუენთაგანთა დამაკჳრვნეს ჩუენ,
ვითარ-იგი მივიდეს ცისკარსა საფლავსა მას |
23 |
და ვერ იპოვეს მისი გვამი. მოვიდნენ და გვითხრეს, რომ უხილავთ ანგელოზები,
რომლებსაც უთქვამთ, ცოცხალიაო. |
23 |
და არა პოვეს გუამი მისი. მოვიდეს და თქუეს, ვითარმედ
ხილვაჲცა ანგელოზთაჲ იხილეს, რომელთა ჰრქუეს მათ, ვითარმედ: ცხოველ არს
იგი. |
24 |
ზოგიერთი ჩვენგანიც მივიდა სამარხთან და ყველაფერი ისე
დახვდათ, როგორც ქალებმა თქვეს. თვითონ კი ვერ იხილეს იგი. |
24 |
და მი-ვინმე-ვიდეს ჩუენგანნიცა საფლავად და პოვეს ეგრე,
ვითარცა დედათა მათ თქუეს, ხოლო იგი თავადი ვერ იხილეს. |
25 |
იესომ უთხრა მათ: ეჰა, უგუნურნო და გულმძიმენო რწმენისა
და ყოველივე იმის მიმართ, რასაც ამბობდნენ წინასწარმეტყველნი! |
25 |
ხოლო მან ჰრქუა მათ: ჵ უცნობელნო და მძიმენო გულითა
სარწმუნოებისათჳს ყოველსა ზედა, რომელსა იტყოდეს წინაწარმეტყუელნი! |
26 |
განა ასე არ უნდა ვნებულიყო ქრისტე და შესულიყო თავის
დიდებაში? |
26 |
ანუ არა ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და შესლვად
დიდებასა თჳსსა? |
27 |
მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან მოყოლებული უხსნიდა
მათ, რაც ითქვა მასზე ყველა წერილში. |
27 |
და იწყო მოსესითაგან და წინაწარმეტყუელთა და
გამოუთარგმანებდა მათ ყოველთაგან წიგნთა მისთჳს. |
28 |
მიუახლოვდნენ იმ სოფელს, სადაც მიდიოდნენ, ხოლო მან ისე
დაიჭირა თავი, თითქოს უფრო შორი გზა ედო. |
28 |
და მიეახლნეს დაბასა მას, ვიდრეცა ვიდოდეს, ხოლო თავადმან
მიზეზ-ყო უშორესადრე წარსლვაჲ. |
29 |
ისინი კი არ უშვებდნენ და ეუბნებოდნენ: დარჩი ჩვენთან,
ვინაიდან უკვე ბინდდება და იწურება დღე. ისიც შევიდა, რომ მათთან
დარჩენილიყო. |
29 |
ხოლო იგინი აიძულებდეს მას და ეტყოდეს: დაადგერ ჩუენ
თანა, რამეთუ მწუხრ არს, და მიდრეკილ არა დღე. და შევიდა დადგომად მათ
თანა. |
30 |
ხოლო როცა ინახად დასხდნენ, აიღო პური, აკურთხა, გატეხა
და მისცა მათ. |
30 |
და იყო ინაჴით-ჯდომას მას მისსა მათ თანა მოიღო პური, აკურთხა და განტეხა და
მისცემად მათ. |
31 |
მაშინღა აეხილათ თვალი და იცნეს იგი, მაგრამ მყისვე უჩინარი შეიქნა მათთვის.
|
31 |
ხოლო მათ თუალნი მათნი განეხუნეს და იცნეს იგი. და თავადი
მიეფარა მათგან. |
32 |
და უთხრეს ერთმანეთს: განა არ გვიხურდა მკერდში გული,
როცა გვესაუბრებოდა და წერილს გვიხსნიდა გზაში? |
32 |
და იგინი იტყოდეს ურთიერთას: ანუ არა გულნი ჩუენნი
განჴურვებულ იყვნეს ჩუენ შორის, ვითარ-იგი მეტყოდა ჩუენ გზასა ზედა და
ვითარ-იგი გამომითარგმანებდა ჩუენ წიგნთა? |
33 |
მაშინვე ადგნენ და იერუსალიმში გამობრუნდნენ, სადაც
შეკრებილნი ჰპოვეს თერთმეტნი და მათთან მყოფნი, |
33 |
და აღდგეს მასვე ჟამსა შინა და მოიქცეს იერუსალჱმდ და
პოვნეს კრებულად ათერთმეტნი იგი და სხუანი მათთანანი, |
34 |
რომელნიც ამბობდნენ, რომ ჭეშმარიტად აღდგა უფალი და
ეჩვენა სიმონს. |
34 |
იტყოდეს რაჲ, ვითარმედ: ნანდჳლვე აღდგა უფალი და ეჩუენა
სიმონს. |
35 |
მათაც უამბეს, რა შეემთხვათ გზაში და როგორ იცნეს იგი
პურის გატეხისას. |
35 |
და იგინი უთხრობდეს გზისასა მას და ვითარ იგი გამოეცხადა
მათ განტეხასა მას პურისასა. |
36 |
ამას რომ ამბობდნენ, თვითონ იესო ჩადგა მათ შორის და
უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა. |
36 |
და ვითარ იგინი ამას იტყოდეს ოდენ, და თავადი იესუ დადგა
შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! |
37 |
ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა
ვხედავთო. |
37 |
ხოლო იგინი შეძრწუნდეს და შეეშინა, ეგონა, ვითარმედ სული
რაჲმე იხილეს. |
