1 |
გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა; მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები, რათა ტაძრის
შენობები ეჩვენებინათ მისთვის. |
1 |
და გამოვიდა იესუ ტაძრისა მისგან და წარვიდოდა. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და
უჩუენებდეს შენებულსა მას ტაძრისასა. |
2 |
ხოლო იესომ მიუგო მათ: ხომ ხედავთ ყოველივე ამას?
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი
დაინგრევა. |
2 |
ხოლო იესუ ჰრქუა მათ: არა ჰხედავთა ამას ყოველსა? ამენ
გეტყჳ თქუენ: არა დაშთეს აქა ქვაჲ ქვასა ზედა, რომელი არა დაირღუეს. |
3 |
ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით,
მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან
რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა? |
3 |
და ვითარცა დაჯდა იგი მთასა მას ზეთისხილთასა, მოუჴდეს
მას მოწაფენი თჳსაგან და ეტყოდეს: მითხარ ჩუენ, ოდეს იყოს ესე, და რაჲ არს
სასწაული იგი შენისა მის მოსლვისაჲ და აღსასრული ამის სოფლისაჲ? |
4 |
იესომ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ
გაცდუნოთ. |
4 |
მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ეკრძალენით, ნუ ვინმე გაცთუნნეს
თქუენ, |
5 |
ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე
ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ. |
5 |
რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან,
ვითარმედ: მე ვარ ქრისტე, და მრავალთა აცთუნებდენ. |
6 |
გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ
შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ
არის დასასრული. |
6 |
და გესმოდიან ბრძოლანი და ჰამბავნი ბრძოლათანი, იხილეთ და
ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე ყოველი ყოფად, არამედ არღა არს
აღსასრული. |
7 |
რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო
სამეფოს წინააღმდეგ: და იქნება შიმშილობა და ჟამიანობა და მიწისძვრანი
აქა-იქ. |
7 |
რამეთუ აღდგეს ნათესავი ნათესავსა ზედა და მეუფებაჲ
მეუფებასა ზედა, და იყვნენ სიყმილნი და სრვანი და ძრვანი ადგილად-ადგილად. |
8 |
ხოლო ყოველივე ეს სალმობათა დასაბამია. |
8 |
ხოლო ესე ყოველი დასაბამი სალმობათაჲ არს. |
9 |
მაშინ მიგცემენ სატანჯველად და მოგკლავენ თქვენ; და
მოგიძულებთ ყველა ხალხი ჩემი სახელის გამო. |
9 |
მაშინ მიგცნენ თქუენ ჭირსა და მოგწყჳდნენ თქუენ, და
იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან წარმართთა სახელისა ჩემისათჳს. |
10 |
მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს. |
10 |
და მაშინ დაჰბრკოლდებოდიან მრავალნი და ურთიერთას შინა-განსცემდენ და სძულობდენ
ურთიერთას. |
11 |
მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს. |
11 |
და მრავალნი ცრუ-წინაწარმეტყუელნი აღდგენ და აცთუნებდენ მრავალთა. |
12 |
და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება
სიყვარული. |
12 |
და განმრავლებითა უსჯულოებისაჲთა განჴმეს სიყუარული
მრავალთაჲ. |
13 |
ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება. |
13 |
ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს. |
14 |
და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე,
ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული. |
14 |
და იქადაგოს სახარებაჲ ესე სასუფეველისაჲ ყოველსა სოფელსა
საწამებელად ყოველთა წარმართთა, და მაშინ მოიწიოს აღსასრული. |
15 |
ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ
წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა
გაიგოს), |
15 |
რაჟამს იხილოთ საძაგელი იგი მოოჴრებისაჲ, თქუმული დანიელ
წინაწარმეტყუელისა მიერ, მდგომარე ადგილსა წმიდასა, რომელი აღმოიკითხვიდეს,
გულისჴმა-ყავნ. |
16 |
მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ. |
16 |
მაშინ რომელნი ჰურიასტანს იყვნენ, ივლტოდედ მთად. |
17 |
და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს, თავისი სახლიდან რაიმეს
გამოსატანად. |
17 |
და რომელი ერდოსა ზედა იყოს, ნუ გარდამოვალნ აღებად რასმე
სახლისაგან თჳსისა. |
18 |
ხოლო მინდვრად მყოფი ნუ მიბრუნდება შინ, თავისი სამოსის
წამოსაღებად. |
18 |
და რომელი ველსა გარე იყოს, ნუ უკუნიქცევინ აღებად
სამოსლისა თჳსისა. |
19 |
ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად. |
19 |
ხოლო ვაჲ მიდგომილთა და რომელნი აწოებენ მათ დღეთა შინა! |
20 |
ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში, ანდა
შაბათს. |
20 |
არამედ ილოცევდით, რაჲთა არა იყოს სივლტოლაჲ თქუენი
ზამთარსა შინა გინა შაბათსა. |
21 |
რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან
დღემდე, და არც იქნება.
