1 |
ერთხელ, როცა ხალხი აწყდებოდა ღმრთის სიტყვის მოსასმენად, ხოლო თავად
გენესარეთის ტბასთან იდგა,
|
1 |
და იყო ვითარ ერი იგი დაესხმოდა მას სმენად სიტყუასა ღმრთისასა, და თავადი დგა
კიდესა თანა ტბისა მის გენესარეთისასა. |
2 |
დაინახა ტბის პირას მდგომი ორი ნავი; მებადურები კი
გადმოსულიყვნენ და ბადეებს რეცხავდნენ. |
2 |
და იხილნა ორნი ნავნი, მდგომარენი კიდესა მის ტბისასა;
ხოლო მესათხევლენი იგი გამოვიდეს ნავისა მისგან და განჰრცხიდეს ბადეთა. |
3 |
შევიდა ერთ-ერთ ნავში, რომელიც სიმონისა იყო, და სთხოვა,
ნაპირს გაშორებოდა; დაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს. |
3 |
და შევიდა ერთსა მას ნავსა, რომელი იყო სიმონისი, და
უბრძანა მათ ქუეყანით შე-რე-დგინებაჲ მცირედ და დაჯდა და ასწავებდა ნავით
გამო ერსა მას. |
4 |
ხოლო როცა ლაპარაკს მორჩა, სიმონს უთხრა: ღრმად შედი და
ბადე ისროლე დასაჭერადო. |
4 |
და ვითარცა დასცხრა სიტყუად, ჰრქუა სჳმონს: შეავლინე
ღრმად და სდევით ბადე თქუენი ნადირობად. |
5 |
მიუგო სიმონმა და უთხრა მას: მოძღვარო, მთელი ღამე
ვშრომობდით და ვერაფერი დავიჭირეთ, მაგრამ შენი სიტყვისამებრ ვისვრი ბადეს. |
5 |
მიუგო სჳმონ და ჰრქუა: მოძღუარ, ღამე ყოველ დავშუერით და
არარაჲ მოვიღეთ, ხოლო სიტყჳთა შენითა გარდაუტეოთ ბადე. |
6 |
ასეც მოიქცნენ და დაიჭირეს იმდენი თევზი, რომ ბადე
ეხეოდათ. |
6 |
და ესე რაჲ ყვეს, შეაყენეს თევზისა სიმრავლე დიდი, და
განსთქდებოდეს ბადენი მათნი. |
7 |
ანიშნეს მეორე ნავში მყოფ მეგობრებს, მოგვეშველეთო;
ისინიც მოვიდნენ და ისე გაავსეს ორივე ნავი, რომ ლამის ჩაიძირნენ. |
7 |
და წამ-უყოფდეს, რომელნი-იგი იყვნეს ერთსა მას ნავსა,
რაჲთა მოვიდენ და შეეწინენ მათ. და მოვიდეს და აღავსნეს ორნივე იგი ნავნი,
ვიდრემდე დაინთქმოდეს იგინი. |
8 |
ეს რომ დაინახა, სიმონ-პეტრე ფეხებში ჩაუვარდა იესოს და
უთხრა: გამშორდი, უფალო, ვინაიდან ცოდვილი კაცი ვარ. |
8 |
და ვითარცა იხილა სიმონ-პეტრე, შეუვრდა მუჴლთა იესუჲსთა
და ჰრქუა მას: განვედ ჩემგან, რამეთუ კაცი ცოდვილი ვარ, უფალო. |
9 |
რადგან მასაც და მასთან მყოფთაც თავზარი დასცა მათ მიერ
დაჭერილი თევზის სიმრავლემ; |
9 |
რამეთუ განკჳრვებამან შეიპყრა იგი და ყოველნი მისთანანი ნადირობასა მას თევზისასა,
რომელი შეაყენეს. |
10 |
ასევე სიმონის მეგობრებს, იაკობსა და იოანეს, ზებედეს ძეთაც. და უთხრა იესომ
სიმონს: ნუ გეშინია, ამიერიდან კაცთა მებადური იქნები. |
10 |
ეგრეთვე იაკობ და იოვანე, ძენი ზებედესნი, რომელნი იყვნეს ზიარნი სიმონისნი. და
იესუ ჰრქუა სიმონს: ნუ გეშინინ, სიმონ! ამიერითგან იყო კაცთა მონადირე. |
11 |
როცა ნავები ნაპირს მიაყენეს, მიატოვეს ყველაფერი და გაჰყვნენ მას.
