1 |
როდესაც დაასრულა თავისი სიტყვა ხალხის წინაშე, კაპერნაუმში შევიდა.
|
1 |
და ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე სასმენელთა მიმართ ერისათა, შევიდა
კაპერნაუმს. |
2 |
ერთი ასისთავის მონა, რომელსაც პატრონი დიდ პატივს
სცემდა, ავად იყო და სულს ებრძოდა. |
2 |
და ასისთავისა ვისიმე მონაჲ სნეულ იყო და მიახდა
აღსრულებად, რომელი იყო მისა პატიოსან. |
3 |
იესოს ამბავი რომ გაიგო, იუდეველი უხუცესნი მიუგზავნა,
რათა ეთხოვათ, მისულიყო და განეკურნა მისი მონა. |
3 |
და ესმა მას იესუჲსთჳს და მიავლინნა მისა მოხუცებულნი
ჰურიათანი ვედრებად მისა, რაჲთა მოვიდეს და განკურნოს მონაჲ იგი მისი. |
4 |
ისინი მივიდნენ იესოსთან, დაბეჯითებით სთხოვეს და უთხრეს:
ღირსია იმისა, რომ ეს მადლი მიაგო მას, |
4 |
ხოლო რომელნი იგი მოვიდეს იესუჲსა, ჰლოცვიდეს მას მსწრაფლ
და ეტყოდეს, ვითარმედ: ღირს არს, რომელი-ესე ჰყო მისთჳს, |
5 |
ვინაიდან უყვარს ჩვენი ხალხი, და სინაგოგაც აგვიშენა. |
5 |
რამეთუ უყუარს ნათესავი ჩუენი და შესაკრებელი მან
აღმიშენა ჩუენ. |
6 |
წაჰყვა მათ იესო და როცა სახლს მიუახლოვდნენ, ასისთავმა
მეგობრები შეაგება და შეუთვალა: ნუღარ შეწუხდები, უფალო; ვინაიდან არა ვარ
იმისი ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე. |
6 |
და იესუ წარვიდა მათ თანა. ხოლო თავადი ვითარ მიახლებულ
იყო სახლსა მას, მიუვლინნა ასისთავმან მან მეგობარნი და ჰრქუა: უფალო, ნუ
მოშურები, რამეთუ არა ვარ ღირს, რაჲთა სართულსა სახლისა ჩემისასა შემოხჳდე. |
7 |
ამიტომ არც იმის ღირსად მივიჩნიე თავი, რომ თავად
გხლებოდი, არამედ მხოლოდ სიტყვა თქვი და განიკურნება ჩემი მონა. |
7 |
რომლისაგან არცა თავით ჩემით ღირს მიჩნდა მისლვად შენდა;
არამედ სიტყჳთ ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაჲ ესე ჩემი. |
8 |
ვინაიდან, თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც
ხელქვეითებად მყვანან მეომრები; და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და
მეორეს: მოდი და მოდის; და ჩემს მონას: გააკეთე ეს, და აკეთებს. |
8 |
რამეთუ მეცა კაცი ვარ ჴელმწიფებასა ქუეშე განწესებული და
მქონან ჩემ ქუეშე ერისა-კაცნი; და ვჰრქჳ მას: წარვედ! და წარვიდის; და
სხუასა: მოვედ! და მოვიდის; და მონასა ჩემსა: ყავ ესე! და ყვის. |
9 |
ეს რომ გაიგონა, განცვიფრდა იესო, მიუბრუნდა უკან მომავალ
ხალხს და თქვა: თქვენ მეუბნებით, ისრაელშიც არ შევხვედრივარ ამნაირ
რწმენას. |
9 |
ხოლო ვითარცა ესმა ესე იესუს, დაუკჳრდა სარწმუნოებაჲ მისი, მიექცა ერსა მას და
ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ, არცაღა ისრაჱლსა შორის ვპოვე ესევითარი სარწმუნოებაჲ. |
10 |
გაგზავნილები მიბრუნდნენ სახლში და განკურნებული დაუხვდათ მონა. |
10 |
და მიიქცეს, რომელნი-იგი მოსრულ იყვნეს, სახიდ მისა და პოვეს მონაჲ იგი მისი
ცოცხალი. |
11 |
მოხდა ისე, რომ ამის შემდეგ იესო წავიდა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაინი. თან
ახლდნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი. |
11 |
და იყო ამისა შემდგომად და წარვიდოდა ქალაქად, რომელსა ჰრქჳან ნაინ, და
თანა-უვიდოდეს მას მოწაფენი მისნი და ერი მრავალი. |
12 |
როცა ქალაქის ბჭეს მიუახლოვდა, აჰა, გამოასვენეს მკვდარი,
დედისერთა ჭაბუკი, ხოლო დედამისი ქვრივი იყო; და დიდძალი ხალხი მოაცილებდა
ქალაქიდან. |
12 |
და ვითარ მიეახალა ბჭეთა ქალაქისათა, და აჰა ესერა გამოაქუნდა მკუდარი, ძე
მხოლოდ-შობილი დედისა თჳსისაჲ, და იგი იყო ქურივ; და ერი მრავალი იყო ქალაქისაჲ მის
თანა. |
13 |
ქალი რომ დაინახა, უფალს შეებრალა იგი და უთხრა: ნუ სტირი. |
13 |
და იხილა დედაკაცი იგი იესუ და შეეწყალა იგი და ჰრქუა
მას: ნუ სტირ! |
14 |
მივიდა და შეეხო კუბოს; ხოლო ისინი, ვისაც კუბო
მიჰქონდათ, შედგნენ; და თქვა: ჭაბუკო, შენ გეუბნები, აღდეგ! |
14 |
და მივიდა ცხედარსა მას და შეახო. ხოლო რომელთა აქუნდა
ცხედარი იგი, დადგეს. და ჰრქუა მას: ჭაბუკო, შენ გეტყჳ, აღდეგ! |
15 |
მკვდარი წამოჯდა და ალაპარაკდა; და მისცა იგი დედამისს. |
15 |
და ზე წამოჯდა მკუდარი იგი და იწყო სიტყუად; და მისცა იგი
დედასა თჳსსა. |
16 |
ყველანი შიშმა მოიცვა, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: დიდი წინასწარმეტყველი
წარმოსდგა ჩვენს შორის, და მოიხილა ღმერთმა თავისი ხალხი. |
16 |
და შიში დაეცა მათ ყოველთა ზედა, და ადიდებდეს ღმერთსა და იტყოდეს, ვითარმედ:
წინაწარმეტყუელი დიდი აღდგომილ არს ჩუენ შორის და რამეთუ მოხედნა ღმერთმან ერსა
თჳსსა. |
17 |
და მოედო ეს ამბავი მთელ იუდეასა და მთელ შემოგარენს. |
17 |
და განეფინა სიტყუაჲ ესე ყოველსა ჰურიასტანსა მისთჳს და
ყოველსა მას გარემო სოფლებსა. |
18 |
ყოველივე ეს მისმა მოწაფეებმა აუწყეს იოანეს. |
18 |
და უთხრეს იოვანეს მოწაფეთა მისთა ამის ყოვლისათჳს. |
19 |
ხოლო იოანემ მოუხმო თავის ორ მოწაფეს, იესოსთან გაგზავნა
და შეუთვალა: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა ველოდეთ? |
19 |
და მოუწოდა იოვანე ორთა მოწაფეთა თჳსთა და მიავლინნა
იესუჲსა და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი, ანუ სხუასა მოველოდით? |
20 |
ისინიც მივიდნენ და უთხრეს მას: იოანე ნათლისმცემელმა
შენთან გამოგვგზავნა საკითხავად: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს უნდა
ველოდეთ? |
20 |
და მი-რაჲ-ვიდეს მისა კაცნი იგი, ჰრქუეს: იოვანე
ნათლის-მცემელმან მომავლინნა ჩუენ შენდა და თქუა: შენ ხარა მომავალი, ანუ
სხუასა მოველოდით? |
21 |
ხოლო იმ ხანად მრავალნი განკურნა სნეულებათაგან,
სალმობათა და უკეთურ სულთაგან, და მრავალ ბრმას მიჰმადლა ხედვა. |
21 |
მას ჟამსა შინა განკურნნა მრავალნი სნეულებათაგან და
სალმობათა და სულთაგან უკეთურთა და მრავალთა ბრმათა მიჰმადლა ხედვაჲ. |
22 |
მიუგო მათ იესომ: წადით და უთხარით იოანეს, რაც იხილეთ და
ისმინეთ: ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან და ყრუნი