|
21 |
რამეთუ იყოს მაშინ ჭირი დიდი, რომელი არა იყო
დასაბამითგან სოფლისაჲთ, ვიდრე აქამდე, არცაღა ყოფად არს. |
22 |
და რომ არ მემოკლებულიყვნენ ის დღენი, ვერ გადარჩებოდა
ვერცერთი ძე ხორციელი, მაგრამ რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი. |
22 |
და უკუეთუმცა არა შემოკლდეს დღენი იგი, არამცა განერა
ყოველი ჴორციელი, ხოლო რჩეულთა მათთჳს შემოკლდენ დღენი იგი. |
23 |
მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ
- იქო, ნუ ერწმუნებით. |
23 |
მაშინ უკუეთუ ვინმე გრქუას თქუენ: აჰა აქა არს ქრისტე
გინა იქი, ნუ გრწამნ. |
24 |
რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი,
და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს,
თვითონ რჩეულნიც. |
24 |
რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუვარნი და ცრუ-წინაწარმეტყუელნი
და ჰყოფდენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცთუნებადმდე,
უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა. |
25 |
აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ. |
25 |
აჰა ესერა წინაჲწარ გარქუ თქუენ. |
26 |
ასე რომ, თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გახვალთ; და,
აჰა, თავის სენაკშიაო, ნუ ერწმუნებით. |
26 |
უკუეთუ გრქუან თქუენ: აჰა უდაბნოსა არს, ნუ განხუალთ; აჰა
ესერა საუნჯეთა შინა არს, ნუ გრწამნ. |
27 |
ვინაიდან როგორც ელვა იელვებს აღმოსავლეთიდან
დასავლეთამდე, ისე იქნება კაცის ძის მოსვლაც. |
27 |
რამეთუ, ვითარცა ელვაჲ რაჲ გამობრწყინდის
მზისა-აღმოსავალით და ჩანნ ვიდრე დასავალადმდე, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა
კაცისაჲ. |
28 |
რადგან სადაც ეგდება მძორი, იქვე შეიყრებიან სვავებიც. |
28 |
რამეთუ სადაცა იყოს მძორი, მუნცა შეკრბეს ორბები. |
29 |
და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე,
მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და
შეიძვრიან ციურნი ძალნი. |
29 |
ხოლო მეყსეულად შემდგომად ჭირისა მის მათ დღეთაჲსა მზე
დაბნელდეს, და მთოვარემან არა გამოსცეს ნათელი თჳსი, და ვარსკულავნი
დამოცჳვენ ზეცით, და ძალნი ცათანი შეიძრნენ. |
30 |
და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ
მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას,
მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით. |
30 |
და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა, და
მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი
ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა. |
31 |
მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ
ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე.
