1 |
როცა იესომ დაასრულა ეს სიტყვები, წამოვიდა გალილეიდან და მივიღა იუდეის
მხარეში, იორდანეს გაღმა.
|
1 |
და იყო ვითარცა დაასრულნა იესუ სიტყუანი ესე, წარვიდა გალილეაჲთ და მივიდა
საზღვართა ჰურიასტანისათა, წიაღ-იოდანესა. |
2 |
თან მისდევდა დიდძალი ხალხი, და იქ განკურნა ისინი. |
2 |
და მისდევდა მას ერი მრავალი, და განკურნნა იგინი მუნ. |
3 |
მაშინ საცდუნებლად მიუახლოვდნენ ფარისევლები და უთხრეს:
აქვს თუ არა ნება კაცს, ყოველგვარი მიზეზით გაუშვას ცოლი? |
3 |
მაშინ მოუჴდეს მას ფარისეველნი, გამოსცდიდეს მას და
ეტყოდეს: უკუეთუ ჯერ-არს კაცისა განტევებაჲ ცოლისა თჳსისაჲ ყოვლისათჳს
ბრალისა? |
4 |
ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: არ წაგიკითხავთ, რომ
შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი? |
4 |
ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: არა აღმოგიკითხავსა,
რამეთუ რომელმან დაჰბადა დასაბამსა, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი? |
5 |
და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას,
შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც. |
5 |
და თქუა: ამისთჳს დაუტეოს კაცმან მამაჲ თჳსი და დედაჲ
თჳსი და შეეყოს ცოლსა თჳსსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ჴორც, |
6 |
ასე რომ, ორნი კი აღარ არიან, არამედ ერთ ხორც. ამრიგად,
ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი. |
6 |
ვითარმედ არღარა არიან ორ, არამედ ერთ ჴორც. აწ უკუე
რომელნი-იგი ღმერთმან შეაუღლნა, კაცი ნუ განაშორებს. |
7 |
კვლავ უთხრეს მას: მაშინ რატომღა გვამცნო მოსემ გაყრის
წერილის მიცემა და ცოლთან გაყრა? |
7 |
ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაჲსათჳს უკუე მოსე ამცნო წიგნი
განტევებისაჲ მიცემად და განტევებად? |
8 |
მიუგო მათ: მოსემ თქვენი გულქვაობის გამო მოგცათ ცოლებთან
გაყრის ნება, თავიდან კი არ იყო ასე. |
8 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ, რამეთუ: მოსე გულ-ფიცხელობისა
თქუენისათჳს გიბრძანა განტევებაჲ ცოლთა თქუენთაჲ, ხოლო დასაბამსა არა ეგრე
იყო. |
9 |
ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაეყრება თავის ცოლს,
სიძვის მიზეზის გარეშე, და სხვას შეირთავს, მრუშობს; და ვინც განაშვებს
შეირთავს, აგრეთვე მრუშობს. |
9 |
ხოლო მე გეტყჳ თქუენ, რამეთუ: რომელმან განუტეოს ცოლი
თჳსი თჳნიერ სიძვისა და სხუაჲ შეირთოს, იმრუშებს; და რომელმან განტევებული
შეირთოს, იგიცა იმრუშებს. |
10 |
უთხრეს მას მოწაფეებმა: თუ კაცს ამდენი რამ მართებს ცოლის მიმართ, უმჯობესია სულაც
არ შეირთოს. |
10 |
ჰრქუეს მას მოწაფეთა მისთა: უკუეთუ ესოდენი ბრალი არს კაცისაჲ დედაკაცისა თანა, არა
შეჰგავს ქორწინებაჲ. |
11 |
ხოლო იესომ პასუხად თქვა: ყველას როდი შეუძლია ამ სიტყვის წვდომა, არამედ მხოლოდ
იმათ, ვისაც მიეცა. |
11 |
ჰრქუა მათ იესუ: არა ყოველთა დაიტიონ სიტყუაჲ ეგე, არამედ რომელთადა მიცემულ არს. |
12 |
ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც დედის საშოდანვე ასე
იშვნენ; არიან საჭურისნი, რომელნიც კაცთაგან დასაჭურისდნენ; და არიან
საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლის გულისთვის.
ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს. |
12 |
რამეთუ არიან საჭურისნი, რომელნი მუცლითგან დედისა
თჳსისაჲთ საჭურისნი იშვნეს; და არიან საჭურისნი, რომელნი კაცთაგან
გამოისაჭურისნეს; და არიან საჭურისნი, რომელთა გამოისაჭურისნეს თავნი თჳსნი
სასუფეველისათჳს ცათაჲსა. რომელი შემძლებელ არს დატევნად, დაიტიენ. |
13 |
მაშინ მიჰგვარეს მას ბავშვები, რათა ხელი დაედო და დაელოცა ისინი, მოწაფეები კი
უშლიდნენ მათ. |
13 |
მაშინ მოჰგუარეს მას ყრმები, რაჲთამცა ჴელი დასდვა მათ ზედა და აკურთხნა იგინი,
ხოლო მოწაფენი ჰრისხჳდეს მათ. |
14 |
ხოლო იესომ თქვა: აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან
მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი. |
14 |
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: აცადეთ ყრმებსა მაგას მოსლვად ჩემდა
და ნუ აყენებთ მაგათ, რამეთუ ეგევითართაჲ არს სასუფეველი ცათაჲ. |
15 |
დაადო ხელი და წავიდა იქიდან. |
15 |
და დაასხნა მათ ზედა ჴელნი. და ვითარცა წარვიდა მიერ. |
16 |
და, აჰა, ვიღაც მიუახლოვდა და უთხრა: კეთილო მოძღვარო, რა სიკეთე ვქნა, რომ საუკუნო
სიცოცხლე მქონდეს?
