1 |
სულით წმიდით აღვსილი იესო გამობრუნდა იორდანედან, და სულის მიერ გაყვანილ იქნა
უდაბნოში.
|
1 |
ხოლო იესუ, სავსე სულითა წმიდითა მოიქცა იორდანით, და მოჰყვანდა სულსა უდაბნოდ. |
2 |
ორმოცი დღის განმავლობაში გამოიცდებოდა ეშმაკის მიერ და
არაფერი უჭამია იმ დღეებში; ხოლო მათი გასრულების შემდეგ მოშივდა. |
2 |
და ორმეოც დღე გამოიცადებოდა ეშმაკისაგან და არარაჲ ჭამა
მათ დღეთა შინა. და აღ-რაჲ-ესრულნეს დღენი იგი, შეემშია. |
3 |
და უთხრა მას ეშმაკმა: თუ ძე ხარ ღმრთისა, უთხარი ამ
ქვას, რომ პურად იქცეს. |
3 |
და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, არქუ
ქვათა ამათ, რაჲთა იქმნენ პურ. |
4 |
ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: არა მხოლოდ პურით
იცოცხლებს კაცი, არამედ ღმერთის ყოველი სიტყვით. |
4 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: წერილ არს: არა პურითა ხოლო
ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა ღმრთისაჲთა. |
5 |
აიყვანა იგი ეშმაკმა მაღალ მთაზე და უჩვენა სამყაროს
ყველა სამეფო დროის ერთ წამში. |
5 |
და აღიყვანა იგი მთასა მაღალსა და უჩუენნა მას ყოველნი
სუფევანი სოფლისანი გამოხატვითა ჟამთაჲთა. |
6 |
და უთხრა მას ეშმაკმა: მოგცემ შენ ყოველივე ამის
ხელმწიფებას და დიდებას, ვინაიდან მე მაქვს მოცემული, და ვისაც მინდა, მას
მივცემ. |
6 |
და ჰრქუა მას ეშმაკმან მან: შენ მიგცე ამის ყოვლისა
ჴელმწიფებაჲ და დიდებაჲ მათი, რამეთუ ჩემდა მოცემულ არს, და რომლისა
მინდეს, მივსცე იგი; |
7 |
თუ დაემხობი და თაყვანს მცემ მე, ყოველივე ეს შენი
იქნება. |
7 |
უკუეთუ შენ თაყუანის-მცე ჩემ წინაშე, იყოს შენდა ესე
ყოველი. |
8 |
მიუგო იესომ და უთხრა მას: გამშორდი, სატანა, რადგანაც
დაწერილია: უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე. |
8 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: წარვედ მართლუკუნ ჩემგან,
ეშმაკო; წერილ არს: უფალსა ღმერთსა შენსა თაყუანის-სცე და მას მხოლოსა
ჰმსახურებდე. |
9 |
მიიყვანა იერუსალიმში, დააყენა ტაძრის ქიმზე და უთხრა: თუ
ძე ხარ ღმრთისა, გადავარდი აქედან, |
9 |
და მოიყვანა იგი იერუსალჱმდ და დაადგინა იგი ფრთესა მას ზედა მის ტაძრისასა და
ჰრქუა მას: უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდაიგდე თავი შენი ამიერ ქუეყანად, |
10 |
ვინაიდან დაწერილია: თავისი ანგელთზებისათვის უბრძანებია შენი დაცვა, |
10 |
რამეთუ წერილ არს, ვითარმედ: ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთჳს დაცვად შენდა. |
11 |
და აგიტაცებენ ხელში, რათა არსად წამოჰკრა ქვას ფეხი შენი. |
11 |
ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი. |
12 |
მიუგო იესომ და უთხრა მას: ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი. |
