1 |
ორი დღის შემდეგ იყო პასექისა და უფუარობის დღესასწაული. და მღვდელმთავრები და
მწიგნობრები ეძებდნენ ხერხს, როგორ შეეპყროთ მზაკვრთბით და მოეკლათ იგი. |
1 |
ხოლო იყო პასქაჲ იგი, რომელ არს ვნებაჲ, და უცომოებაჲ, შემდგომად ორისა დღისა.
და ეძიებდეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და მწიგნობარნი იესუს, ვითარმცა ზაკუვით შეიპყრეს
იგი და მოკლეს.
|
2 |
მაგრამ ამბობდნენ: ოღონდ არა დღესასწაულზე, რათა ხალხი არ
ამბოხდესო. |
2 |
ხოლო იტყოდეს: ნუ დღესასწაულსა ამას, ნუუკუე შფოთი იქმნეს
ერისაჲ. |
3 |
ხოლო როდესაც ბეთანიაში იყო და ინახად იჯდა სიმონ
კეთროვანის სახლში, მოვიდა ქალი, რომელსაც ალებასტრის ჭურჭლით ჰქონდა
ნარდის ძვირფასი ნელსაცხებელი, გატეხა ჭურჭელი და თავზე დაასხა მას. |
3 |
და ვითარცა იყო იესუ ბეთანიას, სახლსა სიმონ კეთროვნისასა
და ინაჴით-ჯდა იგი, მოვიდა დედაკაცი და აქუნდა ალაბასტრითა ნელსაცხებელი
ნარდისა სარწმუნოჲსაჲ, მრავალ-სასყიდლისაჲ, და შემუსრა ალაბასტრი იგი და
დაასხა თავსა მისსა. |
4 |
ზოგიერთები აღშფოთდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა
საჭიროა ნელსაცხებლის ასეთი ფლანგვა? |
4 |
იყვნეს ვინმე, რომელნი დრტჳნვიდეს ურთიერთას და იტყოდეს:
რაჲსათჳს იქმნა წარწყმედაჲ ნელსაცხებლისაჲ ამის? |
5 |
ვინაიდან შეიძლებოდა სამას დინარზე მეტად გაგვეყიდა და
გლახაკთათვის მიგვეცა ფული. |
5 |
რამეთუ შესაძლებელ იყო ესე განსყიდად უფროჲს სამასისა
დრაჰკნისა და მიცემად გლახაკთა და ჰრისხვიდეს მას. |
6 |
ხოლო იესომ თქვა: რას ერჩით, თავი გაანებეთ; მაგან ხომ
კეთილი საქმე მიყო. |
6 |
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ მაგას, რაჲსა შრომასა
შეამთხუევთ? რამეთუ საქმე კეთილი ქმნა ჩემ თანა. |
7 |
ვინაიდან გლახაკნი ყოველთვის გვერდითა გყავთ და როცა
ინებებთ, მაშინ შეგიძლიათ შეეწიოთ, მე კი ყოველთვის როდი გეყოლებით. |
7 |
რამეთუ გლახაკნი მარადის თქუენ თანა არიან. უკუეთუ
გინდეს, ძალ-გიც კეთილის-ყოფად მათა, ხოლო მე არა მარადის თქუენ თანა ვარ. |
8 |
მან გააკეთა ის, რაც შეეძლო: ჩემს სხეულს წინასწარ სცხო
ნელსაცხებელი დასამარხავად. |
8 |
რომელი აქუნდა, ყო, უსწრო ნელსაცხებელითა ცხებად ჴორცთა
ჩემთა დასაფლველად ჩემდა. |
9 |
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს ქვეყანაზე, სადაც
იქადაგება ეს სახარება, ყველგან ითქმება მისი საქმე მისსავე მოსაგონებლად. |
9 |
ამენ გეტყჳ თქუენ: სადაცა იქადაგოს სახარებაჲ ესე ყოველსა
სოფელსა, და რომელიცა-ესე ქმნა, ითქუმოდის საჴსენებელად მაგისა. |
10 |
და იუდა ისკარიოტელი, ერთი თორმეტთაგანი, წავიდა მღვდელმთავრებთან მის გასაცემად. |
10 |
