1 |
და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს
სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით. |
1 |
და ეტყოდა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ არიან ვინმე აქა მდგომარეთაგანნი,
რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ სასუფეველი ღმრთისაჲ,
მომავალი ძალითა. |
2 |
ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და
იოანე, მარტო ისინი აიყვანა მაღაღ მთაზე და მათ წინაშე იცვალა ფერი. |
2 |
და შემდგომად ექუსისა დღისა წარიყვანნა იესუ პეტრე და
იაკობ და იოვანე და აღიყვანნა იგინი მთასა მაღალსა თჳსაგან მარტონი და
იცვალა სხუად ხატად წინაშე მათსა. |
3 |
სამოსი მისი გახდა მოელვარე და ისეთი სპეტაკი, როგორც
ვერცერთი მრეცხავი ვერაფერს გაასპეტაკებს ამ ქვეყნად. |
3 |
და სამოსელი მისი იქმნა ბრწყინვალე და სპეტაკ, ვითარცა
თოვლი, რომელ ყოველსავე მმურკნვალსა ქუეყანასა ზედა ვერ ჴელ-ეწიფების ეგრეთ
განსპეტაკებად. |
4 |
და მოევლინა მათ ელია და მოსე, იესოსთან მოსაუბრენი. |
4 |
და ეჩუენა მათ მოსე ელიაჲს თანა, და იყვნეს იესუჲს თანა
და ზრახვიდეს. |
5 |
და უთხრა პეტრემ იესოს: რაბი! რა გვიჯობს აქ ყოფნას?
მოდი, გავაკეთოთ სამი კარავი: ერთი - შენ, ერთი - მოსეს და ერთიც - ელიას. |
5 |
და მიუგო პეტრე და ჰრქუა იესუს: რაბი, კეთილ არს ჩუენდა
აქა ყოფაჲ; ვქმნეთ აქა სამ ტალავარ: ერთი შენთჳს, ერთი მოსესთჳს და ერთი
ელიაჲსთჳს. |
6 |
რადგან არ იცოდა, რა ეთქვა, ვინაიდან შეშინებულნი იყვნენ. |
6 |
რამეთუ არა იცოდა, რაჲმცა მიუგო, რამეთუ იყვნეს
შეშინებულ. |
7 |
გამოჩნდა ღრუბელი და ჩრდილით დაბურა ისინი. და გაისმა ხმა
ღრუბლით, რთმელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი: უსმინეთ მას. |
7 |
და იყო ღრუბელი და აგრილობდა მათ, და ჴმაჲ იყო ღრუბლით
გამო და თქუა: ესე არს ძე ჩემი საყუარელი, მაგისი ისმინეთ. |
8 |
იმწამსვე მიმოიხედეს, მაგრამ ვერავინ დაინახეს იესოს
გარდა. |
8 |
და მეყსეულად მიმოიხილეს და არავინ იხილეს, გარნა იესუ
ხოლო მათ თანა. |
9 |
ხოლო მთიდან ჩამოსვლისას იესომ უბრძანა მათ, არავისთვის
გაენდოთ ეს ხილვა, ვიდრე ძე კაცისა არ აღდგებთდა მკვდრეთით. |
9 |
და გარდამო-რაჲ-ვიდოდეს მიერ მთით, ამცნო მათ, რაჲთა
არავის უთხრან, რაჲ-იგი იხილეს, გარნა ოდეს ძე კაცისაჲ მკუდრეთით აღდგეს. |
10 |
მათ დაიხსომეს ეს სიტყვა და ერთმანეთს ეკითხებთდნენ: რას ნიშნავს მკვდრეთით
აღდგომა? |
10 |
და სიტყუაჲ იგი დაიმარხეს თავისა თჳსისა თანა და გამოეძიებდეს ურთიერთას, ვითარმედ:
რაჲ არს იგი: ოდეს მკუდრეთით აღდგეს? |
11 |
და ჰკითხეს მას: რატომ ამბობენ მწიგნობარნი, პირველად ელია უნდა მოვიდესო? |
11 |
და ჰკითხვიდეს მას და ეტყოდეს: ვითარ-მე იტყჳან მწიგნობარნი: ელიაჲსი ჯერ-არს
პირველად მოსლვაჲ? |
12 |
ხოლო მან პასუხად თქვა: მართალია, პირველად ელია უნდა
მოვიდეს და აღადგინოს ყოველი. კაცის ძეს კი, როგორც დაიწერა მასზე, დიდი
ტანჯვა და შეურაცხყოფა ელის. |
12 |
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: ელია მოვიდეს და კუალად-აგოს ყოველი; და ვითარ
წერილ არს ძისა კაცისათჳს, რაჲთა ფრიად ევნოს და შეურაცხ იქმნეს. |
13 |
მაგრამ გეუბნებით: ელია უკვე მოვიდა და როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ; როგორც
დაიწერა მისთვის. |
13 |
არამედ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ელია მოვიდა, და უყვეს მას,
რაოდენი უნდა, ვითარცა წერილ არს მისთჳს. |
14 |
