1 |
როცა მიუახლოვდნენ იერუსალიმს, და მიადგნენ ბეთბაგეში ზეთისხილის მთას, გაგზავნა
იესომ ორი მოწაფე.
|
1 |
და ვითარცა მიეახლნეს იერუსალჱმდ და მოვიდეს ბეთბაგედ და ბეთანიად, მთასა მას
ზეთისხილთასა, მაშინ წარავლინნა იესუ ორნი მოწაფეთა მისთაგანნი |
2 |
და უთხრა მათ: წადით სოფელში, რომელიც თქვენს პირდაპირაა,
და ხელად იპოვით დაბმულ ვირსა და მის ჩოჩორს: ახსენით და მომიყვანეთ. |
2 |
და ჰრქუა მათ: წარვედით დაბასა მაგას, რომელ არს წინაშე
თქუენსა, და მეყსეულად ჰპოოთ ვირი დაბმული და კიცჳ მის თანა; აჰჴსენით და
მომგუარეთ მე იგი. |
3 |
ხოლო თუ ვინმე რაიმეს გეტყვით, უთხარით, უფალს
სჭირდება-თქო, და მაშინვე გამოგატანთ. |
3 |
და უკუეთუ ვინმე გრქუას რაჲმე თქუენ, არქუთ, ვითარმედ:
უფალსა უჴმან ეგე, და მეყსეულად მოავლინნეს იგინი. |
4 |
ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის
მიერ თქმული, რომელიც ამბობს: |
4 |
ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი
წინაწარმეტყუელისაჲ, რომელ თქუა: |
5 |
უთხარით სიონის ასულს: აჰა, გიახლოვდება შენი მშვიდი
მეუფე, ვირსა და ჩოჩორზე, სახედრის ნაშიერზე, მჯდარი. |
5 |
არქუთ ასულსა სიონისასა: აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს
შენდა მშჳდი და ზე ზის იგი ვირსა და კიცუსა, ნაშობსა კარაულისასა. |
6 |
მოწაფეები წავიდნენ და ისე მოიქცნენ, როგორც უბრძანა მათ
იესომ. |
6 |
ხოლო მოწაფენი იგი წარვიდეს და ყვეს ეგრეთ, ვითარცა
უბრძანა მათ იესუ. |
7 |
მოჰგვარეს ვირი და ჩოჩორი, ზედ დაუფინეს თავიანთი სამოსი,
და შეჯდა მათზე. |
7 |
და მოჰგუარეს ვირი იგი და კიცჳ მის თანა და დაასხეს მას
ზედა სამოსელი, და დაჯდა მას ზედა. |
8 |
დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე: სხვები კი
ხის ტოტებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ. |
8 |
ხოლო უმრავლესი იგი ერი დაუფენდა სამოსელსა მათსა გზასა
ზედა, და სხუანი მოჰკაფდეს რტოებსა ხეთაგან და დაუფენდეს გზასა ზედა. |
9 |
ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკანაც მისდევდა მას,
ღაღადებდა და ამბობდა: ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია მომავალი უფლის
სახელით! ოსანა მაღალთა შინა! |
9 |
და ერი იგი, რომელი წინა-უვიდოდა და რომელი უკანა შეუდგა,
ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა! კურთხეულ არს მომავალი
სახელითა უფლისაჲთა! გუაცხოვნენ ჩუენ, რომელი ხარ მაღალთა შინა! |
10 |
როცა შევიდა იერუსალიმში, მთელი ქალაქი შეიძრა, და ამბობდნენ: ვინ არის ეს? |
10 |
და ვითარცა შევიდა იგი იერუსალჱმდ, შეიძრა ქალაქი იგი ყოველი და იტყოდეს: ვინ არს
ესე? |
11 |
ხალხი კი ამბობდა: ეს არის იესო, წინასწარმეტყველი, გალილეის ნაზარეთიდან. |
11 |
ხოლო ერი იგი ეტყოდა: ესე არს წინაწარმეტყუელი იესუ ნაზარეთით გალილეაჲსაჲთ. |
12 |
შევიდა იესო ტაძარში, და გამოყარა ტაძრიდან ყველა
მყიდველი და გამყიდველი, ააყირავა მეკერმეთა ტაბლები და მტრედებით
მოვაჭრეთა მერხები. |
12 |
და შევიდა იესუ ტაძარსა მას ღმრთისასა და გამოასხა ყოველი
იგი განმსყიდელი და ყოველი, რომელი იყიდდა ტაძარსა მას შინა, და ტაბლები
იგი მეკერმეთაჲ მათ დაამჴუა და დასასხდომლები იგი ტრედის-მოფარდულთაჲ მათ
დაუქცია. |
13 |
და უთხრა მათ: დაწერილია: ჩემი სახლი სალოცავ სახლად იწოდება; თქვენ კი ყაჩაღთა
ბუნაგად გიქცევიათ იგი.
