1 |
და დაუწყო მათ იგავებით ლაპარაკი: ერთმა კაცმა ჩაყარა ვაზი, შემოღობა, ამოკვეთა
საწნახელი, ააგო კოშკი და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა.
|
1 |
და იწყო იგავით მათა სიტყუად: კაცმან ვინმე დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა და
ქმნა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი ქუეყანის-მოქმედთა და წარვიდა. |
2 |
როცა დრომ მოაწია, მევენახეებთან გაგზავნა მონა, რათა
მოსავალი ჩაებარებინა მათგან. |
2 |
და მიავლინა ქუეყანის-მოქმედთა მათ მიმართ ჟამსა
ნაყოფისასა მონაჲ, რაჲთა მოიღოს ნაყოფი ვენაჴისაჲ მის. |
3 |
ხოლო მათ შეიპყრეს იგი, სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს. |
3 |
ხოლო მათ შეიპყრეს და გუემეს იგი და წარავლინეს ცალიერი. |
4 |
კვლავ გაგზავნა მეორე მონა; მას ქვებით გაუტეხეს თავი და
შეგინებული გააგდეს. |
4 |
მერმე კუალად წარავლინა სხუაჲ მონაჲ, და მასცა კუალად
გამო-ვე-ეწყვნეს, გუემეს და წარავლინეს გინებული. |
5 |
ახლა სხვა მონა გაგზავნა; ის კიდევ მოკლეს; და სხვასაც
მრავალს ან სცემდნენ, ან კლავდნენ. |
5 |
და კუალად სხუაჲ მიავლინა, და იგიცა მოკლეს; და სხუანი
მრავალნი – რომელთამე სტანჯვიდეს და რომელთამე მოჰკლვიდეს. |
6 |
ერთი საყვარელი ძეც ჰყავდა; ბოლოს ის გაგზავნა მათთან,
რადგან ეგონა, ჩემი ძის მაინც მოერიდებათო. |
6 |
უკუანაჲსკნელ, ერთი ძე ესუა საყუარელი თჳსი, მიავლინა
მათა, რამეთუ თქუა, ვითარმედ: შეიკდიმონ ძისა ჩემისათჳს. |
7 |
მაგრამ მევენახეებმა ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე;
მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრთ ჩვენ დაგვრჩებაო. |
7 |
ხოლო ქუეყანის-მოქმედთა მათ თქუეს ურთიერთას: ესე არს
მკჳდრი მისი, მოვედით და მოვკლათ იგი, და ჩუენდა იყოს სამკჳდრებელი ესე. |
8 |
შეიპყრეს იგი, მოკლეს და ვენახს გარეთ დააგდეს. |
8 |
და შეიპყრეს იგი და მოკლეს და გამოაგდეს იგი მიერ
სავენაჴით. |
9 |
მერედა, რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა და დახოცავს
მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს. |
9 |
აწ რაჲ უყოს მათ უფალმან მის ვენაჴისამან? მოვიდეს და
მოსრნეს ქუეყანის-მოქმედნი იგი და ვენაჴი იგი მისცეს სხუათა. |
10 |
ნუთუ არ ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად
დაიდვა? |
10 |
არცაღა ესე წიგნი აღმოგიკითხავსა: ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა
თავ კიდეთა? |
11 |
უფლის მიერ იქმნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს. |
11 |
უფლისა მიერ იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა. |
12 |
უნდოდათ მისი შეპყრობა, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა იგავს; მაგრამ
ხალხისა შეეშინდათ, მიატოვეს და გაეცალნენ. |
12 |