როცა მოწაფეებთან დაბრუნდა, იხილა მათ ირგვლივ შეკრებილი
დიდძალი ხალხი და მათთან მოკამათე მწიგნობრები. |
14 |
და მოვიდა მოწაფეთა მისთა თანა, იხილა ერი გარემო მათსა, და მწიგნობარნი
გამოეძიებდეს მათ თანა. |
15 |
მაშინვე შენიშნა მთელმა ხალხმა; განცვიფრებულნი
გამოიქცნენ და მიესალმნენ. |
15 |
და მეყსეულად ყოველმან ერმან იხილა იგი და დაუკჳრდა და
მორბიოდეს და მოიკითხეს იგი. |
16 |
ჰკითხა მწიგნობრებს: რას ედავებით ამათ? |
16 |
და ჰკითხა მწიგნობართა მათ და ჰრქუა: რასა გამოეძიებთ ურთიერთას? |
17 |
ერთმა კაცმა ხალხიდან მიუგო მას: მოძღვარო, ჩემი ძე
მოგგვარე, შეპყრობილი სიმუნჯის სულით. |
17 |
და მი-ვინმე-უგო მას ერთმან მის ერისაგანმან და ჰრქუა:
მოძღუარ, მოვიყვანე ძე ჩემი შენდა, რომლისა თანა არს სული უტყუებისაჲ. |
18 |
სადაც მოიხელთებს, ძირს დასცემს; დუჟი გადმოსდის, კბილებს
აღრჭიალებს და შეშდება. ვთხოვე შენს მოწაფეებს, განდევნეთ-მეთქი, მაგრამ
ვერ შესძლეს. |
18 |
და სადაცა დააპყრის იგი, დააკუეთის, და პეროინ და იღრჭენნ
კბილთა და განჴმებინ. და უთხარ მოწაფეთა შენთა, რაჲთამცა განკურნეს, და ვერ
შეუძლეს. |
19 |
ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო მოდგმავ, როდემდის
ვიქნები თქვენთან? როდემდის მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ! |
19 |
მიუგო იესუ და ჰრქუა: ჵ ნათესავი ურწმუნოჲ! ვიდრემდე ვიყო
თქუენ თანა? ვიდრემდე თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა! |
20 |
მიჰგვარეს იგი, და იხილა თუ არა იესო, სულმა შეარყია
ბავშვი, მიწაზე დაეცა და გორავდა დუჟმორეული. |
20 |
და მოჰგუარეს იგი მას. და იხილა რაჲ იგი, მეყსეულად
სულმან არაწმიდამან დააკუეთა იგი; და და-რაჲ-ეცა ქუეყანასა, გორვიდა და
პეროოდა. |
21 |
ჰკითხა მამამისს: რამდენი ხანია ასე? ხოლო მან მიუგო: სიყრმითგანვე. |
21 |
და ჰკითხა იესუ მამასა მისსა: რაოდენი ჟამი აქუს,
ვინაჲთგან შეემთხჳა ესე? ხოლო მან ჰრქუა: სიყრმითგან. |
22 |
მრავალჯერ ჩაუგდია სულს ცეცხლსა თუ წყალში, რათა დაეღუპა
იგი. მაშ, თუ რამ შეგიძლია, შეგვიწყალე და შეგვეწიე. |
22 |
და მრავალ-გზის ცეცხლსა შთააგდო ეგე და წყალსა, რაჲთამცა
წარწყმიდა ეგე, არამედ რაჲ ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ და წყალობა-ყავ ჩუენთჳს. |
23 |
ხოლო იესომ უთხრა მას: თუ შეგიძლია გწამდეს, ყველაფერი
შესაძლოა მორწმუნისათვის. |
23 |
ხოლო იესუ ჰრქუა მას: უკუეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე
შესაძლებელ არს მორწმუნისა. |
24 |
ბავშვის მამამ მყისვე შეჰღაღადა ცრემლების ფრქვევით:
მწამს, უფალო; შეეწიე ჩემს ურწმუნოებას. |
24 |
და მეყსეულად ჴმა-ყო მამამან მის ყრმისამან და ჰრქუა
ცრემლით: მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა. |
25 |
როდესაც დაინახა იესომ, რომ ხალხი ეხვევა გარშემო,
შერისხა სული და უთხრა: ყრუ-მუნჯო სულო! გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან და
აღარასოდეს შეხვიდე მასში! |
25 |
და ვითარცა იხილა იესუ, რამეთუ შეკრბებოდა ერი მის ზედა,
შეჰრისხნა სულსა მას და ჰრქუა უტყუსა და ყრუსა სულსა: მე გიბრძანებ შენ:
განვედ მაგისგან და ნუღარა შეხუალ მაგისა! |
26 |
სულმა შეჰყვირა, საშინლად შეარყია იგი და გამოვიდა, ხოლო
ბავშვი მკვდარს დაემსგავსა; ასე რომ, ბევრი ამბობდა კიდეც: მოკვდაო. |
26 |
და ღაღატ-ყო და ფრიად გორვიდა და განვიდა მისგან; და
იქმნა იგი, ვითარცა მკუდარი, ვითარმედ მრავალნი იტყოდესცა, ვითარმედ:
მოკუდა. |
27 |