|
31 |
და წარავლინნეს ანგელოზნი თჳსნი საყჳრითა ჴმისა დიდისაჲთა
და შეკრიბნეს რჩეულნი მისნი ოთხთაგან ქართა კიდითგან ცისაჲთ, ვიდრე
კიდედმდე მათა. |
32 |
ლეღვის ხისაგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი ტოტები
რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. |
32 |
ხოლო ლეღჳსაგან ისწავეთ იგავი: ვითარცა-იგი რაჟამს ტრონი
მისნი დაჩჩჳან, და ფურცელი გამოვალნ, უწყოდეთ, რამეთუ ახლოს არს ზაფხული. |
33 |
ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ
უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი. |
33 |
ეგრეცა თქუენ, ოდეს იხილოთ ესე ყოველი, უწყოდეთ, რამეთუ
ახლოს არს, კართა ზედა. |
34 |
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვეს: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე
ყოველივე ეს არ აღსრულდება. |
34 |
ამენ გეტყჳ თქუენ: არა წარჴდეს ნათესავი ესე, ვიდრემდე
ესე ყოველი იქმნეს. |
35 |
ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ. |
35 |
ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა
წარჴდენ. |
36 |
მაგრამ ის დღე და ის საათი არავინ იცის: არც ციურმა
ანგელოზებმა, არამედ მხოლოდ მამამ. |
36 |
ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა
ცისათა, გარნა მამამან მხოლომან. |
37 |
და როგორც იყო ნოეს დღეებში, ისე იქნება კაცის ძის
მოსვლაც. |
37 |
ვითარცა-იგი დღეთა მათ ნოვესთა, ეგრეთ იყოს მოსლვაჲ ძისა
კაცისაჲ. |
38 |
ვინაიდან როგორც წარღვნის წინა დღეებში ჭამდნენ და
სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ, იმ დღემდე, როცა ნოე შევიდა
კიდობანში, |
38 |
რამეთუ ვითარცა-იგი იყვნეს დღეთა მათ შინა პირველ
წყლით-რღუნისათა: ჭამდეს და სუმიდეს, იქორწინებდეს და განჰქორწინებდეს მუნ
დღედმდე, ვიდრემდე მოიწია წყლით-რღუნაჲ იგი და წარიღო ყოველი. ესრეთ იყოს
მოსლვაჲცა ძისა კაცისაჲ. |
39 |
და არას დაგიდევდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და წალეკა
ყველანი; ასე იქნება კაცის ძის მოსვლაც. |
39 |
|
40 |
მაშინ ორნი იქნებიან ველად: ერთი წარიტაცება, მეორე კი
დარჩება. |
40 |
მაშინ ორნი იყვნენ ველსა გარე: ერთი წარიყვანოს, და ერთი
დაეტეოს. |
41 |
ორი ქალი იქნება წისქვილში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება.
|
41 |
ორნი ფქვიდენ ფქვილსა: ერთი წარიტაცოს, და ერთი დაეტეოს. |
42 |
მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი
უფალი. |
42 |
იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი
თქუენი მოვიდეს. |
43 |
ესეც გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, რომელ
საათზე მოვა ქურდი, ფხიზლად იქნებოდა და ძირს არ გამოათხრევინებდა თავისი
სახლისათვის. |
43 |
ხოლო ესემცა იცით: უკუეთუმცა უწყოდა სახლისა უფალმან,
რომელსა საჴუმილავსა მპარავი მოსლვად არს, იღჳძებდამცა და არა უტევა
დათხრად სახლისა თჳსისა. |
44 |
ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, როცა არ ელით,
სწორედ იმ საათს მოვა ძე კაცისა. |
44 |
ამისთჳს თქუენცა იყვენით განმზადებულ, რამეთუ რომელსა
ჟამსა არა ჰგონებდეთ, ძე კაცისაჲ მოვიდეს. |
45 |
ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც მისმა
პატრონმა მიუჩინა თავის მსახურთ, რათა დროულად მისცეს საჭმელი მათ? |
45 |
ვინ-მე არს სარწმუნოჲ იგი მონაჲ და ბრძენი, რომელი
დაადგინოს უფალმან თჳსმან მონათა თჳსთა ზედა მიცემად საზრდელი მათი ჟამსა
თჳსსა. |
46 |
ნეტა იმ მონას, რომელსაც ამნაირად მოქმედს ჰპოვებს მისი
პატრონი, როდესაც მოვა. |
46 |
ნეტარ არს მონისა მის, რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და
პოოს იგი ესრეთ მოქმედი. |
47 |
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მთელს თავის საბადებელს
მეთვალყურედ მიუჩენს მას. |
47 |
ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა
დაადგინოს იგი. |
48 |
მაგრამ თუ ის მონა ბოროტია და გულში იტყვის: აგვიანებს
ჩემი პატრონი მოსვლას, |
48 |
ხოლო უკუეთუ თქუას ბოროტმან მან მონამან გულსა თჳსსა:
ჰყოვნის უფალი ჩემი მოსლვად, |
49 |
და დაიწყებს თავისივე მსგავსი მონების ცემას და
მემთვრალეებთან ჭამას და სმას, |
49 |
და იწყოს გუემად მისთანათა მათ მონათა და ჭამდეს და
სუმიდეს მომთრვალეთა თანა, |
50 |
მაშინ მოვა მონის პატრონი იმ დღეს, როდესაც არ ელის, და
იმ საათს, რომელიც არ იცის, |
50 |
მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა
მოელოდის, და ჟამსა, რომელი არა უწყოდის, |
51 |
შუა გაკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს, და
იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. |
51 |
და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ორგულთა
თანა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. |