38 |
მაგრამ იესომ უთხრა მათ: რას ძრწიხართ; ან რა აზრები
აღიძვრიან თქვენს გულში? |
38 |
და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეძრწუნებულ ხართ, და
რაჲსათჳს გულის-სიტყუანი მრავალნი მოვლენან გულთა თქუენთა? |
39 |
შეხედეთ ჩემს ხელებსა და ჩემს ფეხებს: ეს მე ვარ თვითონ;
შემეხეთ და დარწმუნდებით, რადგან სულს არც ხორცი აქვს და არც ძვლები, მე კი
როგორც ხედავთ, მაქვს. |
39 |
იხილენით ჴელნი ჩემნი და ფერჴნი, რამეთუ თავადი მე ვარ;
ჴელი შემახეთ მე და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ,
ვითარცა-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ. |
40 |
ესეცა თქვა, და ხელ-ფეხი უჩვენა მათ. |
40 |
და ესე რაჲ თქუა, უჩუენნა მათ ჴელნი და ფერჴნი მისნი. |
41 |
მაგრამ რაკი სიხარულისაგან ვერ დაეჯერებინათ და
განცვიფრებულნი იყვნენ, უთხრა მათ: საჭმელი თუ გაქვთ აქ? |
41 |
და ვიდრე-იგი არღა ჰრწმენა მათ სიხარულისა მისგან და საკჳრველებისა, ჰრქუა მათ
იესუ: გაქუს რაჲ აქა ჭამადი? |
42 |
და მისცეს მას შემწვარი თევზის ნაჭერი და ფიჭის თაფლი. |
42 |
ხოლო მათ მიუპყრეს მას თევზისა მწურისა ნახევარი და
თაფლისაგან გოლი. |
43 |
მანაც აიღო და შეჭამა მათ თვალწინ. |
43 |
და ჭამა წინაშე მათსა და მოიღო ნეშტი იგი და მისცა მათ |
44 |
და უთხრა მათ: აი, სიტყვები, რომელთაც ჯერ კიდევ თქვენთან მყოფი გეუბნებოდით: რომ
უნდა აღსრულდეს ყველაფერი, რაც დაწერილია ჩემზე მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველთა
მიერ და ფსალმუნებში. |
44 |
და ჰრქუა: ესე იგი სიტყუანი არიან, რომელთა გეტყოდე
თქუენ, ვიდრე-იგი ვიყავღა თქუენ თანა, ვითარმედ: ჯერ-არს აღსრულებად ყოველი
წერილი სჯულსა მოსესსა და წინაწარმეტყუელთასა და ფსალმუნთა ჩემთჳს. |
45 |
მაშინ გაუხსნა მათ გონება, რათა შეეცნოთ წერილი. |
45 |
მაშინ განუხუნა გონებანი მათნი გულისჴმის-ყოფად წიგნთა. |
46 |
და უთხრა მათ: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე,
მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით, |
46 |
და ჰრქუა მათ, რამეთუ: ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და
აღდგომად მკუდრეთით მესამესა დღესა. |
47 |
და ქადაგებულიყო მისი სახელით სინანული ცოდვათა
მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული. |
47 |
და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევებაჲ
ცოდვათაჲ ყოველთა მიმართ წარმართთა, იწყეთ იერუსალჱმით, |
48 |
ხოლო თქვენა ხართ ყოველივე ამის მოწმენი. |
48 |
რამეთუ თქუენ ხართ მოწამე ამის ყოვლისა. |
49 |
და აჰა, მე მოგივლენთ მამის ჩემის აღთქმას, ხოლო თქვენ
დარჩით ქალაქში, ვიდრე არ შეიმოსავთ ძალას მაღლით. |
49 |
და აჰა ესერა მე მოგივლინო თქუენ აღთქუმაჲ იგი მამისა
ჩემისაჲ. ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალჱმსა, ვიდრემდე
შეიმოსოთ ძალი მაღლით. |
50 |
და გაიყვანა ისინი ბეთანიამდე, აღაპყრო ხელნი და აკურთხა
ისინი. |
50 |
და განიყვანნა იგინი გარე ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა
ჴელნი თჳსნი და აკურთხნა იგინი. |
51 |
კურთხევისას დასცილდა მათ და ამაღლდა ზეცად. |
51 |
და იყო კურთხევასა მას იესუჲსსა მათა მიმართ განეშორა
მათგან და აღვიდოდა ზეცად. |
52 |
ხოლო მათ თაყვანი სცეს და დიდი სიხარულით დაბრუნდნენ
იერუსალიმს. |
52 |
და იგინი თაყუანის-სცემდეს მას და მოიქცეს იერუსალჱმდ
სიხარულითა დიდითა. |
53 |
და იყვნენ მუდამ ტაძარში, ღმრთის მადიდებელნი და
მაკურთხეველნი. ამინ. |
53 |
და იყოფვოდეს ტაძარსა მას შინა მარადის, აქებდეს და
აკურთხევდეს ღმერთსა. ამინ. |