1 |
წამოვიდა იქიდან და მოწაფეების თანხლებით მივიდა თავის მამულში.
|
1 |
და გამოვიდა მიერ და მოვიდა თჳსა მამულად, და მოსდევდეს მას მოწაფენი მისნი. |
2 |
შაბათ დღეს დაიწყო სწავლება სინაგოგაში და მრავალი
მსმენელი გაოცებული ამბობდა: ვინ მისცა ყოველივე ეს, ან რა სიბრძნე აქვს
ბოძებული, რომ ამნაირი სასწაულები ხდება მისი ხელით? |
2 |
და იყო შაბათი, და იწყო შესაკრებელსა მათსა სწავლად მათა.
და მრავალთა, რომელთა ესმოდა, განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ვინაჲ არს ესე
ამისა? ანუ რაჲ არს სიბრძნე ესე მოცემული ამისა, და ძალნი ესოდენნი,
ჴელთაგან ამისთა რომელნი იქმნებიან? |
3 |
განა ხურო არ არის, მარიამის ძე და იაკობის, იოსეს,
იუდასა და სიმონის ძმა? მისი დებიც ხომ აქვე არიან, ჩვენს შორის? და
ცდებოდნენ მასში. |
3 |
ანუ არა ესე არსა ხუროჲსაჲ მის და ძე მარიამისი და ძმაჲ
იაკობისი და იოსესი, იუდაჲსი და სიმონისი? და დანი მისნი ყოველნი ჩუენ თანა
არიან? და დაჰბრკოლდებოდეს მისა მიმართ. |
4 |
ხოლო იესომ უთხრა მათ: არ არსებობს წინასწარმეტყველი
პატივის გარეშე, თუ არა თავის მამულში, თავისიანებს შორის და თავის სახლში. |
4 |
ხოლო იესუ ეტყოდა: არა არს წინაწარმეტყუელი შეურაცხ,
გარნა თჳსსა სოფელსა და ნათესავთა შორის მისთა და სახლსა შინა თჳსსა. |
5 |
და არ მოუხდენია იქ არავითარი სასწაული. მხოლოდ რამდენიმე
სნეულს დაადო ხელი და განკურნა. |
5 |
და არა ქმნა მუნ ძალი არცა ერთი, გარნა მცირედთა სნეულთა
ჴელი დასდვა და განკურნნა იგინი. |
6 |
უკვირდა მათი ურწმუნოება, ახლომახლო სოფლებში დადიოდა და
ასწავლიდა მათ. |
6 |
და დაუკჳრდა ურწმუნოებაჲ იგი მათი და მიმოიქცეოდა გარემო
სოფლებსა მას და ასწავებდა მათ. |
7 |
მოუხმო თორმეტს, წყვილ-წყვილად დაუწყო წარგზავნა, და
მისცა მათ უწმინდურ სულთა დათრგუნვის ძალა. |
7 |
და მოუწოდა ათორმეტთა მათ და იწყო წარვლინებად მათა
ორ-ორისა და მისცემდა ჴელმწიფებასა სულთა ზედა არაწმიდათა. |
8 |
და ამცნო მათ, არაფერი წაეღოთ გზაში, გარდა არგნისა; არცა
აბგა, არც პური, არც რვალი სარტყლით: |
8 |
და ამცნებდა მათ, რაჲთა არარაჲ მიიღონ გზასა ზედა, გარნა
კუერთხი ხოლო: ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა სარტყელსა რვალი. |
9 |
არამედ სცმოდათ მხოლოდ ხამლები, და ნუ იგულებდნენ ორ ხელ
სამოსს. |
9 |
და რაჲთა ესხნენ სანდალნი, და ნუცა შემოსად ორი სამოსელი. |
10 |
და უთხრა მათ: თუ სადმე შეხვალთ სახლში, იქვე დარჩით, სანამ არ გამოხვალთ იქიდან. |
10 |
და ეტყოდა მათ: ვიდრეცა შეხჳდეთ სახლსა, მუნ დაადგერით, ვიდრე მიერ გამოსლვადმდე. |
11 |
ხოლო თუ არავინ მიგიღოთ და არც ისმინოს თქვენი, იქიდან გამოსვლისას, მათ
სამოწმებლად ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ:
განკითხვის დღე სოდომისა და გომორისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ
ქალაქისათვის. |
11 |
და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ და არცა ისმინონ თქუენი, გამო-რაჲ-ხჳდოდით
მიერ, განიყარეთ მტუერი ფერჴთაგან თქუენთა საწამებელად მათა. ამენ გეტყჳ თქუენ:
