1 |
მაშინ იესომ მიმართა ხალხს და თავის მოწაფეებს:
|
1 |
მაშინ ეტყოდა იესუ ერსა მას და მოწაფეთა თჳსთა |
2 |
მოსეს სავარძელზე მწიგნობარნი და ფარისეველნი სხედან; |
2 |
და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და
ფარისეველნი. |
3 |
მაშ, ყველაფერი, რის დაცვასაც გირჩევენ, დაიცავით და
აღასრულეთ, მაგრამ მათ საქმეს კი ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ამბობენ და არ
ასრულებენ. |
3 |
ყოველსა უკუე რაოდენსა გეტყოდიან თქუენ დამარხვად,
დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქჳან და არა
ყვიან. |
4 |
რადგან მძიმე ტვირთს ჰკრავენ და ძნელად სატვირთველს, და
ხალხს მხრებზე ადებენ; თვითონ კი თითის განძრევაც არ სურთ მის დასაძრავად. |
4 |
რამეთუ შეკრიან ტჳრთი მძიმე და ძნიად სატჳრთავი და
დასდვიან მჴართა ზედა კაცთასა, ხოლო მათ თითითაცა მათითა არა უნებნ შეძრვად
იგი. |
5 |
და მთელ თავიანთ საქმეს აკეთებენ კაცთა დასანახავად;
აგანიერებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და აგრძელებენ თავიანთი სამოსის
კალთებს. |
5 |
და ყოველსა საქმესა მათსა იქმან საჩვენებელად კაცთა;
განივრცნიან საცონი მათნი და განიდიდნიან ფესუნი სამოსელთა მათთანი. |
6 |
უყვართ წვეულებებზე სუფრის თავში წამოჭიმვა და წინა
რიგები სინაგოგებში. |
6 |
უყუარს ზემოჯდომაჲ სერსა ზედა და პირველდაჯდომაჲ
შესაკრებელსა შორის |
7 |
და სალმის ძღვნა მოედნებზე, რათა ხალხი მიმართავდეს მათ:
რაბი! რაბი! |
7 |
და მოკითხვაჲ უბანთა ზედა, და რაჲთა ხადოდიან კაცნი:
რაბი, რაბი! |
8 |
თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი
მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ. |
8 |
ხოლო თქუენ ნუ იწოდებით რაბბი, რამეთუ ერთი არს მოძღუარი
თქუენი – ქრისტე, ხოლო თქუენ ყოველნი ძმანი ხართ. |
9 |
ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან
ერთია მამა თქვენი ზეციერი. |
9 |
და მამით ნუვის ხადით ქუეყანასა ზედა, რამეთუ ერთი არს
მამაჲ თქუენი, რომელ არს ცათა შინა. |
10 |
და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი - ქრისტე. |
10 |
ნუცა გერქუმინ თქუენ წინამძღუარ, რამეთუ ერთი არს წინამძღუარი თქუენი – ქრისტე. |
11 |
ხოლო თქვენს შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს.
|
11 |
ხოლო უდიდესი თქუენი იყავნ თქუენდა მსახურ. |
12 |
რადგან ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც
დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება. |
12 |
ხოლო რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და
რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს. |
13 |
ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ
უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას. |
13 |
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ
შესჭამთ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით განგრძობილად ილოცევდით. ამისთჳს
მიიღოთ უმეტესი სასჯელი. |
14 |
ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო,
ვინაიდან ნთქამთ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობთ დიდხანს; მით
უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელი. |
14 |
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ
დაჰჴშავთ სასუფეველსა ცათასა წინაშე კაცთა; თქუენ შე-არა-ხუალთ და
შემავალთა უტევებთ არა შესლვად. |
15 |
ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო,
ვინაიდან დაძრწიხართ ზღვასა თუ ხმელზე, რათა მოაქციოთ თუნდაც ერთი კაცი: და
როცა მოაქცევთ, გეენის კერძად აქცევთ მას, თვით თქვენზე ორჯერ მეტად. |
15 |
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ
მიმოხუალთ ზღუასა ზედა და ჴმელსა, რაჲთა ჰყოთ ერთი ვინმე მწირ; და რაჟამს
არნ, ჰყვით იგი ნაშობ გეჰენიისა ორ წილ თქუენსა. |
16 |
ვაი თქვენდა, ბრმა წინამძღვარნო, რომლებიც ამბობთ: თუ ვინმე დაიფიცავს ტაძარს,
არაფერია, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს ტაძრის ოქროს, მოვალეა. |
16 |
ვაჲ თქუენდა, წინამძღუარნო ბრმანო, რომელთა სთქუთ, ვითარმედ: რომელმან ფუცოს
ტაძარსა ამას, არარაჲ არს; ხოლო რომელმან ფუცოს ოქროსა მას ტაძრისასა, ჯერ-არს. |
17 |
შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: ოქრო თუ ტაძარი,
რომელიც გაწმენდს ოქროს? |
17 |
ცოფნო და ბრმანო, რომელი უფროჲს არს: ოქროჲ ანუ ტაძარი,
რომელი განსწმედს ოქროსა მას? |
18 |
და მერე: თუ ვინმე დაიფიცავს საკურთხევვლს, არაფერია,
ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს შესაწირავს, რომელიც დევს საკურთხეველზე, მოვალეა. |
18 |
და სთქუათ: რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, არარაჲ არს;
ხოლო რომელმან ფუცოს შესაწირავსა მას, რომელ არს საკურთხეველსა ზედა,
ჯერ-არს. |
19 |
შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: შესაწირავი თუ
საკურთხეველი, რომელიც გაწმენდს შესაწირავს? |
19 |
ცოფნო და ბრმანო, რომელი უდიდეს არს: შესაწირავი ანუ
საკურთხეველი, რომელი განსწმედს შესაწირავსა მას? |
20 |
რადგან ვინც იფიცავს საკურთხეველს, იფიცავს მას და
ყოველივე იმას, რაც საკურთხეველზეა. |
20 |
რამეთუ რომელმან ფუცოს საკურთხეველსა, ფუცავს მას და
ყოველსა, რომელი არს მას ზედა. |
21 |
და ვინც იფიცავს ტაძარს, იფიცავს მას და მის მკვიდრსაც.
|
21 |
და რომელმან ფუცოს ტაძარსა, ფუცავს მას და რომელი
დამკჳდრებულ არს მას შინა. |
22 |
და ვინც იფიცავს ცას, იფიცავს ღმრთის ტახტს და მასზე
მჯდომარესაც. |
22 |
და რომელმან ფუცოს ცასა, ფუცავს საყდარსა ღმრთისასა და
რომელი ზის მას ზედა. |
23 |
ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო,
რომლებიც იხდით მეათედს პიტნისას, კამისას, კვლიავისას, და დაგიტევებიათ
ის, რაც უმთავრესია რჯულში: სამართალი, წყალობა და რწმენა. ეს უნდა გექნათ,
და არც ის მიგეტოვებინათ. |
23 |
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ
ათეულსა მიიღებთ პიტნაკისასა და ცერეცოჲსასა და ძირაკისასა და დაგიტევებიეს
უმძიმესი შჯულისაჲ: სამართალი და წყალობაჲ და სარწმუნოებაჲ. ესე ჯერ-იყო
საქმედ და იგი არა დატევებად. |
24 |
ბრმა წინამძღვარნო, რომელნიც გადასწურავთ ქინქლს და
აქლემს კი შთანთქამთ. |
24 |
წინამძღუარნო ბრმანო, რომელი დასწურავთ ბურნაკსა, ხოლო
აქლემსა შთანსთქამთ! |
25 |
ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, გარედან რომ წმენდთ
სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან ნაძარცვითა და ნაოხარით. |
25 |
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ
განსწმედთ გარეშესა სასუმელისასა და პაროფსიდისასა, ხოლო შინაგან სავსე
არიან ნატაცებითა და არაწმიდებითა. |
26 |
თვალდავსილო ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი
თუ ჯამი, რათა წმიდა იყოს გარეთაც. |
26 |
ფარისეველო ბრმაო, განწმიდე პირველად შინაგანი იგი
სასუმელისაჲ და პაროფსიდისაჲ, რაჲთა იყოს გარეშეცა იგი მისი წმიდა. |
27 |
ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო,
ასე რომ ჰგავხართ შეფეთქილ საფლავებს, რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან,
ხოლო შიგნით სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით. |
27 |
ვაჲ თქუენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ
მიმსგავსებულ ხართ საფლავთა განგოზილთა, რომელნი ჩანედ გარეშე შუენიერ,