და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა ერისა მისგან, რამეთუ ცნეს, ვითარმედ მათთჳს
თქუა იგავი იგი. და დაუტევეს იგი და წარვიდეს. |
13 |
მიუგზავნეს ზოგიერთი ფარისეველი და ჰეროდელი, რათა სიტყვის მახე დაეგოთ მისთვის. |
13 |
და მი-ვინმე-ავლინნეს მისა ფარისეველნი და ჰეროდიანნი,
რაჲთა მოინადირონ იგი სიტყჳთა. |
14 |
მივიდნენ ისინი და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ მართალი
ხარ, და არავის არჩევ, ვინაიდან არ უყურებ სახეს კაცისას, არამედ სამართლით
გვასწავლი ღმრთის გზას. გვმართებს თუ არა ხარკი ვაძლიოთ კეისარს? ვაძლიოთ
თუ არ ვაძლიოთ? |
14 |
ხოლო იგინი მოვიდეს და ჰკითხვიდეს მას: მოძღუარ, ვიცით,
რამეთუ ჭეშმარიტ ხარ და არარაჲ ზრუნვაჲ გაქუს ვისთჳსმე, რამეთუ არა ხედავ
პირსა კაცისასა, არამედ ჭეშმარიტად გზასა ღმრთისასა ასწავებ. ჯერ-არსა
ხარკი მიცემად კეისრისა ანუ არა? მივსცეთ ანუ არა მივსცეთ? |
15 |
ხოლო იესომ შეიცნო მათი თვალთმაქცობა და უთხრა მათ: რატომ
მაცდუნებთ? მომიტანეთ დინარი, რათა ჩემი თვალით ვიხილო. |
15 |
ხოლო თავადმან იცოდა ორგულებაჲ მათი და ჰრქუა მათ: რაჲსა
გამომცდით მე? მომართჳთ მე დრაჰკანი, რაჲთა ვიხილო. |
16 |
მიუტანეს თუ არა, უთხრა მათ: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? მიუგეს: კეისრისა. |
16 |
ხოლო მათ მოართუეს. და ჰრქუა მათ: ვისი არს ხატი ესე და ზედაწერილი? ხოლო მათ
ჰრქუეს: კეისრისაჲ. |
17 |
იესომ მიუგთ და უთხრა მათ: მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო
ღმერთს - ღმრთისა. და უკვირდათ მისი. |
17 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და
ღმრთისაჲ ღმერთსა. და დაუკჳრდა ამას ზედა და წარვიდეს. |
18 |
მერე მიუახლოვდნენ სადუკევეღნი, რომელნიც ამბობენ, რომ არ
არსებობს აღდგომა, და ჰკითხეს: |
18 |
და მოვიდეს მისა სადუკეველნი, რომელნი იტყჳან, ვითარმედ:
აღდგომაჲ არა არს, და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: |
19 |
მოძღვარო, მოსემ დაგვიწერა, თუ ვინმეს მოუკვდება ძმა,
რომელსაც დარჩება ცოლი, მაგრამ არ დარჩება შვილი, დაე, მისმა ძმამ
მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას მისი თესლი. |
19 |
მოძღუარ, მოსე ესრეთ დამიწერა ჩუენ: უკუეთუ ვისმე
მოუკუდეს ძმაჲ და ესუას მას ცოლი, და შვილი არა დაშთეს, რაჲთა შეირთოს
ძმამან მისმან ცოლი იგი მისი და აღუდგინოს თესლი ძმასა თჳსსა. |
20 |
იყო შვიდი ძმა; პირველმა შეირთო ცოლი და უშვილოდ მოკვდა. |
20 |
აწ შჳდნი ძმანი იყვნეს ჩუენ შორის. და პირველმან შეირთო
ცოლი და მოკუდა, და არა დაშთა შვილი; |
21 |
მეორემ შეირთო იგი და ისიც უშვილოდ მოკვდა. ასევე
მესამეც. |
21 |
და მეორემან შეირთო იგი და მოკუდა, და არა დაშთა შვილი.
და მესამემან ეგრეთვე, |
22 |
შვიდივეს ცოლად ჰყავდა და არცერთს არ დარჩა შვილი.