|
11 |
და გამოადგინეს ნავი იგი ქუეყანად და დაუტევეს ყოველი და მისდევდეს მას. |
12 |
მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ ქალაქში ყოფნისას, აჰა, მოვიდა
ერთი კეთროვანი კაცი, იესოს დანახვისას პირქვე დაემხო და შეევედრა: უფალო,
თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა. |
12 |
და იყო ვითარცა შევიდა იგი ერთსა ქალაქთაგანსა, და აჰა კაცი სავსე კეთროვნებითა.
ვითარცა იხილა მან იესუ, დავარდა პირსა ზედა თჳსსა, ევედრებოდა მას და ეტყოდა:
უფალო, უკუეთუ გინდეს, ძალ-გიც განკურნებად ჩემდა. |
13 |
გაიწოდა ხელი, შეეხო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე გაეყარა მას
კეთრი. |
13 |
და განყო ჴელი, შეახო მას და ჰრქუა: მნებავს, განწმიდენი!
და მეყსეულად განეშორა კეთროვნებაჲ იგი მისგან. |
14 |
უბრძანა, არავისთვის ეთქვა, არამედ წასულიყო, სჩვენებოდა
მღვდელს და შეეწირა შესაწირავი, რაც დააწესა მოსემ მათ სამოწმებლად. |
14 |
და თავადმან ამცნო მას, რაჲთა არავის უთხრას, არამედ:
წარვედ და უჩუენე თავი შენი მღდელსა და შეწირე განწმედისა შენისათჳს,
ვითარცა უბრძანა მოსე, საწამებლად მათა. |
15 |
მაგრამ მისი ამბავი სულ უფრო ფართოდ ედებოდა მთელს
ქვეყანას და დიდძალი ხალხი აწყდებოდა, რათა მოესმინათ და განკურნებულიყვნენ
თავიანთ სნეულებათაგან. |
15 |
და უფროჲსად მიმოედებოდა მისთჳს სიტყუაჲ იგი. და
შეკრბებოდა ერი მრავალი სმენად და განკურნებად უძლურებათა მათთაგან მის
მიერ. |
16 |
ხოლო ის განმარტოვდებოდა უდაბნოში და ლოცულობდა. |
16 |
ხოლო თავადი განეშორის უდაბნოდ და ილოცავნ. |
17 |
ერთ დღეს, როცა ასწავლიდა ხალხს, იქ ისხდნენ გალილეისა და
იუდეის ყოველი კუთხიდან და იერუსალიმიდან ჩამოსული ფარისეველნი და რჯულის
მოძღვარნი; და იღვწოდა ძალა უფლისა მათ განსაკურნავად. |
17 |
და იყო ერთსა შინა დღესა, და თავადი იესუ ასწავებდა მათ.