უმოლხინეს იყოს სოდომისა და გომორისა დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქისა მის. |
12 |
და წავიდნენ ისინი სინანულის საქადაგებლად. |
12 |
და გამოვიდეს და ქადაგებდეს, რაჲთა შეინანონ. |
13 |
აძევებდნენ მრავალ ეშმაკს, ზეთს სცხებდნენ და ჰკურნავდნენ უამრავ სნეულს. |
13 |
და ეშმაკნი მრავალნი განასხნეს და სცხებდეს ზეთსა
მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს. |
14 |
ჰეროდე მეფემ გაიგო ეს (ვინაიდან გაცხადდა მისი სახელი)
და თქვა: იოანე ნათლისმცემელი აღმდგარა მკვდრეთით და ამიტომ ძალნი
მძლავრობენ მასში. |
14 |
და ესმა ჰეროდეს მეფესა, რამეთუ განცხადნა სახელი მისი,
და იტყოდა, ვითარმედ: იოვანე ნათლის-მცემელი მკუდრეთით აღდგომილ არს, და
მისთჳს იქმნებიან ძალნი მისნი თანა. |
15 |
სხვები ამბობდნენ: ეს ელიაა; ზოგი კი ამბობდა:
წინასწარმეტყველია, ანდა როგორც ერთი წინასწარმეტყველთაგანი. |
15 |
და სხუანი იტყოდეს: ელია არს გინა ვითარცა ერთი
წინაწარმეტყუელთაგანი პირველთაჲ. |
16 |
ხოლო ჰეროდემ რომ გაიგო, თქვა: ეს იოანეა, რომელსაც მე მოვკვეთე თავი; მკვდრეთით
აღმდგარა. |
16 |
ესმა რაჲ ჰეროდეს, თქუა, ვითარმედ: რომელსა მე თავი მოვჰკუეთე იოვანეს, იგი
აღდგომილ არს მკუდრეთით. |
17 |
ვინაიდან ჰეროდემ თვითონ წარგზავნა ხალხი, შეაპყრობინა
იოანე, შეკრა და საპყრობილეში ჩააგდო ჰეროდიადას, თავისი ძმის, ფილიპეს
ცოლის გამო, ცოლად რომ შეერთო მას. |
17 |
რამეთუ ამან ჰეროდე მიავლინა და შეიპყრა იოვანე,
შებორკილა იგი და შესუა საპყრობილედ ჰეროდიადაჲსთჳს, ცოლისა ფილიპესა,
ძმისა მისისა, რამეთუ იგი შეირთო ცოლად. |
18 |
რადგან იოანე ეუბნებოდა ჰეროდეს: არ უნდა გყავდესო შენი
ძმის ცოლი. |
18 |
რამეთუ ეტყოდა იოვანე ჰეროდეს, ვითარმედ: არა ჯერ-არს
შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი. |
19 |
ამიტომ ჰეროდიადა სდევნიდა მას და ცდილობდა მოეკლა იგი,
მაგრამ არ შეეძლო. |
19 |
ხოლო ჰეროდიას გულსა დაედვა მისთჳს და უნდა მოკლვაჲ მისი
და ვერ ჴელ-ეწიფა. |
20 |
რადგანაც ჰეროდეს ეშინოდა იოანესი, ვინაიდან იცოდა, რომ
მართალი და წმიდა კაცი იყო და უფრთხილდებოდა; ბევრ რამეს აკეთებდა მისი
რჩევით და სიამოვნებით უსმენდა მას. |
20 |
რამეთუ ჰეროდეს ეშინოდა იოვანესა და იცოდა იგი, რამეთუ
კაცი მართალი და წმიდაჲ არს, და სცვიდა მას და ისმინის მისი და მრავალსა
პატივსა უყოფდა და ჯეროვნად ისმენდა მისსა. |
21 |
მაგრამ ქალმა დრო იხელთა, როცა ჰეროდემ თავისი დაბადების
დღეს წვეულება გაუმართა თავის დიდებულებს, ათასისთავებსა და გალილეველ
წარჩინებულებს; |
21 |
და ვითარცა იყო დღე მარჯუჱ, ოდეს ჰეროდე ჟამსა შობისა
მისისასა სერი უმზადა მთავართა მისთა და ათასისთავთა მისთა და აზნაურთა
გალილეაჲსათა, |
22 |
გამოვიდა ჰეროდიადას ასული, იცეკვა და მოხიბლა ჰეროდეც და
მისი თანამეინახენიც. და უთხრა მეფემ ქალწულს: მითხარი, რაც გსურს, და
მოგცემო. |
22 |
და შევიდა ასული ჰეროდიაჲსი და როკვიდა; და სთნდა ჰეროდეს
და მის თანა მიენაჴეთა. და ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: მთხოვე, რაჲცა
გნებავს, და მიგცე შენ. |
23 |
და შეჰფიცა: რაც უნდა მთხოვო, მოგცემ, თუნდაც ჩემს ნახევარ სამეფოსო.
