1 |
კვლავ დაიწყო სწავლება ზღვის პირას და შეგროვდა მის ირგვლივ იმდენი ხალხი, რომ
ნავში ჩაჯდა და ზღვაში შევიდა, ხოლო მთელი ხალხი ზღვის პირას, ხმელეთზე იყო.
|
1 |
მერმე კუალად იწყო სწავლად ზღჳს-კიდესა; და შეკრბა მისა ერი მრავალი, ვიდრე
შესლვადმდე მისა ნავად, და დაჯდა იგი ნავსა მას ზღუასა შინა; და ყოველი იგი ერი
ზღჳს-კიდესა ქუეყანასა ზედა დგა. |
2 |
ბევრ რასმე ასწავლიდა იგავებით და თავისი სწავლით
ამბობდა: |
2 |
და ასწავებდა მათ იგავით ფრიად და ეტყოდა მათ სწავლასა
მას მისსა: |
3 |
ისმინეთ: აჰა, გამოვიდა მთესავი თესვად. |
3 |
ისმინეთ ესე: გამოვიდა მთესვარი თესვად. |
4 |
ხოლო თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა;
მოფრინდნენ ცის ფრინველები და აკენკეს ისინი. |
4 |
და იყო თესვასა მას მისსა რომელიმე დავარდა გზასა ზედა,
მოვიდეს მფრინველნი და შეჭამეს იგი. |
5 |
ზოგიც ქვიან ადგილას დავარდა, სადაც ბლომად არ იყო მიწა
და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგი არ იყო ღრმა. |
5 |
და სხუაჲ დავარდა კლდოვანსა ზედა, სადა არა იყო მიწაჲ
ფრიად, და მეყსეულად აღმოსცენდა, და რამეთუ არა იყო სიღრმე მიწისაჲ. |
6 |
მაგრამ ამოვიდა თუ არა მზე, დაჭკნა, და რადგან ფესვი არ
ჰქონდა, გახმა. |
6 |
და ვითარცა მზე აღმოჰჴდა დასცხა, და რამეთუ ძირნი არა
დაებნეს, განჴმა. |
7 |
ზოგი კი ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; წამოიზარდა ეკალი და
ერთიანად მოაშთო ყველა; და ვეღარ გამოიღეს ნაყოფი. |
7 |
და სხუაჲ დავარდა ეკალთა შორის; და აღმოსცენდეს ეკალნი და
შეაშთვეს იგი, და ნაყოფი ვერ გამოიღო. |
8 |
ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, იზარდა, ნაყოფი გამოიღო
და იმატა: ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად თუ ერთი ასად. |
8 |
და სხუაჲ დავარდა ქუეყანასა კეთილსა და მოსცემდა ნაყოფსა,
აღმოვიდოდა და აღორძნდებოდა და მოაქუნდა ოცდაათეული, სამოცეული და ასეული. |
9 |
და უთხრა მათ: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს! |
9 |
და ეტყოდა: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! |
10 |
როდესაც ხალხი დაიშალა, მასთან დარჩენილებმა თორმეტ მოწაფესთან ერთად ჰკითხეს
იგავის აზრი. |
10 |
და ოდეს იყო იგი თჳსაგან, ჰკითხეს მას მოწაფეთა მისთა: რაჲ არს იგავი ესე? |
11 |
და უთხრა მათ: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო
გარეშეთათვის ყველაფერი იგავში ხდება.
