
| 
|
ლუკას სახარება
თავი მესამე
ახალი ქართულით |
ძველი ქართულით |
1 |
ტიბერიუს კეისრის მმართველობის მეთხუთმეტე წელს, როცა პონტიუს პილატე იუდეის
მთავარი იყო, ჰეროდე - გალილეის მეოთხედმთავარი, ფილიპე, მისი ძმა, - ატურეისა და
ტრაქონიის მხარის მეოთხედმთავარი, ხოლო ლისანია - აბილენეს მეოთხედმთავარი; |
1 |
წელსა მეათხუთმეტესა ტიბერის კეისრისასა, მთავრობასა პონტიელისა პალატესსა
ჰურიასტანს, და მეოთხედ მთავრობასა გალილეას ჰეროდესსა, ხოლო ფილიპეს, ძმისა მისისა
მეოთხედ მთავრობასა იტურეას და ტრაქონელთა სოფელსა, და ლჳსანისსა, მეოთხედ
მთავრობასა აბილინესა, |
2 |
ანნასა და კაიაფას მღვდელმთავრობისას გაისმა სიტყვა
ღმრთისა იოანეს, ზაქარიას ძის მიმართ, უდაბნოში. |
2 |
მღდელთ-მოძღურებასა ანნაჲსსა და კაიაფაჲსსა იყო სიტყუაჲ
უფლისაჲ იოვანეს მიმართ, ძისა ზაქარიაჲსა, უდაბნოს. |
3 |
დადიოდა იგი იორდანეს მთელ შემოგარენში და ქადაგებდა
ნათლის ღებას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად. |
3 |
და მოჰვლიდა ყოველსა მას გარემო სოფლებსა იორდანისასა და
ქადაგებდა ნათლის-ცემასა სინანულისასა მისატევებელად ცოდვათა. |
4 |
როგორც დაწერილია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა
წიგნში: ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, გაასწორეთ მისი
ბილიკნი. |
4 |
ვითარცა წერილ არს წიგნსა მას სიტყუათა ესაია
წინაწარმეტყუელისათა და იტყჳს: ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა: განჰმზადენით
გზანი უფლისანი და წრფელ ყვენით ალაგნი მისნი. |
5 |
ყოველი ხევი ამოივსება და ყოველი მთა და ბორცვი
დამდაბლდება; მრუდე გასწორდება და ფლატე გავაკდება. |
5 |
ყოველი ჴევნები აღმოივსოს, და ყოველნი მთანი და ბორცუნი
დამდაბლდენ; და იყოს გულარძნილი იგი მართალ, და ფიცხელი იგი გზად წრფელად. |
6 |
და ყოველი ხორცი იხილავს მხსნელობას ღმრთისას. |
6 |
და იხილოს ყოველმან ჴორციელმან მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ. |
7 |
და ეუბნებოდა მის მიმართ ნათლის ღებად მიმავალ ხალხს:
იქედნეს ნაშიერნო, ვინ გასწავლათ, გაექეცითო მომავალ რისხვას? |
7 |
და ეტყოდა განმავალსა მას მისა ერსა ნათლის-ღებად მისგან:
ნაშობნო იქედნეთანო, ვინ გიჩუენა თქუენ სივლტოლაჲ მერმისა მისგან რისხვისა? |
8 |
მაშ, გამოიღეთ ნაყოფი ღირსი სინანულისა: და ნუ ეტყვით
თქვენსავე თავს: მამად გვივისო აბრაამი; რადგანაც გეუბნებით თქვენ: ღმერთს
ხელეწიფება თვით ამ ქვათაგანაც აღუდგინოს ძენი აბრაამს. |
8 |
ყავთ უკუე აწ ნაყოფი ღირსი სინანულისაჲ და ნუ ჰგონებთ და
იტყჳთ გულთა თქუენთა: მამაჲ გჳვის ჩუენ აბრაჰამი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ
ძალ-უც ღმერთსა აღდგინებად ქვათა ამათგან ნაშობად აბრაჰამისა. |
9 |
ვინაიდან აწ უკვე ცული ხეების ფესვთან დევს. ყოველი ხე,