და იუდა ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, წარვიდა მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ,
რაჲთა მისცეს იგი მათ. |
11 |
ხოლო მათ, ეს რომ გაიგეს, გაიხარეს და ვერცხლი აღუთქვეს მას. ის კი ეძებდა
ხელსაყრელ დროს, რათა გაეცა იგი. |
11 |
ხოლო მათ ვითარცა ესმა ესე მისგან, განიხარეს და აღუთქუეს მას მიცემად ვეცხლი. და
ეძიებდა, ვითარმცა ჟამსა მარჯუესა მისცა იგი მათ. |
12 |
უფუარობის პირველ დღეს, როცა სწირავდნენ საპასექე კრავს,
მოწაფეებმა უთხრეს: სად გნებავს, წავიდეთ და მოგიმზადოთ საჭმელად პასექი? |
12 |
და პირველსა მას დღესა უცომოებისასა, ოდეს პასექსა მას დაჰკლვიდეს, ჰრქუეს იესუს
მოწაფეთა მისთა: სადა გნებავს, წარვიდეთ და მოგიმზადოთ შენ, რაჲთა სჭამო ვნებაჲ
ესე? |
13 |
გაგზავნა თავისი ორი მოწაფე და უთხრა მათ: წადით ქალაქში და შეგხვდებათ კაცი,
რომელსაც დოქით მიაქვს წყალი; მას გაჰყევით. |
13 |
და წარავლინნა ორნი მოწაფეთა მისთაგანნი და ჰრქუა მათ:
წარვედით ქალაქად, და შეგემთხჳოს თქუენ კაცი, რომელსა ლაგჳნითა წყალი ზე
ედგას, და შეუდეგით მას, ვიდრეცა შევიდეს. |
14 |
სადაც შევა, უთხარით იმ სახლის პატრონს: მოძღვარი ამბობს:
სად არის დარბაზი, სადაც ჩემს მოწაფეებთან ერთად ვჭამ პასექს? |
14 |
და არქუთ სახლისა უფალსა მას, ვითარმედ: მოძღუარი იტყჳს:
სადა არს სავანე, სადა-იგი პასექი მოწაფეთა ჩემთა თანა ვჭამო? |
15 |
ის გიჩვენებთ ვრცელ დარბაზს, გაწყობილს და გამზადებულს, იქ მოგვიმზადეთ. |
15 |
და მან გიჩუენოს თქუენ ქორი დიდი დაგებული და
მომზადებული; მუნ მზა-მიყავთ ჩუენ. |
16 |
წავიდნენ მისი მოწაფეები, მივიდნენ ქალაქში და ყველაფერი ისე დახვდათ, როგორც უთხრა
იესომ, და მოამზადეს პასექი. |
16 |
და გამოვიდეს მოწაფენი მისნი და მოვიდეს ქალაქად და პოვეს ეგრეთ, ვითარცა ჰრქუა მათ
იესუ, და მოჰმზადეს ვნებაჲ იგი. |
17 |
მწუხრის ჟამს მივიდა თორმეტთან ერთად. |
17 |
და ვითარცა მწუხრი იყო, მოვიდა ათორმეტთა მათ თანა. |
18 |
როცა ინახად ისხდნენ და ჭამდნენ, იესომ თქვა: ჭეშმარიტად
გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი, რომელიც ჩემთან ერთად ჭამს, გამცემს მე. |
18 |
და ვითარ ინაჴით-სხდეს და ჭამდეს, ჰრქუა იესუ: ამენ გეტყჳ
თქუენ, ვითარმედ: ერთმან თქუენგანმან მიმცეს მე, რომელი ჭამს ჩემ თანა. |
19 |
ხოლო ისინი დამწუხრდნენ და სათითაოდ დაუწყეს კითხვა მას:
მე ხომ არაო? |
19 |
ხოლო მათ იწყეს მწუხარებად და სიტყუად მისა თითოეულმან:
ნუუკუე მე ვარ? და სხუამან თქჳს: ნუუკუე მე ვარ? |
20 |
მიუგო და უთხრა მათ: ერთი თორმეტთაგანი, რომელიც ჩემთან
ერთად ჩაყოფს ხელს ჯამში. |
20 |
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: ერთმან ათორმეტთაგანმან,
