1 |
ტაძრიდან რომ გამოდიოდა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: მოძღვარო, შეხედე, რა
ქვებია და რა შენობები! |
1 |
და გამო-რაჲ-ვიდოდა იგი ტაძრით, ჰრქუა მას ერთმან მოწაფემან მისმან: მოძღუარ,
იხილე, რაბამი ქვები არს და რაბამი შენებულებაჲ! |
2 |
მიუგო იესომ და უთხრა მას: ხედავ ამ დიდებულ შენობებს?
ქვა ქვაზეც არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა. |
2 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ხედავა ამათ დიდ-დიდთა
შენებულთა? არა დაშთეს ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს. |
3 |
ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე, ტაძრის პირდაპირ იჯდა,
განცალკევებით ჰკითხეს მას პეტრემ და იაკობმა, იოანემ და ანდრიამ: |
3 |
და დაჯდა რაჲ იგი მთასა მას ზეთისხილთასა წინაშე ტაძარსა
მას, ჰკითხვიდეს მას თჳსაგან პეტრე და იაკობ და იოვანე და ანდრეა: |
4 |
გვითხარი, როდის მოხდება ეს, ან იქნება ნიშანი იმისა, რომ
ყოველივე ეს აღსრულდება? |
4 |
მითხარ ჩუენ, ოდეს ყოფად არს ესე, და რაჲ იყვნენ
სასწაულნი, ოდეს ესე ყოველნი აღესრულნენ? |
5 |
მიუგო იესომ და უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ
გაცდუნოთ. |
5 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე
გაცთუნნეს თქუენ. |
6 |
ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე
ვარო, და მრავალს აცდუნებენ. |
6 |
რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან,
ვითარმედ: მე ვარ, და მრავალთა აცთუნებდენ. |
7 |
ხოლო როდესაც გაიგებთ ომებსა და ომების ამბავს, ნუ
შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველივე ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ
არის დასასრული. |
7 |
რაჟამს გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, ნუ
შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოფად, არამედ არღა არს აღსასრული. |
8 |
რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო
სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ, იქნება შიმშილობა
და შფოთი. და ეს - სალმობათა დასაბამია. |
8 |
რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ
მეუფებასა ზედა, და იყვნენ ძრვანი ადგილ-ადგილ, და იყვნენ სიყმილნი და
შფოთნი. ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს. |
9 |
არამედ მიხედეთ თქვენს თავს, რადგანაც მიგცემენ
სამართალში, მათრახით გცემენ სინაგოგებში, და მიგიყვანენ ჩემს გამო
მთავრებისა და მეფეების წინაშე, რათა უმოწმოთ მათ. |
9 |
ხოლო ეკრძალენით თქუენ თავთა თქუენთა, რამეთუ მიგცემდენ
თქუენ შესაკრებელთა და კრებულთა შორის გტანჯვიდენ თქუენ, და წინაშე მეფეთა
და მთავართა წარსდგეთ ჩემთჳს საწამებელად მათა და ყოველთა წარმართთა. |
10 |
და პირველად ყველა ხალხს უნდა ექადაგოს სახარება. |
10 |
ხოლო პირველად ჯერ-არს ქადაგებად სახარებაჲ ესე. |
11 |
ხოლო როდესაც წაგიყვანენ გასაცემად, წინასწარ ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათო, და ნურც
წინასწარ მოიფიქრებთ სათქმელს; არამედ რაც მოგეცემათ იმ ჟამად, ის ილაპარაკეთ;
რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ - სული წმიდა. |
11 |
და რაჟამს მიგიყვანნენ თქუენ მიცემად მათა, ნუ წინაჲსწარ ჰზრუნავთ, ნუცა იწურთით,
რასა იტყოდით; არამედ რაჲ-იგი მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, მას იტყოდეთ, რამეთუ
არა თქუენ ხართ მეტყუელნი, არამედ სული წმიდაჲ. |
12 |
და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს;
შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ. |
12 |
რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილად და მამამან შვილი, და აღდგენ შვილნი
მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ. |
13 |
და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. |
13 |
და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა
ჩემისათჳს; ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს. |
14 |
როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ
წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც უადგილო ადგილას დევს (წამკითხველმა
გაიგოს), მაშინ ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს. |
14 |
ხოლო ოდეს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული
დანიელ წინაწარმეტყუელისაჲ, მდგომარე, სადა-იგი არა ჯერ-არს, – რომელი-იგი
აღმოიკითხვიდეს, სცნობდინ, – მაშინ რომელნი იყვნენ ჰურიასტანს, ივლტოდედ
მთად. |
15 |
და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს თავისი სახლიდან რაიმეს
გამოსატანად. |
15 |
და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ სახიდ და
ნუცა შევალნ აღებად რაჲსამე სახლისაგან თჳსისა. |
16 |
მინდვრად მყოფი კი ნუ მიბრუნდება შინ თავისი სამოსის წამოსაღებად. |
16 |
და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად სამოსლისა თჳსისა. |
17 |
ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად. |
17 |
