1 |
იმ ხანად მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: ვინ უფრო დიდია ცათა
სასუფეველში?
|
1 |
მას ჟამსა შინა მოუჴდეს იესუს მოწაფენი და ეტყოდეს: ვინ-მე უფროჲს იყოს სასუფეველსა
ცათასა? |
2 |
იესომ დაუძახა ბავშვს, მათ შორის ჩააყენა |
2 |
და მოუწოდა იესუ ყრმასა და დაადგინა შორის მათსა |
3 |
და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და
არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში. |
3 |
და ჰრქუა: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ არა მოიქცეთ და
იქმნნეთ, ვითარცა ყრმანი, ვერ შეხჳდეთ სასუფეველსა ცათასა. |
4 |
ამრიგად, ვინც დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ბავშვი, ის
არის უდიდესი ცათა სასუფეველში. |
4 |
რამეთუ რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ვითარცა ყრმაჲ
ესე, იგი უფროჲს იყოს სასუფეველსა ცათასა. |
5 |
და ვინც შეიწყნარებს ერთ ამნაირ ბავშვს ჩემი სახელით, მე
შემიწყნარებს. |
5 |
და რომელმან შეიწყნაროს ერთი ყრმაჲ ესევითარი სახელითა
ჩემითა, მე შემიწყნარებს. |
6 |
ხოლო ვინც აცდუნებს ერთ ამ მცირეთაგანს, რომელსაც მე
ვწამვარ, უჯობს წისქვილის დოლაბი დაჰკიდონ ყელზე და ზღვის უფსკრულში
დანთქან. |
6 |
და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა
მომართ მორწმუნეთაჲ, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქჳლი ვირით
საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღჳსასა. |
7 |
ვაი ამ ქვეყანას საცდურთაგან, ვინაიდან საცდური
გარდუვალია: მაგრამ ვაი იმ კაცს, ვისგანაც მოდის საცდური. |
7 |
ვაჲ სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიადცა
მომავალ არიან საცთურნი; ხოლო ვაჲ მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური. |
8 |
თუ შენი ხელი ანდა შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და
გადააგდე: გიჯობს უხელოდ ან უფეხოდ შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელით
ან ორივე ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში. |
8 |
უკუეთუ ჴელი შენი ანუ ფერჴი შენი გაცთუნებდეს შენ,
მოიკუეთენ იგი და განაგდენ შენგან: უმჯობეს არს შენდა შესლვაჲ ცხორებასა
მკელობელისა გინა უჴელოჲსაჲ, ვიდრე ორნი ჴელნი და ორნი ფერჴნი თუ გესხნენ
და შთაჰვარდე ცეცხლსა მას საუკუნესა. |
9 |
თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე: გიჯობს
ცალთვალა შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის
გეენაში. |
9 |
და უკუეთუ თუალი შენი გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და
განაგდე შენგან: უმჯობეს არს შენდა ერთ-თუალისაჲ შესლვად ცხორებასა, ვიდრე
ორთა თუალთა სხმასა და შთაგდებად გეჰენიასა ცეცხლისასა. |
10 |
ეკრძალეთ, ნუ შეურაცხყოფთ ნურცერთ ამ მცირეთაგანს, რადგანაც გეუბნებით თქვენ, რომ
მათი ანგელოზები ცაში თვალს არ აშორებენ ჩემი ზეციერი მამის სახეს. |
10 |
ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ
ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა
შინა. |
11 |
რადგან ძე კაცისა მოვიდა, რათა იხსნას დაკარგულნი. |
11 |
რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ ცხორებად წარწყმედულისა. |
12 |
როგორ გგონიათ, კაცს რომ ასი ცხვარი ჰყავდეს და ერთი
მათგანი დაეკარგოს, განა არ მიატოვებს მთაში ოთხმოცდაცხრამეტს, და არ წავა
დაკარგულის საძებნად? |
12 |
ვითარ ჰგონებთ თქუენ: კაცსა თუ ვისმე ედგას ასი ცხოვარი
და შეცსთეს ერთი მათგანი, არამე დაუტევნესა და ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი
მთათა ზედა და წარვიდეს და მოიძიოს შეცთომილი იგი? |
13 |
და თუ მოხდა ისე, რომ იპოვა, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მას უფრო მეტად შეჰხარის,
ვიდრე იმ ოთხმოცდაცხრამეტს, რომლებიც არ დაჰკარგვია.