რომელმან შთამოყოს პინაკსა ამას ჴელი ჩემ თანა, იგი მიმცემს მე. |
21 |
და მართლაც, მიდის ძე კაცისა, როგორც დაიწერა მისთვის;
მაგრამ ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა; ერჩია, სულაც არ
შობილიყო ის კაცი. |
21 |
ძე სამე კაცისაჲ წარვალს, ვითარცა წერილ არს მისთჳს, ხოლო
ვაჲ არს მის კაცისა, რომლისაგან ძე კაცისაჲ მიეცემის; უკეთეს იყო მისა,
უკუეთუმცა არა შობილ იყო კაცი იგი. |
22 |
ჭამისას აიღო პური იესომ, აკურთხა, გატეხა, მისცა მათ და
უთხრა: აიღეთ, ჭამეთ; ეს არის ჩემი ხორცი. |
22 |
და ჭამდეს რაჲ იგინი, მოიღო იესუ პური, აკურთხა, განტეხა
და მისცა მათ და ჰრქუა: მიიღეთ და ჭამეთ, რამეთუ ესე არს ჴორცი ჩემი. |
23 |
აიღო სასმისი, აკურთხა და მისცა მათ; და სვამდნენ ყველანი
იმით. |
23 |
და მოიღო სასუმელი, ჰმადლობდა და მისცა მათ, და სუეს
მისგან ყოველთა. |
24 |
უთხრა მათ: ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა,
მრავალთათვის დათხეული. |
24 |
და ჰრქუა მათ: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა შჯულისაჲ,
მრავალთათჳს დათხეული. |
25 |
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აღარა ვსვამ ამიერიდან ვაზის
ამ ნაყოფისაგან, ვიდრე იმ დღემდე, როცა თქვენთან ერთად შევსვამ ახალს
ღმრთის სასუფეველში. |
25 |
ხოლო ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არღარა ვსუა ნაყოფისა
ამისგან ამის ვენაჴისა ვიდრე მუნ დღედმდე, რაჟამს-იგი ვსუა ახალი
სასუფეველსა ღმრთისასა. |
26 |
იგალობეს და გავიდნენ ზეთისხილის მთაზე. |
26 |
და გალობაჲ წართქუეს და განვიდეს მთასა მას ზეთისხილთასა. |
27 |
უთხრა მათ იესომ: ამაღამ ყველანი შეცდებით ჩემს გამო;
ვინაიდან დაწერილია: დავცემ მწყემსს, და განიბნევიან ცხვრები. |
27 |
და ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ყოველნი დაბრკოლებად ხართ
ჩემდა მომართ ღამესა ამას, რამეთუ წერილ არს: დავსცე მწყემსი, და
განიბნინენ ცხოვარნი სამწყსოჲსა მისისანი. |
28 |
ხოლო ჩემი აღდგომის შემდეგ წინ წაგიძღვებით გალილეაში. |
28 |
არამედ შემდგომად აღდგომისა ჩემისა წარგიძღუე თქუენ
გალილეად. |
29 |
პეტრემ უთხრა: შეიძლება ყველანი შეცდნენ, მაგრამ მე -
არა. |
29 |
ხოლო პეტრე ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაჰბრკოლდენ,
არამედ მე არასადა დავბრკოლდე. |
30 |
მიუგო მას იესომ: ჭეშმარიტად გეუბნები: ამაღამ, ვიდრე
მამალი მეორედ იყივლებს, სამჯერ უარმყოფ მე. |
30 |
ჰრქუა მას იესუ: ამენ გეტყჳ შენ, ვითარმედ: შენ დღეს ამას
ღამესა, ვიდრე ქათმისა მეორედ ჴმობადმდე, სამ-გზის უვარ-მყო მე. |
31 |
მაგრამ პეტრე უფრო დაჟინებით ამბობდა: შენთან ერთადაც რომ მიწიოს სიკვდილმა, არ
უარგყოფო, და ასევე ამბობდა ყველა.