|
11 |
ხოლო იგი ეტყოდა მათ: თქუენდა მოცემულ არს ცნობად საიდუმლოჲ იგი სასუფევლისა
ღმრთისაჲ, ხოლო გარეშეთა მათ – ყოველივე იგავით სიტყუად. |
12 |
რადგან თვალით მხედველნი ვერას ხედავენ, და ყურით
მსმენელნი ვერას ისმენენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ ცოდვები. |
12 |
რაჲთა ხედვით ხედვიდენ, და არა იხილონ და სმენით ესმოდის და ვერ გულისჴმა-ყონ,
ნუუკუე მოიქცენ და მიეტეოს მათ ცოდვაჲ მათი. |
13 |
და უთხრა მათ: ეს იგავი არ გესმით და როგორღა გაიგებთ დანარჩენთ? |
13 |
და ჰრქუა მათ: არა იცით იგავი ესე? და ვითარ უკუე ყოველნი
იგავნი გულისჴმა-ჰყვნეთ? |
14 |
მთესავი სიტყვას თესავს. |
14 |
რომელი-იგი სთესავს, სიტყუასა მას სთესავს. |
15 |
გზის პირას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომლებშიაც
ითესება სიტყვა, მაგრამ სიტყვის მოსმენისთანავე მიადგებათ სატანა და
მოსტაცებთ სიტყვას, რომელიც მათ გულში ჩაითესა. |
15 |
ხოლო ესენი არიან, რომელნი-იგი გზასა ზედა, სადა-იგი
დაეთესის სიტყუაჲ; და რაჟამს ისმინიან, მეყსეულად მოვიდის ეშმაკი და მიუღის
მათ სიტყუაჲ იგი გულთაგან მათთა. |
16 |
ასევე, ქვიან ადგილას დაცვენილი თესლი ისინი არიან, რომელნიც სიტყვის
მოსმენისთანავე სიხარულით იღებენ მას; |
16 |
და ესენი არიან კლდოვანსა მას დათესულნი, რომელთა-იგი რაჟამს ისმინიან სიტყუაჲ,
მეყსეულად სიხარულით მიიღიან; |
17 |
მაგრამ ფესვი არა აქვს მათში, და როდესაც მოაწევს ჭირის
დღე ან დევნა სიტყვის გამო, მყისვე ცდებიან. |
17 |
და რამეთუ არა უბნ ძირი მათ შორის, არამედ საწუთო არიედ;
და რაჟამს მოიწიის ჭირი ანუ დევნულებაჲ სიტყჳსა მისთჳს, მეყსეულად
დაჰბრკოლდიან. |
18 |
ეკალ-ბარდებში ჩაცვენილი თესლი სიტყვის მსმენელნი არიან, |
18 |
და რომელნი ეკალთა შორის დაეთესნეს, ესენი არიან, რომელთა
სიტყუაჲ იგი ისმინიან, |
19 |
რომლებშიაც სოფლის საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა
გულისთქმანი, მათში შესვლისას, აშთობენ სიტყვას და უნაყოფოს ხდიან მას. |
19 |
და ზრუნვანი ამის სოფლისანი და საცთური სიმდიდრისაჲ
შეუჴდის და შეაშთვიან სიტყუაჲ იგი, და უნაყოფო იქმნის. |
20 |
ხოლო პოხიერ ნიადაგზე დაცვენილი თესლი ისინი არიან,
რომელნიც ისმენენ და კიდევაც იღებენ სიტყვას, და ნაყოფიც გამოაქვთ: ერთი
ოცდაათად, ერთი სამოცად თუ ერთი ასად. |
20 |
და ესენი არიან, რომელნი კეთილსა ქუეყანასა დაეთესნეს,
რომელთა ისმინიან სიტყუაჲ იგი და შეიწყნარიან და ნაყოფი გამოიღიან
ოცდაათეული და სამოცეული და ასეული. |
21 |
და უთხრა მათ: განა იმიტომ მოაქვთ სანთელი, რომ საწყაოსა თუ საწოლის ქვეშ დადგან?
არამედ სასანთლეზე დგამენ მას. |
21 |
და ეტყოდა მათ: ნუ სანთელი მოიღიან და ჴჳმირსა ქუეშე
შედგიან ანუ ცხედარსა ქუეშე დადგიან? ანუ არა სასანთლესა ზედა დადგიან? |
22 |
არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ
საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. |
22 |
რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა
იყოს საიდუმლოდ, არამედ რაჲთა განცხადებულად მოვიდეს. |
23 |
ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს! |
23 |
რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! |
24 |
და უთხრა მათ: დაუკვირდით, რაც გესმით: რთმელი
საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით და მოგემატებათ. |
24 |
და ეტყოდა მათ: იხილეთ, რაჲ-ესე გესმის: რომლითა
საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ და ზედა დაგერთოს თქუენ, რომელთა-ეგე
გესმის. |
25 |
რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა, ხოლო ვისაც არა აქვს,
წაერთმევა ისიც, რაცა აქვს. |
25 |
რამეთუ რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა
აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მას. |
26 |
და თქვა: ღმრთის სასუფეველი იმასა ჰგავს, კაცი რომ თესლს
ჩათესავს მიწაში. |
26 |
და ეტყოდა მათ: ესრეთ არს სასუფეველი ღმრთისაჲ, ვითარცა-იგი კაცმან დასთესის
თესლი ქუეყანასა |
27 |
სძინავს თუ დგება, დღისით თუ ღამით, არც იცის, როგორ
აღმოცენდება და იზრდება თესლი. |
27 |
და დაიძინის; და აღდგის ღამე და დღე, და თესლი იგი
აღმოსცენდის და განორძნდებინ, ვითარ-იგი მან არა უწყინ, |
28 |
რადგანაც მიწას თავისთავად გამოაქვს ნაყოფი: ჯერ ღერო,
შემდეგ თავთავი, ბოლოს, სავსე მარცვალი თავთავში. |
28 |
რამეთუ თჳსით თავით ქუეყანაჲ ნაყოფსა გამოიღებს: პირველად
წუელი, მერმე თავი, მაშინღა სავსე იფქლი თავსა მას შინა. |
29 |
და როცა დამწიფდება ნაყოფი, მაშინვე გაგზავნის ნამგალს,
ვინაიდან დამდგარა მკის ჟამი. |
29 |
და რაჟამს მოსცის ნაყოფი, მეყსეულად მოავლინის მანგალი,
რამეთუ მოიწია მკაჲ. |
30 |
და თქვა: რას ვამსგავსო ღმრთის სასუფევეღი? ან რომელი
იგავით წარმოგისახოთ იგი? |
30 |
და ეტყოდა: რასა ვამსგავსო სასუფეველი ღმრთისაჲ? ანუ
რომელი იგავი მოვიღოთ მისთჳს? |
31 |
ესაა მდოგვის მარცვალი, რომელიც მიწაში ჩათესვისას ყველა თესლზე უმცირესია ამ
ქვეყნად.
