1 |
მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს და მისცა მათ ყველა ეშმაკის დათრგუნვისა და
სალმობათა განკურნვის ხელმწიფება და ძალა. |
1 |
და მოუწოდა იესუ ათორმეტთა მათ მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ძალი და
ჴელმწიფებაჲ ყოველთა ზედა ეშმაკთა და სენთა განკურნებაჲ. |
2 |
წარგზავნა ისინი ღმრთის სასუფევლის საქადაგებლად და
სნეულთა განსაკურნავად. |
2 |
და წარავლინნა იგინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და
განკურნებად უძლურთა. |
3 |
და უთხრა მათ: ნურაფერს წაიღებთ გზაში: ნურც არგანს, ნურც
აბგას, ნურც პურს, ნურც ვერცხლს, ნურც ორ ხელ სამოსს. |
3 |
და ჰრქუა მათ: ნურარაჲ გაქუნ გზასა ზედა, ნუცა კუერთხი,
ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა ვეცხლი, ნუცა ორი სამოსელი გაქუნ. |
4 |
რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, იქ დადექით გამოსვლამდე. |
4 |
და რომელსა სახლსა შეხჳდეთ, მუნ დაადგერით და მიერ
გამოვედით. |
5 |
ხოლო თუ სადმე არ მიგიღონ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას, მათ
წინააღმდეგ სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. |
5 |
და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო-რაჲ-ხჳდოდით
მიერ ქალაქით, მტუერი ფერჴთა თქუენთაგან განიყარეთ საწამებელად მათა. |
6 |
ისინი წავიდნენ, დადიოდნენ სოფლებში, ახარებდნენ და
ყველგან კურნავდნენ სნეულთ. |
6 |
და გამო-რაჲ-ვიდეს, მიმოვიდოდეს დაბნებსა მას და
ახარებდეს და განჰკურნებდეს სნეულთა ყოველთა ადგილთა. |
7 |
გაიგო ჰეროდე მეოთხედმთავარმა ყველაფერი, რაც მოემოქმედა
იესოს, და საგონებელში ჩავარდა, ვინაიდან ზოგიერთნი ამბობდნენ: იოანე აღდგა
მკვდრეთით. |
7 |
ესმნეს ჰეროდეს მეოთხედ მთავარსა ყოველნი იგი საქმენი,
რომელნი მის მიერ იქმნებოდეს, და განიზრახვიდა, რამეთუ იტყოდეს ვინმე,
ვითარმედ: იოვანე ნათლის-მცემელი აღდგომილ არს მკუდრეთით. |
8 |
ზოგიც: ელია მოგვევლინაო, ზოგი კიდევ ამბობდა, რომ ერთი
ძველი წინასწარმეტყველთაგანი აღდგა. |
8 |
ხოლო რომელნიმე იტყოდეს: ელია გამოჩნდა; და სხუანი
იტყოდეს: წინაწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი აღდგომილ არს. |
9 |
ჰეროდემ თქვა: იოანეს მე მოვკვეთე თავი. მაშ, ვინ არის
ეს, ვისზედაც ამგვარი რამ მესმის? და უნდოდა მისი ნახვა. |
9 |
ხოლო ჰეროდე თქუა: იოვანეს მე თავი მოვჰკუეთე, ხოლო ესე ვინ არს, რომლისათჳს
ესევითარი მესმის, არა ვიცი. და უნდა ხილვაჲ მისი. |
10 |
დაბრუნდნენ მოციქულები და აუწყეს იესოს ყველაფერი, რაც გააკეთეს, ხოლო მან წაიყვანა
ისინი და უდაბურ ადგილს განმარტოვდა, იმ ქალაქის ახლოს, რომელსაც ჰქვია ბეთსაიდა. |
10 |
და მოიქცეს მოციქულნი და უთხრეს იესუს, რაოდენი ქმნეს. და წარიყვანნა იგინი და
განეშორა თჳსაგან ადგილსა უდაბნოსა ქალაქისასა, რომელსა ჰრქჳან ბეთსაიდაჲ. |
11 |
მაგრამ გაიგო ხალხმა და გაჰყვა მას: იესომ შეიწყნარა ისინი და ღმრთის სასუფეველზე
ელაპარაკებოდა მათ, ხოლო, ვისაც განკურნება სჭირდებოდა, კურნავდა. |