12 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მას, რამეთუ: თქმულ არს: არა განსცადო უფალი ღმერთი შენი. |
13 |
ყველა გამოცდა რომ დაამთავრა, ეშმაკი დრომდე გაშორდა მას. |
13 |
და აღასრულნა ყოველნი განსაცდელნი ეშმაკმან მან და
განეშორა მას ვიდრე ჟამადმდე. |
14 |
დაბრუნდა იესო სულის ძალით გალილეაში; და მოედო მისი
ამბავი მთელს არე-მარეს. |
14 |
და მოიქცა იესუ ძალითა სულისა წმიდისაჲთა გალილეად; და
ჰამბავი განჴდა მისთჳს ყოველსა მას გარემო სოფლებსა. |
15 |
და ასწავლიდა მათს სინაგოგებში, განდიდებული ყველას მიერ. |
15 |
და იგი თავადი ასწავებდა შესაკრებელთა მათთა და იდიდებოდა
ყოველთაგან. |
16 |
მივიდა ნაზარეთს, სადაც აღზრდილიყო, და როგორც სჩვეოდა, შაბათ დღეს შევიდა მათს
სინაგოგაში და წასაკითხად დადგა. |
16 |
და მოვიდა ნაზარეთად, სადაცა აღზრდილ იყო, და შევიდა, ვითარცა ჩუეულ იყო იგი, დღესა
შაბათსა შესაკრებელსა მათსა, და მოსცეს მას წიგნი ესაია წინაწარმეტყუელისაჲ. |
17 |
მიაწოდეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნი: გადაშალა წიგნი
და იპოვა ადგილი. სადაც ეწერა: |
17 |
და აღდგა კითხვად და განყო წიგნი იგი და პოვა ადგილი,
რომელსა წერილ იყო: |
18 |
სული უფლისა ჩემზე, რომლისთვისაც მცხო და მომავლინა
გლახაკთა მახარებლად და გულით შემუსვრილთა მკურნალად, |
18 |
სული უფლისაჲ ჩემ ზედა, რომლისათჳს მცხო მე მახარებელად
გლახაკთა, მომავლინა მე განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა
განტევებისა და ბრმათა ახილვად, განვლინებად მომსრვალთა განტევებითა, |
19 |
ტყვეთათვის განთავისუფლების მაუწყებლად, ბრმათა თვალის
ამხელად, ტანჯულთა განსატევებლად და უფლის კეთილსასურველი წლის
მქადაგებლად. |
19 |
და ქადაგებად წელიწადი უფლისაჲ შეწყნარებული. |
20 |
დახურა წიგნი, მისცა მსახურს და დაჯდა. მთელი სინაგოგა
მისჩერებოდა მას. |
20 |
და შეყო წიგნი იგი და მისცა მსახურსა და დაჯდა; და თუალნი
ყოვლისა კრებულისანი მას ხედვიდეს. |
21 |
და დაუწყო ლაპარაკი მათ: დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ
რომ მოისმინეთ. |
21 |
და იწყო სიტყუად მათა, ვითარმედ: დღეს აღესრულა წერილი
ესე ყურთა მომართ თქუენთა. |
22 |
ყველანი ემოწმებოდნენ, უკვირდათ სიტყვა მადლისა, მისი
პირით გამომავალი, და ამბობდნენ: განა იოსების ძე არ არისო? |
22 |
და ყოველნი ეწამებოდეს მას და უკჳრდა სიტყუათა ამათ ზედა
მისთა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა, და იტყოდეს: ანუ
არა ესე არსა ძე იოსებისი? |
23 |
და უთხრა მათ: ცხადია, თქვენ მეტყვით ანდაზას: მკურნალო, განიკურნე შენი თავი:
აქაც, შენს მამულშიც მოახდინე, რაც მოგიხდენია კაპერნაუმში, როგორც გავიგეთ. |