მაგრამ იესომ ხელი მოჰკიდა, წამოაყენა და ისიც აღდგა. |
27 |
ხოლო იესუ უპყრა ჴელი მისი და აღადგინა იგი, და აღდგა. |
28 |
როდესაც სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა განცალკევებით
ჰკითხეს: რატომ ჩვენ ვერ შევძელით მისი განდევნა? |
28 |
და ვითარცა შევიდა იესუ სახიდ, მოწაფეთა მისთა თჳსაგან
ჰკითხეს მას: რაჲსათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ განძებად მას? |
29 |
და უთხრა მათ: ამ მოდგმას ვერაფრით ვერ განდევნი, თუ არა
ლოცვით და მარხვით. |
29 |
ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ
არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა. |
30 |
წამოვიდა იქიდან, გალილეა გადაიარა და არ უნდოდა ვინმეს
გაეგო ეს. |
30 |
და მიერ განვიდეს და წარმოჰვლიდეს გალილეასა; და არა
უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინ. |
31 |
ვინაიდან ასწავლიდა თავის მიწაფეებს და ეუბნებოდა მათ, რომ ძე კაცისა მიეცემა კაცთა
ხელში, მოკლავენ მას და, სიკვდილის შემდეგ, მესამე დღეს აღდგება მკვდრეთით.
|
31 |
რამეთუ ასწავებდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ, რამეთუ:
ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი; და, მო-რაჲ-კუდეს,
მესამესა დღესა აღდგეს. |
32 |
მაგრამ მათ ვერ გაიგეს ეს სიტყვები, კითხვა კი ვერ
შეჰბედეს. |
32 |
ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას და ეშინოდა
კითხვად მისა. |
33 |
მივიდა კაპერნაუმში; და სახლში ყოფნისას ჰკითხა მათ: რაზე
მსჯელობდით გზაში? |
33 |
და მოვიდა კაპერნაუმდ. და ვითარცა შევიდა იგი სახლსა, და ჰკითხვიდა მათ, რასა-იგი
იცილობდეს ურთიერთას გზასა ზედა. |
34 |
ისინი კი დუმდნენ, ვინაიდან გზაში იმაზე ბჭობდნენ, ვინ
უფრო დიდიაო. |
34 |
ხოლო იგინი დუმნეს, რამეთუ ურთიერთას იტყოდეს გზასა ზედა,
ვითარმედ: ჩუენგანი ვინ-მე უდიდეს იყოს? |
35 |
მაშინ დაჯდა, მოუხმო თორმეტს და უთხრა მათ: ვისაც სურს
პირველი იყოს, ყველაზე უკანასკნელი იქნება და ყველას მსახური. |
35 |
და დაჯდა და მოუწოდა ათორმეტთა მათ და ჰრქუა: ვის უნდეს
თქუენგანსა პირველ ყოფაჲ, იყოს იგი ყოველთა მრწემ და ყოველთა მსახურ. |
36 |
მოიყვანა პატარა ბავშვი, მათ შორის ჩააყენა, ხელი მოხვია
და უთხრა მათ: |
36 |
და მოიყვანა ყრმაჲ და დაადგინა იგი შორის მათსა და
მკლავთა მიიქუა იგი და ჰრქუა მათ: |
37 |
ვინც შეიწყნარებს ერთ ამნაირ ბავშვს ჩემი სახელით, მე
შემიწყნარებს, ხოლო ჩემი შემწყნარებელი მე კი არ შემიწყნარებს, არამედ ჩემს
მომავლინებელს. |
37 |
რომელმან ერთი ამათგანი ყრმაჲ შეიწყნაროს სახელისა
ჩემისათჳს, მე შემიწყნაროს; და რომელმან მე შემიწყნაროს, არა მე
შემიწყნაროს, არამედ მომავლინებელი ჩემი. |
38 |
მიუგო იოანემ და უთხრა მას: მოძღვარო, ვიხილეთ კაცი,
რომელიც შენი სახელით აძევებს ეშმაკთ და ჩვენ კი არ მოგვდევს; და
ავუკრძალეთ იმიტომ, რომ ჩვენ არ მოგვყვება. |
38 |
მიუგო მას იოვანე და ჰრქუა: მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე,
რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა, რომელი ჩუენ არა შეგჳდგს, და
ვაყენებდით მას, რამეთუ არა შემიდგს ჩუენ. |
39 |
ხოლო იესომ თქვა: ნუ უკრძალავთ, რადგან ვერავინ, ვინც
ჩემი სახელით ახდენს სასწაულს, აგრე იოლად ვერ იტყვის ჩემს ძვირს. |
39 |
ხოლო თავადმან ჰრქუა: ნუ აყენებთ მას, რამეთუ არავინ არს,
რომელმან ქმნეს ძალი სახელითა ჩემითა და ჴელ-ეწიფოს ბოროტის-სიტყუად ჩემდა. |
40 |
რადგან ვინც ჩვენს წინააღმდეგ არაა, ჩვენს მხარესაა.
