1 |
მაშინ მიემსგავსება ცათა სასუფეველი ათ ქალწულს, რომლებმაც აიღეს თავიანთი
ლამპრები და გადავიდნენ სიძის შესაგებებლად.
|
1 |
მაშინ ემსგავსოს სასუფეველი ცათაჲ ათთა ქალწულთა, რომელთა აღიხუნეს ლამპარნი თჳსნი
და განვიდეს მიგებებად სიძისა. |
2 |
ხოლო ხუთი მათგანი გონიერი იყო, ხუთი კი - უგუნური. |
2 |
ხოლო ხუთნი მათგანნი იყვნეს ბრძენნი და ხუთნი – სულელნი. |
3 |
უგუნურებმა აიღეს თავიანთი ლამპრები, მაგრამ თან არ
წაიღეს ზეთი. |
3 |
მიიხუნეს სულელთა მათ ლამპარნი მათნი და არა მიიღეს მათ
თანა ზეთი. |
4 |
გონიერებმა კი თავიანთ ლამპრებთან ერთად თან წაიღეს ზეთიც
თავიანთი ჭურჭლებით. |
4 |
ხოლო ბრძენთა მათ მიიღეს მათ თანა ზეთი ჭურჭელთა მათთა
ლამპართა მათთა თანა. |
5 |
და რაკი სიძემ დაიგვიანა, ყველას რული მოერია და ჩაეძინა. |
5 |
და დაყოვნებასა მას სიძისასა მიერულა ყოველთა და
დაიძინეს. |
6 |
მაგრამ შუაღამისას გაისმა ძახილი: აჰა, მოდის სიძე,
გამოდით, გამოეგებეთო. |
6 |
ხოლო შუვა-ღამეს ოდენ ღაღადებაჲ იყო, ვითარმედ: აჰა ესერა
სიძე მოვალს, გამოვედით მიგებებად მისა. |
7 |
მაშინ ადგა ყველა ქალწული და გამართეს თავიანთი ლამპრები. |
7 |
მაშინ აღდგეს ყოველნი იგი ქალწულნი და აღიგნეს ლამპარნი
მათნი. |
8 |
და უგუნურებმა უთხრეს გონიერთ: გვიწილადეთ თქვენი ზეთი,
ვინაიდან ჩვენი ლამპრები ქრება. |
8 |
ხოლო სულელნი იგი ეტყოდეს ბრძენთა მათ: მეცით ჩუენ
ზეთისაგან თქუენისა, რამეთუ ლამპარნი ჩუენნი დაშრტებიან. |
9 |
გონიერებმა კი მიუგეს: რომ არ შემოგვაკლდეს ჩვენცა და
თქვენც, გიჯობთ წახვიდეთ ვაჭრებთან და იყიდოთ თქვენთვის. |
9 |
მიუგეს ბრძენთა მათ და ჰრქუეს: ნუუკუე ვერ კმა-გუეყოს
ჩუენ და თქუენ, არამედ უფროჲსღა წარვედით სავაჭროდ და იყიდეთ თავისა
თქუენისა. |
10 |
როცა საყიდლად წავიდნენ, მოვიდა სიძე; მზადმყოფნი მასთან ერთად შევიდნენ ქორწილში
და დაიხშო კარი. |
10 |
და ვითარცა წარვიდეს იგინი სყიდად, მოვიდა სიძე იგი, და განმზადებულნი იგი შევიდეს
სიძისა თანა ქორწილსა მას, და დაეჴშა კარი. |
11 |
შემდეგ მოვიდნენ დანარჩენი ქალწულნიც და სთხოვეს: უფალო, უფალო, გაგვიღე ჩვენ. |
11 |
შემდგომად მათსა მოვიდეს სხუანიცა იგი ქალწულნი და იტყოდეს: უფალო, უფალო, განგჳღე
ჩუენ! |
12 |
ხოლო მან პასუხად მიუგო: ჭეშმარიტად გეუბნებით: არ გიცნობთ თქვენ.