23 |
და თავადმან ჰრქუა მათ: მრქუათ სამე იგავი ესე: მკურნალო,
განიკურნე თავი შენი. და ჰრქუეს მას: რაოდენი გუესმა საქმე კაპერნაუმს,
ქმენ აქაცა, მამულსა შენსა. |
24 |
მან თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არც ერთი
წინასწარმეტყველი არ შეუწყნარებიათ თავის მამულში. |
24 |
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ
არავინ წინაწარმეტყუელი შეწყნარებულ არს თჳსსა მამულსა. |
25 |
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ბევრი ქვრივი იყო ელიას დროს
ისრაელში, როცა სამ წელსა და ექვს თვეს დაიხშო ცა, და იყო დიდი შიმშილობა
მთელს ქვეყანაში. |
25 |
ხოლო ჭეშმარიტად გეტყჳ თქუენ, რამეთუ მრავალნი ქურივნი
იყვნეს დღეთა მათ ელიაჲსთა ისრაჱლსა შორის, ოდეს-იგი დაეჴშა ცაჲ სამ წელ და
ექუს თუე, რაჟამს-იგი იყო სიყმილი დიდი ყოველსა ქუეყანასა. |
26 |
მაგრამ არავის მოვლინებია ელია, გარდა ერთი ქვრივი ქალისა
სიდონის სარეპტაში. |
26 |
და არავისა მათგანისა მიივლინა ელია, გარნა სარეფთად
სიდონისა, დედაკაცისა ქურივისა. |
27 |
მრავალი კეთროვანი იყო წინასწარმეტყველ ელისეს დროს
ისრაელში, მაგრამ არც ერთი არ განწმენდილა, ნეემან სირიელის გარდა. |
27 |
და მრავალნი კეთროვანნი იყვნეს ისრაჱლსა შორის ელისეს ზე,
წინაწარმეტყუელისა, და არავინ მათგანი განიკურნა, გარნა ნემან ასური. |
28 |
ამის მოსმენისას რისხვით აღივსო ყველა, ვინც იყო
სინაგოგაში. |
28 |
და აღივსნეს ყოველნი გულის-წყრომითა, რომელნი-იგი იყვნეს
შესაკრებელსა მას შინა, ესმოდა რაჲ ესე. |
29 |
ადგნენ და ქალაქიდან გააძევეს იგი; აიყვანეს მთის თხემზე,
რომელზედაც გაშენებული იყო მათი ქალაქი, რათა გადაეგდოთ. |
29 |
და აღდგეს და განაძეს იგი გარეშე ქალაქისა მისგან და
მოიყვანეს იგი ვიდრე წუერადმდე მის მთისა, რომელსა ზედა ქალაქი იგი მათი
დაშენებულ იყო, რაჲთა გარდააგდონ იგი. |
30 |
მაგრამ მან მათ შორის გაიარა და წავიდა. |
30 |
ხოლო თავადმან განვლო შორის მათსა და წარვიდა. |
31 |
ჩავიდა კაპერნაუმს, გალილეის ქალაქში, და შაბათობით
ასწავლიდა მათ. |
31 |
და შთავიდა კაპერნაუმდ, ქალაქსა გალილეაჲსასა, და ასწავებდა მათ შაბათსა შინა. |
32 |
უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ძალმოსილებით იტყოდა
სიტყვას. |
32 |
და უკჳრდა მოძღურებაჲ იგი მისი, რამეთუ ჴელმწიფებით იყო
სიტყუაჲ იგი მისი. |
33 |
და იყო სინაგოგაში უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი,
რომელმაც ხმამაღლა შეჰყვირა და თქვა: |
33 |
და იყო შესაკრებელსა მათსა კაცი, რომლისა თანა იყო სული
არაწმიდაჲ, და ღაღატ-ყო ჴმითა დიდითა: |
34 |
ეჰა, რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოსულხარ: გიცნობ,
ვინცა ხარ, ღმერთის წმიდაო.
