1 |
როდესაც მიუახლოვდნენ იერუსალიმს, ბეთბაგეს და ბეთანიას, ზეთისხილის მთასთან,
გაგზავნა თავისი ორი მოწაფე
|
1 |
და რაჟამს მიეახლნეს იერუსალჱმდ, ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა თანა ზეთისხილთასა,
წარავლინნა ორნი მოწაფეთაგანნი |
2 |
და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს პირდაპირაა
და შესვლისთანავე იპოვით დაბმულ ჩოჩორს, რომელზედაც ჯერ კაცი არ მჯდარა;
ახსენით და მომგვარეთ. |
2 |
და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე
თქუენსა; და შე-რაჲ-ხჳდოდით მას შინა, ჰპოოთ კიცჳ დაბმული, რომელსა კაცი
არღა დაჯდომილ არს; აღჰჴსენით იგი და მომგუარეთ. |
3 |
ხოლო თუ ვინმე გეტყვით, რას შვრებითო, უთხარით, უფალს
სჭირდება და მალე დაგიბრუნებსო. |
3 |
და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲ თქუენ, არქუთ, ვითარმედ:
უფალსა უჴმს ეგე, და მეყსეულად მოავლინოს იგი აქა. |
4 |
ისინი წავიდნენ, დაინახეს ქუჩაში ჭიშკართან დაბმული
ჩოჩორი და ახსნეს იგი. |
4 |
ხოლო იგინი წარვიდეს და პოვეს კიცჳ იგი დაბმული კართა
თანა გარეშე შესავალთა და აღჰჴსნეს იგი. |
5 |
ზოგიერთმა იქ მდგომმა ჰკითხა მათ: რას შვრებით, რატომ
ხსნით ჩოჩორს? |
5 |
ხოლო მუნ მდგომარენი ვინმე ეტყოდეს მათ: რასა ჰზამთ და
აღჰჴსნით კიცუსა მაგას? |
6 |
მათ მიუგეს, როგორც უბრძანა იესომ, და გამოუშვეს ისინი. |
6 |
ხოლო მათ ჰრქუეს, ვითარცა-იგი უბრძანა მათ იესუ; და
მიუტევეს მათ. |
7 |
მიჰგვარეს ჩოჩორი იესოს, ზურგზე დაუფინეს თავიანთი
სამოსელი და ზედ შესვეს იგი. |
7 |
და მოიყვანეს კიცჳ იგი იესუჲსა. და დაასხეს მას ზედა
სამოსელი მათი, და დაჯდა მას ზედა. |
8 |
ბევრი თავის სამოსელს უფენდა გზაზე, სხვები კი - ხის
ტოტებს, რომლებსაც მინდვრად ჭრიდნენ. |
8 |
და მრავალნი სამოსელსა მათსა დაუფენდეს გზასა ზედა, და
სხუანი მოჰკაფდეს რტოთა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა. |
9 |
წინ მიმავალნიცა და უკან მიმყოლნიც ღაღადებდნენ და
ამბობდნენ: ოსანა! კურთხეულია მომავალი უფლის სახელით. |
9 |
და რომელნი წინა-უძღოდეს და რომელნი უკუანა შეუდგეს,
ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა მაღალთა შინა! კურთხეულ არს მომავალი მეუფე
სახელითა უფლისაჲთა! |
10 |
კურთხეულია დავითის, ჩვენი მამის, მომავალი სამეფო! ოსანა მაღალთა შინა! |
10 |
კურთხეულ არს მოსლვაჲ მეუფისა დავითის, მამისა ჩუენისაჲ! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი
ხარ მაღალთა შინა! |
11 |
შევიდა იესო იერუსალიმსა და ტაძარში; როდესაც მოიხილა ყველაფერი, უკვე გვიანი იყო
და ბეთანიას გაემართა თორმეტის თანხლებით. |
11 |
და შევიდა იესუ იერუსალჱმდ და ტაძარსა მას და მიმოხედვიდა ყოველსა, რამეთუ მწუხრი
იყო ჟამი იგი. და განვიდა ბეთანიად ათორმეტთა თანა. |
12 |
ხოლო მეორე დღეს, ბეთანიიდან წამოსულს მოშივდა; |
12 |
და ხვალისაგან, ვითარ გამოვიდეს იგინი ბეთანიაჲთ, შეემშია. |
13 |
შორიდან დაინახა გაფოთლილი ლეღვის ხე და მივიდა, იქნებ ზედ რამე ვიპოვოო, მაგრამ
მისულმა ვერაფერი ნახა ფოთლების გარდა, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოეწია ლეღვის
მწიფობას. |
13 |
და იხილა ლეღჳ ერთი შორით, რომელსა ესხა ფურცელი, და
მოვიდა, უკუეთუმცა რაჲმე პოვა მას შინა. და მოვიდა რაჲ მისა, არარაჲ პოვა,
გარნა ფურცელი ხოლო, რამეთუ არა იყო ჟამი ლეღჳისაჲ. |
14 |
და უთხრა მას: აღარავის ეგემოს შენი ნაყოფი უკუნისამდე!
