1 |
კვლავ იგავებით მიუგო იესომ და უთხრა მათ:
|
1 |
და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა: |
2 |
ცათა სასუფეველი მსგავსია მეფისა, რომელმაც გამართა
თავისი ძის ქორწილი. |
2 |
ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო
ქორწილი ძისა თჳსისაჲ. |
3 |
და გაგზავნა თავისი მონები ქორწილში წვეულთა საწვევად,
მაგრამ არ ინებეს მოსვლა. |
3 |
და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ
ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად. |
4 |
კვლავ გაგზავნა სხვა მონები და თქვა: უთხარით წვეულთ:
აჰა, გავშალე სუფრა, დავკალი ხარები და ნასუქი საქონელი; ყველაფერი მზადაა,
მობრძანდით ქორწილში. |
4 |
კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ
ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები და უსხები
ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას. |
5 |
მაგრამ მათ გააწბილეს იგი და წავიდნენ: ვინ თავის ყანაში,
ვინ კიდევ თავის სავაჭროში. |
5 |
ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა
აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა. |
6 |
დანარჩენებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და
დახოცეს. |
6 |
ხოლო სხუათა შეიპყრეს მონანი იგი მისნი, აგინნეს და
მოსწყჳდნეს. |
7 |
ეს რომ გაიგო, განრისხდა მეფე, გაგზავნა თავისი ლაშქარი,
ამოაწყვეტინა მკვლელები და გადაწვა მათი ქალაქი. |
7 |
ხოლო მეუფე იგი განრისხნა, ესმა რაჲ ესე, და მიავლინა ერი
თჳსი და მოსრნა კაცის-მკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა. |
8 |
მაშინ უთხრა თავის მონებს: საქორწინო სუფრა გაშლილია,
მაგრამ წვეულნი არ იყვნენ ღირსნი. |
8 |
მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო
ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს. |
9 |
მაშ, გადით გზაჯვარედინებზე და ქორწილში მოიწვიეთ ყველა
შემხვდური. |
9 |
წარვედით მებოძირთა გზათასა და რაოდენიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ
ქორწილსა ამას. |
10 |
გავიდნენ მონები გზაჯვარედინებზე და შეკრიბეს ყველა, ვისაც კი შეხვდნენ, ბოროტი თუ
კეთილი, და მეინახეებით აივსო ქორწილი. |
10 |
და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რაოდენი პოეს ბოროტი
და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა. |
11 |
შევიდა მეფე მეინახეთა სანახავად და იხილა იქ ერთი კაცი, რომელსაც არ ეცვა
საქორწინო სამოსი. |
11 |
ხოლო შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა
ემოსა სამოსელი საქორწინე. |
12 |
და უთხრა მას: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ, საქორწინოდ
შეუმოსავი? ხოლო ის დუმდა. |
12 |
და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა
გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა. |
13 |
მაშინ მეფემ უბრძანა თავის მსახურთ: შეუკარით ხელ-ფეხი და გარეთ გააგდეთ ბნელში. და
იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
|
13 |
მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით
მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს
ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. |
14 |
ვინაიდან მრავალნი არიან წვეულნი და მცირედნი - რჩეულნი. |
14 |
რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ – რჩეულნი. |
15 |
მაშინ ფარისევლები წავიდნენ და მოითათბირეს, როგორ
დაეჭირათ სიტყვაზე. |
15 |
მაშინ წარვიდეს ფარისეველნი იგი და ზრახვა-ყვეს, რაჲთა
სიტყჳთა საფრჴე უგონ მას. |
16 |
ჰეროდელებთან ერთად მიუგზავნეს თავიანთი მოწაფეები და უთხრეს: მოძღვარო, ვიცით, რომ
მართალი ხარ, სიმართლით გვასწავლი ღმრთის გზასაც და არც არავის არჩევ, ვინაიდან არ
უყურებ სახეს კაცისა. |
16 |
და მოუვლინნეს მოწაფენი მათნი ჰეროდიანთა თანა და ჰრქუეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ
ჭეშმარიტ ხარ შენ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტად ასწავებ და არა ჰზრუნავ არავისთჳს,
რამეთუ არა თუალ-აღებ პირსა კაცისასა. |
17 |
მაშ, გვითხარი: როგორ გგონია, გვმართებს თუ არა ხარკი
ვაძლიოთ კეისარს? |
17 |
აწ მარქუ ჩუენ, რაჲ გნებავს შენ: ჯერ-არსა მიცემაჲ
ხარკისაჲ კეისრისა ანუ არა? |
18 |
ხოლო იესო მიუხვდა მათ მზაკვრობას და თქვა: რატომ
მაცდუნებთ, თვალთმაქცნო? |
18 |
გულისჴმა-ყო იესუ უკეთურებაჲ მათი და ჰრქუა: რაჲსა
გამომცდით მე, ორგულნო? |
19 |
მიჩვენეთ ფული, რომლითაც იხდით ხარკს. და მიართვეს მას
დინარი. |
19 |
მიჩუენეთ დრაჰკანი იგი ხარკისაჲ! ხოლო მათ მოართუეს მას
დრაჰკანი. |
20 |
და უთხრა მათ: ვისია ეს ხატი და ეს წარწერა? |
20 |
ჰრქუა მათ იესუ: ვისი არს ხატი ესე ანუ ზედაწერილი? |
21 |
მიუგეს: კეისრისა. მაშინ უთხრა მათ: მიაგეთ კეისარს
კეისრისა, ხოლო ღმერთს - ღმრთისა. |
21 |
ჰრქუეს მას: კეისრისაჲ. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: მიეცით
კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა. |
22 |
ეს რომ გაიგონეს, განცვიფრდნენ ისინი, მიატოვეს ის და
წავიდნენ. |
22 |
და ესმა რაჲ ესე, დაუკჳრდა და დაუტევეს იგი და წარვიდეს. |
23 |
იმ დღეს მიადგნენ მას სადუკეველნი, რომელნიც ამბობენ, რომ
არ არსებობს აღდგომა, და ჰკითხეს: |
23 |
მას დღესა შინა მოუჴდეს მას სადუკეველნი, რომელნი
იტყოდეს, ვითარმედ: არა არს აღდგომაჲ. ჰკითხეს მას |
24 |
მოძღვარო, მოსემ თქვა: თუ კაცი უშვილოდ გადაეგო, დაე,
მისმა ძმამ მოიყვანოს მისი ცოლი, რათა აღუდგინოს თავის ძმას მისი თესლი. |
24 |
და ეტყოდეს: მოძღუარ, მოსე ესრეთ თქუა: უკუეთუ ვინმე
მოკუდეს და არა ესუას შვილი, ესიძენ ძმაჲ მისი ცოლსა მისსა და აღუდგინენ
თესლი ძმასა თჳსსა. |
25 |
იყო ჩვენს შორის შვიდი ძმა: პირველმა ცოლი შეირთო და უშვილოდ მოკვდა, ხოლო ცოლი
თავის ძმას დაუტოვა.
|
25 |
იყვნეს უკუე ჩუენ შორის შჳდნი ძმანი. და პირველმან მან
შეირთო და მოკუდა, და არა დაშთა თესლი, და დაუტევა ცოლი თჳსი ძმასა თჳსსა. |
26 |
ასევე მეორემაც და მესამემაც თვით მეშვიდემდე. |
26 |
ეგრეთვე მეორემან და მესამემან ვიდრე მეშჳდედმდე. |
27 |
ყველაზე ბოლოს კი ქალიც მოკვდა. |
27 |
ხოლო უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი. |
28 |
მერედა, აღდგომისას, ამ შვიდთაგან ვისი ცოლი იქნება იგი?