ისმენენ; მკვდარნი აღდგებიან და გლახაკნი სახარებით ხარობენ. |
22 |
და მიუგო და ჰრქუა მათ იესუ: მივედით და უთხართ იოვანეს,
რაჲ-ესე იხილეთ და გესმა: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი
განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, და გლახაკთა ეხარების. |
23 |
ნეტა მას, ვინც არ შემცდარა ჩემში. |
23 |
და ნეტარ იყოს, რომელი არა დაჰბრკოლდეს ჩემდა მომართ. |
24 |
ხოლო იოანეს მაცნეთა წასვლის შემდეგ, იოანეზე ჩამოუგდო
სიტყვა ხალხს: რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის
ხილვად? |
24 |
და ვითარცა წარვიდეს მოციქულნი იგი იოვანესნი, იწყო
სიტყუად იესუ ერისა მის მიმართ იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ
ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა? |
25 |
რისთვის დადიოდით? ლბილი სამოსით მოსილი კაცის ხილვად?
მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი და განცხრომით მყოფნი მეფეთა დარბაზებში
არიან. |
25 |
არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, სამოსლითა
ჩჩჳლითა მოსილისა? აჰა ესერა რომელნი სამოსლითა დიდებულითა და საშუებელითა
არიან, სამეუფოთა შინა არიან. |
26 |
რისთვის დადიოდით? წინასწარმეტყველის ხილვად? დიახ,
გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც. |
26 |
არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაწარმეტყუელისა? ჰე,
გეტყჳ თქუენ, და უმეტეს წინაწარმეტყუელისა. |
27 |
ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს
ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენსავ წინაშე. |
27 |
რამეთუ ესე არს, რომლისათჳს-იგი წერილ არს: აჰა ესერა მე
წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი
შენნი წინაშე შენსა. |
28 |
რადგანაც გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არც ერთი
წინასწარმეტყველი არ აღმატებია იოანეს; ხოლო ღმერთის სასუფეველში უმცირესიც
მასზე უმეტესია. |
28 |
რამეთუ გეტყჳ თქუენ: უფროჲსი შობილთა შორის დედათაჲსა
იოვანე ნათლის-მცემელისა წინაწარმეტყუელი არავინ არს, ხოლო უმცირესი
სასუფეველსა ღმრთისასა უფროჲსა მისა არს. |
29 |
მისმა მსმენელმა მთელმა ხალხმა და მებაჟეებმაც ადიდეს
ღმერთი, და ნათეღ იღეს იოანეს ნათლის ცემით. |
29 |
და ყოველსა ერსა ესმა და მეზუერეთა, განამართლეს ღმერთი
და ნათელ-იღეს ნათლის-ცემითა იოვანესითა. |
30 |
ხოლო ფარისევლებმა და რჯულის მოძღვრებმა უარყვეს ღმრთის
ნება მათ მიმართ, და ნათელი არ იღეს მისგან. |
30 |
ხოლო ფარისეველთა და სჯულის-მოძღუართა ზრახვაჲ ღმრთისაჲ
შეურაცხ-ყვეს თავისა თჳსისა, რამეთუ არა ნათელ–იღეს მისგან. |
31 |
და თქვა უფალმა: ვის შევადარო ამ მოდგმის კაცნი? ან ვის ვამსგავსო ისინი? |
31 |
ვის ვამსგავსნე კაცნი ამის ნათესავისანი, და ვისა არიან
მსგავს? |
32 |
ვამსგავსებ მათ მოედანზე მსხდომ ბალღებს, ერთმანეთს რომ
უყვირიან და ამბობენ: თქვენთვის ვუკრავდით, და არ იცეკვეთ; თქვენთვის
