1 |
შეგროვდნენ მასთან ფარისევლები და იერუსალიმიდან ჩამოსული ზოგიერთი მწიგნობარი. |
1 |
და შეკრბეს მისა ფარისეველნი და რომელნიმე მწიგნობართაგანნი, რომელნი მოსრულ იყვნეს
იერუსალჱმით. |
2 |
დაინახეს, რომ ზოგიერთი მისი მოწაფე ჭუჭყიანი, ესე იგი,
დაუბანელი ხელით ჭამდა პურს, და დაჰგმეს ისინი. |
2 |
და იხილნეს ვინმე მოწაფეთა მისთაგანნი. შეგინებულითა
ჴელითა, ესე იგი არს უბანელითა ჴელითა ჭამდეს პურსა, და ჰგმობდეს. |
3 |
(რადგან ფარისეველნი და, საერთოდ, იუდეველნი ისე არ ჭამენ
პურს, თუ საგულდაგულოდ არ დაიბანეს ხელი, წინაპართა გადმოცემისამებრ. |
3 |
რამეთუ ფარისეველთა და ყოველთა ჰურიათა, უკუეთუ არა
იდაყჳთგან დაიბანნიან ჴელნი, არა ჭამიან, რამეთუ ეპყრა მათ მოცემული იგი
მოძღურებაჲ ხუცესთაჲ. |
4 |
არც მოედნებიდან დაბრუნებულნი ჭამენ დაუბანლად, და მრავალ
სხვა წესსაც იცავენ, როგორიცაა მაგალითად, თასების, ჯამების, ქვაბებისა და
ვარცლების რეცხვა). |
4 |
და უბანთაგან რაჲ შევიდიან, უკუეთუ არა იბანნიან, არა
ჭამიან და სხუაჲცა მრავალი არს, რომელი მოეღო პყრობად: განრცხაჲ
სასუმელებისაჲ და სტამნებისაჲ და ქუაბებისაჲ და ცხედრებისაჲ. |
5 |
მაშინ ჰკითხეს მას ფარისევლებმა და მწიგნობრებმა: რატომ
არ იქცევიან შენი მოწაფეები წინაპართა გადმოცემისამებრ, არამედ
ხელდაუბანლად ჭამენ პურს? |
5 |
მაშინ ჰკითხეს მას ფარისეველთა მათ და მწიგნობართა:
რაჲსათჳს მოწაფენი შენნი არა ვლენან მოძღურებისაებრ ხუცესთაჲსა, არამედ
უბანელითა ჴელითა ჭამენ პურსა? |
6 |
ხოლო იესომ პასუხად მიუგო მათ: მართლად იწინასწარმეტყველა
თქვენებრ თვალთმაქცთათვის ესაია წინასწარმეტყველმა, ვის მიერაც დაიწერა: ეს
ხალხი მადიდებს თავისი ბაგით, მაგრამ მისი გული შორსაა ჩემგან. |
6 |
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ, რამეთუ კეთილად თქუა ესაია
წინაწარმეტყუელმან თქუენ ორგულთათჳს. ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: ერი ესე
ბაგითა მათითა პატივ-მცემს მე, ხოლო გულნი მათნი შორად განშორებულ არიან
ჩემგან. |
7 |
ამაოდ მადიდებენ, რადგან ასწავლიან ადამიანთა
მოძღვრებებსა და მცნებებს. |
7 |
ამაოდ მმსახურებენ მე, ასწავებენ მცნებასა და მოძღურებასა
კაცთასა. |
8 |
ვინაიდან მიგიტოვებიათ ღმერთის მცნება და იცავთ კაცთა
გადმოცემას, ჯამ-ჭურჭლის რეცხვას და სხვა მისთანათ. |
8 |
და დაგიტევებიეს მცნებაჲ ღმრთისაჲ და გიპყრიეს მოძღურებაჲ
კაცთაჲ: განრცხაჲ სასუმლებისაჲ და სტამნებისაჲ და სხუასა ესევითარსა
მრავალსა ჰყოფთ. |
9 |
და უთხრა მათ: მერედა, კარგია, რომ აუქმებთ ღმერთის
მცნებას, რათა დაიცვათ თქვენი გადმოცემა? |
9 |
და ეტყოდა მათ: კეთილად შეურაცხ-ჰყოფთ მცნებასა
ღმრთისასა, რაჲთა მოძღურებაჲ თქუენი დაამტკიცოთ. |
10 |
ვინაიდან მოსემ თქვა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას შენსას; და კიდევ: ვინც
მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს. |
10 |
რამეთუ მოსე თქუა: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა; და რომელმან ბოროტი
თქუას მამისათჳს გინა დედისათჳს, სიკუდილით მოკუედინ. |
11 |
ხოლო თქვენ ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ კორბანს, ანუ
შესაწირავს, რაც ჩემგან უნდა მიგეღო, - |
11 |
ხოლო თქუენ სთქუთ: უკუეთუ ჰრქუას კაცმან მამასა ანუ დედასა კორბან, რომელ არს ნიჭი,
რომელი რაჲ ჩემგან სარგებელ გეყოს, |
12 |
ნებას რთავთ მას, აღარაფერი გააკეთოს თავისი
დედ-მამისათვის. |
12 |
და არა უტევებთ მათ მამასა და დედასა ყოფად. |
13 |
და ამრიგად, თქვენგანვე მომდინარე გადმოცემით აუქმებთ ღმერთის სიტყვას და მრავალ
ამნაირ რასმე სჩადიხართ.