11 |
ხოლო ერმან მან აგრძნა და მისდევდეს მას. და შეიმთხჳნა იგინი და ეტყოდა მათ
სასუფეველისათჳს ღმრთისა, და რაოდენთა უჴმდა განკურნებაჲ, განჰკურნებდა. |
12 |
როდესაც დღემ გადახრა იწყო, მივიდნენ თორმეტნი და უთხრეს: გაუშვი ეს ხალხი
ახლომახლო სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევად და საჭმლის საშოვნად, ვინაიდან აქ
უდაბურ ადგილას ვართ. |
12 |
და ვითარცა იწყო დღემან მიდრეკად, მოვიდეს ათორმეტნი იგი და ჰრქუეს მას: განუტევე
ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო დაბნებსა და აგარაკებსა და დაადგრენ მუნ და პოონ
საზრდელი თავისა მათისაჲ, რამეთუ აქა უდაბნოსა ადგილსა ვართ. |
13 |
უთხრა მათ იესომ: თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. ხოლო მათ თქვეს: არაფერი გვაქვს
ხუთი პურისა და ორი თევზის გარდა, თუკი არ წავალთ, რომ საჭმელი ვუყიდოთ მთელ ამ
ხალხს. |
13 |
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქუენ ეცით მაგათ ჭამადი. და მათ
ჰრქუეს: არა არს ჩუენ თანა უფროჲს, გარნა ხუთი ჴუეზაჲ პური და ორი თევზი;
გარნა თუ ჩუენ წარვიდეთ და უყიდოთ ყოველსა ამას ერსა საზრდელი? |
14 |
რადგანაც იყო იქ ხუთი ათასამდე კაცი. მაგრამ მან თავის
მოწაფეებს უთხრა: რიგ-რიგად დასხით ისინი, თითო რიგში ორმოცდაათი კაცი. |
14 |
რამეთუ იყვნეს კაცნი იგი ვითარ ხუთ ათას ოდენ. ჰრქუა იესუ
მოწაფეთა თჳსთა: დასხით კაცები ეგე პურისმტედ-პურისმტედ ერგასეული. |
15 |
ასეც მოიქცნენ და დასხეს ყველანი. |
15 |
და მათ ყვეს ეგრე და დასხეს ყოველი იგი ერი. |
16 |
ხოლო მან აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი, აკურთხა, დატეხა და
მისცა თავის მოწაფეებს, რათა ჩამოერიგებინათ ხალხისთვის. |
16 |
ხოლო თავადმან მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა თუალნი ზეცად და
აკურთხნა იგინი და დამუსრა და მისცემდა მოწაფეთა, რაჲთა დაუგონ ერსა მას. |
17 |
ჭამა ყველამ და გაძღა; და გაავსეს ნარჩენებით თორმეტი
კალათი. |
17 |
და ჭამეს და განძღეს ყოველნი; და აღიღეს, რომელ-იგი
დაუშთა მათ ნამუსრევი, ათორმეტი გოდორი. |
18 |
მოხდა ისე, რომ ერთხელ, როცა განმარტოებით ლოცულობდა,
მოწაფეებიც მასთან იყვნენ და ჰკითხა მათ: |
18 |
და იყო ლოცვასა მას მისსა თჳსაგან, მის თანა იყვნეს მოწაფენი. ჰკითხვიდა მათ და
ჰრქუა: ვინ ვჰგონიე მე ერსა ამას და რაჲ თქჳან ჩემთჳს ყოფად? |
19 |
რას ამბობს ხალხი, ვინ ვგონივართ მე? ხოლო მათ მიუგეს და
უთხრეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს - ელია, ზოგი კი ამბობს,
ერთი ძველი წინასწარმეტყველი აღდგაო. |
19 |
ხოლო მათ მიუგეს და ჰრქუეს: იოვანე ნათლის-მცემელი; და
სხუათა − ელია; და რომელნიმე იტყჳან: წინაწარმეტყუელი ვინმე პირველთაგანი
აღდგომილ არს. |
20 |
და უთხრა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე? მიუგთ
პეტრემ და უთხრა: ქრისტე ღმრთისა. |
20 |
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: თქვენ ვინ გგონიე მე? მიუგო პეტრე