|
31 |
ხოლო პეტრე უმეტესღა უფროჲს იტყოდა: დაღაცათუ იყოს
სიკუდილი ჩემი შენ თანა, არასადა უვარ-გყო შენ. და ეგრეთვე მსგავსად
ყოველნი იტყოდეს. |
32 |
მივიდნენ იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გეთსემანე, და თავის
მოწაფეებს უთხრა: ისხედით მანდ, ვიდრე ვილოცებ. |
32 |
და მოვიდეს დაბასა, რომლისაჲ სახელი გეთსამანიაჲ. და
ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: დასხედით აქა, ვიდრემდე ვილოცო. |
33 |
წაიყვანა პეტრე, იაკობი და იოანე, და დაიწყო მწუხარება და
ურვა. |
33 |
და წარიყვანნა პეტრე და იაკობ და იოვანე მის თანა, იწყო
დასულებად და ურვად. |
34 |
უთხრა მათ: მწუხარეა ჩემი სული, ვიდრე სიკვდილამდე;
იყავით აქ და იფხიზლეთ. |
34 |
და ჰრქუა მათ: მწუხარე არს სული ჩემი, ვიდრე
სიკუდილადმდე; დაადგერით აქა და იღჳძებდით. |
35 |
ცოტაზე გაშორდა მათ, მიწაზე დაემხო და ლოცულობდა, რათა,
თუკი შესაძლო იყო, ასცდენოდა ეს საათი; |
35 |
და წარვიდა მცირედ და დავარდა ქუეყანასა და ილოცვიდა:
უკუეთუ შესაძლებელ არს, რაჲთა თანა-წარჰჴდეს ჟამი იგი მისგან. |
36 |
ამბობდა: აბბა, მამაო! ყველაფერი შესაძლებელია შენთვის;
ამარიდე ეს სასმისი; თუმცა არა რაც მე მნებავს, არამედ რაც შენ. |
36 |
და იტყოდა: აბბა მამაო, ყოველივე შესაძლებელ არს შენ მიერ
თანა-წარსლვად სასუმელი ესე ჩემგან, ხოლო არა რაჲ-იგი მე მნებავს, არამედ
რაჲცა შენ გნებავს. |
37 |
დაბრუნებულმა მძინარენი ნახა ისინი და უთხრა პეტრეს:
სიმონ, გძინავს? ერთ საათსაც ვერ გასძელი ფხიზლად ყოფნა? |
37 |
და მოვიდა და პოვნა იგინი მძინარენი და ჰრქუა პეტრეს:
სიმონ, გძინავსა? და ვერ უძლე ჟამ ერთ მღჳძარებად ჩემ თანა? |
38 |
იფხიზლეთ და ილოცეთ, რათა არ შეხვიდეთ საცდუნებელში; სული
მხნეა, მაგრამ ხორცია უძლური. |
38 |
იღჳძებდით და ილოცევდით, რაჲთა არა შეხჳდეთ განსაცდელსა.