|
23 |
და ეფუცა მას, ვითარმედ: რაჲცა ითხოო, მიგცე შენ, ვიდრე
ზოგადმდე მეფობისა ჩემისა. |
24 |
ხოლო ის გავიდა და დედამისს ჰკითხა: რა ვთხოვოო? და მან
მიუგო: იოანე ნათლისმცემლის თავი. |
24 |
ხოლო იგი გამოვიდა და ჰკითხა დედასა თჳსსა, ვითარმედ: რაჲ
ვითხოო? ხოლო მან ჰრქუა მას: თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ. |
25 |
მსწრაფლ შემობრუნდა მეფესთან და უთხრა: მინდა ახლავე
მომართვა ლანგრით იოანე ნათლისმცემლის თავი. |
25 |
და შევიდა ქალი იგი მსრწაფლ მეფისა და ჰრქუა: მნებავს,
რაჲთა აწვე მომცე მე ლაკნითა თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ. |
26 |
შეწუხდა მეფე, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა რიდით ვერ
იკადრა გაეწბილებინა იგი. |
26 |
და მწუხარე იქმნა ჰეროდე მეფე, ხოლო ფიცისა მისთჳს და მის
თანა მეინაჴეთა არა ინება შეურაცხ-ყოფაჲ ქალისაჲ მის. |
27 |
მაშინვე გაგზავნა თავისი მცველი და უბრძანა მოეტანა
იოანეს თავი. |
27 |
და მეყსეულად წარავლინა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად
თავი მისი. |
28 |
ისიც წავიდა, თავი მოჰკვეთა მას საპყრობილეში და ლანგრით
მიართვა ქალწულს, ხოლო ქალწულმა მისცა დედამისს. |
28 |
ხოლო იგი წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და
მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა
დედასა თჳსსა. |
29 |
ეს რომ გაიგეს, იოანეს მოწაფეები წავიდნენ, გამოიტანეს
მისი ნეშტი და ჩაასვენეს იგი სამარხში. |
29 |
და ესმა მოწაფეთა მისთა, მოვიდეს და შემოსეს გუამი მისი
და დაჰფლეს საფლავსა. |
30 |
შეიკრიბნენ მოციქულები იესოსთან და უამბეს ყველაფერი, რაც
ექმნათ და ესწავლებინათ. |
30 |
და მოვიდეს და შემოკრბეს მოციქულნი იესუჲსა და უთხრეს მას
ყოველი, რაოდენი ქმნეს და ასწავეს. |
31 |
ხოლო იესომ უთხრა მათ: წადით, განმარტოვდით უდაბურ
ადგილას და ცოტა დაისვენეთ; - რადგან ბევრი იყო მომსვლელ-წამსვლელი და
ჭამის დროც არ ჰქონდათ. |
31 |
და ჰრქუა მათ იესუ: მოვედით თქუენ თჳსაგან უდაბნოსა
ადგილსა და განისუენეთ მცირედ. რამეთუ იყვნეს მომავალნი და წარმავალნი
მრავალ და არცაღა პურისა ჭამად აცალებდეს. |
32 |
და მარტონი გაემგზავრნენ უდაბურ ადგილას ნავით. |
32 |
და წარვიდეს უდაბნოსა ადგილსა ნავითა თჳსაგან. |
33 |
მაგრამ ხალხმა დაინახა მიმავალნი, ბევრმა იცნო იგი და
ქალაქებიდან ფეხდაფეხ მიჰყვნენ სირბილით, დაწინაურდნენ და მათზე ადრე
მივიდნენ იქ. |
33 |
და იხილა ერმან მან, წარ-ღა-ვიდოდეს, და გულისჴმა-ყვეს
მრავალთა, და მკჳრცხლ ყოვლისაგან ქალაქებისა შეკრბა მუნ და მოვიდეს მათა. |
34 |
გამოვიდა იესო, დაინახა დიდძალი ხალხი და შეებრალა ისინი, რადგანაც იყვნენ, როგორც
უმწყემსო ცხვრები; და დაიწყო მათთვის მრავალი რამის სწავლება.