|
13 |
და დაუმტკიცებელ გიყოფიეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ მოძღურებითა
მაგით თქუენითა, რომელსა ასწავებთ, და მსგავსსა ამათსა მრავალსა ჰყოფთ. |
14 |
მოუხმო ხალხს და უთხრა: მისმინეთ ყველამ და შეიმეცნეთ: |
14 |
და მოუწოდა ყოველსა მას ერსა და ეტყოდა მათ: ისმინეთ ჩემი
ყოველთა და გულისჴმა-ყავთ: |
15 |
არაფერი გარედან შემავალი არ ბილწავს კაცს, არამედ მისგან
გამომავალია, რაც ბილწავს კაცს. |
15 |
არარაჲ არს კაცისა გარეთ შემავალი მისა, რომელმანცა შეაგინა იგი; არამედ რომელი
გამოვალს მისგან, იგი არს, რომელი შეაგინებს კაცსა. |
16 |
ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს: |
16 |
რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! |
17 |
ხოლო, როცა ხალხს გაეცალა და სახლში შევიდა, მისმა
მოწაფეებმა ჰკითხეს იგავის აზრი. |
17 |
და ოდეს შევიდა სახიდ ერისა მისგან, ჰკითხვიდეს მას
მოწაფენი მისნი იგავისა მისთჳს. |
18 |
და უთხრა მათ: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? ნუთუ არ
გესმით, რომ არაფერს, გარედან შემავალს კაცში, არ შეუძლია მისი შებილწვა? |
18 |
და ჰრქუა მათ: ეგრეთვე თქუენცა უგულისჴმოვე ხართა და არა
გიცნობიეს, რამეთუ ყოველი გარეშე შემავალი კაცსა არა შეაგინებს? |
19 |
ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და
გარეთ გამოდის, რითაც წმიდა იყოფა ყოველი საზრდო. |
19 |
რამეთუ არა შევალს გულსა, არამედ მუცლად, და განსავალით
განვალს და განსწმედს ყოველსა ჭამადსა. |
20 |
და თქვა: კაცისაგან გამომავალი შებილწავს კაცს. |
20 |
და იტყოდა, ვითარმედ: კაცისაგან გამომავალი შეაგინებს
კაცსა, |
21 |
ვინაიდან შიგნიდან, კაცის გულიდან გამოვლენ: ბოროტი
ზრახვანი, მრუშობანი, პარვანი, კაცისკვლანი, |
21 |
რამეთუ შინაგან გულისაგან კაცთაჲსა გამოვლენან
გულის-სიტყუანი ბოროტნი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, კაცის-კლვანი, |
22 |
სიძვანი, ანგარებანი, უკეთურებანი, მზაკვრობანი,
გარყვნილება, თვალის სიავე, გმობა, ქედმაღლობა, უგუნურება. |
22 |
ანგაჰრებანი და უკეთურებანი, ზაკუვანი, არაწმიდებანი,
თუალ-ბოროტებანი, გმობანი, ამპარტავანებანი, უგუნურებანი. |
23 |
ყოველივე ეს შიგნიდან გამოდის და ბილწავს კაცს. |
23 |
ესე ყოველნი ბოროტნი შინაგან გამოვლენ და შეაგინებენ
კაცსა. |
24 |
წამოვიდა იქიდან და მივიდა ტიროსისა და სიდონის საზღვარს.