სული გულს-მოდგინე არს, ხოლო ჴორცნი უძლურ. |
39 |
კვლავ გაშორდა მათ და იმავე სიტყვებით ილოცა. |
39 |
და კუალად წარვიდა და ილოცვიდა და იგივე სიტყუაჲ თქუა. |
40 |
როცა დაბრუნდა, კვლავინდებურად მძინარენი ნახა ისინი,
ვინაიდან თვალები დამძიმებოდათ, და არ იცოდნენ, რა მიეგოთ მისთვის. |
40 |
და მოიქცა კუალად და პოვნა იგინი მძინარენი, რამეთუ
იყვნეს თუალნი მათნი დამძიმებულ, და არარაჲ იცოდეს, რაჲმცა მიუგეს მას. |
41 |
მესამედაც მოვიდა, და უთხრა მათ: ისევ გძინავთ და
განისვენებთ? კმარა, მოაწია დრომ: აჰა, მიეცემა ძე კაცისა ცოდვილთა ხელში. |
41 |
და მოვიდა მესამედ და ჰრქუა მათ: დაიძინეთ ამიერითგან და
განისუენეთ. მოიწია დასასრული, და მოვიდა ჟამი. აჰა ესერა მიეცემის ძე
კაცისაჲ ჴელთა ცოდვილთასა. |
42 |
ადექით, წავიდეთ; აჰა მოგვიახლოვდა ჩემი გამცემი. |
42 |
აღდეგით და წარვიდეთ ამიერ. აჰა ესერა მიმცემელი ჩემი
მოახლებულ არს. |
43 |
სიტყვა არ დაესრულებინა, რომ მოვიდა იუდა, ერთი
თორმეტთაგანი, და მასთან ერთად დიდძალი ხალხი მახვილებითა და წათებით
მღვდელმთავართა, მწიგნობართა და უხუცესთაგან. |
43 |
და მეყსეულად, ვიდრე იგი იტყოდაღა, მოვიდა იუდა
ისკარიოტელი, ერთი ათორმეტთაგანი, და მის თანა ერი მრავალი მახჳლებითა და
წათებითა მღდელთ-მოძღუართაგან და მწიგნობართა და მოხუცებულთა. |
44 |
ხოლო მის გამცემს ნიშანი მიეცა მათთვის და ეთქვა: ვისაც
მე ვეამბორები, ის არის; შეიპყარით და ფრთხილად წაიყვანეთ. |
44 |
ხოლო მიეცა მათა სასწაული მიმცემელსა მას მისსა და ჰრქუა
მათ: რომელსა მე ამბორს-უყო, იგი არს, შეიპყართ იგი და წარიყვანეთ
კრძალულად. |
45 |
მოსვლისთანავე მიეახლა და უთხრა: რაბი, რაბი! და ეამბორა მას. |
45 |
და მეყსეულად მოვიდა და მოუჴდა მას და ჰრქუა: რაბი! რაბი!
და ამბორს-უყო მას. |
46 |
ხოლო მათ ხელი სტაცეს და შეიპყრეს იგი. |
46 |
ხოლო მათ დაასხნეს მას ზედა ჴელნი და შეიპყრეს იგი. |
47 |
ერთმა იქ მდგომთაგანმა ხმალი იშიშვლა, დაჰკრა
მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა. |
47 |
და ერთმან ვინმე წინაშე მდგომელმან იჴადა მახჳლი და სცა
მონასა მღდელთ-მოძღურისასა და წარჰკუეთა მას ყური მისი. |
48 |
მიუგო იესომ და უთხრა მათ: როგორც ავაზაკს, მახვილებითა
და წათებით მომიხტით შესაპყრობად. |
48 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ვითარცა ავაზაკსა ზედა
გამოხუედით თქუენ მახჳლებითა და წათებითა შეპყრობად ჩემთა. |
49 |
დღენიადაგ თქვენთან ვიჯექი და გასწავლიდით ტაძარში, და არ
შეგიპყრივართ. მაგრამ აღსრულდეს წერილი. |
49 |
დღითი-დღე თქუენ თანა ვიყავ ტაძარსა შინა, გასწავებდ, და
არა შემიპყართ მე; არამედ რაჲთა აღესრულნენ წიგნნი. |
50 |
მაშინ ყველამ მიატოვა ის და გაიქცა. |
50 |
მაშინ მოწაფეთა მისთა ყოველთა დაუტევეს იგი და ივლტოდეს. |
51 |
ერთი ჭაბუკი, რომელსაც შიშველ ტანზე ტილო შემოეხვია,
მისდევდა მას, და მეომრებმა შეიპყრეს იგი. |
51 |
და ერთი ვინმე ჭაბუკი მისდევდა მას და შეემოსა არდაგი
