1 |
მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა
განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა.
|
1 |
და მოუწოდა ათორმეტთა მოწაფეთა თჳსთა და მისცა მათ ჴელმწიფებაჲ სულთა ზედა
არაწმიდათა, რაჲთა განასხმიდენ მათ და განჰკურნებდენ ყოველთა სენთა და ყოველთა
უძლურებათა. |
2 |
ხოლო ამ თორმეტი მოციქულის სახელებია: პირველად სიმონი,
პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია; იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე; |
2 |
ხოლო ათორმეტთა მათ მოციქულთა სახელები ესე არს: პირველად
სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, იაკობ ზებედესი და
იოვანე, ძმაჲ მისი, |
3 |
ფილიპე და ბართლომე; თომა და მათე მებაჟე; იაკობი
ალფესისა და ლებეოსი, თადეოსად სახელდებული; |
3 |
ფილიპე და ბართლომე, თომა და მატთეოს მეზუერე, იაკობ
ალფესი და ლებეოს, რომელსა ეწოდა თადეოს, |
4 |
სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი. |
4 |
სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმანცა განსცა
იგი. |
5 |
აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ:
წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში. |
5 |
ესე ათორმეტნი წარავლინნა იესუ, ამცნო მათ და ჰრქუა:
გზასა წარმართთასა ნუ მიხუალთ და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ, |
6 |
არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ
ცხვრებს. |
6 |
არამედ მივედით უფროჲს ხოლო ცხოვართა მათ წარწყმედულთა
სახლისა ისრაჱლისათა. |
7 |
მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი. |
7 |
და მი-რაჲ-ხჳდეთ, ქადაგებდით და იტყოდეთ, ვითარმედ:
მოახლებულ არს სასუფეველი ცათაჲ. |
8 |
განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ
მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით. |
8 |
უძლურთა განჰკურნებდით, მკუდართა აღადგინებდით,
კეთროვანთა განსწმედდით, ეშმაკთა განასხემდით; უსასყიდლოდ მიგიღებიეს,
უსასყიდლოდ მისცემდით. |
9 |
ნუ წაიტანებთ სარტყლით ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც
რვალს; |
9 |
ნუ მოიგებთ ოქროსა, ნუცა ვეცხლსა, ნუცა რვალსა სარტყელთა
თქუენთა, |
10 |
ნურც აბგას გზაში, ნურც ორ ხელ სამოსს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც არგანს, ვინაიდან
ღირსია მაშვრალი თავისი საგზლისა. |
10 |
ნუცა ვაშკარანსა გზასა ზედა, ნუცა ორსა სამოსელსა, ნუცა ჴამლთა, ნუცა კეურთხსა,
რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თჳსისა. |
11 |
რომელ ქალაქში ან დაბაშიც უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და
მისას დადექით, ვიდრე გამოსვლამდე.
|
11 |
რომელსა ქალაქსა ანუ დაბასა შეხჳდეთ, გამოიკითხეთ; ვინ ღირს იყოს, მუნ დაადგერით
ვიდრე გამოსლვადმდე. |
12 |
ხოლო სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით: მშვიდობა
ამ სახლს. |
12 |
და შე-რაჲ-ხჳდოდით სახლსა მას, მოიკითხეთ იგი და თქუთ:
მშჳდობაჲ სახლსა ამას! |
13 |
და თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას, თუ
არა და, თქვენი მშვიდობა თქვენავე დაგიბრუნდებათ. |
13 |
და უკუეთუ სახლი იგი ღირს იყოს, მოვიდეს მშჳდობაჲ თქუენი
მას ზედა; უკუეთუ არა ღირს იყოს, მშჳდობაჲ თქუენი თქუენდავე მოიქეცინ. |
14 |
და თუ არავინ მიგიღებთ და არც შეისმენს თქვენს სიტყვებს,
იმ სახლიდან თუ ქალაქიდან გამოსვლისას ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი. |
14 |
და უკუეთუ არავინ შეგიწყნარნეს თქუენ და არცა ისმინნეს
სიტყუანი თქუენნი, გამო-რაჲ-ხჳდოდით მიერ სახლით გინა მიერ ქალაქით,
განიყარეთ მტუერი ფერჴთა თქუენთაჲ. |
15 |
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და
გომორის მხარისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის. |
15 |
ამენ გეტყჳ თქუენ: უმოლხინეს იყოს ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ
და გომორისაჲ დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე ქალაქი იგი. |
16 |
აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი,
როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები. |
16 |
აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვენით უკუე მეცნიერ,
ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი. |
17 |
ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში
და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ. |
17 |
ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა
და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. |
18 |
და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე,
მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად. |
18 |
და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთჳს
საწამებელად მათდა და წარმართთა. |
19 |
ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა
რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი. |
19 |
და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა
იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. |
20 |
რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი
მამისა ილაპარაკებს თქვენში. |
20 |
რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა
თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის. |
21 |
და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების
წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
|
21 |
რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდილდ და მამამან – შვილი;
და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდენ მათ. |
22 |
და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც
ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. |
22 |
და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა
ჩემისათჳს. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს. |
23 |
და როდესაც დაგიწყებენ დევნას ერთ ქალაქში, მიაშურეთ
მეორეს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ყველა ქალაქის
მოვლას, რომ მოვა ძე კაცისა. |
23 |
რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად.