|
34 |
და გამოვიდა იესუ და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს
იგინი, რამეთუ იყვნეს, ვითარცა ცხოვარნი, რომელთა არა აქუნ მწყემსი. და
იწყო სწავლად მათდა ფრიად. |
35 |
და რაკი დიდმა დრომ განვლო, მოწაფეები მივიდნენ და უთხრეს
მას: უდაბურია ეს ადგილი და თანაც გვიანია უკვე; |
35 |
და ვითარ მრავალი ჟამი წარსულ იყო, მოვიდეს მოწაფენი
მისნი და ეტყოდეს მას, ვითარმედ: უდაბნო არს ადგილი ესე, და ჟამი არსღა
ფრიად. |
36 |
გაუშვი ისინი, რათა წავიდნენ ახლომახლო სოფლებსა თუ
დაბებში პურის საყიდლად, ვინაიდან არაფერი აქვთ საჭმელი. |
36 |
განუტევე ერი ესე, რაჲთა წარვიდენ გარემო სოფლებსა და
სანახებსა და იყიდონ თავისა მათისა საზრდელი, რამეთუ რაჲმცა ჭამეს, არა
აქუს. |
37 |
ხოლო მან პასუხად თქვა: თქვენ თვითონ მიეცით საჭმელი. მათ
უთხრეს: რა ვქნათ, წავიდეთ, ვიყიდოთ ორასი დინარის პური და ამათ მივცეთ
საჭმელად? |
37 |
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ეცით თქუენ მაგათ
ჭამადი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: წარვიდეთ და ვიყიდოთ ორასისა დრაჰკნისა პური
და ვსცეთ მათ ჭამადი. |
38 |
მან კი იკითხა: რამდენი პური გაქვთ? წადით და ნახეთ.
მათაც ნახეს და მოახსენეს: „ხუთი პური და ორი თევზი“. |
38 |
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: რაოდენი გაქუს პური? მივედით და
იხილეთ. და იხილეს და ჰრქუეს: ხუთი პური და ორი თევზი. |
39 |
მაშინ უბრძანა მათ, მწვანე მდელოზე ჯგუფ-ჯგუფად დაესხათ
ხალხი. |
39 |
და უბრძანა მან დასხდომაჲ მათ ყოველთაჲ
პურისმტედ-პურისმტედ მწუანვილსა ზედა თივისასა. |
40 |
და დასხდნენ რიგ-რიგად. ას-ასი და ორმოცდაათ-ორმოცდაათი. |
40 |
და დასხდა მწყობრად-მწყობრად ას-ასი და ერგასის-ერგასისი. |
41 |
აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცად აღაპყრო თვალნი,
აკურთხა, დატეხა პურები და მისცა თავის მოწაფეებს, რათა ჩამოერიგებინათ
მათთვის; და ორი თევზიც უწილადა ყველას. |
41 |
და მოიღო ხუთი იგი პური და ორი თევზი და აღიხილნა ზეცად
და აკურთხა და დამუსრა პური იგი და მისცემდა მოწაფეთა თჳსთა, რაჲთა დაუგონ
მათ; და ორი იგი თევზი ეგრეთვე განუყო ყოველთა. |
42 |
ყველამ ჭამა და გაძღა. |
42 |
და ჭამეს ყოველთა და განძღეს. |
43 |
და გაავსეს პურისა და თევზის ნარჩენებით თორმეტი კალათი. |
43 |
და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი ათორმეტი გოდორი სავსებით; და
თევზისა მისგანცა. |
44 |
ხოლო იყო პურის მჭამელი ასე ხუთი ათასამდე კაცი. |
44 |
და იყვნეს, რაოდენთა-იგი ჭამეს, ვითარ ხუთ ათას კაცნი. |
45 |
მაშინვე აიძულა თავისი მოწაფეები, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მასზე ადრე გასულიყვნენ
გაღმა, ბეთსაიდას, სანამდის თვითონ გაისტუმრებდა ხალხს.