და ჰრქუა: ცხებული ღმრთისაჲ. |
21 |
მაგრამ მან მკაცრად უბრძანა: არავისთან გამთქვათო. |
21 |
ხოლო თავადმან შეჰრისხნა მათ და ამცნო, რაჲთა არავის
უთხრან ესე. |
22 |
და უთხრა მათ, რომ ძეს კაცისას ელოდა ბევრი ჭირისა და
შეურაცხყოფის დათმენა უხუცესთაგან, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან,
სიკვდილით დასჯა და მესამე დღეს აღდგომა. |
22 |
და ჰრქუა მათ, ვითარმედ: ჯერ-არს ძისა კაცისაჲ ფრიად
ვნებაჲ და შეურაცხ-ყოფაჲ მოხუცებულთაგან და მღდელთ-მოძღუართა და
მწიგნობართა და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად. |
23 |
და მიმართა ყველას: ვისაც სურს მომსდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი
და გამომყვეს მე. |
23 |
და იტყოდა ყოველთა მიმართ: რომელსა უნებს შემოდგომად
ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და მომდევდინ მე. |
24 |
რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც
ჩემი გულისთვის დაღუპავს სულს, ის იხსნის მას. |
24 |
რამეთუ რომელსა უნდეს განრინებად სულისა თჳსისა,
წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი. |
25 |
რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და თავის
თავს კი დაღუპავს, ან წარწყმედს? |
25 |
რაჲ სარგებელ არს კაცისა, შე-თუ-იძინოს სოფელი ყოველი და
თავი თჳსი წარიწყმიდოს, გინა იზღვიოს? |
26 |
რადგან ვისაც ვერცხვინები მეცა და ჩემი სიტყვებიც, ძეც
კაცისა სამარცხვინოდ მიიჩნევს მას, როდესაც მოვა თავისი, მამამისისა და
წმიდა ანგელოზთა დიდებით. |
26 |
რომელსა სირცხჳლ უჩნდეს ჩემდა მომართ??მას ძემანცა
კაცისამან არცხჳნოს, ოდეს მოვიდეს დიდებითა თჳსითა და მამისაჲთა და წმიდათა
ანგელოზთაჲთა. |
27 |
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგიერთი აქ მყოფთაგანი არ
იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს. |
27 |
გეტყჳ თქუენ: არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი, რომელთა
არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ. |
28 |
მოხდა ისე, რომ ამ საუბრიდან რვა დღის შემდეგ წაიყვანა
პეტრე, იოანე და იაკობი და სალოცავად ავიდა მთაზე. |
28 |
და იყო შემდგომად სიტყუათა ამათ ვითარ რვა ოდენ დღე, და
წარიყვანნა იესუ პეტრე და იაკობ და იოვანე და აღვიდა მთასა ლოცვად. |
29 |
ლოცვისას სახის ფერი იცვალა, ხოლო სამოსი მისი გახდა
სპეტაკი და ელვარე. |
29 |
და იყო ლოცვასა მას მისსა ხილვაჲ პირისა მისისაჲ სხუა და
სამოსელი მისი სპეტაკ და ელვარე. |
30 |
და აჰა, ორი კაცი ესაუბრებოდა მას; ესენი იყვნენ მოსე და
ელია, |
30 |
და აჰა ესერა ორნი კაცნი მის თანა ზრახვიდეს, რომელნი
იყვნეს მოსე და ელია. |
31 |
დიდებით მოვლენილნი, და მის წასვლაზე ესაუბრებოდნენ იესოს, რაც უნდა აღსრულებულიყო
იერუსალიმს. |
31 |
რომელნი გამოჩნდეს დიდებითა და იტყოდეს განსლვასა მას
მისსა, რომელი ეგულებოდა აღსრულებად იერუსალჱმს. |
32 |
ხოლო პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებულნი იყვნენ ძილით.