და სხდეს მუნ ფარისეველნი და სჯულის-მოძღუარნი, რომელნი მოსრულ იყვნეს
ყოვლისაგან დაბნებისა გალილეაჲსა და ჰურიასტანისა და იერუსალჱმისა, და ძალი
ღმრთისაჲ იყო განკურნებად მათდა. |
18 |
და, აჰა, რამდენიმე კაცმა სარეცლით მოიყვანა დავრდომილი,
და ცდილობდნენ შინ შესულიავნენ და მის წინაშე დაეწვინათ. |
18 |
და აჰა ესერა კაცთა მოაქუნდა ცხედრითა კაცი, რომელი იყო
განრღუეულ, და უნდა შეღებაჲ მისი და დადგმაჲ წინაშე მისა. |
19 |
მაგრამ რაკი ხალხმრავლობის გამო ვერსაით გაიკაფეს გზა,
სახურავზე ავიდნენ და ჭერიდან ჩაუშვეს დავრდომილი იესოს წინაშე. |
19 |
და ვერ პოეს, ვინაჲმცა შეიღეს იგი ერისა მისგან; აღჴდეს
ერდოსა ზედა და აღიღეს კეცი და შთაუტევეს კაცი იგი ცხედრითურთ წინაშე
იესუჲსა. |
20 |
მათი რწმენა რომ იხილა, დავრდომილს უთხრა: კაცო, მოგეტევა
შენი ცოდვები. |
20 |
და იხილა რაჲ სარწმუნოებაჲ მათი, ჰრქუა მას: კაცო,
მიგეტევნენ ცოდვანი შენნი! |
21 |
ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა ბჭობა გამართეს და ამბობდნენ: ვინ არის ეს
ღვთისმგმობი? ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმერთისა?
|
21 |
და იწყეს განზრახვად მწიგნობართა მათ და ფარისეველთა და
იტყოდეს: ვინ არს ესე, რომელი იტყჳს გმობასა? ვის ჴელ-ეწიფების მიტევებაჲ
ცოდვათაჲ, გარნა მხოლოსა ღმერთსა? |
22 |
მაგრამ იესომ შეიცნო მათი ზრახვანი და უთხრა მათ: ამას
რას ფიქრობთ თქვენს გულში? |
22 |
გულისჴმა-ყვნა იესუ გულის-ზრახვანი მათნი, მიუგო და ჰრქუა
მათ: რასა-ეგე ჰზრახავთ გულთა თქუენთა? |
23 |
რა უფრო ადვილია: ამისი თქმა: მოგეტევოს შენი ცოდვები; თუ
ამისა: აღდეგ და წადი? |
23 |
რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი,
ანუ რქუმად: აღდეგ და ვიდოდე? |
24 |
მაგრამ რათა თქვენ იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალა შესწევს
ამ ქვეყნად ცოდვების მიტევებისა, - ასე უთხრა დამბლადაცემულს: შენ
გეუბნები: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში. |
24 |
არამედ რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა
კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, და ჰრქუა განრღუეულსა მას: შენ
გეტყჳ, აღდეგ და აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახიდ შენდა! |
25 |
ისიც მაშინვე აღდგა მათ თვალწინ, აიღო, რაზედაც იწვა და
წავიდა თავის სახლში, და ადიდებდა ღმერთს. |
25 |
და მეყსეულად აღდგა წინაშე მათსა და აღიღო ცხედარი,
რომელსა ზედა იდვა, და წარვიდა სახიდ თჳსა და ადიდებდა ღმერთსა. |
26 |
განცვიფრებამ შეიპყრო ყველა, ადიდებდნენ ღმერთს და
თავზარდაცემულნი ამბობდნენ: საოცრებანი ვიხილეთ დღეს. |
26 |
განკჳრვებამან შეიპყრნა ყოველნი და ადიდებდეს ღმერთსა. და
შიში დაეცა მათ ზედა და იტყოდეს, რამეთუ: ვიხილეთ უდიდებულესი დიდებაჲ
დღეს. |
27 |
ამის შემდეგ გამოვიდა იესო და დაინახა მებაჟე, სახელად
ლევი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა, გამომყევიო. |
27 |
და ამისა შემდგომად გამოვიდა და იხილა მეზუერე, სახელით
ლევი, მჯდომარე საზუერესა ზედა, და ჰრქუა მას: მომდევდი მე. |
28 |
მანაც მიატოვა ყველაფერი, წამოდგა და გაჰყვა მას. |
28 |
და მან დაუტევა ყოველი და აღდგა და მისდევდა მას. |