ვინაიდან შვიდივეს ცოლად ესვა. |
28 |
აწ უკუე აღდგომასა მას ვისა შჳდთა მათგანისა იყოს იგი
ცოლად, რამეთუ ყოველთა ესუა იგი? |
29 |
იესომ პასუხად მიუგო მათ: სცდებით, რადგან არც წერილს
იცნობთ და არც ღმრთის ძალას. |
29 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: სცთებით, რამეთუ არა იცნით
წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ, |
30 |
ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან,
არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში. |
30 |
რამეთუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არცა
განჰქორწინებდენ, არამედ, ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი, იყვნენ ცათა შინა. |
31 |
ხოლო მკვდართა აღდგომისათვის არ წაგიკითხავთ, რა გითხრათ
ღმერთმა, რომელიც ამბობს: |
31 |
ხოლო აღდგომისათჳს მკუდართასა არა აღმოგიკითხავსა თქუმული
იგი ღმრთისამიერი, რომელსა იტყჳს: |
32 |
მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი
იაკობისა. ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ - ცოცხლებისა. |
32 |
მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი
იაკობისი? არა არს ღმერთი – ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ. |
33 |
ისმენდა ხალხი და უკვირდა მისი მოძღვრება. |
33 |
და ესმა რაჲ ესე ერსა მას, დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ იგი
მისი. |
34 |
ხოლო როდესაც ფარისევლებმა გაიგეს, სადუკეველებს ხმა
ჩააკმენდინაო, ერთად შეიკრიბნენ. |
34 |
ხოლო ფარისეველთა რაჲ ესმა, რამეთუ დაუყო პირი
სადუკეველთა მათ, შეკრბეს ერთად. |
35 |
და ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, საცდუნებლად ჰკითხა: |
35 |
და ჰკითხა ერთმან მათგანმან სჯულის-მოძღუარმან,
გამოსცდიდა მას და ეტყოდა: |
36 |
მოძღვარო, რომელია სჯულის მთავარი მცნება? |
36 |
მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს სჯულსა შინა? |
37 |
ხოლო იესომ მიუგო მას: გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით და მთელი შენი
გულით და მთელი შენი გონებით.
|
37 |
ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა
გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. |
38 |
ეს არის პირველი და მთავარი მცნება. |
38 |
ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. |
39 |
და მეორე, ამისი მსგავსი: გიყვარდეს მოყვასი შენი,
ვითარცა თავი შენი. |
39 |
და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა
თავი თჳსი. |
40 |
ამ ორ მცნებაზეა დამოკიდებული მთელი რჯული და
წინასწარმეტყველნი. |
40 |
ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი
დამოკიდებულ არიან. |
41 |
ხოლო როდესაც შეიკრიბნენ ფარისეველნი, იესომ ჰკითხა მათ: |
41 |
შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ |
42 |
რას იტყვით ქრისტესთვის? ვისი ძე არის იგი? ხოლო მათ
მიუგეს: დავითისა. |
42 |
და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტესთჳს, ვისი ძე არს?
ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი. |
43 |
უთხრა მათ იესომ: კი მაგრამ როგორღა უწოდებს მას სულით
შთაგონებული დავითი უფალს, როდესაც ამბობს: |
43 |
ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით სულითა ჰხადის მას
უფლად და იტყჳს: |
44 |
უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ, ვიდრე
ფერხთით დაგიმხობ მტრებს. |
44 |
ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა,
ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა? |
45 |
ამრიგად, თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა ეკუთვნის
ძედ? |
45 |
უკუეთუ დავით სულითა უფლად ხადის მას, ვითარ ძე მისი არს? |
46 |
ვერავინ შესძლო მისთვის სიტყვის მიგება: და იმ დღიდან
ვეღარც კითხვას უბედავდა ვინმე. |
46 |
და ვერვის ეძლო სიტყჳს-მიგებად მისა, არცაღა ვინ იკადრა
მიერ დღითგან კითხვად მისა არღარაჲ. |