|
13 |
და რაჟამს პოოს იგი, ამენ გეტყჳ თქუენ: უფროჲს უხაროდის
მის ზედა, ვიდრე ოთხმეოცდა ათცხრამეტთა მათ, რომელნი არა შეცთომილ იყვნეს. |
14 |
ასევე არ ნებავს ჩემს ზეციერ მამას, რომ დაიღუპოს ერთი ამ
მცირეთაგანი. |
14 |
ესრეთ არა არს ნებაჲ მამისა თქუენისა ზეცათაჲსაჲ, რაჲთა
წარწყმდეს ერთი მცირეთა ამათგანი. |
15 |
ხოლო თუ შენი ძმა შესცოდავს შენს მიმართ, მიდი და ამხილე,
როცა მარტო იქნებით ორივენი; თუ შეისმინა შენი, შეგიძენია ძმა შენი. |
15 |
ხოლო უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე
მას, რაჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ მარტონი. უკუეთუ ისმინოს შენი, შეიძინე
ძმაჲ იგი შენი. |
16 |
ხოლო თუ არ შეისმინა, მიიყვანე ერთი ან ორი კაცი, რათა ორი თუ სამი მოწმის პირით
დადასტურდეს ყოველი სიტყვა. |
16 |
ხოლო უკუეთუ არა ისმინოს, მიიყვანე შენ თანა ერთი ანუ ორი სხუაჲ, რაჲთა პირითა
ორისა და სამისა მოწამისაჲთა დაემტკიცოს ყოველი სიტყუაჲ. |
17 |
და თუ არც მათსას შეისმენს, უთხარი ეკლესიას; ხოლო თუ არც
ეკლესიისას შეისმენს, მაშინ იქნება იგი შენთვის როგორც მებაჟე ან წარმართი. |
17 |
ხოლო უკუეთუ მათიცა არა ისმინოს, უთხარ კრებულსა; ხოლო
უკუეთუ კრებულისაჲცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და
წარმართი. |
18 |
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რასაც შეკრავთ მიწაზე,
შეკრული იქნება ცაშიც, და რასაც დახსნით მიწაზე, დახსნილი იქნება ცაშიც. |
18 |
ამენ გეტყჳ თქუენ: რაოდენი შეჰკრათ ქუეყანასა ზედა, კრულ
იყოს იგი ცათა შინა; და რაოდენი განჰჴსნათ ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი
ცათა შინა. |
19 |
კვლავ ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი
შეთანხმდება ამ ქვეყნად და ერთად ითხოვს რასმე, მაშინ, რასაც უნდა
ითხოვდნენ, მიეცემათ ჩემი ზეციერი მამისგან. |
19 |
კუალად ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ ორნი თქუენგანნი
შეითქუნენ ქუეყანასა ზედა ყოვლისათჳსვე საქმისა, რომელიცა ითხოონ, ეყოს მათ
მამისა ჩემისაგან ზეცათაჲსა. |
20 |
რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც
იქვე ვარ, მათ შორის. |
20 |
რამეთუ სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა
ჩემისათჳს, მუნ ვარ მე შორის მათსა. |
21 |
მაშინ მიუახლოვდა მას პეტრე და უთხრა: უფალო, რამდენჯერ
მივუტევო ჩემს ძმას, რომელიც ჩემს წინააღმდეგ სცოდავს? შვიდჯერ? |
21 |
მაშინ მოუჴდა მას პეტრე და ჰრქუა: უფალო, რაოდენ-გზის
შემცოდოს ძმამან ჩემმან, და მიუტეო მას? ვიდრე შჳდ-გზისამდეა? |
22 |
იესომ მიუგო: არ გეუბნები: შვიდჯერ-მეთქი, არამედ
სამოცდაათგზის შვიდჯერ. |
22 |
ჰრქუა მას იესუ: არ გეტყჳ შენ ვიდრე შჳდ-გზისამდე, არამედ
ვიდრე სამეოც და ათ შჳდ-გზის. |
23 |
ამითა ჰგავს ცათა სასუფეველი მეფეს, რომელმაც გადაწყვიტა
ანგარიში გაესწორებინა თავისი მონებისათვის. |
23 |
ამისთჳს ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა,
რომელმან ინება სიტყჳსა განგებაჲ მონათა თჳსთა თანა. |
24 |
და როცა ანგარიშსწორება დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი,