29 |
გაუმართა მას ლევიმ თავის სახლში დიდი წვეულება; და იყო
იქ ბევრი მებაჟე და სხვა ხალხი, რომლებიც ინახად ისხდნენ მასთან. |
29 |
და დაუმზადა ლევი პური დიდი იესუს სახლსა შინა თჳსსა. და
იყო კრებული დიდი მეზუერეთაჲ და სხუათაჲ, რომელნი იყვნეს მათ თანა
ინაჴით-მსხდომარენი. |
30 |
ხოლო მწიგნობრები და ფარისევლები დრტვინავდნენ და მის
მოწაფეებს ეუბნებოდნენ: რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებსა და ცოდვილებთან
ერთად? |
30 |
და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი მათნი მოწაფეთა
მისთა თანა და იტყოდეს: რაჲსათჳს მეზუერეთა და ცოდვილთა თანა სჭამთ და
ჰსუამთ? |
31 |
მიუგო იესომ და უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ
ავადმყოფთ. |
31 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა უჴმს ცოცხალთა მკურნალი,
არამედ რომელნი ბოროტსა სენსა შინა არიან. |
32 |
მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა
სინანულად. |
32 |
არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა, რაჲთა
შეინანონ. |
33 |
ხოლო მათ უთხრეს მას: რატომაა, რომ იოანეს მოწაფეები
ხშირად მარხულობენ და ლოცულობენ, ასევე ფარისეველნიც; შენი მოწაფეები კი
ჭამენ და სვამენ? |
33 |
ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაჲსათჳს მოწაფენი იოვანესნი
იმარხვენ ზედაჲს-ზედა და ვედრებასა ჰყოფენ, და ეგრეთვე ფარისეველთანი, ხოლო
მოწაფენი შენნი ჭამენ და სუმენ? |
34 |
ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეგიძლიათ ამარხულოთ
მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? |
34 |
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ნუუკუე ჴელ-ეწიფების ძეთა სიძისათა,
ვიდრემდე სიძე მათ თანა არს, რაჲთა ამარხვებდეს მათ? |
35 |
მაგრამ დადგება დღე, როდესაც სიძე აღარ ეყოლებათ, და
მაშინ, იმ დღეებში, იმარხულებენ. |
35 |
ხოლო მოვლენან დღენი, და ოდეს ამაღლდეს მათგან სიძე იგი,
და მაშინ იმარხვიდენ მათ დღეთა შინა. |
36 |
და უთხრა მათ იგავიც: არავინ ადებს ახალი სამოსიდან ახეულ
საკერებელს ძველ სამოსს; თორემ ახალიც დაიხევა და ვერც ძველი მოიხდენს
ახალს. |
36 |
და ეტყოდა მათ იგავითცა, ვითარმედ: არავინ სადგმელი
სამოსლისა ახლისაჲ დაადგის სამოსელსა ძუელსა, რაჲთა არა ახალიცა იგი
განაპოს; და ძუელსა მას ვერ შეჰგავს სადგმელი ახლისა სამოსელისაჲ. |
37 |
არც არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში; თორემ
დახეთქავს ახალი ღვინო ტიკებს, თვითონაც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი
გახდება. |
37 |
და არავინ შთაასხის ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა
არა განხეთქნეს ღჳნომან ახალმან თხიერნი იგი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და
თხიერნი წარწყმდენ. |
38 |
არამედ ახალი ღვინო უნდა ჩაისხას ახალ ტიკებში, და ორივე
შეინახება. |
38 |
არამედ ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა ჯერ-არს შთასხმად, და
ორნივე დაიმარხნენ. |
39 |
ძველი ღვინის არც ერთი მსმელი არ ისურვებს ახალს:
რადგანაც იტყვის: ძველი სჯობსო. |
39 |
და არავინ სუამნ ღჳნოსა ძუელსა და მეყსეულად ჰნებავნ
ახალი, რამეთუ თქჳს: ძუელი უმჯობეს არს. |