და როდესაც გამოიღვიძეს, იხილეს მისი დიდება და მასთან მდგომარე ორი კაცი. |
32 |
ხოლო პეტრე და მისთანანი დამძიმებულ იყვნეს ძილითა; ხოლო
გან-რაჲ-იღჳძეს, იხილეს დიდებაჲ მისი და ორნი კაცნი მის თანა მდგომარენი. |
33 |
ხოლო როცა დააპირეს გასცლოდნენ მას, პეტრემ უთხრა იესოს:
მოძღვარო, რა გვიჯობს აქ ყოფნას? მოდი, გავაკეთოთ სამი კარავი: ერთი შენ,
ერთი მოსეს და ერთიც ელიას, რადგან არ იცოდა, რას ამბობდა. |
33 |
და იყო განშორებასა მას მათსა მისგან ჰრქუა პეტრე იესუს:
მოძღუარ, კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფაჲ, და ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი
შენდა და ერთი მოსესა და ერთი ელიაჲსა, − რამეთუ არა იცოდა, რასა იტყოდა. |
34 |
სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ გამოჩნდა ღრუბელი და ჩრდილით დაბურა ისინი; და
შეშინდნენ ღრუბელში შესვლისას. |
34 |
და ვითარცა ამას იტყოდა, აჰა ღრუბელი აგრილობდა მათ, და
შეეშინა მათ შესლვად ღრუბელსა მას. |
35 |
და გაისმა ხმა ღრუბლით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი
საყვარელი; მას უსმინეთ. |
35 |
და ჴმაჲ იყო ღრუბლით გამო: ესე არს ძე ჩემი საყუარელი,
ამისი ისმინეთ. |
36 |
ეს ხმა რომ გაისმა, იესო მარტო დარჩა. ხოლო ისინი
დადუმდნენ და არავის უთხრეს იმ დღეებში, რაც ეხილათ. |
36 |
და ესე რაჲ იყო ჴმაჲ, იპოვა იესუ მარტოჲ. და მათ დაიდუმეს
და არაჲ ვის უთხრეს მათ დღეთა შინა, რომელ-იგი იხილეს. |
37 |
მეორე დღეს ჩამოვიდნენ მთიდან და შემოეგება მას დიდძალი
ხალხი. |
37 |
და იყო მერმესა დღესა გარდამოსლვასა მათსა მიერ მთით
მოეგებვოდა მას ერი მრავალი. |
38 |
და აჰა, ერთმა კაცმა შეჰყვირა ხალხში: მოძღვარო,
გევედრები, მოხედე ჩემს ძეს, ვინაიდან ერთადერთი მყავს. |
38 |
და აჰა კაცმან ვინმე ღაღატ-ყო ერსა მას შორის და ჰრქუა:
მოძღუარ, გევედრები შენ, მოიხილე ძესა ზედა ჩემსა, რამეთუ ესე ხოლო მარტოჲ
მივის. |
39 |
შეიპყრობს სული და მაშინვე ყვირილს დააწყებინებს, მიწაზე
დასცემს და ისე სტანჯავს, რომ დუჟს ადენს და ძნელად თუ ანებებს თავს
ნაგვემ-ნაწამებს. |
39 |
და სულმან უკეთურმან შეიპყრის იგი, და მეყსეულად
ღაღატ-ყვის, და დააკუეთის იგი, და პეროინ, და ძნიად განეშორის მისგან და
შემუსრის იგი. |
40 |
შევევედრე შენს მოწაფეებს, განდევნეთ-მეთქთ, მაგრამ ვერ
შესძლეს. |
40 |
და ვევედრე მოწაფეთა შენთა, რაჲთამცა განაშორეს იგი, და
ვერ შეუძლეს. |
41 |
ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო და უკეთურო მოდგმავ,
როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის უნდა გითმინოთ? აქ მომგვარე შენი ძე. |
41 |
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა: å ნათესავი ურწმუნოჲ და
გულარძნილი! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა და თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარე
მე აქა ძე შენი! |
42 |
