1 |
ვინაიდან მსგავსია ცათა სასუფეველი ოჯახის პატრონისა, რომელიც გამოვიდა
დილაუთენია, რათა თავის ვენახში სამუშაოდ დაექირავებინა მუშები. |
1 |
რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად
დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. |
2 |
დღეში თითო დინარად გაურიგდა მათ და თავის ვენახში
გაგზავნა ისინი. |
2 |
და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა
და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. |
3 |
მერე გამოვიდა დაახლოებით სამ საათზე, და დაინანა
მოედანზე უქმად მდგომი სხვა მუშები. |
3 |
და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი,
მდგომარენი უბანთა ზედა უქმად, |
4 |
და უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და რაც
გერგებათ, მოგცემთ. |
4 |
და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და,
რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. |
5 |
ისინიც წავიდნენ. და კვლავ გამოვიდა მეექვსე და მეცხრე
საათს და ასევე მოიქცა. |
5 |
ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და
მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრეთვე. |
6 |
ბოლოს, გამოვიდა ასე თერთმეტ საათზე, დაინახა უქმად
მდგომი სხვა მუშები, და უთხრა მათ: რატომ დგახართ მთელი დღე ასე უქმად? |
6 |
ხოლო მათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი
მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად? |
7 |
მათ უთხრეს: იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა, ხოლო მან
თქვა: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და რაც გერგებათ, მოგცემთ. |
7 |
ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ დამიდგინნა ჩუენ.
ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი,
მიიღოთ. |
8 |
რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა თავის მოურავს უთხრა:
დაუძახე მუშებს და მიეცი საზღაური, უკანასკნელთაგან მოყოლებული
პირველებამდე. |
8 |
და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა უფალმან სავენაჴისამან
ეზოჲს-მოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მუშაკთა მათ და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი. |
9 |
მოვიდნენ თერთმეტზე დაქირავებულნი, და მიიღეს თითო
დინარი. |
9 |
|
10 |
მოვიდნენ პირველნიც და ეგონათ, უფრო მეტი მოგვიწევსო, მაგრამ მათაც თითო დინარი
მიიღეს. |
10 |
მოვიდეს პირველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ, და მიიღეს მათცა
თითოჲ დრაჰკანი. |
11 |
და როცა მიიღეს, ყვედრება დაუწყეს ვენანის პატრონს |
11 |
ხოლო მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს |
12 |
და თქვეს: ეს უკანასკნელნი მხოლოდ ერთ საათს მუშაობდნენ და ჩვენ კი გაგვითანაბრე,
რომელთაც ვიტვირთეთ სიმძიმე დღისა და სიცხე.
|
12 |
და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი
დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყუენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და
სიცხე. |
13 |
ხოლო მან პასუხად უთხრა ერთ მათგანს: მეგობარო, უსამართლოდ არ მოგქცევივარ: განა
ერთ დინარად არ მომირიგდი? |
13 |
ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არარას
გავნებ შენ, ანუ არა ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ? |
14 |
მიიღე შენი და წადი: მე მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე
მივცე, რაც შენ. |
14 |
მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მე მნებავს უკუანაჲსკნელსა
ამას მიცემად, ვითარცა შენ. |
15 |
იქნებ ნება არა მაქვს, როგორც მსურს, ისე მოვექცე ჩემსას?
ან იქნებ შენი თვალია უკეთური, იმიტომ, რომ მე ვარ კეთილი? |
15 |
ანუ არა ჯერ-არსა ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა?
არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ. |
16 |
ასე იქნებიან უკანასკნელნი - პირველნი, და პირველნი - უკანასკნელნი, ვინაიდან
მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი - რჩეულნი. |
16 |
ესრეთ იყვნენ წინანი უკანა, და უკანანი წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და
მცირედნი რჩეულ. |
17 |
და როცა ადიოდა იერუსალიმს, იესომ ცალკე გაიხმო გზაში
თავისი თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ: |
17 |
და ვითარცა აღვიდოდა იესუ იერუსალჱმდ, წარიყვანნა ათორმეტნი იგი მოწაფენი თჳსაგან
და მგზავრ ეტყოდა მათ: |
18 |
აჰა, ავდივართ იერუსალიმს, და ძე კაცისა მიეცემა
მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, და მიუსჯიან მას სიკვდილს; |
18 |
აჰა ესერა აღვალთ იერუსალჱმდ, და ძე კაცისაჲ მიეცეს
მღდელთ-მოძღუართა და მწიგნობართა, და დასაჯონ იგი სიკუდილად. |
19 |
და საგინებლად, საგვემად და ჯვარზე საცმელად მისცემენ მას
წარმართთ: და აღდგება მესამე დღეს. |
19 |
და მისცენ იგი წარმართთა კიცხევად და ტანჯვად და
ჯუარ-ცუმად, და მესამესა დღესა აღდგეს. |
20 |
მაშინ ზებედეს ძეთა დედა თავისი ვაჟებითურთ მიეახლა მას,
თაყვანს სცემდა და რაღაცას ევედრებოდა. |
20 |
მაშინ მოუჴდა იესუს დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ ძეთა მისთა
თანა, თაყუანის-სცემდა მას და ითხოვდა რასმე მისგან. |
21 |
მან უთხრა: რა გსურს? ხოლო ქალმა მიუგო მას: თქვი, რომ ეს
ჩემი ორი ძე შენს სასუფეველში ერთი შენს მარჯვნივ, მეორე კი შენს მარცხნივ
დაჯდეს. |
21 |
ხოლო თავადმან ჰრქუა მას: რაჲ გნებავს? ჰრქუა მას: თქუ,
რაჲთა დასხდენ ორნი ესე ძენი ჩემნი ერთი მარჯუენით შენსა და ერთი მარცხენით
შენსა სასუფეველსა შენსა. |
22 |
იესომ პასუხად თქვა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ
შესვათ სასმისი, რომელიც მე უნდა შევსვა? მათ თქვეს: შეგვიძლია. |
22 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არა იცით რასა ითხოვთ. ძალ-გიცა
შესუმად სასუმელი, რომელი მე მეგულების შესუმად, ანუ ნათლის-ღებაჲ, რომელი
მე ნათელ-ვიღო ნათლის-ღებად? ხოლო მათ ჰრქუეს: ძალ-გჳც. |
23 |
ხოლო იესომ უთხრა მათ: ჩემს სასმისს შესვამთ, მაგრამ მე როდი მომეცა, თუ ვინ
დაჯდება ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ, არამედ ვისთვისაც ეს გამზადებულია ჩემი მამის
მიერ.