ამენ გეტყჳ თქუენ: ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრაჱლისაჲ, ვიდრემდის ძე
კაცისაჲ მოვიდეს. |
24 |
არ არის მოწაფე, თავის მოძღვარზე უმეტესი, და არც მონა,
თავის მბრძანებელზე უპირატესი. |
24 |
არა არს მოწაფე უფროჲს მოძღურისა თჳსისა, არცა მონაჲ
უფროჲს უფლისა თჳსისა. |
25 |
საკმარისია მოწაფისათვის, იყოს ისეთი, როგორც მისი
მოძღვარი, და მონისათვის - როგორც მისი მბრძანებელი. თუ სახლის პატრონს
ბელზებულად უხმობენ, მით უმეტეს, სახლეულს მისას. |
25 |
კმა არს მოწაფისა მის, უკუეთუ იყოს, ვითარცა მოძღუარი
თჳსი, და მონაჲ იგი, ვითარცა უფალი თჳსი. უკუეთუ სახლისა უფალსა ბელზებულით
ჰხადოდეს, რაოდენ უფროჲს სახლეულთა მისთა? |
26 |
მაშ, ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არ არსებობს დაფარული,
რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს. |
26 |
ნუუკუე გეშინინ მათგან, რამეთუ არა არს დაფარული,
რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლოჲ, რომელი არა გამოცხადნეს. |
27 |
რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე თქვით, და რაც
ყურში ჩაგესმით, ერდოებზე იქადაგეთ. |
27 |
რომელი გარქუ თქუენ ბნელსა შინა, თქუენ თქუთ ნათელსა
შინა; და რომელი ყურთა გესმა, ქადაგებდით ერდოთა ზედა. |
28 |
ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ
შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა
და ხორციც წარწყმიდოს გეენას. |
28 |
და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო
სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოკლვად. არამედ გეშინოდენ მისა უფროჲს, რომელი
შემძლებელ არს სულისა და ჴორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა. |
29 |
განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი
მათგანიც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა თქვენი მამის ნება. |
29 |
ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდებისა? და ერთიცა
მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თჳნიერ მამისა თქუენისა. |
30 |
ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია. |
30 |
ხოლო თქუენნი თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიან. |
31 |
მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან უთვალავ ბეღურაზე უმჯობესნი ხართ.
|
31 |
ნუ გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ თქუენ. |
32 |
ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი
ზეციერი მამის წინაშე. |
32 |
ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდამო წინაშე კაცთა, მეცა
აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა. |
33 |
ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი
ზეციერი მამის წინაშე. |
33 |
და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-ვყო იგი
მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა. |
34 |
ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ
ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა. |
34 |
ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშჳდობისა
ქუეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშჳდობისა, არამედ მახჳლისა. |
35 |
ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი -
დედამისს, და რძალი - დედამთილს მისას. |
35 |
რამეთუ მოვედ განყოფად კაცისა მამისაგან თჳსისა და ასული
– დედისაგან თჳსისა და სძალი – დედამთილისაგან თჳსისა. |
36 |
და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი. |
36 |
და მტერ იყვნენ კაცისა სახლეულნი თჳსნი. |
37 |
ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი
ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; |
37 |
რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს
იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა
არს ჩემდა ღირს. |
38 |
ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის
ჩემი ღირსი. |
38 |
და რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი
არა არს ჩემდა ღირს. |
39 |
ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი
გულისათვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას. |
39 |
რომელმან მოიპოოს სული თჳსი, წარიწყმიდოს იგი; და
რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი. |
40 |
ვინც თქვენ შეგიწყნარებთ, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე
შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს. |
40 |
რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან
მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. |
41 |
ვინც წინასწარმეტყველის სახელით შეიწყნარებს
წინასწარმეტყველს, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს; და ვინც მართლის
სახელით შეიწყნარებს მართალს, მართლის საზღაურს მიიღებს. |
41 |
რომელმან შეიწყნაროს წინასწარმეტყუელი სახელად
წინასწარმეტყუელისა, სასყიდელი წინასწარმეტყუელისაჲ მიიღოს; და რომელმან
შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაჲ მიიღოს. |
42 |
და ვინც მოწაფის სახელით მიაწვდის ცივ წყალს ერთს ამ
მცირეთაგანს, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება თავისი საზღაური. |
42 |
და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი
წყალი გრილი სახელად მოწაფისა, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი
მისი. |