|
45 |
და მეყსეულად აიძულა მოწაფეთა შესლვად ნავსა, რაჲთა წინა-წარუძღუენ მას წიაღკერძო
ზღუასა მას ბეთსაიდად, ვიდრემდე განუტეოს მან ერი იგი.
|
46 |
ხოლო როდესაც გაისტუმრა ისინი, მთაზე ავიდა სალოცავად. |
46 |
და უჯმნა მათ და აღვიდა მთასა ლოცვად. |
47 |
მწუხრის ჟამს ნავი შუაგულ ზღვაში იყო, თვითონ კი მარტო
იდგა ხმელეთზე. |
47 |
და ვითარცა შემწუხრდა, იყო ნავი იგი შუა ოდენ ზღუასა მას,
და იგი თავადი – მარტოჲ ქუეყანასა. |
48 |
და დაინახა, რომ გაუჭირდათ ცურვა, ვინაიდან პირქარი
ქროდა; ხოლო ღამის მეოთხე გუშაგობისას ზღვაზე სვლით მივიდა მათთან და
დააპირა უკან მოეტოვებინა ისინი. |
48 |
და იხილნა იგინი, რამეთუ იურვოდეს სლვასა მას ნავისასა,
რამეთუ იყო ქარი იგი პირით კერძო მათსა. და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა
მოვიდა მათა იესუ სლვით ზღუასა ზედა და უნდა თანა-წარსლვად მათგან. |
49 |
ხოლო მათ, ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოჩვენება
ეგონათ და ყვირილი მორთეს; |
49 |
ხოლო მათ ვითარცა იხილეს იგი, ვიდოდა რაჲ ზღუასა ზედა,
ჰგონებდეს, ვითარმედ საოცარი რაჲმე არს, და ღაღად-ყვეს. |
50 |
რადგან მისმა ხილვამ თავზარი დასცა ყველას. და მაშინვე
შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ. |
50 |
რამეთუ ყოველთა იხილეს იგი და შეძრწუნდეს. და მეყსეულად
ეტყოდა მათ და ჰრქუა: გულ-პყრობილ იყვენით, მე ვარ, ნუ გაშინინ! |
51 |
ნავში ჩაუჯდა მათ და ქარიც ჩადგა, რამაც კიდევ უფრო
განაცვიფრა ისინი. |
51 |
და აღვიდა მათ თანა ნავსა, და დასცხრა ქარი იგი; და
უმეტესად დაუკჳრდებოდა მოწაფეთა მისთა. |
52 |
რადგან ვერ მიმხვდარიყვნენ პურობის სასწაულს, ვინაიდან
გამქისებულიყო მათი გული. |
52 |
რამეთუ ვერ გულისჴმა-ყვეს პურთა მათ ზედა, რამეთუ იყვნეს
გულნი მათნი დასულებულ. |
53 |
გავიდნენ გაღმა და მიადგნენ გენესარეთის მხარეს. |
53 |
და წიაღჴდეს და მოვიდეს ქუეყანად გენესარეთად. |
54 |
ნავიდან გადმოსვლისთანავე იცნეს იგი იქაურებმა. |
54 |
და ვითარ გამო-ოდენ-ვიდეს მიერ ნავით, მეყსეულად იცნეს
იგი კაცთა მათ მის ადგილისათა. |
55 |
შემოირბინეს მთელი ეს მხარე, და ყველგან, სადაც კი
ესმოდათ, აქ არისო, სარეცლებით მიჰყავდათ მასთან სნეულნი. |
55 |
და მიმორბიოდეს ყოველსა მას სოფლებსა და იწყეს მოღებად
ყოველთა სნეულთა ცხედრებითა, სადაცა ესმის, ვითარმედ მუნ არს. |
56 |
სადაც უნდა შესულიყო - სოფლებში, დაბებსა თუ ქალაქებში,
მოედნებზე აწვენდნენ თავიანთ სნეულთ და სთხოვდნენ, ნება მიეცი, შენი
სამოსის კალთას შეეხონო; და ყველა, ვინც მას ეხებოდა, იკურნებოდა. |
56 |
და ვიდრეცა შევიდოდა დაბნებსა და ქალაქებსა და
აგარაკებსა, უბანთა ზედა დასდგმიდეს უძლურთა მათთა და ევედრებოდეს მას,
რაჲთა ფესუსა ოდენ სამოსლისა მისისასა შეახონ. და რაოდენნი შეეხებოდეს,
ცხონდებოდეს. |