ხოლო შინაგან სავსე არიედ ძუალებითა მკუდართაჲთა და ყოვლითა არაწმიდებითა. |
28 |
ასევე თქვენც გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს,
შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით. |
28 |
ეგრეცა თქუენ გარეშე სჩანთ წინაშე კაცთა მართალ, ხოლო
შინაგან სავსე ხართ ორგულებითა და უსჯულოებითა. |
29 |
ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო,
რომელნიც აგებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს; |
29 |
ვაჲ თქუენდა მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, რამეთუ
აშენებთ საფლავთა წინაწარმეტყუელთასა და შეამკობთ სამარებსა მართალთასა, |
30 |
და ამბობთ: ჩვენი მამების დროს რომ გვეცხოვრა, არ
ვიქნებოდით მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში. |
30 |
და იტყჳთ: უკუეთუმცა ვიყვენით დღეთა მათ მამათა ჩეუნთასა,
არამცა ვიყვენით მათ თანა ზიარ სისხლსა მას წინაწარმეტყუელთასა. |
31 |
ამრიგად, თქვენი თავის წინააღმდეგ თვითონვე მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა
მკვლელების ნაშიერნი ხართ.
|
31 |
ვინაჲცა ეწამებით თავთა თჳსთა, რამეთუ ნაშობნი ხართ
მკლველთა წინაწარმეტყუელთანი. |
32 |
და აღავსეთ საწყაული თქვენი მამების. |
32 |
და აწ თქუენცა აღავსეთ საწყაული მამათა თქუენთაჲ. |
33 |
გველნო, იქედნეს ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის
სასჯელს? |
33 |
გუელნო, ნაშობნო იქედნეთანო, ვითარ-მე განერნეთ სასჯელსა
მას გეჰენიისასა? |
34 |
ამიტომ, აჰა, გიგზავნით წინასწარმეტყველთ, ბრძენთა და
მწიგნობართ; და ზოგს მოჰკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს მათრახით სცემთ
სინაგოგებში და ზოგსაც ქალაქიდან ქალაქად დაუწყებთ დევნას; |
34 |
ამისთჳს აჰა ესერა მე მოვავლინნე თქუენდა
წინაწარმეტყუელნი, ბრძენნი და მწიგნობარნი, და მათგანნი მოსწყვიდნეთ, და
მათგანნი მოსწყვიდნეთ და ჯუარს-აცუნეთ, და მათგანნი სტანჯეთ შესაკრებელთა
შორის თქუენთა და სდევნიდეთ ქალაქითი ქალაქად, |
35 |
რათა მოიწიოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყოველი მართალი
სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ბარაქიას ძისა, ზაქარიასი,
რომელიც მოჰკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის. |
35 |
რაჲთა მოიწიოს თქუენ ზედა ყოველი სისხლი მართალი,
დათხეული ქუეყანასა ზედა, სისხლითგან აბელ მართლისაჲთ, ვიდრე სისხლადმდე
ზაქარიაჲსა, ძისა ბარუქისა, რომელი მოჰკალთ შორის ტაძრისა და
საკურთხეველისა. |
36 |
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოიწევა ამ
მოდგმაზე. |
36 |
ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოიწიოს ესე ყოველი ნათესავსა
ამას ზედა. |
37 |
იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და
შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო! რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი
შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე. |
37 |
იერუსალჱმ, იერუსალჱმ, რომელმან მოსწყჳდენ
წინაწარმეტყუელნი და ქვაჲ დაჰკრიბე მოვლინებულთა შენ ზედა, რაოდენ-გზის
ვინებე შეკრებაჲ შვილთა შენთაჲ, ვითარცა სახედ შეიკრიბნის მფრინველმან
მართეუნი თჳსნი ქუეშე ფრთეთა თჳსთა, და არა ინებეთ! |
38 |
და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად. |
38 |
აჰა ესერა დაეტეოს თქუენგან სახლი თქუენი ოჴრად. |
39 |
რადგანაც გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან,
სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით! |
39 |
რამეთუ გეტყჳ თქუენ: არღარა მიხილოთ მე ამიერითგან,
ვიდრემდე სთქუათ: კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა. |