ვგოდებდით, და არ იგლოვეთ. |
32 |
მსგავს არიან ყმათა, უბანთა ზედა მსხდომარეთა, რომელნი
მოუწესედ მოყუასთა მათთა და ეტყჳედ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით;
გიგოდებდით თქუენ, და არა სტიროდეთ. |
33 |
ვინაიდან მოვიდა იოანე ნათლისმცემელი: არც პურს ჭამს და
არც ღვინოს სვამს: და ამბობთ: ეშმაკი ჰყავსო. |
33 |
რამეთუ მოვიდა იოვანე ნათლის-მცემელი, არცა ჭამდა პურსა,
არცა სუმიდა ღჳნოსა, და იტყჳთ: ეშმაკეულ არს. |
34 |
მოვიდა ძე კაცისა: კიდეც ჭამს და კიდეც სვამს; და ამბობთ:
აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობარიო; |
34 |
მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳთ: აჰა კაცი
მჭამელი და მსუმელი ღვნისაჲ და მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ. |
35 |
და გამართლდა სიბრძნე მისი შვილებისაგან. |
35 |
და განმართლდა სიბრძნე ყოველთაგან შვილთა თჳსთა. |
36 |
ერთმა ფარისეველმა სთხოვა, მასთან ერთად ეჭამა პური.
შევიდა ფარისევლის სახლში და ინახად დაჯდა. |
36 |
ევედრებოდა ვინმე მას ფარისეველთაგანი, რაჲთა ჭამოს პური
მის თანა; და შევიდა სახლსა მის ფარისევლისასა და დაჯდა. |
37 |
და, აჰა, ქალაქში ერთმა ცოდვილმა ქალმა, როცა გაიგო,
ფარისევლის სახლში ზისო, ალებასტრის ჭურჭლით მოიტანა ნელსაცხებელი; |
37 |
და იყო დედაკაცი ვინმე ქალაქსა მას შინა, რომელი იყო
ცოდვილ. ესმა, რამეთუ არს იგი სახლსა შინა მის ფარისევლისასა, მოიღო
ალაბასტრი ნელსაცხებელისაჲ. |
38 |
ფერხთით დაუდგა უკნიდან, ტიროდა, ცრემლით ულტობდა ფეხებს
და თმებით უმშრალებდა, უკოცნიდა ფეხებს და ნელსაცხებელს სცხებდა. |
38 |
და დადგა ფერჴთა თანა მისთა, ტიროდა და იწყო დალტობად
ცრემლითა ფერჴთა მისთა და თმითა თავისა მისისაჲთა წარჰჴოცდა და
ამბორს-უყოფდა ფერჴთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა. |
39 |
ამის შემყურე ფარისეველმა, მისმა მასპინძელმა, გულში
თქვა: ეს რომ წინასწარმეტყველი იყოს, ხომ მიხვდებოდა, ვინ ეხება, ან
რანაირი ქალი ეხება, ვინაიდან ცოდვილიაო. |
39 |
ვითარცა იხილა ფარისეველმან მან, რომელმანცა იგი ჰხადა
მას, თქუა გულსა თჳსსა: ესე უკუეთუმცა იყო წინაწარმეტყუელი, უწყოდამცა, ვინ
და რაბამი დედაკაცი შეეხების მას, რამეთუ ცოდვილ არს. |
40 |
ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მას: სიმონ, სიტყვა მაქვს
შენთვის სათქმელი. და მან უთხრა: მოძღვარო, სთქვი! |
40 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: სიმონ, მაქუს რაჲმე შენდა
სიტყუად. ხოლო მან თქუა: მოძღუარ, იტყოდე! |
41 |
ერთ მევალეს ორი მოვალე ჰყავდა: ერთს ხუთასი დინარი
ემართა მისი, მეორეს - ორმოცდაათი; |
41 |
და თქუა: ორნი თანა-მდებნი იყვნეს მასესხებელისა ვისნიმე:
ერთსა თანა-ედვა ხუთასი დრაჰკანი, ხოლო ერთსა მას – ერგასისი. |
42 |
მაგრამ რაკი გადახდის თავი არ ჰქონდათ, ორივეს აპატია. ახლა მითხარი, რომელს უფრო
ეყვარება იგი?