|
13 |
და ჰრქუა მათ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ
ეწოდოს, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა. |
14 |
მიეახლნენ მას ტაძარში ბრმანი და კოჭლნი, და განკურნა
ისინი. |
14 |
და მოუჴდეს მას ბრმანი და მკელობელნი ტაძარსა მას შინა,
და განკურნნა იგინი. |
15 |
როდესაც იხილეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა მის მიერ
ქმნილი სასწაულნი და ტაძარში მოყიჟინე ბალღები, რომლებიც ამბობდნენ: ოსანა
დავითის ძეს! - განრისხდნენ. |
15 |
და ვითარცა იხილეს მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა,
რომელ-იგი ქმნნა სასწაულნი, და ყრმები იგი, რომელ ღაღადებდეს ტაძარსა მას
შინა და იტყოდეს: ოსანა ძესა დავითისსა, |
16 |
და უთხრეს მას: გესმის, რას ამბობენ ისინი? ხოლო იესომ მიუგო მათ: დიახ! არასოდეს
წაგიკითხავთ: ჩვილთა და მეძუძურთა პირით დაიმკვიდრე დიდება? |
16 |
განრისხნეს და ჰრქუეს მას: გესმისა, რასა-ესე იტყჳან? ხოლო იესუ ჰრქუა მათ: ჰე;
არასადა აღმოგიკითხავსა, ვითარმედ: პირითა ყრმათა ჩჩჳლთა მწოვართაჲთა დაამტკიცე
ქებაჲ? |
17 |
მიატოვა ისინი, ქალაქიდან გაემართა ბეთანიას და იქ გაათია
ღამე. |
17 |
დაუტევნა იგინი და განვიდა გარე ქალაქით ბეთანიად და
იქცეოდა მუნ. |
18 |
ხოლო დილით ქალაქისკენ მომავალს მოშივდა; |
18 |
და განთიად, მო-რაჲ-ვიდოდა ქალაქად, შეემშია. |
19 |
დაინახა გზის პირას ერთი ლეღვის ხე, და რაკი ზედ ფოთლების
მეტი ვერაფერი ნახა, უთხრა მას: აღარასოდეს გამოგეღოს ნაყოფი უკუნისამდე.
და მაშინვე გახმა ლეღვის ხე. |
19 |
და იხილა ლეღჳ ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაჲ
პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი
შენგან საუკუნოდ! და განჴმა ლეღჳ იგი მეყსეულად. |
20 |
ეს რომ იხილეს, გაუკვირდათ მოწაფეებს და თქვეს: რა უცებ
გახმა ლეღვის ხე? |
20 |
ვითარცა იხილეს მოწაფეთა მათ, დაუკჳრდა და იტყოდეს: ვითარ
მეყსეულად განჴმა ლეღჳ იგი! |
21 |
ხოლო იესომ პასუხად უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით
თქვენ: თუ გექნებათ რწმენა და არ შეეჭვდებით, არა მარტო იმის ქმნას
შესძლებთ, რაც დაემართა ლეღვის ხეს, არამედ თუნდაც ამ მთას უბრძანებთ:
აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში ჩავარდიო, და მოხდება აგრე. |
21 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ
გაქუნდეს სარწმუნოებაჲ და არა შეორგულდეთ, არა ხოლო ლეღჳსაჲ ამის ჰყოთ,
არამედ ჰრქუათ-თუ მთასა ამას: აღიფხუერ ამიერ და შთავარდი ზღუასა! – იყოს
ეგრე. |
22 |
და ყველაფერი, რასაც ლოცვაში ითხოვთ რწმენით, მოგეცემათ. |
22 |
და ყოველსა რაოდენსა ითხოვდეთ ლოცვასა შინა სარწმუნოებით,
გეყოდ თქუენ. |
23 |
როცა ტაძარში შევიდა საქადაგებლად, მიადგნენ მას
მღვდელმთავარნი და ხალხის უხუცესნი და უთხრეს: რომელი ძალით იქმ ამას? ან
ვინ მოგცა ეს ძალა? |
23 |
და მო-რაჲ-ვიდა იგი ტაძრად, მოუჴდეს მას მღდელთ-მოძღუარნი
იგი და მოხუცებულნი ერისანი, ვითარ-იგი ასწავებდა ერსა, და ჰრქუეს მას:
რომლითა ჴელმწიფებითა ამას იქმ, და ვინ მოგცა შენ ჴელმწიფებაჲ ესე? |
24 |
იესომ პასუხად მიუგო მათ: მეც ერთ რამეს გკითხავთ, და თუ
მიპასუხებთ, გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას: |
24 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: გკითხო მეცა თქუენ სიტყუაჲ
ერთი, რომელი უკუეთუ მითხრათ მე, მეცა გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა
ვიქმ ამას. |
25 |
ნათლისცემა იოანესი საიდან იყო: ზეციდან თუ კაცთაგან? ხოლო ისინი ერთმანეთში
ბჭობდნენ: თუ ვეტყვით: ზეციდანო, ის გვეტყვის: მაშინ რატომ არ ერწმუნეთ მას?