|
34 |
ეჰა, რაჲ არს ჩუენი და შენი, იესუ ნაზარეველო? მოხუედ
წარწყმედად ჩუენდა: გიცი შენ, ვინ ხარ, წმიდაჲ ეგე ღმრთისაჲ. |
35 |
მაგრამ შერისხა იგი იესომ და თქვა: ხმა გაკმინდე და
გამოდი მაგისგან. და დასცა იგი შუა სინაგოგაში უწმინდურმა სულმა, და
ხმამაღლა ყვირილირ გამოვიდა მისგან, ისე რომ არაფერი უვნია მისთვის. |
35 |
და შეჰრისხნა მას იესუ და ჰრქუა: პირი დაიყავ და განვედ
მაგისგან! და დასცა იგი შორის მათსა ეშმაკმან მან და განვიდა მისგან და
არაჲ ავნო მას. |
36 |
შეძრწუნდა ყველა, და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა არის ეს
სიტყვა, რომ ხელმწიფებითა და ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს და
ისინიც გამოდიან? |
36 |
და იყო განკჳრვებაჲ მათ ყოველთა ზედა და ზრახვიდეს
ურთიერთას და იტყოდეს: რაჲ არს სიტყუაჲ ესე, რამეთუ ჴელმწიფებითა და ძალითა
უბრძანებს სულთა არაწმიდათა, და განვლენ? |
37 |
და მოედო მისი ამბავი მთელს არე-მარეს. |
37 |
და მიმოეფინებოდა ჰამბავი მისთჳს ყოველთა მათ ადგილთა
გარემო მის სოფლებისათა. |
38 |
გამოვიდა სინაგოგიდან და შევიდა სიმონის სახლში. ხოლო
სიმონის სიდედრი საშინელ ცხელებას შეეპყრო; და სთხოვეს მისთვის. |
38 |
და აღდგა მის კრებულისაგან და შევიდა სახლსა სიმონისსა;
ხოლო სიდედრი სიმონისი შეპყრობილ იყო სიცხითა დიდითა. და უთხრეს მას
მისთჳს. |
39 |
თავს დაადგა, შერისხა ცხელება, და მანაც დაუტევა იგი;
მყისვე წამოდგა და ემსახურებოდა მათ. |
39 |
და დაადგა მას ზედა და შეჰრისხნა სიცხესა მას. და
მეყსეულად დაუტევა იგი, და აღდგა და ჰმსახურებდა მათ. |
40 |
ხოლო მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც სხვადასხვა სენით
სნეული ჰყავდა, მიჰგვარა ისინი მას; მანაც სათითაოდ დაადო ხელი და განკურნა
ისინი. |
40 |
და დასვლასა ოდენ მზისასა ყოველთა რაოდენთა აქუნდა
უძლურები თითო-სახეთაგან სენთა, მოიყვანნეს მისა. ხოლო თავადმან
კაცად-კაცადსა მათსა დასდვა ჴელი და განკურნნა იგინი. |
41 |
მრავალთაგან გამოვიდნენ ეშმაკნი, ღაღადებდნენ და
ამბობდნენ: შენა ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა; და უკრძალავდა მათ ლაპარაკს,
რადგან იცოდნენ, რომ ის არის ქრისტე. |
41 |
და განვიდოდეს ეშმაკნი მრავალთაგან, ღაღადებდეს და
იტყოდეს, ვითარმედ: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ. და არა
უტევებდა მათ სიტყუად, რამეთუ იცოდეს, ვითარმედ იგი არს ქრისტე. |
42 |
როცა გათენდა, წამოვიდა იქიდან და უდაბურ ადგილას მივიდა;
ხალხი კი ეძებდა, მივიდნენ და აკავებდნენ, რომ არ დაეტოვებინა ისინი. |
42 |
და ვითარცა განთენა, გამოვიდა მიერ და წარვიდა უდაბნოსა
ადგილსა, და ერი იგი ეძიებდა მას და მოვიდეს მისა და აყენებდეს მას,
რაჲთამცა არა წარვიდა მათგან. |
43 |
მაგრამ იესომ უთხრა მათ: სხვა ქალაქებსაც ხომ უნდა ვახარო
ღმრთის სასუფეველი, რადგან ამისთვის ვარ მოვლინებული. |
43 |
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ, ვითარმედ: სხუათაცა ქალაქთა
ჯერ-არს ჩემდა ხარებად სასუფეველი ღმრთისაჲ, რამეთუ ამისთჳს მოვივლინე. |
44 |
და ქადაგებდა გალილეის სინაგოგებში. |
44 |
და ქადაგებდა ყოველთა შესაკრებელთა გალილეაჲსათა. |