|
16 |
აჰა მო-ვინმე-უჴდა მას და ჰრქუა: მოძღვარო სახიერო, რაჲ კეთილი ვქმნე, რაჲთა
მაქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ? |
17 |
ხოლო მან მიუგო: რად მეკითხები სიკეთის გამო? არავინაა
კეთილი, გარდა ერთის - ღმერთისა, ხოლო თუ გსურს შეხვიდე სიცოცხლეში,
დაიცავი მცნებანი. |
17 |
ხოლო იესუ ჰრქუა მას: რაჲსა მეტყჳ მე სახიერით? არავინ
არს სახიერი, გარნა მხოლოჲ ღმერთი. ხოლო უკუეთუ გნებავს ცხორებასა შესლვაჲ,
დაიმარხენ მცნებანი. |
18 |
უთხრა მას: რომელნი? ხოლო იესომ მიუგო მას: არა კაც-ჰკლა;
არა იმრუშო; არა იპარო; არა ცილი სწამო; |
18 |
ჰრქუა მას: რომელნი? ხოლო იესუ ჰრქუა მას, ვითარმედ: არა
კაც-ჰკლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო; |
19 |
პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და შეიყვარე მოყვასი
შენი, როგორც თავი შენი. |
19 |
პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა და შეიყუარო
მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. |
20 |
უთხრა მას ჭაბუკმა: ეს ყოველივე დამიცავს ჩემი სიყრმიდან;
რაღა მაკლია კიდევ? |
20 |
ჰრქუა მას ჭაბუკმან მან: ესე ყოველი დამიმარხავს სიყრმით
ჩემითგან. რაჲღა მაკლს მე? |
21 |
იესომ მიუგო მას: თუ გინდა, რომ სრულქმნილი იყო, წადი,
გაყიდე, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ, და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და
გამომყევ მე. |
21 |
ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ გნებავს, რაჲთა სრულ იყო, წარვედ
და განყიდე მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და გაქუნდეს საუნჯე ცათა შინა
და მოვედ და შემომიდეგ მე. |
22 |
ეს სიტყვა რომ მოისმინა, ჭაბუკი დაღონებული წავიდა,
რადგანაც ძალიან მდიდარი იყო. |
22 |
და ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე ჭაბუკსა მას, წარვიდა
მწუხარე, რამეთუ იყო იგი მდიდარ ფრიად. |
23 |
ხოლო იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: ჭეშმარიტად გეუბნებით
თქვენ: მდიდარი ძნელად თუ შევა ცათა სასუფეველში. |
23 |
ხოლო იესუ ჰრქუა მოწაფეთა თჳსთა: ამენ გეტყჳ თქუენ,
რამეთუ მდიდარი ძნიად შევიდეს სასუფეველსა ცათასა. |
24 |
ამასაც გეუბნებით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება
ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში. |
24 |
და მერმე გეტყჳ თქუენ: უადვილეს არს აქლემი განსლვად
ჴურელსა ნემისისა, ვიდრე მდიდარი შესლვად სასუფეველსა ცათასა. |
25 |
ეს რომ მოისმინეს, მოწაფეები ძალზე განცვიფრდნენ და თქვეს: კი მაგრამ, ვინღა
ცხონდება. |
25 |
ვითარცა ესმა ესე მოწაფეთა მისთა, განუკჳრდებოდა ფრიად და
იტყოდეს: და ვის-მე ჴელ-ეწიფების ცხოვნებად? |
26 |
შეხედა იესომ და უთხრა მათ: ეს შეუძლებელია კაცთათვის,
ღმერთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია. |
26 |
მიჰხედა იესუ და ჰრქუა მათ: კაცთაგან შეუძლებელ არს ესე,
ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს. |
27 |
მაშინ პეტრემ მიუგო და უთხრა მას: აი, ჩვენ მივატოვეთ
ყველაფერი და გამოგყევით; რა გვექნება ჩვენ? |
27 |
მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: აჰა ესერა ჩუენ ყოველი
დაუტევეთ და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა? |
28 |
ხოლო იესომ მიუგო მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით, რომ ვინც მე
გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების
ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად. |
28 |
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ თქუენ,
რომელნი-ეგე შემომიდეგით მე, მერმესა მას შობასა, რაჟამს დაჯდეს ძე კაცისაჲ
საყდართა დიდებისა თჳსისათა, დასხდეთ თქუენცა ათორმეტთა საყდართა განსჯად
ათორმეტთა ტომთა ისრაჱლისათა. |
29 |
და ყველა, ვინც მიატოვებს თავის სახლს, ან თავის და-ძმას,
თავის ცოლ-შვილს თუ დედ-მამას, ანდა თავის ადგილ-მამულს ჩემი სახელის
გულისთვის, ასმაგად მიიღებს საზღაურს და საუკუნო სიცოცსლეს დაიმკვიდრებს. |
29 |
და ყოველმან, რომელმან დაუტევა სახლი გინა ძმანი ანუ დანი
ანუ მამაჲ ანუ დედაჲ ანუ ცოლი ანუ შვილნი ანუ აგარაკნი სახელისა ჩემისათჳს,
ას წილად მიიღოს და ცხორებაჲ საუკნოჲ დაიმკჳდროს. |
30 |
მაგრამ მრავალი პირველი იქნება უკანასკნელი, და
უკანასკნელი - პირველი. |
30 |
ხოლო მრავალნი იყვნენ პირველნი უკანა, და უკუანანი წინა. |