|
31 |
ვითარცა მდოგჳსა მარცუალი, რომელი დაეთესის ქუეყანასა,
რამეთუ უმცირეს არს იგი ყოველთა თესლთა, რომელნი არიან ქუეყანასა ზედა. |
32 |
მაგრამ დათესვის შემდეგ ამოდის, ყველა მწვანილზე დიდი
იზრდება და ისე ფართოდ შლის ტოტებს, რომ ცის ფრინველებს შეუძლიათ მის
ჩრდილში დაიბუდონ. |
32 |
და ოდეს დაეთესის და აღმოჴდის და იქმნის იგი უფროჲს
ყოველთა მხალთა და გამოიხუნის რტონი დიდ-დიდნი, ვითარმედ შესაძლებელ არნცა
ქუეშე საგრილსა მისსა მფრინველთა ცისათა დადგრომად. |
33 |
ბევრი ასეთი იგავით ეუბნებოდა მათ სიტყვას, რამდენის
მოსმენაც შეეძლოთ. |
33 |
და ესევითარითა იგავითა ეტყოდა მათ სიტყუასა, ვითარცა
შემძლებელ იყვნეს იგინი სმენად. |
34 |
ხოლო უიგავოდ არაფერს ეტყოდა მათ; თავის მთწაფეებს კი
განმარტოებით უხსნიდა ყველაფერს. |
34 |
და თჳნიერ იგავისა არარას ეტყოდა მათ; ხოლო თჳსაგან
მოწაფეთა გამოუთარგმანის იგი ყოველი. |
35 |
იმ დღეს, მწუხრის ჟამს, უთხრა მათ: გაღმა გავიდეთო. |
35 |
მას დღესა შინა, ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა მათ: წიაღვჴდეთ
მიერ კერძო. |
36 |
გაისტუმრეს ხალხი და წაიყვანეს იგი ნავით, რომელშიც იჯდა.
და სხვა ნავებიც მისდევდნენ მას. |
36 |
და დაუტევეს ერი იგი და წარიყვანეს იგი მოწაფეთა, ვითარცა
იყო ნავსა მას შინა, და სხუაჲცა ნავები, რომელი იყო მის თანა. |
37 |
ამოვარდა საშინელი ქარიშხალი და ტალღები ეხეთქებოდნენ
ნავს, ისე რომ, ლამის წყლით აივსო იგი. |
37 |
და იყო მეყსეულად ბორბალი ქარისაჲ დიდი და ღელვასა მას
შთაასხმიდა ნავსა, ვითარმედ აღ-ცა-ივსებოდა ნავი იგი. |
38 |
ხოლო ის კიჩოზე იწვა და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და
უთხრეს: მოძღვარო, არ გენაღვლება, რომ ვიღუპებით? |
38 |
და თავადი იყო პირით კერძო თავსა მის ნავისასა და ეძინა.
და განაღჳძებდეს მას და ეტყოდეს: მოძღუარ, არა ჰზრუნავ, რამეთუ
წარვწყმდებით? |
39 |
მაშინ წამოდგა, შერისხა ქარი და უბრძანა ზღვას: დაყუჩდი,
დაცხრი! და ჩამოვარდა სიმყუდროვე დიდი. |
39 |
და აღდგა და შეჰრისხნა ქარსა მას და ზღუასა და ჰრქუა:
დადუმენ და პირი დაიყავ! და დასცხრა ქარი იგი, და იქმნა დაყუდება დიდ. |
40 |
და უთხრა მათ: რატომ ხართ ასე მოშიშარნი? რატომ არა გაქვთ
რწმენა? |
40 |
და ჰრქუა მათ: რაჲსა ესოდენ მოშიშ ხართ? ვითარ არა გაქუს
სარწმუნოებაჲ? |
41 |
ისინი საშინელი ძრწოლით შეძრწუნდნენ და ერთმანეთს
ეუბნებოდნენ: ვინ არის იგი, ქარიც და ზღვაც რომ მორჩილებენ? |
41 |
და შეეშინა მათ შიშითა დიდითა და იტყოდეს ურთიერთას:
ვინ-მე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას? |