1 |
მიუახლოვდნენ საცდუნებლად ფარისეველნი და სადუკეველნი და სთხოვეს, ზეცით
სასწაული ეჩვენებინა მათთვის.
|
1 |
და მოუჴდეს მას ფარისეველნი და სადუკეველნი, გამოსცდიდეს მას და ეტყოდეს, რაჲთა
სასწაული ზეცით უჩუენოს მათ. |
2 |
ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: საღამოს ამბობთ: ხვალ დარი
იქნება, ვინაიდან ცა წითელია. |
2 |
ხოლო თავადმან მიუგო და ჰრქუა მათ: შე-რაჲ-მწუხრდის,
სთქუთ: ყუდრო იყოს, რამეთუ წითს ცაჲ. |
3 |
დილით კი ამბობთ: დღეს გაავდრდება, ვინაიდან ცა
მოქუფრულია. თვალთმაქცნო, ცის ფერს არჩევთ, დროის ნიშანთა გარჩევა კი არ
შეგიძლიათ. |
3 |
და განთიად სთქუთ: ზამთარი იყოს, რამეთუ კსინავს მწუხარედ
ცაჲ. ორგულნო, პირი სამე ცისაჲ იცით ცნობად, ხოლო სასწაულნი ჟამთანი ვერ
გიცნობიეს გულისჴმის-ყოფად. |
4 |
უკეთური და მემრუშე მოდგმა სასწაულს ეძებს: მაგრამ
სასწაული არ მიეცემა მას, გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა.
მიატოვა ისინი და წავიდა. |
4 |
ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და
სასწაული არა ეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინაწარმეტყუელისაჲ. და
დაუტევნა იგინი და წარვიდა. |
5 |
ხოლო მის მოწაფეებს, გაღმა გასვლისას, დაავიწყდათ პურის
წაღება. |
5 |
და მო-რაჲ-ვიდეს მოწაფენი მისნი მიერ წიაღ, და დაავიწყდა
მათ პური მიღებად. |
6 |
იესომ უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, ერიდეთ ფარისეველთა და
სადუკეველთა საფუარს. |
6 |
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: იხილეთ და ეკრძალენით ცომისაგან
ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა. |
7 |
ისინი კი გულში ფიქრობდნენ: ალბათ, იმიტომ გვეუბნება,
პურის წამოღება რომ დაგვავიწყდაო. |
7 |
ხოლო იგინი განიზრახვიდეს გულსა თჳსსა და იტყოდეს,
ვითარმედ: პური არა მოვიღეთ. |
8 |
მიუხვდა იესო და უთხრა მათ: რას ფიქრობთ, მცირედ
მორწმუნენო: პურის წამოღება დაგვავიწყდაო? |
8 |
გულისჴმა-ყო იესუ და ჰრქუა მათ: რაჲსა ჰზრახავთ გულთა
შინა თქუენთა, მცირედ-მორწმუნენო, რამეთუ პური არა მოიხუენით? |
9 |
ნუთუ არ გესმით, ან არ გახსოვთ ხუთი პურით ხუთი ათასი
კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? |
9 |
არა გიცნობიეს, არცა მოიჴსენეთ ხუთთა მათ პურთაჲ და ხუთ
ათასთაჲ მათ, და რაოდენი გოდორი აღიღეთ? |
10 |
არც შვიდი პურით ოთხი ათასი კაცის პურობა, და რამდენი კალათი დაავსეთ კიდევ? |
10 |
და არცა შჳდთა მათ პურთაჲ და ოთხ ათასთაჲ მათ, და რაოდენი სფჳრიდი აღიღეთ? |
11 |
ნუთუ არ გესმით, რომ პურის გამო როდი მითქვამს: ერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა
საფუარს-მეთქი? |
11 |
ვითარ არა გიცნობიეს, რამეთუ არა პურისათჳს გარქუ თქუენ: ეკრძალენით ცომისაგან
ფარისეველთაჲსა და სადუკეველთაჲსა? |
12 |
მაშინღა მიხვდნენ, რომ ის აფრთხილებდა მათ, მორიდებოდნენ
არა ცომის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას. |
12 |
მაშინ გულისჴმა-ყვეს, რამეთუ არა ჰრქუა მათ კრძალვაჲ
ცომისაგან პურისა, არამედ მოძღურებისაგან ფარისეველთაჲსა და
სადუკეველთაჲსა. |
13 |
ხოლო როდესაც ფილიპეს კესარიის მხარეს მივიდა, იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებს: რას
ამბობს ხალხი, ვინ არისო ძე კაცისა? |
13 |
მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა,
ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა ყოფად? |
14 |
მათ მიუგეს: ზოგს იოანე ნათლისმცემელი ჰგონიხარ, ზოგს -
ელია, ზოგს - იერემია თუ ერთ-ერთი წინასწარმეტყველი. |
14 |
ხოლო მათ ჰრქუეს: რომელთამე იოვანე ნათლის-მცემელი,
რომელთამე ელია და სხუათა იერემია გინა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი. |
15 |
კვლავ ჰკითხა მათ: თქვენ თვითონ ვინღა გგონივართ მე?