|
42 |
და ვითარ არარაჲ აქუნდა მათ, ორთავე მიუტევა. აწ თქუ შენ:
ვინ უფროჲს შეიყუაროს იგი? |
43 |
სიმონმა მიუგო: ჩემის აზრით, იმას, ვისაც მეტი აპატია.
ხოლო მან თქვა: მართლად განსაჯე. |
43 |
მიუგო სიმონ და თქუა: მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ
რომელსაცა-იგი უფროჲსი მიუტევა. ხოლო თავადმან თქუა: სამართლად საჯე. |
44 |
მიუბრუნდა ქალს, და უთხრა სიმონს: მე შემოვედი შენს
სახლში, და ფეხსაბანი წყალიც კი არ მომეცი, ხოლო ამან ცრემლით დამილტო
ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა. |
44 |
და მიექცა დედაკაცსა მას და სიმონს ეტყოდა: ხედავა ამას
დედაკაცსა? შემოვედ სახლსა შენსა, წყალი ფერჴთა ჩემთა არა მეც, ხოლო ამან
ცრემლითა დაალტვნა ფერჴნი ჩემნი თმითა თჳსითა წარჴოცნა; |
45 |
შენ ერთხელაც არ მეამბორე, ხოლო ეს, აქ შემოსვლის შემდეგ,
განუწყვეტლივ მიკოცნის ფეხებს. |
45 |
ამბორის-ყოფაჲ არა მომეც მე, ხოლო ესე ვინაჲთგან
შემოვიდა, არა დასცხრების ამბორის-ყოფითა ფერჴთა ჩემთაჲთა. |
46 |
შენ ზეთიც არა მცხე თავზე, ხოლო ამან ფეხებზე მცხო
ნელსაცხებელი. |
46 |
ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელი სცხო
ფერჴთა ჩემთა. |
47 |
ამიტომაც გეუბნები შენ: მიეტევა მას დიდძალი ცოდვა,
ვინაიდან დიდია მისი სიყვარული; ხოლო ვისაც მცირედი მიეტევება, მცირედია
მისი სიყვარული. |
47 |
რომლისა მადლისათჳს გეტყჳ შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი
მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად. ხოლო რომელსა მცირედი მიეტეოს,
მცირედცა შეიყუაროს. |
48 |
ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი. |
48 |
და ჰრქუა მას: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი! |
49 |
ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს,
ცოდვებსაც რომ მიუტევებსო? |
49 |
და იწყეს თანა-მეინაჴეთა მათ სიტყუად გულთა შინა მათთა:
ვინ არს ესე, რომელი ცოდვათა მიუტევებს? |
50 |
მაგრამ იესომ უთხრა ქალს: შენმა რწმენამ გიხსნა, წადი
მშვიდობით! |
50 |
ჰრქუა დედაკაცსა მას: სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა
შენ. გუალე, ვიდოდე მშჳიდობით! |