რომელსაც მისი ათი ათასი ტალანტი ემართა. |
24 |
და ვითარცა იწყო განგებად, წარმოუდგინეს მას ერთი
თანა-მდები ბევრისა ტალანტისაჲ. |
25 |
და რაკი გადახდის თავი არ ჰქონდა, მისმა მეფემ ბრძანა, გაეყიდათ ისიც, მისი ცოლიც,
მისი შვილებიც, მთელი მისი სარჩო-საბადებელიც და ვალი დაეფარათ. |
25 |
და ვითარ არარაჲ აქუნდა მას, რაჲმცა მისცა, უბრძანა
უფალმან მისმან განსყიდაჲ ცოლისა მისისაჲ და შვილთა მისთაჲ და რაჲცა აქუნდა
მას, და გარდაჴდად იგი. |
26 |
დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: შემიბრალე, მეფეო, და
მთელ ვალს გადაგიხდი. |
26 |
დავარდა უკუე მონაჲ იგი, თაყუანის-სცემდა მას და ეტყოდა:
სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, უფალო, და ყოველივე მიგცე შენ. |
27 |
შეიბრალა მეფემ თავისი მონა, გაუშვა და ვალიც აპატია. |
27 |
შეეწყალა უფალსა მისსა მონაჲ იგი და განუტევა იგი და
თანა-ნადებიცა იგი მიუტევა მას. |
28 |
მაგრამ წავიდა ეს მონა და ერთ თავის ამხანაგს შეხვდა,
რომელსაც მისი ასი დინარი ემართა: ყელში სწვდა, დახრჩობა დაუპირა და
შესძახა: ჩემი ვალი დამიბრუნეო. |
28 |
და ვითარცა გამოვიდა მიერ მონაჲ იგი, პოვა ერთი მის თანა
მონაჲ, რომელსა თანა-ედვა მისი ასი დრაჰკანი; შეიპყრა იგი და შეაშთობდა მას
და ეტყოდა: მომეც, რაჲცა-იგი თანა-გაც. |
29 |
ამხანაგი ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა: ცოტაც მაცალე და
მთელ ვალს გაგისტუმრებო. |
29 |
შეუვრდა მას მოყუასი იგი მისი და ევედრებოდა მას და
ეტყოდა: სულგრძელ იქმენ ჩემ ზედა, და ყოველივე მიგცე შენ. |
30 |
მაგრამ მან ყური არ ათხოვა, არამედ წავიდა და, ვალის
გადახდამდე, ციხეში ჩააგდებინა იგი. |
30 |
ხოლო მან არა ისმინა მისი, არამედ წარვიდა და შეაგდო იგი
საპყრობილესა, ვიდრემდე მისცეს მას თანა-ნადები იგი. |
31 |
ეს რომ მისმა ამხანაგებმა დაინახეს, ძალიან შეწუხდნენ,
წავიდნენ და მეფეს მოახსენეს ყველაფერი, რაც მოხდა. |
31 |
ხოლო იხილეს რაჲ მის თანა მონათა მათ საქმე ესე, შეწუხნეს
ფრიად; და მივიდეს და აუწყეს უფალსა მათსა ყოველივე იგი, რაჲცა იქმნა. |
32 |
მაშინ მეფემ დაიბარა მონა და უთხრა: შე ბოროტო, მთელი
ვალი გაპატიე, რაკიღა მთხოვე. |
32 |
მაშინ მოუწოდა მას უფალმან მისმან და ჰრქუა მას: მონაო
ბოროტო, ყოველივე თანანადები შენი მოგიტევე შენ, რამეთუ მევედრებოდე მე. |
33 |
ნუთუ არა გმართებდა, ისევე შეგებრალებინა შენი ამხანაგი,
როგორც მე შეგიბრალე შენ? |
33 |
არა ჯერ-იყო შენდაცა, რაჲთამცა შეიწყალე შენ შენ თანა
მონაჲ იგი, ვითარცა მე შენ შეგიწყალე? |
34 |
განრისხდა მეფე და მტანჯველებს მისცა ხელში, ვიდრე არ
გადაიხდიდა მთელ თავის ვალს. |
34 |
და განურისხნა უფალი იგი მისი და მისცა იგი ჴელთა
მტანჯველთასა, ვიდრემდის გარდაიჴადოს ყოველი იგი თანა-ნადები მისი. |
35 |
ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ მთელი გულით არ
მიუტევებთ თქვენს ძმას მის შეცოდებებს. |
35 |
ეგრეთცა მამამან ჩემმან ზეცათამან გიყოს თქუენ, უკუეთუ
არა მიუტევნეთ კაცად-კაცადმან ძმასა თჳსსა ყოვლითა გულითა თქუენითა ცთომანი
მათნი. |