შევიდა სახლში და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს, მაგრამ ვერ შესძლო დაფარვა. |
24 |
და მიერ აღდგა და წარვიდა საზღვართა ტჳროსისა და
სიდონისათა. და შევიდა სახლსა და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინმე, და ვერ
ჴელ-ეწიფა დაფარვად. |
25 |
რადგან გაიგო ერთმა ქალმა, ვის ასულსაც უწმინდური სული ჰყავდა, მივიდა და ფეხქვეშ
ჩაუვარდა მას. |
25 |
რამეთუ ესმა ვისმე დედაკაცსა მისთჳს, რომელსა ესუა ასული
სულითა არაწმიდითა ურვეული, და მოვიდა და შეუვრდა ფერჴთა მისთა. |
26 |
ხოლო ეს ქალი წარმართი იყო. ტომით ასუროფინიკიელი, და
შეევედრა, გაეძევებინა ეშმაკი მისი ასულისაგან. |
26 |
ხოლო დედაკაცი იგი იყო წარმართი, ნათესავით ასური ფინიკელი, ზღჳსკიდით, და
ევედრებოდა მას, რაჲთა განჴადოს ეშმაკი იგი ასულისაგან მისისა. |
27 |
მაგრამ იესომ უთხრა: მაცალე, ჯერ დავაძღო შვილები; სად
გაგონილა, შვილებს წაართვა და ძაღლებს მიუგდო პური. |
27 |
ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაცადე პირველად განძღებად შვილთა,
რამეთუ არა კეთილ არს მოღებაჲ პურისაჲ შვილთაგან და დაგებად ძაღლთა. |
28 |
ქალმა პასუხად მიუგო: დიახ, უფალო; მაგრამ ძაღლებიც ხომ
ჭამენ ტაბლის ქვეშ შვილების ნასუფრალს? |
28 |
ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო, რამეთუ ძაღლნიცა ტაბლასა
ქუეშე ჭამედ ნამუსრევისაგან შვილთაჲსა. |
29 |
და უთხრა მას: მაგ სიტყვისათვის წადი; გამოვიდა ეშმაკი
შენი ასულისაგან. |
29 |
ხოლო იესუ ჰრქუა მას: მაგის სიტყჳსათჳს ვიდოდე! განსრულ
არს ეშმაკი ასულისაგან შენისა. |
30 |
მივიდა ქალი თავის სახლში და ნახა, რომ მისი ასული
სარეცელზე იწვა, ეშმაკი კი გამოსულიყო მისგან. |
30 |
და წარვიდა დედაკაცი იგი სახიდ თჳსა და პოვა, რამეთუ
ეშმაკი იგი განსრულ იყო, და ასული იგი მისი შემოსილი, მჯდომარე ცხედარსა
ზედა. |
31 |
მერე კვლავ წამოვიდა ტიროსისა და სიდონის საზღვრით და
მოვიდა გალილეის ზღვის პირას, ათქალაქის საზღვართა შორის. |
31 |
და მერმე კუალად გამოვიდა საზღვართაგან ტჳროსისა და
სიდონისათა და მოვიდა ზღუასა მას გალილეაჲსასა, შორის საზღვართა
ათქალაქისათა. |
32 |
მიჰგვარეს მას ყრუ და ენაბლუ და შეევედრნენ, ხელი დაედო
მისთვის. |
32 |
და მოართუეს მას ყრუჲ და ძნიად მეტყუელი და ევედრებოდეს
მას, რაჲთა ჴელი დასდვას მას ზედა. |
33 |
ხალხს გააცალა, თითებით დაუცო ყური, გადააფურთხა და მის
ენას შეეხო; |
33 |
და განიყვანა ერისა მისგან თჳსაგან და დაასხნა თითნი
მისნი ყურთა მისთა და ჰნერწყუა და შეახო ენასა მისსა |
34 |
ზეცად აღაპყრო თვალნი, ამოიოხრა და უთხრა მას: ეფფათა!
რაც ნიშნავს: გაიხსენ! |
34 |
და აღიხილნა ზეცად და სულთ-ითქუნა და ჰრქუა მას: ეფფათა!
რომელ არს: განეხუენით! |
35 |
მაშინვე გაეხსნა სმენაცა და დაბმული ენაც და გამართულად
ამეტყველდა. |
35 |
და მეყსეულად განეხუნეს მას სასმენელნი, და განჰჴსნდა
კრულებაჲ ენისა მისისაჲ, და იტყოდა მართლად. |
36 |
და უბრძანა მათ, არავისთან გამამხილოთო, მაგრამ რაც უფრო
მეტს უბრძანებდა, მით უფრო მეტად ამხელდნენ; |
36 |
და ამცნო მათ, რაჲთა არავის უთხრან. და რაოდენ იგი
ამცნებდა მათ, იგინი უფროჲს მიმოდასდებდეს. |
37 |
დიდად უკვირდათ და ამბობდნენ: ყოველივეს კეთილად იქმს:
ყრუს სმენას უბრუნებს და უტყვს ამეტყველებსო. |
37 |
და უმეტესად განუკჳრდებოდა და იტყოდეს: ყოველსავე კეთილსა
იქმს: ყრუთა ასმენს და უტყუთა ატყუებს. |