და გაიგონეს ეს მისმა მოწაფეებმა. |
14 |
და ჰრქუა მას: ნუღარამცა ვინ ჭამს უკუნისამდე შენგან
ნაყოფსა. და ესმოდა ესე მოწაფეთა მისთა. |
15 |
მივიდნენ იერუსალიმში; შევიდა იესო ტაძრად, და დაიწყო
იმათი გამოყრა, ვინც ყიდიდა და ყიდულობდა ტაძარში; ააყირავა მეკერმეთა
დახლები და მტრედებით მოვაჭრეთა მერხები. |
15 |
და მოვიდეს იერუსალჱმდ, და შევიდა იესუ ტაძარსა მას და
იწყო გამოსხმად განმსყიდელთა მათ და მომსყიდელთა მიერ ტაძრით; და ტაბლები
იგი მეკერმეთაჲ მათ და დასასხდომელები იგი მსყიდელთაჲ მათ ტრედისათაჲ
დაუმჴუა. |
16 |
და არავის აძლევდა იმის ნებას, რომ რამე გამოეტარებინა ტაძარში. |
16 |
და არა უტევებდა, რაჲთა გან-ვინმე-იღოს ჭურჭელი მიერ ტაძრით. |
17 |
ასწავლიდა მათ და ამბობდა: განა დაწერილი არ არის, რომ
ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება ყველა ხალხისთვის? თქვენ კი ყაჩაღთა
ბუნაგად გიქცევიათ იგი. |
17 |
და ასწავებდა და ეტყოდა, ვითარმედ: წერილ არს: სახლსა
ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს ყოველთა მიერ წარმართთა, ხოლო თქუენ გიყოფიეს
იგი ქუაბ ავაზაკთა. |
18 |
გაიგონეს ეს მწიგნობრებმა და მღვდელმთავრებმა და ეძებდნენ
ხერხს მის დასაღუპად, რადგანაც ეშინოდათ მისი, ვინაიდან მთელ ხალხს უკვირდა
მისი მოძღვრება. |
18 |
და ესმა ესე მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა და
ეძიებდეს, ვითარმცა წარწყმიდეს იგი; და ეშინოდა მისა, რამეთუ ყოველი ერი
განკჳრვებულ იყო მოძღურებასა მას მისსა. |
19 |
შებინდებისას ქალაქიდან გამოვიდა. |
19 |
და ვითარცა იყო მწუხრი, განვიდოდა გარეშე ქალაქსა. |
20 |
დილაადრიან გვერდით ჩაუარეს და დაინახეს, რომ ლეღვის ხე
ძირფესვიანად გამხმარიყო. |
20 |
და ვითარცა თანა-წარჰვიდოდეს განთიად, იხილეს ლეღჳ იგი
განჴმელი ძირითაგან. |
21 |
გაახსენდა პეტრეს და უთხრა მას: რაბი! შეხედე, ლეღვის ხე,
შენ რომ დასწყევლე, გამხმარა. |
21 |
და მოეჴსენა პეტრეს და ჰრქუა მას: რაბი, აჰა ლეღჳ იგი,
რომელსა სწყევე, განჴმა. |
22 |
მიუგო იესომ და უთხრა მათ: გქონდეთ ღმრთის რწმენა. |
22 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: |
23 |
რადგან ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ვინმე ეტყვის ამ მთას: აღმოიფხვერი და
ზღვაში ჩავარდიო, და არ შეეჭვდება თავის გულში, არამედ იწამებს, რომ მისი
სიტყვისამებრ მოხდება, - ექნება ის, რასაც იტყვის. |
23 |
გაქუნდინ სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ. ამენ გეტყჳ თქუენ,
ვითარმედ: რომელმან ჰრქუას მთასა ამას: აღიფხუარ და შთავარდი ზღუად! და არა
შეორგულდეს გულსა თჳსსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ რომელი თქუას, იქმნეს, და
იყოს ეგრე. |
24 |
ამიტომ გეუბნებით თქვენ: რასაც ლოცვაში ითხოვთ, გწამდეთ,