შიშულივ. ხოლო სხუათა მათ ჭაბუკთა შეიპყრეს იგი. |
52 |
ხოლო მან ტილო შეატოვა ხელში და შიშველი გაექცა მათ. |
52 |
და მან დაუტევა არდაგი და ივლტოდა მათგან შიშუელი. |
53 |
მიიყვანეს იესო მღვდელმთავართან; და შეგროვდა მასთან
ყველა მღვდელმთავარი, მწიგნობარი და უხუცესი. |
53 |
და მიიყვანეს იესუ კაიაფაჲს მღდელთ-მოძღურისა. და შეკრბეს
ყოველნი მღდელთ-მოძღუარნი და მწიგნობარნი და მოხუცებულნი. |
54 |
ხოლო პეტრე შორით მისდევდა, ვიდრე არ შევიდა
მღვდელმთავრის ეზოში; მსახურებთან ერთად მიუჯდა ცეცხლს და თბებოდა. |
54 |
ხოლო პეტრე შორით მისდევდა მას, ვიდრე შინა ეზოდმდე
მღდელთ-მოძღურისა, და დაჯდა იგი მსახურთა თანა და ტფებოდა წინაშე ნათელსა
ცეცხლისასა. |
55 |
მღვდელმთავარნი და მთელი სინედრიონი მოწმეებს ეძებდნენ
იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი, მაგრამ ვერ პოულობდნენ. |
55 |
ხოლო მღდელთ-მოძღუარნი იგი და ყოველი კრებული ეძიებდეს
იესუჲსთჳს მოწამეთა, რაჲთა მოკლან იგი, და არა ჰპოებდეს. |
56 |
რადგან ბევრი იყო ცრუმოწმე, მაგრამ მათი მოწმობანი არ
ემთხვეოდნენ ერთმანეთს. |
56 |
რამეთუ მრავალნი ცრუსა წამებდეს მისთჳს, და სწორ არა
იყვნეს წამებანი მათნი. |
57 |
ზოგიერთი ადგა, ცრუმოწმობდა მის წინააღმდეგ და ამბობდა: |
57 |
და სხუანი ვინმე აღდგეს და ცრუსა წამებდეს მისთჳს და
იტყოდეს, |
58 |
ჩვენ გვსმენია მაგის ნათქვამი: დავანგრევ ამ ხელთქმნილ
ტაძარს და სამ დღეში ახალს ავაგებ, ხელთუქმნელსო. |
58 |
ვითარმედ: ჩუენ გუესმა მაგისგან სიტყუაჲ, ვითარმედ: მე
დავარღჳო ტაძარი ესე ჴელით-ქმნული და მესამესა დღესა აღვაშენო სხუაჲ,
ჴელით-უქმნელი. |
59 |
მაგრამ არც ეს მათი მოწმობანი ემთხვეოდა ერთმანეთს. |
59 |
და არცა ესრეთ ერთ იყვნეს წამებანი მათნი. |
60 |
მაშინ შუაში ჩადგა მღვდელმთავარი და ჰკითხა იესოს: რატომ არაფერს იტყვი პასუხად,
ესენი რომ მოწმობენ შენს წინააღმდეგ?
|
60 |
და აღდგა მღდელთ-მოძღუარი იგი შორის და ჰკითხა იესუს და
ჰრქუა: არარას მიუგება, რასა-ესე შეგწამებენ შენ? |
61 |
ხოლო ის დუმდა და არაფერი მიუგო მათ. მაშინ კვლავ ჰკითხა
მღვდელმთავარმა: შენ ხარ ქრისტე, ძე კურთხეულისა? |
61 |
ხოლო იესუ დუმნა და არარაჲ მიუგო მათ. და მერმე ჰკითხვიდა
მას მეორედ მღდელთ-მოძღუარი იგი და ეტყოდა: შენ ხარა ქრისტე, ძე
კურთხეულისაჲ? |
62 |
იესომ მიუგო: მე ვარ. იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს
ძალის მარჯვნივ და მომავალს ზეცის ღრუბლებით. |
62 |
ხოლო იესუ მიუგო მას, ვითარმედ: მე ვარ. და ამიერითგან
იხილოთ ძე კაცისაჲ მარჯუენით მჯდომარე ძლიერებათა და მომავალი ღრუბელთა
თანა ცისათა. |
63 |
მაშინ მღვდელმთავარმა შემოიხია სამოსი და თქვა: რაღად
გვინდა მოწმენი? |
63 |
ხოლო მღდელთ-მოძღუარმან მან დაიპო სამოსელი თჳსი და თქუა:
რაჲსაღა გჳჴმან მოწამენი? |
64 |
ხომ მოისმინეთ ღვთის გმობა? რას იტყვით? მაშინ ყველამ
სიკვდილის ღირსად სცნო იგი. |
64 |
გესმა ყოველთა გმობაჲ მაგისგან. ვითარ გნებავს თქუენ?