|
25 |
ნათლის-ცემაჲ იოვანესი ვინაჲ იყო: ზეცით ანუ კაცთაგან?
ხოლო იგინი განიზრახვიდეს თჳსაგან და იტყოდეს: უკუეთუ ვთქუათ: ზეცით იყო,
გურქუას ჩუენ: რაჲსათჳს უკუე არა გრწმენა მისი? |
26 |
ხოლო თუ ვეტყვით: კაცთაგანო, - ხალხისა გვეშინია,
ვინაიდან ყველას წინასწარმეტყველად მიაჩნია იოანე. |
26 |
და უკუეთუ ვთქუათ: კაცთაგან, გუეშინის ერისა ამის, რამეთუ
ყოველთავე ვითარცა წინაწარმეტყუელი უპყრიეს იოვანე. |
27 |
და პასუხად უთხრეს იესოს, არ ვიცითო, და მანაც მიუგო:
მაშინ არც მე გეტყვით, რომელი ძალით ვიქმ ამას. |
27 |
და მიუგეს იესუს და ჰრქუეს: არა უწყით. ჰრქუა მათ მანცა:
არცა მე გითხრა თქუენ, რომლითა ჴელმწიფებითა ვიქმ ამას. |
28 |
ამაზე რაღას იტყვით? ერთ კაცს ორი ძე ჰყავდა: მივიდა
ერთთან და უთხრა: შვილო, წადი დღეს სამუშაოდ ჩემს ვენახში. |
28 |
აწ ვითარ ჰგონებთ თქუენ? კაცსა ვისმე ესხნეს ორ ძე;
მოვიდა პირველისა მის და ჰრქუა: შვილო, წარვედ დღეს და იქმოდე ვენაჴსა
ჩემსა. |
29 |
ხოლო მან მიუგო: არ მინდა; ბოლოს კი ინანა და წავიდა. |
29 |
ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: არა მნებავს. ხოლო უკუანაჲსკნელ
შეინანა და წარვიდა. |
30 |
მივიდა მეორესთან და იგივე უთხრა. ხოლო მან მიუგო: წავალ,
ბატონო, და არ წავიდა. |
30 |
და მოუჴდა მეორესა მას და ჰრქუა ეგრეთვე. ხოლო მან მიუგო
და ჰრქუა: წარვიდე, უფალო; და არა წარვიდა. |
31 |
ამ ორთაგან რომელმა შეასრულა მამის ნება? მიუგეს:
პირველმა. უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მებაჟენი და
მეძავნი თქვენზე წინ შევლენ ღმრთის სასუფეველში. |
31 |
ვინ ორთა ამათგანმან ყო ნებაჲ მამისა თჳსისაჲ? ჰრქუეს
მას: პირველმან მან. ჰრქუა მათ იესუ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მეზუერენი
და მეძავნი წინა-გიძღოდიან თქუენ სასუფეველსა ღმრთისასა. |
32 |
ვინაიდან მოვიდა თქვენთან იოანე სიმართლის გზით და არ
ირწმუნეთ მისი, ხოლო მებაჟენი და მეძავნი ერწმუნენ მას; თქვენ კი იხილეთ,
და მაინც არ მოინანიეთ, რათა გერწმუნათ მისი. |
32 |
რამეთუ მოვიდა თქუენდა იოვანე გზითა სიმართლისაჲთა, და
არა გრწმენა მისი, ხოლო მეზუერეთა და მეძავთა ჰრწმენა მისი; ხოლო თქუენ
იხილეთ და არა შეინანეთ უკუანაჲსკნელ, რაჲთამცა გრწმენა მისი. |
33 |
სხვა აგავიც მოისმინეთ: იყო ერთი სახლის პატრონი,
რომელმაც ჩაყარა ვაზი, ღობე შემოავლო, შიგ საწნანელი ამოკვეთა, ააგო კოშკი
და იჯარით მისცა მევენახეებს, თვითონ კი წავიდა. |
33 |
სხუაჲ იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი,
რომელმან დაასხა ვენაჴი და ზღუდე გარე-მოსდვა მას და ქმნა მას შინა
საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა. |
34 |
და როცა რთვლობამ მოაწია, გაგზავნა თავისი მონები
მევენახეებთან, რათა მოსავალი ჩაებარებინათ მათგან. |
34 |
და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაჲ, მოავლინნა მონანი მისნი
მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა. |
35 |
ხოლო მევენახეებმა დაიჭირეს მისი მონები, ზოგი სცემეს,
ზოგი დახოცეს, ზოგიც კიდევ ქვებით ჩაქოლეს. |
35 |