|
15 |
ხოლო მან ჰრქუა მათ: თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად? |
16 |
სიმონმა, იმავე პეტრემ, მიუგო: შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა. |
16 |
მიუგო სიმონ-პეტრე და ჰრქუა მას: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ. |
17 |
ხოლო იესომ პასუხად თქვა: ნეტარი ხარ შენ, სიმონ, იონას
ძეო, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ ჩემმა ზეციერმა
მამამ. |
17 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ
იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიხცადეს, არამედ მამამან ჩემმან
ზეცათამან. |
18 |
და მე გეუბნები: შენა ხარ კლდე, და ამ კლდეზე ავაშენებ
ჩემს ეკლესიას, და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას. |
18 |
და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა
ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. |
19 |
მოგცემ შენ ცათა სასუფევლის გასაღებს, და რასაც შეკრავ
მიწაზე, შეკრული იქნება ცაშიც, ხოლო რასაც დახსნი მიწაზე, დახსნილი იქნება
ცაშიც. |
19 |
და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი; და რომელი
შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა
ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა. |
20 |
მაშინ უბრძანა თავის მოწაფეებს, არავისთან გაეთქვათ, რომ
ის არის იესო ქრისტე. |
20 |
მაშინ ამცნო მოწაფეთა თჳსთა რაჲთა არავის უთხრან,
ვითარმედ იგი არს იესუ ქრისტე. |
21 |
მას აქეთ დაიწყო იესომ თავისი მოწაფეებისთვის იმის
გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, დაეთმინა მრავალი ტანჯვა უხუცესთა,
მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, სასიკვდილოდ მიეცა თავი, და აღმდგარიყო
მესამე დღეს. |
21 |
მიერითგან იწყო იესუ უწყებად მოწაფეთა თჳსთა, ვითარმედ:
ჯერ-არს მისა იერუსალჱმდ აღსლვაჲ და ფრიად ვნებაჲ მღდელთ-მოძღუართაგან და
მწიგნობართა და მოხუცებულთა, და მოკლვად და მესამესა დღესა აღდგომად. |
22 |
მაშინ გაიხმო იგი პეტრემ, კიცხვა დაუწყო და უთხრა: შორს
შენგან, უფალო; ღმერთმა ნუ ქნას ეგ! |
22 |
და მოუჴდა მას პეტრე და იწყო ბრალობად მისა და ჰრქუა:
შენდობა იყავნ შენდა, უფალო, არა იყოს ეგრე. |
23 |
ხოლო ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: გამშორდი, სატანა!
ჩემი საცთური ხარ! რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას. |
23 |
ხოლო თავადი მიექცა პეტრეს და ჰრქუა: წარვედ ჩემგან,
სატანა, საცთურ ჩემდა ხარ, რამეთუ არა ჰზრახავ ღმრთისასა, არამედ კაცთასა. |
24 |
მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე
მომდიოს, განუდგეს თავის თავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე. |
24 |
მაშინ ჰრქუა იესუ მოწაფეთა თჳსთა: რომელსა ჰნებავს
შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ
მე. |
25 |
რადგან ვისაც სურს სულის ხსნა, დაჰკარგავს მას: და ვინც ჩემი გულისთვის დაჰკარგავს
სულს, ის ჰპოვებს მას. |
25 |
რამეთუ უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად,
წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი. |
26 |
რას გამორჩება კაცი, თუ მოიგებს მთელს ქვეყანას და სულს
კი წააგებს? ანდა რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ? |
26 |
რამეთუ რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი
შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა
თჳსისა? |
27 |
რადგან მოვა ძე კაცისა მამის თვისის დიდებითა და თავის
ანგელოზთა თანხლებით, და მისი საქმისამებრ მიაგებს თვითეულს. |
27 |
რამეთუ მოსლვად არს ძჱ კაცისაჲ დიდებითა მამისა თჳსისაჲთა
ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ. |
28 |
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ
იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის
სასუფეველში. |
28 |
ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ: არიან ვინმე აქა
მდგომარეთაგანნი, რომელთა არა იხილონ გემოჲ სიკუდილისაჲ, ვიდრემდე იხილონ
ძე კაცისაჲ, მომავალი სუფევითა თჳსითა. |