ჯერ არც კი მისულიყთ მასთან, რომ ეშმაკმა მიწას დაანარცხა
და კრუნჩხვა დააწყებინა. მაგრამ იესომ შერისხა უწმინდური სული, განკურნა
ყრმა და მისცა მამამისს. |
42 |
და ვიდრე იგი მოვიდოდა, დააკუეთა იგი ეშმაკმან მან და
აძრწოლებდა მას. შეჰრისხნა იესუ სულსა მას არაწმიდასა და განკურნა ყრმაჲ
იგი და მისცა მამასა თჳსსა. |
43 |
უკვირდა ყველას ღმრთის სიდიადე და განცვიფრებული იყო
იმით, რაც მოიმოქმედა იესომ; ხოლო მან თავის მოწაფეებს უთხრა: |
43 |
და განუკჳრდებოდა ყოველთა დიდებასა მას ზედა ღმრთისასა,
და ყოველნი დაკჳრვებულ იყვნეს ყოველსა მას ზედა, რომელსა იქმოდა იესუ. ხოლო
იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: |
44 |
ყურად იღეთ ეს სიტყვები: ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში. |
44 |
დაისხენით თქუენ სიტყუანი ესე ყურთა თქუენთა, რამეთუ ძე
კაცისაჲ მიცემად არს ჴელთა კაცთასა. |
45 |
მაგრამ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვა, და დაფარული დარჩა მათთვის; ასე რომ, ვერაფერს
მიხვდნენ; იმისა კი შეეშინდათ, რომ ეკითხათ, თუ რას ნიშნავდა ეს. |
45 |
ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას ზედა, და იყო
დაფარულ მათგან, რაჲთა ვერ |
46 |
მაგრამ ერთი აზრი კი დაებადათ: ვინ იყო უდიდესი მათ შორის. |
46 |
გულისჴმა-ყონ იგი, და ეშინოდა მათ კითხვად მისა სიტყჳსა
ამისთჳს. 46. შევიდა მათდა გულის-სიტყუაჲცა: ვინ-ძი უდიდეს იყოს შორის
მათსა? |
47 |
ხოლო იესომ შეიცნო მათი გულის ზრახვა, მოიყვანა პატარა
ბავშვი, წინ დაიყენა |
47 |
ხოლო იესუ იცნოდა გულის ზრახვანი მათნი და მოიყვანა ყრმაჲ
და დაადგინა იგი წინაშე მათსა |
48 |
და უთხრა მათ: ვინც შეიწყნარებს ამ ბავშვს ჩემი სახელით,
მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, ჩემს მომავლინებელს
შეიწყნარებს; რადგან თქვენს შორის უმცირესი - უდიდესი იქნება. |
48 |
და ჰრქუა მათ: რომელმან შეიწყნაროს ესე ყრმაჲ სახელითა
ჩემითა, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს
მომავლინებელი ჩემი. ხოლო უმცირესი თქუენ ყოველთა შორის იგი არს დიდ. |
49 |
მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი,
რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ, და ავუკრძალეთ, ვინაიდან ჩვენ არ
მოგვდევს. |
49 |
მიუგო იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა
განასხმიდა, და ჩუენ ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემოგჳდგს ჩუენ. |
50 |
უთხრა მას იესომ: ნუ უკრძალავთ, რადგან ვინც ჩვენს
წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა. |
50 |
ჰრქუა მას იესუ: ნუ აყენებთ, რამეთუ რომელი არა არს
ჩუენდა მტერ, იგი ჩუენ კერძო არს. |
51 |
ხოლო როდესაც მოახლოვდნენ მისი ამაღლების დღენი, გადაჭრით
იბრუნა პირი იერუსალიმს წასასვლელად. |
51 |
და იყო აღსრულებასა მას დღეთა ამაღლებისა მისისათა და
თავადმან დაამტკიცა პირი თჳსი აღსლვად იერუსალჱმდ. |
52 |