და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე
სცეს, რომელნიმე მოსწყჳდეს და რომელთამე ქვაჲ დაჰკრიბეს. |
36 |
ახლა სხვა მონები გაგზავნა, უწინდელზე მეტნი, და მათაც
იგივე დამართეს. |
36 |
კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა,
და მათცა ეგრეთვე უყვეს. |
37 |
ბოლოს თავისი ძე გაგზავნა და თქვა: ჩემი ძის მაინც მოერიდებათო.
|
37 |
ხოლო უკუანაჲსკნელ მიუვლინა მათ ძე თჳსი და თქუა: შე-ხოლო
თუ-იკდიმონ ძისაგან ჩემისა. |
38 |
მაგრამ მევენახეებმა მისი ძე რომ დაინახეს, ერთმანეთს
უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო დავისაკუთროთ. |
38 |
ხოლო ქუეყანის მოქმედთა მათ ვითარცა იხილეს ძე იგი მისი,
და თქუეს გულსა მათსა: ესე არს მკჳდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და
დავიპყრათ სამკჳდრებელი მისი. |
39 |
შეიპყრეს იგი, ვენახიდან გაიყვანეს და მოკლეს. |
39 |
და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე სავენახისა მის და
მოკლეს. |
40 |
მერედა, როცა მოვა ვენახის პატრონი, რას უზამს ამ
მევენახეებს? |
40 |
რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენაჴისაჲ მის, რაჲ-მე უყოს
ქუეყანის-მოქმედთა მათ? |
41 |
უთხრეს მას: ბოროტთ ბოროტად მოაკვდინებს, ხოლო ვენახს
სხვა მევენახეებს მისცემს, რომლებიც დროულად ჩააბარებენ მოსავალს. |
41 |
ჰრქუეს მას: ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენაჴი
იგი მისცეს სხუათა ქუეყანის-მოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა
თჳსსა. |
42 |
უთხრა მათ იესომ: ნუთუ არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში:
ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? უფლის მიერ იქნა
ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს. |
42 |
ჰრქუა მათ იესუ არასადა აღმოგიკითხავსა წიგნთა შინა:
ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა. უფლისა მიერ
იყო ესე და არს საკჳრველ წინაშე თუალთა ჩუენთა. |
43 |
ამიტომაც გეუბნებით თქვენ: წაგერთმევათ ღმრთის
სასუფეველი, და მიეცემა ხალხს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს. |
43 |
ამისთჳს გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: მიგეღოს თქუენგან
სასუფეველი ღმრთისაჲ და მიეცეს ნათესავსა, რომელნი ჰყოფდენ ნაყოფსა მისსა. |
44 |
ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც იდაეცემა,
გასრესს. |
44 |
და რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა
ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი. |
45 |
როცა მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მოისმინეს მისი
იგავნი, მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა ამას. |
45 |
და ესმნეს რაჲ მღდელთ-მოძღუართა მათ და ფარისეველთა
იგავნი ესე მისნი, ცნეს, რამეთუ მათთჳს თქუნა. |
46 |
და უნდოდათ მისი შეპყრობა, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ,
ვინაიდან წინასწარმეტყველად მიაჩნდათ იგი. |
46 |
და ეძიებდეს მას შეპყრობად და ეშინოდა მისგან, რამეთუ
ვითარცა წინაწარმეტყუელი აქუნდა მათ იგი. |