1 |
და როდესაც დაასრულა იესომ შეგონება თავისი თორმეტი მოწაფის მიმართ, წავიდა
იქიდან მათს ქალაქებში სასწავლად და საქადაგებლად.
|
1 |
და იყო რაჟამს დაასრულნა იესუ ბრძანებანი ესე ათორმეტთა მიმართ მოწაფეთა მისთა,
წარვიდა მიერ ქადაგებად და სწავლად ქალაქებსა მათსა. |
2 |
ხოლო იოანემ შეიტყო საპყრობილეში ქრისტეს საქმენი, და
გამოგზავნა თავისი ორი მოწაფე. |
2 |
ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი
ქრისტესნი, მიავლინნა ორნი მოწაფენი თჳსნი |
3 |
რათა ეკითხათ მისთვის: შენა ხარ მომავალი, თუ სხვა ვინმეს
უნდა ველოდეთ? |
3 |
და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით? |
4 |
ხოლო იესომ მიუგო მათ: მიდით და უთხარით იოანეს, რასაც
ისმენთ და ხედავთ: |
4 |
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ
იოვანეს, რომელი გესმის და ჰხედავთ: |
5 |
ბრმანი ხედავენ, კოჭლნი დადიან, კეთროვანნი იწმინდებიან
და ყრუნი ისმენენ: მკვდარნი აღდგებიან და გლანაკნი სახარებით ხარობენ. |
5 |
ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი
განწმდებიან, და ყრუთა ესმის, და მკუდარნი აღდგებიან და გლახაკთა ეხარების. |
6 |
ნეტარ არს, ვინც არ შემცდარა ჩემში. |
6 |
და ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ. |
7 |
ხოლო მათი წასვლის შემდეგ იესომ იოანეზე ჩამოუგდო სიტყვა
ხალხს: რისთვის დადიოდით უდაბნოში? ქარისაგან რხეული ლერწმის ხილვად? |
7 |
და ვითარცა ესენი წარვიდეს, იწყო იესუ სიტყუად ერსა მას
იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან
შერყეულისა? |
8 |
რისთვის დადიოდით უდაბნოში? ლბილი სამოსით მოსილი კაცის
ხილვად? მაგრამ ლბილი სამოსით მოსილნი მეფეთა დარბაზებში არიან. |
8 |
არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა
სამოსლითა შემოსილისა? აჰა ესერა რომელნი ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილ არიან,
სახლთა შინა სამეუფოთა არიან. |
9 |
რისთვის დადიოდით უდაბნოში? წინასწარმეტყველის ხილვად?
დიახ, გეტყვით თქვენ, წინასწარმეტყველისა და უფრო მეტისაც. |
9 |
არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაწარმეტყუელისა? ჰე,
გეტყჳ თქუენ, და უმეტეს წინაწარმეტყუელისა. |
10 |
რადგან ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს
წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას შენსავ წინაშე. |
10 |
რამეთუ ესე არს, რომლისათჳს წერილ არს: აჰა ესერა წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე
შენსა, რომელმან განჰმზადეს გზანი შენნი წინაშე პირსა შენსა. |
11 |
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არვინ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე
უმეტესი, ხოლო ცათა სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია. |
11 |
ამენ გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲ უფროჲს იოვანეს
ნათლის-მცემელისა; ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს. |
12 |
ვინაიდან იოანე ნათლისმცემლიდან მოყოლებული დღემდე, ცათა სასუფეველი ძალით იღება,
და ძალისმხმეველნი მიიტაცებენ მას.