მაშინ ყოველთა დასაჯეს იგი თანა-მდებად სიკუდილისა. |
65 |
ზოგიერთებმა დაუწყეს ფურთხება, სახეს უფარავდნენ,
ურტყამდნენ და ეუბნებოდნენ: გვიწინასწარმეტყველე. მსახურები კი ყვრიმალში
სცემდნენ მას. |
65 |
და იწყეს ვიეთმე ნერწყუვად მისა და დაბურვად პირსა მისსა
და ჴურთითა ცემად მისა და ეტყოდეს: გჳწინაწარმეტყუელებდ ჩუენ, ქრისტე, ვინ
არს, რომელმან გცა შენ? და მსახურთა მათ მოიყვანეს იგი ყურიმლის ცემად. |
66 |
ხოლო, როცა პეტრე ქვემოთ, ეზოში იყო, მოვიდა
მღვდელმთავრის ერთი მხევალი |
66 |
და იყო რაჲ პეტრე ეზოსა მას შინა, მოვიდა ერთი
მჴევალთაგანი მღდელთ-მოძღურისათაჲ. |
67 |
და, ცეცხლს მიფიცხებული პეტრე რომ დაინახა, დააკვირდა და
უთხრა მას: შენც ხომ იესო ნაზარეველთან იყავი? |
67 |
და ვითარცა იხილა იგი, ტფებოდა რაჲ, მიჰხედა მას და
ჰრქუა: შენცა იყავ იესუჲს თანა ნაზარეველისა. |
68 |
მაგრამ მან უარყო და თქვა: არ ვიცი, არ მესმის, რას
ამბობ; ეზოდან გავიდა, და იყივლა კიდეც მამალმა. |
68 |
ხოლო მან უვარ-ყო და თქუა: არა ვიცი და არცა უწყი,
რასა-ეგე იტყჳ შენ. და გამოვიდა პეტრე გარეშესა მას ეზოსა, და ქათამმან
ჴმა-ყო. |
69 |
მხევალმა კვლავ შეასწრო თვალი და იქვე მდგომთ უთხრა: ესეც
ერთი მათგანიაო. |
69 |
და კუალად იხილა იგი მჴევალმან მან და იწყო სიტყუად
წინაშე მდგომარეთა მათ, ვითარმედ: ესეცა მათგანივე არს. |
70 |
მან კვლავ უარყო. ცოტა ხნის შემდეგ იქვე მდგომებმაც
უთხრეს პეტრეს: მართლაც ერთი მათგანი ხარ, რადგან კილოზე გეტყობა,
რომ გალილეველი უნდა იყო. |
70 |
ხოლო მან კუალად უვარ-ყო. და შემდგომად მცირედისა ჟამისა
წინაშე მდგომელნი იგი ეტყოდეს პეტრეს: ჭეშმარიტად მათგანი ხარ და რამეთუ
გალილეველ ხარ, სიტყუაჲცა შენი გამოგაჩინებს. |
71 |
ხოლო ის მოჰყვა წყევლას და ფიცს: არ ვიცნობ იმ კაცს,
ვისზედაც მელაპარაკებითო; და მეორედ იყივლა მამალმა. |
71 |
ხოლო პეტრე იწყო შეჩუენებად და ფიცად, ვითარმედ: არა ვიცი
კაცი ესე, რომელსა იტყჳთ. |
72 |
გაახსენდა პეტრეს იესოს ნათქვამი: მამლის მეორე ყივილამდე
სამჯერ უარმყოფო, და ტირილი დაიწყო. |
72 |
და მეყსეულად მეორედ ქათამმან იყივლა, და მოეჴსენა პეტრეს
სიტყუაჲ იგი, რომელი ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: პირველ ქათმისა ჴმობადმდე
მეორედ სამ-გზის უვარ-მყო მე. და იწყო ტირილად. |