ყველაზე ბოლოს კი ქალიც მოკვდა. |
22 |
ვიდრე მეშჳდედმდე, და არა დაუშთა შვილი; უკუანაჲსკნელ
ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი. |
23 |
მერედა, აღდგომისას, როცა აღდგებიან, ვისი ცოლი იქნება იგი? ვინაიდან შვიდივეს
ცოლად ესვა. |
23 |
აწ უკუე აღდგომასა მას, ოდეს აღდგენ, ვისა მათგანისა იყოს
იგი ცოლ, რამეთუ შჳდთავე მათ ესუა იგი ცოლად? |
24 |
იესომ პასუხად მიუგო მათ: იმიტომ ხომ არ სცდებით, რომ არც
წერილს იცნობთ და არც ღმრთის ძალას? |
24 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა ამისთჳს სცთებითა, რამეთუ
არა იცნით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ? |
25 |
რადგან მკვდრეთით აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც
თხოვდებიან, არამედ არიან, როგორც ანგელოზები ცაში. |
25 |
რამეთუ რაჟამს მკუდრეთით აღდგენ, არცა იქორწინებოდიან,
არცა განჰქორწინებდენ, არამედ იყვნენ ვითარცა ანგელოზნი ცათა შინა. |
26 |
ხოლო მკვდართა აღდგომისათვის არ წაგიკითხავთ მოსეს
წიგნში, რა უთხრა მას მაყვლოვანში ღმერთმა: მე ვარ ღმერთი აბრაამისა,
ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. |
26 |
ხოლო ამისთჳს, რამეთუ აღდგენ მკუდარნი, არა
აღმოგიკითხავსა წიგნსა მოსესსა, მაყულოვანსა ზედა ვითარ-იგი ღმერთი ეტყოდა
მას და ჰრქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი, ღმერთი ისაკისი და ღმერთი
იაკობისი? |
27 |
ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ - ცოცხლებისა. ხოლო
თქვენ დიდად სცდებით. |
27 |
არა არს ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ღმერთი ცხოველთაჲ. ხოლო
თქუენ ფრიად სცთებით. |
28 |
მოვიდა ერთი მწიგნობართაგანი, რომელმაც გაიგონა მათი
კამათი და მიხვდა, რომ კარგად მიუგო მათ, და ჰკითხა იესოს: რომელია
უპირველესი მცნება? |
28 |
და მოვიდა მისა ერთი მწიგნობართაგანი, ესმოდა რაჲ მათი,
ვითარ-იგი გამოეძიებდეს მის თანა, იცოდა, რამეთუ კეთილად მიუგო მათ, ჰკითხა
მას მანცა, ვითარმედ: რომელი არს ყოველთა პირველი მცნებაჲ? |
29 |
ხოლო იესომ მიუგო მას: აი, უპირველესი მცნება: ისმინე,
ისრაელ! უფალი ღმერთი ჩვენი ერთი უფალია! |
29 |
ხოლო იესუ ჰრქუა მას: პირველი ყოველთა მცნებათაჲ ესე არს:
ისმინე, ისრაჱლ: უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს; |
30 |
და: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და
მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით, - აი,
უპირველესი მცნება. |
30 |
და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და
ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა
შენითა. ესე არს პირველი მცნებაჲ. |
31 |
და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი,
ვითარცა თავი შენი. არ არსებობს ამათზე დიადი მცნება. |
31 |
და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა
თავი თჳსი. უფროჲს ამათსა სხუაჲ მცნებაჲ არა არს. |
32 |
მწიგნობარმა უთხრა მას: კეთილი, მოძღვარო; ჭეშმარიტს
ამბობ, რომ ერთია ღმერთი, და არ არის სხვა, მის გარდა; |
32 |
ჰრქუა მას მწიგნობარმან მან: კეთილად, მოძღუარ,
ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ ერთ არს ღმერთი, და არავინ არს სხუაჲ მისა გარეშე; |
33 |
და რომ უნდა გვიყვარდეს იგი მთელი გულით და მთელი სულით
და მთელი გონებით და მთელი ძალით; და გვიყვარდეს მოყვასი, როგორც საკუთარი
თავი - ეს ყოველგვარ მსხვერპლსა და შესაწირავზე უმეტესია. |
33 |
და შეყუარებად იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და
ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გულისჴმის-ყოფითა, და შეყუარებად მოყუასი,
ვითარცა თავი თჳსი; უფროჲს არს ესე ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა. |
34 |
როცა იხილა იესომ, რომ გონივრულად უპასუხა, მიუგო მას: შორს როდი ხარ ღმრთის
სასუფევლისგან. ამის შემდეგ ვეღარავინ ბედავდა რაიმე ეკითხა მისთვის.