ხოლო ვაჲ მუცელ-ქუმულთა და რომელნი აწოებდენ მათ დღეთა
შინა! |
18 |
ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში. |
18 |
არამედ ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი
ზამთარსა. |
19 |
რადგან იქნება იმ დღეებში ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა
ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და არც
იქნება. |
19 |
რამეთუ იყვნენ დღენი იგი ჭირისანი, რომელი არასადა იქმნა
ესევითარი დასაბამითგან, რომელ დაჰბადა ღმერთმან, ვიდრე აქამომდე და არცაღა
იყოს. |
20 |
და უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღენი, ვერ გადარჩებოდა
ვერც ერთი ძეხორციელი; მაგრამ რჩეულთათვის შეამოკლა ის დღენი. |
20 |
და არა თუმცა ღმერთმან შეამოკლნა დღენი იგი, არამცა
ცხოვნდა ყოველი ჴორციელი; არამედ რჩეულთა მათთჳს, რომელნი გამოირჩინა,
შეამოკლნა დღენი იგი. |
21 |
მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ
- იქო, ნუ ერწმუნებით. |
21 |
მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე
გინა იქი, ნუ გრწამნ. |
22 |
რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და
მოახდენენ სასწაულებსა და ნიშებს, რათა აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ
რჩეულნიც. |
22 |
რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუარნი და ცრუ-წინაწარმეტყუელნი
და ჰყოფდენ სასწაულებსა და ნიშებსა, რაჲთა აცთუნნენ, უკუეთუმცა შეუძლეს,
რჩეულთაცა. |
23 |
ხოლო თქვენ ფხიზლად იყავით. აჰა, ყოველივე წინასწარ
გაუწყეთ თქვენ. |
23 |
ხოლო თქუენ იხილეთ და ეკრძალენით, აჰა ესერა წინაჲსწარ
გითხარ თქუენ ყოველი. |
24 |
და მაშინ, იმ ჭირის შემდეგ, დაბნელდება მზე და მთვარე
აღარ გამოსცემს ნათელს. |
24 |
არამედ მათ დღეთა შინა შემდგომად ჭირისა მის მზე
დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი; |
25 |
ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი
ძალნი. |
25 |
და ვარსკულავნი ზეცით გარდამოცჳვენ, და ძალნი, რომელნი
იყვნენ ცათა შინა, შეიძრნენ. |
26 |
მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლებზე მომავალს დიდებით და მრავალი ძალით.
|
26 |
და მაშინ იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ზედა
ძალითა და დიდებითა მრავლითა. |
27 |
მაშინ მოავლინებს თავის ანგელოზებს და შეკრებს თავის
რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, მიწის კიდიდან ცის კიდემდე. |
27 |
და მაშინ წარავლინნეს ანგელოზნი მისნი და შეკრიბნეს რჩეულნი თჳსნი ოთხთაგან ქართა
კიდითგან ქუეყანისაჲთ, ვიდრე კიდედმდე ცისა. |
28 |
ლეღვის ხისაგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი ტოტები
რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. |
28 |
ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი ესე: რაჟამს-იგი რტონი
მისნი და დაჩჩჳან, და გამოვალნ ფურცელი, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს
ზაფხული. |
29 |
ასევე თქვენც, როცა იხილავთ, რთმ ყოველივე ეს ხდება,
იცოდეთ, რომ უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი. |
29 |
ეგრეცა თქუენ, რაჟამს იხილოთ ესე ყოველი ყოფილი, უწყოდეთ,
რამეთუ ახლოს არს, კართა ზედა. |
30 |
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე
ყოველივე ეს არ აღსრულდება. |
30 |
ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე
ესე ყოველი იქმნას. |
31 |
ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ. |
31 |
ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არასადა
წარჴდენ. |
32 |
მაგრამ იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც
ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ. |
32 |
ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა
ცათა შინა, არცა ძემან, არამედ მამამან. |
33 |
ფრთხილად იყავით, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით,
როდის მოაწევს ჟამი. |
33 |
არამედ იხილეთ და მღჳძარე იყვენით, და ილოცევდით, რამეთუ
არა იცით, ოდეს იყოს ჟამი იგი. |
34 |
მსგავსად კაცისა, შორს რომ გაემგზავრა, მიატოვა თავისი
სახლი და მისცა თავის მონებს გამგებლობა, თვითეულს თავისი საქმე მიუჩინა და
უბრძანა კარის მცველს, ფხიზლად სჭეროდა თვალი. |
34 |
ვითარცა-იგი კაცმან გზად წარმავალმან დაუტევის სახლი თჳსი
და მისცის მონათა თჳსთა ჴელმწიფებაჲ და კაცად-კაცადსა საქმე თჳსი და
მეკარესა ამცნის, რაჲთა მღჳძარე იყოს. |
35 |
მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, როდის მოვა
სახლის პატრონი: საღამოს, შუაღამისას, მამლის ყივილისას თუ განთიადისას. |
35 |
იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცის, ოდეს-იგი უფალი
სახლისაჲ მის მოვიდეს: მწუხრი ანუ შუვა-ღამეს, ანუ ქათმისა ჴმობასა, ანუ
განთიად; |
36 |
რათა ანაზდად არ მოგისწროთ მძინარეთ. |
36 |
ნუუკუე მოვიდეს მეყსეულად და გპოვნეს თქუენ მძინარენი. |
37 |
ხოლო რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ. |
37 |
ხოლო რომელსა ესე გეტყჳთ თქუენ, ყოველთა გეტყჳ: მღჳძარე
იყვენით. |