|
40 |
რამეთუ რომელი არა ჩუენდა მტერ არს, იგი ჩუენ კერძო არს. |
41 |
იმას, ვინც ჭიქა წყალს მოგაწვდით ჩემი სახელით, ვინაიდან
ქრისტესი ხართ, ჭეშმარიტად გეუბნებით: არ დაეკარგება თავისი საზღაური. |
41 |
რომელმან გასუას თქუენ სასუმელი წყლისაჲ სახელად ჩემდა,
რამეთუ ქრისტესნი ხართ, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი. |
42 |
და ვინც აცთუნებს თუნდაც ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე
ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვაში დანთქან. |
42 |
და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთაგანი მორწმუნეთაჲ
ჩემდა მომართ, უმჯობეს არს მისა გამო-თუმცა-იბა ქედსა მისსა წისქჳლის ქვაჲ
ვირით საფქველი და შთავარდა ზღუასა. |
43 |
თუ შენი ხელი გაცთუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს სახიჩარი
შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ
ცეცხლში, |
43 |
და უკუეთუ დაგაბრკოლებდეს ჴელი შენი, მოიკუეთე იგი:
უმჯობეს არს შენდა უჴელოჲსაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორთა ჴელთა სხმასა
და შესლვად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა. |
44 |
სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი. |
44 |
სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების, და ცეცხლი არა
დაშრტების. |
45 |
თუ შენი ფეხი გაცთუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს კოჭლი
შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ფეხის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ
ცეცხლში, |
45 |
და უკუეთუ ფერჴი შენი დაგაბრკოლებდეს შენ, მოიკუეთე იგი:
უმჯობეს არს შენდა მკელობელისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე ორითა ფერჴითა
შთაგდებად გეჰენიასა, ცეცხლსა მას უშრეტსა, |
46 |
სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი. |
46 |
სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა
დაშრტების. |
47 |
ხოლო თუ შენი თვალი გაცთუნებს, ამოითხარე იგი: გიჯობს
ცალთვალა შეხვიდე ღმრთის სასუფეველში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე
ცეცხლის გეენაში, |
47 |
და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი:
უმჯობეს არს შენდა ერთითა თუალითა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა, ვიდრე
ორითა თუალითა შთაგდებად გეჰენიასა ცეცხლისა უშრეტისასა. |
48 |
სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი - ცეცხლი. |
48 |
სადა-იგი მატლი მათი არა დაესრულების, და ცეცხლი არა
დაშრტების. |
49 |
რადგან ყველაფერი ცეცხლით დამარილდება და ყოველი
შესაწირავი მარილით დამარილდება. |
49 |
რამეთუ ყოველივე ცეცხლითა დაიმარილოს, და ყოველი
შესაწირავი მარილითა დაიმარილოს. |
50 |
კარგი რამ არის მარილი; მაგრამ თუ მარილი უმარილო გახდა,
რაღათი შეანელებთ მას? გქონდეთ მარილი თქვენში და მშვიდობით იყავით
ერთმანეთს შორის. |
50 |
კეთილ არს მარილი; ხოლო უკუეთუ მარილი უმარილო იქმნეს,
რაჲთაღა შეინელოს იგი? გაქუს თავისა თქუენისა მარილი და მშჳდობით იყვენით
ურთიერთას. |