|
34 |
და იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო, ჰრქუა მას: არა
შორს ხარ სასუფეველისაგან ღმრთისა. და არღარავინ იკადრა კითხვად მისა. |
35 |
კვლავ ასწავლიდა იესო ტაძარში და თქვა: როგორ ამბობენ
მწიგნობრები, რომ ქრისტე დავითის ძეა? |
35 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ და ასწავებდა ტაძარსა მას შინა: ვითარ უკუე იტყჳან
მწიგნობარნი, ვითარმედ: ქრისტე ძე არს დავითისი? |
36 |
რადგან თვით დავითი ამბობს სულით წმიდით: უთხრა უფალმა
ჩემს უფალს: დაჯექ ჩემს მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობ მტრებს. |
36 |
რამეთუ თჳთ იგი დავით იტყჳს სულითა წმიდითა: ჰრქუა
უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი
შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა. |
37 |
ამრიგად, თვით დავითი უწოდებს მას უფალს; როგორღა
ეკუთვნის ძედ? დიდძალი ხალხი სიამოვნებით უსმენდა მას. |
37 |
თჳთ იგი დავით ჰხადის მას უფლით, და ვითარ ძჱ მისი არს?
და მრავალი ერი ისმენდა მისსა ტკბილად. |
38 |
და თავისი სწავლით ამბობდა: ეკრძალეთ მწიგნობრებს,
რომლებსაც უყვართ გრძელი სამოსით მოკაზმვა და საკრებულოებში - სალმის
ძღვნა, |
38 |
და ეტყოდა მათ სწავლასა მას შინა მისსა: ეკრძალენით
მწიგნობართა მათგან, რომელთა ჰნებავს სამკაულითა სლვაჲ და მოკითხვაჲ უბანთა
ზედა, |
39 |
სინაგოგებში - წინა რიგები და წვეულებებზე - სუფრის თავში
ჯდომა. |
39 |
და ზემოჯდომაჲ კრებულსა შორის და პირველ ანაჴით-ჯდომაჲ
სერსა ზედა, |
40 |
რომლებიც ნთქამენ ქვრივთა სახლებს და თვალთმაქცურად
ლოცულობენ დიდხანს: მით უფრო მძიმე იქნება მათი სასჯელი. |
40 |
რომელნი შესჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით მყოვარ
ჟამ ილოცვენ, რომელთა მიიღონ უმეტესი სასჯელი. |
41 |
დაჯდა იესო საგანძურის წინ და უყურებდა, როგორ ყრიდა
ხალხი ფულს საგანძურში. ხოლო ბევრი მდიდარი ბლომად ყრიდა. |
41 |
და დაჯდა იესუ წინაშე ფასის-საცავსა მას და ხედვიდა
ვითარ-იგი ერი დასდებდა რვალსა ფასის-საცავსა მას. და მრავალთა მდიდართა
დადვეს ფრიად. |
42 |
მოვიდა ერთი საწყალი ქვრივი ქალი და ჩააგდო ორი ლეპტა,
რაც შეადგენს კოდრანტს. |
42 |
და მოვიდა ერთი ქურივი გლახაკი და დასხნა ორნი მწულილნი,
რომელ არს კოდრანტე. |
43 |
მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა მათ: ჭეშმარიტად
გეუბნებით თქვენ, რომ ამ საწყალმა ქვრივმა ყველაზე მეტი ჩააგდო საგანძურში. |
43 |
და მოუწოდა იესუ მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ
თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უფროჲს ყოველთასა დადვა
ფასის-საცავსა ამას; |
44 |
ვინაიდან ყველა აგდებდა იმას, რაც ზედმეტი ჰქონდა, ხოლო
მან ჩააგდო მთელი თავისი სისაწყლე, მთელი თავისი საბადებელი. |
44 |
რამეთუ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს, ხოლო ამან
ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა, დადვა საცხორებელი თჳსი. |