|
12 |
რამეთუ დღითგან იოვანე ნათლის-მცემლისაჲთ ვიდრე აქამომდე
სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი. |
13 |
რადგან ყველა წინასწარმეტყველი, და თვით რჯული იოანემდე
წინასწარმეტყველებდნენ. |
13 |
რამეთუ ყოველნი წინაწარმეტყუელნი და სჯული ვიდრე იოვანესამდე
წინაწარმეტყუელებდეს. |
14 |
და თუ გნებავთ გაიგოთ, ეს არის ელია, რომელიც უნდა
მოვიდეს. |
14 |
და უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი
მოვალს. |
15 |
ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს! |
15 |
რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! |
16 |
ან ვის ვამსგავსო ეს მოდგმა? ვამსგავსებ მოედანზე მსხდომ ბალღებს, თავიანთ ტოლებს
რომ უყვირიან |
16 |
აწ ვის ვამსგავსო ნათესავი ესე? მსგავს არს ყრმათა, რომელნი სხენედ უბანთა და
მოუწესედ მოყუასთა თჳსთა |
17 |
და ამბობენ: თქვენთვის ვუკრავდით, და არ იცეკვეთ;
თქვენთვის ვგოდებდით, და არ იგლოვეთ. |
17 |
და ეტყჳედ მათ: გისტჳნევდით თქუენ, და არა ჰროკევდით,
გიგოდებდით, და არა იტყებდით. |
18 |
ვინაიდან მოვიდა იოანე; არც ჭამს და არც სვამს, და
ამბობენ: ეშმაკი ჰყავსო. |
18 |
რამეთუ მოვიდა იოვანე, არცა ჭამდა, არცა სუმიდა, და
იტყჳან, ვითარმედ: ეშმაკეულ არს. |
19 |
მოვიდა ძე კაცისა; კიდეც ჭამს და კიდეც სვამს, და
ამბობენ: აჰა, კაცი მჭამელი და ღვინის მსმელი, მებაჟეთა და ცოდვილთა
მეგობარიო. მაგრამ გამართლდა სიბრძნე მისი შვილებისაგან. |
19 |
მოვიდა ძე კაცისაჲ, ჭამს და სუამს, და იტყჳან: აჰა კაცი
მჭამელი და ღჳნის-მსუმელი, მეგობარი მეზუერეთა და ცოდვილთაჲ. და განმართლდა
სიბრძნე შვილთაგან თჳსთა. |
20 |
მაშინ დაიწყო იესომ იმ ქალაქთა გმობა, სადაც ყველაზე მეტი
ძალნი გამოავლინა, მაგრამ მათ არ შეინანეს: |
20 |
მაშინ იწყო იესუ ყუედრებად ქალაქებისა მის, სადა-იგი
იქმნნეს უმრავლესნი ძალნი მისნი, რამეთუ არა შეინანეს: |
21 |
ვაი შენდა, ქორაზინ, და ვაი შენდა, ბეთსაიდა; რადგან ტიროსსა და სიდონს რომ
მოვლენოდა თქვენში მოვლენილი ძალნი, რა ხანია ძაძითა და ნაცრით შეინანებდნენ.
|
21 |
ვაჲ შენდა, ქორაზინ, და ვაჲ შენდა, ბეთსაიდა! რამეთუ
ტჳროსს თუმცა და სიდონს იქმნნეს ძალნი მისნი, რომელნი იქმნნეს თქუენ შორის,
მაშინვე სამემცა ძაძითა ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს. |
22 |
ამიტომ გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე ტიროსისა და
სიდონისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის. |
22 |
ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ტჳროსი და სიდონი უმოლხინეს
იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე თქუენ. |
23 |
და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებულო, ჯოჯოხეთამდე
დაემხობი: რადგან სოდომს რომ მოვლენოდა შენში მოვლენილი ძალნი, იქნებ
კიდევაც მდგარიყო დღევანდელ დღემდე. |
23 |
ხოლო შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ
ჯოჯოხეთადმდე შთაჰჴდე, რამეთუ სოდომს თუმცა იქმნნეს ძალნი, რომელნი იქმნნეს
შენ შორის, ჰგიანამცა დღენდელად დღედმდე. |
24 |
ამიტომ გეუბნები შენ: განკითხვის დღე სოდომის მხარისთვის
უფრო ასატანი იქნება, ვიდრე შენთვის. |
24 |
ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქუეყანაჲ იგი სოდომისაჲ
უმოლხინეს იყოს დღესა მას სასჯელისასა, ვიდრე შენ. |
25 |
იმ ხანად იესომ პასუხად თქვა: გადიდებ, მამაო, ცისა და
მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გონიერთ დაუფარე ყოველივე ეს, და
გაუცხადე ჩვილ ბალღებს. |
25 |
მას ჟამსა შინა იტყოდა იესუ და თქუა: აღგიარებ შენ,
მამაო, უფალო ცისა და ქუეყანისაო, რამეთუ დაჰფარე ესე ბრძენთაგან და
მეცნიერთა და გამოუცხადე ესე ჩჩჳლთა. |
26 |
დიახ, მამაო, ასე კეთილინებე შენ. |
26 |
ჰე, მამაო, რამეთუ ესრეთ სათნო-იყო შენ წინაშე. |
27 |
ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა
მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე
ინებებს მის გამოცხადებას. |
27 |
ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არავინ იცის
ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს
ძესა გამოცხადების. |
28 |
მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე
მოგიფონებთ თქვენ. |
28 |
მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე
განგისუენო თქუენ. |
29 |
დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან
მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს. |
29 |
აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ
მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ. |
30 |
ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი. |
30 |
რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს. |