რომელიც არ გამოიღებს კეთილ ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა. |
9 |
რამეთუ აწვე ცული ძირთა თანა ხეთასა ძეს; ყოველმან ხემან რომელმან არა გამოიღოს
ნაყოფი კეთილი, მოეკუეთოს და ცეცხლსა დაედვას. |
10 |
ეკითხებოდა ხალხი: მაშ, რაღა ვქნათო? |
10 |
და ჰკითხვიდეს მას ერი იგი და ეტყოდეს: და რაჲ-მე უკუე ვყოთ? |
11 |
მიუგო და უთხრა მათ: ვისაც ორი ხელი სამოსი აქვს, მისცეს არმქონეს: და ვისაც
საჭმელი აქვს, ასევე მოიქცეს. |
11 |
მიუგო და ჰრქუა მათ: რომელსა აქუნდეს ორი სამოსელი, მიეცინ, რომელსა არა აქუნდეს,
და საზრდელიცა ეგრეთვე მსგავსად ყავნ. |
12 |
მოვიდნენ მებაჟენიც ნათლის ღებად და უთხრეს მას:
მოძღვარო, ჩვენ რაღა ვქნათ? |
12 |
მოვიდეს მისა მეზუერენიცა ნათლის-ღებად და ჰრქუეს მას: მოძღუარ, ჩუენ რაჲ-მე ვყოთ? |
13 |
მიუგო მათ: ნურაფერს აიღებთ თქვენთვის დაწესებულზე მეტს. |
13 |
ხოლო მან ჰრქუა მათ: ნურარას უფროჲს განწესებულისა
თქუენისა იქმთ. |
14 |
მეომრებმაც ჰკითხეს: ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ:
ნურავის შეურაცხყოფთ, ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას. |
14 |
ჰკითხვიდეს მას მჴედრად განწესებულნიცა იგი და ეტყოდეს:
და ჩუენ რაჲ-მე ვყოთ? და მან ჰრქუა მათ: ნუვის აჭირვებთ, ნუცა ცილსა
შესწამებთ და კმა გეყავნ როჭიკი თქუენი. |
15 |
ხოლო როცა ხალხი მოლოდინში იყო და გულში ყველა ამას
ფიქრობდა იოანეზე, ქრისტე ხომ არ არისო, |
15 |
და ვითარცა მოელოდა ერი იგი, და განიზრახვიდეს ყოველნი გულთა მათთა იოვანესთჳს,
ნუუკუე იგი არს ქრისტე, |
16 |
მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე უძლიერესი, და
მე იმის ღირსიც არა ვარ, რომ შევხსნა მისი ხამლის საკვრელი; და ის მოგნათლავთ სულით
წმიდითა და ცეცხლით. |
16 |
მიუგო ყოველთა იოვანე და ეტყოდა: მე ნათელ-გცემ თქუენ წყლითა, ხოლო მოვალს
უძლიერესი ჩემსა, რომლისა არა ვარ ღირს ჴამლთა მისთა ტჳრთვად; მან ნათელ-გცეს თქუენ
სულითა წმიდითა და ცეცხლითა. |
17 |
მას ხელთ უპყრია თვისი არნადი და გაწმენდს თავის კალოს,
და შეინახავს ხორბალს ბეღელში, ხოლო ბზეს მისცემს უშრეტ ცეცხლს. |
17 |
რომლისა ნიჩაბი ჴელთა შინა მისთა, განწმიდოს კალოჲ თჳსი
და შეკრიბოს იფქლი საუნჯესა თჳსსა, ხოლო ბზე დაწუას ცეცხლითა უშრეტითა. |
18 |
ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს. |
18 |
და ფრიად სხუასაცა მრავალსა ჰლოცვიდა და ახარებდა ერსა
მას. |
19 |
ხოლო ჰეროდემ, მეოთხედმთავარმა, რომელსაც ამხილებდა იოანე
ჰეროდიადას, მისი ძმის, ფილიპეს ცოლისა და ყველა იმ ბოროტების გამო, რაც
ჩაედინა, |
19 |
ხოლო ჰეროდე, ოთხთა სამთავროთა მთავარმან, რამეთუ
ამხილებდა მას ჰეროდიაჲსთჳს, ცოლისა ფილიპეს, ძმისა მისისა, და ყოვლისა
მისთჳს, რომელი ქმნა ბოროტი ჰეროდე. |
20 |
ყველაფერს ისიც მიუმატა, რომ საპყრობილეში ჩააგდო იოანე. |
20 |