წინასწარ გაგზავნა მაცნენი; ხოლო ისინი წავიდნენ და
შევიდნენ სამარიტელთა სოფელში, რათა სადგომი გაემზადებინათ მისთვის. |
52 |
და წარავლინნა მოციქულნი წინაშე მისსა. და იგინი წარვიდეს
და შევიდეს დაბასა სამარიტელთასა, რაჲთა მო-რაჲმე-უმზადონ მას. |
53 |
მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან იერუსალიმს
წასასვლელად ებრუნა პირი. |
53 |
და არა შეიწყნარეს იგინი, რამეთუ პირი მისი იყო მისლვად
იერუსალჱმდ. |
54 |
ეს რომ იხილეს, მისმა მოწაფეებმა - იაკობმა და იოანემ,
თქვეს: უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი გადმოხდეს ზეცით და მოსრას
ისინი, როგორც მოიქცა ელია. |
54 |
ვითარცა იხილეს მოწაფეთა მისთა იაკობ და იოვანე, თქუეს:
უფალო, გნებავსა, რაჲთა ვთქუათ, და ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით და აღჴოცნეს
იგინი, ვითარცა ელია ყო? |
55 |
მიუბრუნდა იესო, შერისხა ისინი და თქვა: არ იცით, რომელი
სულისანი ხართ. |
55 |
მიექცა იესუ და შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: არა იცით,
რომლისა სულისანი ხართ თქუენ? |
56 |
რადგან ძე კაცისა ადამიანთა სულების წარსაწყმედად კი არ
მოვიდა, არამედ სახსნელად. და სხვა სოფელში წავიდნენ. |
56 |
რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა წარწყმედად სულსა კაცთასა,
არამედ ცხოვრებად. და წარვიდეს სხუასა დაბასა. |
57 |
მოხდა ისე, რომ გზაში ვიღაცამ უთხრა: სადაც უნდა მიდიოდე,
თან გეახლები, უფალო. |
57 |
და იყო სლვასა მას მათსა გზასა ზედა ჰრქუა ვინმე მას:
მიგდევდე შენ ვიდრეცა მიხუალ. |
58 |
და უთხრა მას იესომ: მელიებს სოროები აქვთ და ცის
ფრინველებს - ბუდეები; ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი. |
58 |
ჰრქუა მას იესუ: მელთა ჴურელი უჩნს და მფრინველთა ცისათა
საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს. |
59 |
ხოლო მეორეს უთხრა, გამომყევით. მან კი თქვა: უფალო, ნება
მიბოძე, ჯერ მივიდე და დავმარხო მამაჩემი. |
59 |
ხოლო სხუასა ჰრქუა: შენ მომდევდი მე. და მან ჰრქუა:
უფალო, მიბრძანე მე პირველად მისლვად და დაფლვად მამისა ჩემისა. |
60 |
მაგრამ იესომ უთხრა მას: აცალე მკვდრებს თავიანთი
მკვდრების დამარხვა; შენ კი წადი და ღმრთის სასუფეველი ახარე ხალხს. |
60 |
ჰრქუა მას იესუ: აცადენ მკუდარნი დაფლვად თჳსთა მკუდართა;
ხოლო შენ წარვედ და მიმოსდევ სასუფეველი ღმრთისაჲ. |
61 |
ერთმა სხვამაც უთხრა: მე გამოგყვები, უფალო, მაგრამ ნება
მიბოძე, ჯერ მივიდე და ჩემიანებს გამოვეთხოვო. |
61 |
ჰრქუა მას სხუამან: მეცა მიგდევდე შენ, უფალო, ხოლო
პირველად მიბრძანე მე ჯმნაჲ სახლეულთა ჩემთაგან. |
62 |
მაგრამ იესომ უთხრა მას: არცერთი კაცი, ვისაც ხელი უდევს
სახნისზე და უკან კი იყურება, არ ივარგებს ღმრთის სასუფევლისთვის. |
62 |
ჰრქა მას იესუ: არავინ დასდვის ჴელი საჴნველსა, და ხედავნ
იგი გარეუკუნ და წარმართებულ არნ სასუფეველსა ღმრთისასა. |