|
23 |
ჰრქუა მათ იესუ: სასუმელი სამე ჩემი შესუათ და
ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ, ხოლო დაჯდომაჲ მარჯუენით
ჩემსა და მარცხენით არა არს ჩემი მიცემად, არამედ ვიეთდა განმზადებულ არს
მამისა მიერ ჩემისა. |
24 |
ამის მოსმენისას ათი მოწაფე რისხვით აღივსო ორივე ძმის
მიმართ. |
24 |
ვითარცა ესმა ესე ათთა მათ, განრისხნეს ორთა მათ ძმათათჳს. |
25 |
ხოლო იესომ მიიხმო ისინი და უთხრა: თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავარნი მბრძანებლობენ
მათზე, და დიდებულნი განაგებენ მათ. |
25 |
ხოლო იესუ მოუწოდა მათ და ჰრქუა: უწყითა, რამეთუ მთავარნი
წარმართთანი უფლებენ მათ ზედა, და დიდ-დიდნი ჴელმწიფებენ მათ ზედა? |
26 |
ხოლო თქვენს შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში
მოისურვებს უფროსობას, თქვენს მსახურად იქცეს. |
26 |
ხოლო თქუენ შორის არა ეგრეთ იყოს, არამედ რომელსა უნებს
თქუენ შორის დიდ ყოფაჲ, იყავნ თქუენდა მსახურ; |
27 |
და ვინც თქვენს შორის მოისურვებს პირველობას, თქვენს
მონად იქცეს. |
27 |
და რომელსა უნებს თქუენ შორის წინა ყოფაჲ, იყოს იგი
თქუენდა მონა. |
28 |
რადგან ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები
იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს და მრავალთა სახსნელად მისცეს
თავისი სული. |
28 |
ვითარცა ძე კაცისაჲ არა მოვიდა, რაჲთამცა იმსახურა,
არამედ მსახურებად და მიცემად სული თჳსი საჴსრად მრავალთათჳს. |
29 |
როდესაც გამოვიდნენ იერიხონიდან, მისდევდა მას დიდძალი
ხალხი. |
29 |
და ვითარცა გამოვიდოდეს იგინი იერიქოჲთ, მისდევდა მას ერი
მრავალი. |
30 |
და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას, და როდესაც გაიგონეს,
იესო მოდისო, აყვირდნენ და თქვეს: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო! |
30 |
და აჰა ესერა ორნი ბრმანი სხდეს გზასა ზედა. და ვითარცა
ესმა, ვითარმედ იესუ წარმოვალს, ჴმობდეს და იტყოდეს: შემიწყალენ ჩუენ,
უფალო, ძეო დავითისო! |
31 |
ხოლო ხალხი ტუქსავდა მათ და აჩუმებდა. ისინი კი უფრო
ხმამაღლა ყვიროდნენ: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო! |
31 |
ხოლო ერი იგი ჰრისხვიდა მათ, რაჲთა დადუმნენ. ხოლო იგინი
უფროჲს ღაღადებდეს: შემიწყალენ ჩუენ, უფალო, ძეო დავითისო! |
32 |
იესო შეჩერდა, მიიხმო ისინი და უთხრა: რას მოითხოვთ
ჩემგან? |
32 |
და დადგა იესუ, მოუწოდა მათ და ჰრქუა: რაჲ გნებავს, და
გიყო თქუენ? |
33 |
მათ მიუგეს: თვალის ახელას, უფალო. |
33 |
ჰრქუეს მას: უფალო, რაჲთა აღვიხილნეთ თუალნი ჩუენნი. |
34 |
შეებრალა ისინი იესოს და შეეხო მათ თვალებს; იმ წამსვე
აეხილათ თვალი და გაჰყვნენ მას. |
34 |
შეეწყალნეს იგინი იესუს და შეახო თუალთა მათთა, და
მეყსეულად აღიხილნეს და შეუდგეს მას. |