ყველაფერს მიიღებთ და მოგეცემათ. |
24 |
ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველსა რომელსა ლოცვასა შინა
ითხოვდეთ, გრწმენინ, რამეთუ მოიღოთ, და გეყოს თქუენ. |
25 |
როდესაც ლოცვად დგახართ, მიუტევეთ, ვინც რამე გცოდათ,
რათა მამამ თქვენმა ზეციერმაც მოგიტევოთ თქვენი შეცოდებანი. |
25 |
და რაჟამს სდგეთ ლოცვასა შინა, მიუტევეთ, უკუეთუ გაქუნდეს
რაჲმე ბოროტი ვისთჳსმე, რაჲთა მამამანცა თქუენმან, რომელ არს ცათა შინა,
მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი. |
26 |
ხოლო თუ არ მიუტევებთ, არც მამა თქვენი ზეციერი
მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს. |
26 |
ხოლო უკუეთუ თქუენ არა მიუტევნეთ, არცა მამამან თქუენმან,
რომელ არს ცათა შინა, მოგიტევნეს შეცოდებანი თქუენნი. |
27 |
კვლავ მივიდნენ იერუსალიმში და როცა ტაძრად მიმოდიოდა,
მიუახლოვდნენ მღვდელმთავარნი, მწიგნობარნი და უხუცესნი. |
27 |
და მოვიდეს კუალად იერუსალჱმდ. და ვითარცა იქცეოდა იგი
ტაძარსა მას შინა, მოვიდეს მისა მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი და
მოხუცებულნი. |
28 |
და უთხრეს მას: რომელი ძალით იქმ ამას? ან ვინ მოგცა
ამისი ძალა? |
28 |
და ეტყოდეს მას: რომლითა ჴელმწიფებითა იქმ ამას, და ვინ
მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე, რამეთუ ამას იქმოდი? |
29 |
ხოლო იესომ მიუგო და უთხრა მათ: მეც ერთ რამეს გკითხავთ,
და მიპასუხეთ: მაშინ გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას. |
29 |
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ
ერთი, და თქუენ მომიგეთ მე, და მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ
ამას: |
30 |
ნათლისცემა იოანესი ზეციდან იყო თუ კაცთაგან? მიპასუხეთ. |
30 |
ნათლის-ცემაჲ იოვანესი ზეცით იყო ანუ კაცთაგან? მითხართ
მე. |
31 |
ხოლო ისინი ერთმანეთში ბჭობდნენ: თუ ვეტყვით: ზეციდანო,
ის გვეტყვის, მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას? |
31 |
ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: უკუეთუ
ვთქუათ: ზეცით იყო, გურქუას ჩუენ: რაჲსათჳს უკუე არა გრწმენა მისი? |
32 |
ხოლო თუ იტყოდნენ: კაცთაგანო, ხალხისა ეშინოდათ, ვინაიდან
ყველას ჭეშმარიტ წინასწარმეტყველად მიაჩნდა იოანე. |
32 |
და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა ამის, რამეთუ
ყოველთა იცოდეს იოვანე, ვითარმედ ჭეშმარიტად წინაჲსწარმეტყუელი იყო. |
33 |
ამიტომ პასუხად უთხრეს იესოს: არ ვიცით. ხოლო იესომ მიუგო
მათ: მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას. |
33 |
და მიუგეს და ჰრქუეს მათ იესუს: არა ვიცით. და მიუგო მათ
იესუ და ჰრქუა: არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ამას ვიქმ. |