შესძინა ესეცა მას ყოვლისა ზედა და შეაყენა იოვანე საპყრობილესა. |
21 |
როცა ნათელს იღებდა მთელი ხალხი და იესო, ნათელღებული,
ლოცულობდა. |
21 |
და იყო ნათლის-ღებასა მას ყოვლისა ერისასა იესუცა
ნათელ-იღო და ილოცვიდა; და განეხუნეს ცანი, |
22 |
გაიხსნენ ცანი, და სული წმიდა ხორციელი სახით გადმოვიდა
მასზე, როგორც მტრედი, და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: შენა ხარ ძე
ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე. |
22 |
და გარდამოჴდა სული წმიდაჲ ჴორციელითა ხილვითა, ვითარცა
ტრედი, მის ზედა; და ჴმაჲ იყო ზეცით და თქუა: შენ ხარ ძე ჩემი საყუარელი,
შენ სათნო-გიყავ. |
23 |
ხოლო იესო ამ დროისათვის იყო ოცდაათი წლისა, და იყო, როგორც ეგონათ, ძე იოსებისა,
ელისა,
|
23 |
და თავადსა იესუს ეწყო ოდენ ყოფად მეოცდაათესა წელსა,
რომელი საგონებელ იყო ძედ იოსებისა, ელისა, |
24 |
მატთატისა, ლევისა, მელქისა, იანაისა, იოსებისა, |
24 |
მატათანისა, ლევისა, მელქისა, იანესა, იოსებისა, |
25 |
მატათიასი, ამოსისა, ნაუმისა, ესლისა, ნაგესი, |
25 |
მატათისა, ამოსისა, ნაომისა, ესლისა, ნაგესა, |
26 |
მაათისა, მატათიასი, სემეისა, იოსებისა, იუდასი, |
26 |
მაათისა, მატათისა, სემისა, იოსებისა, იუდაჲსა, |
27 |
იოანასი, რესასი, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა, |
27 |
იონანისა, რესაჲსა, ზორობაბელისა, სალათიელისა, ნერისა, |
28 |
მელქისა, ადისა, კოსამისა, ელმოდამისა, ერისა, |
28 |
მელქისა, ადდისა, კოსამისა, ელმოდადისა, ერისა, |
29 |
იოსესი, ელიეზერისა, იორეიმისა, მატთატასი, ლევისა, |
29 |
იოსისა, ელიეზერისა, იორამისა, მატტათისა, ლევისა, |
30 |
სიმეონისა, იუდასი, იოსებისა, იონანისა, ელიაკეიმისა, |
30 |
სჳმეონისა, იუდაჲსა, იოსებისა, იონანისა, ელიაკიმისა, |
31 |
მელეასი, მაინანისა, მატათასი, ნათანისა, დავითისა, |
31 |
მელეაჲსა, მაჲნანისა, მატათანისა, ნათანისა, დავითისა, |
32 |
იესესი, იობედისა, ბოოსასა, სალმონისა, ნაასონისა, |
32 |
იესესა, იობედისა, ბოოსისა, სალმუნისა, ნაასონისა, |
33 |
ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარესისა, იუდასი, |
33 |
ამინადაბისა, არამისა, ესრომისა, ფარეზისა, იუდაჲსა, |
34 |
იაკობისა, ისააკისა, აბრაამისა, თარასი, ნაქორისა, |
34 |
იაკობისა, ისაკისა, აბრაჰამისა, თარაჲსა, ნაქორისა, |
35 |
სარუქისა, რაგავისა, ფალეკისა, ებერისა, სალასი, |
35 |
სერუქისა, რაგავისა, ფალეგისა, ებერისა, სალაჲსა, |
36 |
კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესი, ლამექისა, |
36 |
კაინანისა, არფაქსადისა, სემისა, ნოესა, ლამექისა, |
37 |
მათუსალასი, ენოქისა, იარედისა, მადელეილისა, კაინანისა, |
37 |
მათუსალაჲსა, ენუქისა, იარედისა, მალელეილისა, კაინანისა, |
38 |
ენოსისა, სეთისა, ადამისა, ღმრთისა. |
38 |
ენოსისა, სეითისა, ადამისა და ღმრთისა. |
|
|

|
|