|
12 |
ხოლო მან მიუგო და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ: არა
გიცნი თქუენ. |
13 |
მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არც დღე იცით და არც საათი, როდის მოვა ძე კაცისა. |
13 |
იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით დღე იგი, არცა ჟამი,
რომელსა შინა ძე კაცისაჲ მოვიდეს. |
14 |
რადგანაც იმ კაცივით მოიქცევა, რომელმაც გამგზავრებისას
უხმო თავის მონებს და მთელი თავისი ავლადიდება ჩააბარა. |
14 |
ვითარცა-იგი რაჟამს წარვალნ კაცი და მოუწესის მონათა
თჳსთა და მისცის მათ მონაგები თჳსი; |
15 |
ერთს ხუთი ტალანტი მისცა, მეორეს - ორი, მესამეს - ერთი,
თვითეულს - მისი უნარის მიხედვით, და გაემგზავრა. |
15 |
და რომელსამე მისცა ხუთი ქანქარი და რომელსამე ორი
ქანქარი და რომელსამე ერთი, კაცად-კაცადსა მსგავსად ძალისა თჳსისა, და
მეყსეულად წარვიდა. |
16 |
ხუთი ტალანტის მიმღები წავიდა, ივაჭრა და ხუთი სხვა ტალანტიც მოიგო. |
16 |
ხოლო წარვიდა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, აქმნია მას ზედა და შესძინა
სხუაჲღა ხუთი ტალანტი. |
17 |
ასევე ორი ტალანტის მიმღებმა მოიგო ორი სხვაც. |
17 |
ეგრეთვე, რომელმან-იგი ორი მიიღო, შესძინა სხუაჲ ორი. |
18 |
ხოლო ერთი ტალანტის მიმღები წავიდა, მიწაში დაფლა და
დამალა თავისი პატრონის ვერცხლი. |
18 |
ხოლო რომელმან-იგი ერთი მიიღო, წარვიდა და მოთხარა და
დაჰფლა ქუეყანასა ვეცხლი იგი უფლისა თჳსისაჲ. |
19 |
დიდი ხნის შემდეგ დაბრუნდა იმ მონების პატრონი და
ანგარიში მოსთხოვა მათ. |
19 |
შემდგომად მრავლისა ჟამისა მოვიდა უფალი იგი მათ მონათაჲ
და სიტყუაჲ ყო მონათა მათ თანა. |
20 |
ეახლა ხუთი ტალანტის მიმღები, ხუთი სხვა ტალანტიც მიართვა
და უთხრა: ბატონო, შენ მომეცი ხუთი ტალანტი და, აჰა, მათი წყალობით, ხუთი
სხვა ტალანტიც მოვიგე. |
20 |
და წამოდგა, რომელმან-იგი ხუთი ქანქარი მიიღო, და მოართუა
მას სხუაჲღა ხუთი ქანქარი და ჰრქუა: უფალო, ხუთი ქანქარი მომეც მე, აჰა
ესერა სხუაჲღა ხუთი ქანქარი შევსძინე. |
21 |
ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ!
რაკიღა მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის
სიხარულში. |
21 |
ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და
სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ;
შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. |
22 |
ეახლა ორი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, შენ
მომეცი ორი ტალანტი და აჰა, მათი წყალობით, ორი სხვა ტალანტიც მოვიგე. |
22 |
მოვიდა იგიცა, რომელსა ორი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა:
უფალო, ორი ქანქარი მომეც მე, აჰა სხუაჲ ორი ტალანტი შევსძინე. |
23 |
ხოლო პატრონმა მიუგო მას: კეთილი, სანდო და კეთილო მონავ! რაკი მცირედში სანდო
იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში. |
23 |
ჰრქუა მას უფალმან მისმან: კეთილ, მონაო სახიერო და
სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ;
შევედ სიხარულსა უფლისა შენისასა. |
24 |
ეახლა ერთი ტალანტის მიმღებიც და უთხრა: ბატონო, ვიცოდი,
რომ სასტიკი კაცი ხარ; მოიმკი, სადაც არ დაგითესავს, და კრებ, სადაც არ
დაგიბნევია. |
24 |
მოვიდა იგიცა, რომელსა ერთი ქანქარი მიეღო, და ჰრქუა:
უფალო, უწყოდე, რამეთუ ფიცხელი კაცი ხარ შენ: მოიმკი, სადა არა დასთესი, და
შეიკრიბი, სადა არა განგიბნევიედ. |
25 |
ჰოდა, შემეშინდა, წავედი და მიწაში დავფალი შენი ტალანტი; აჰა, შენი შენავე
გქონდეს. |
25 |
და შემეშინა, წარვედ და დავმალე ქანქარი იგი შენი
ქუეყანასა. აჰა ესერა შენი შენ თანა არს. |
26 |
ხოლო პატრონმა მიუგო და უთხრა მას: უკეთურო და მცონარა
მონავ! იცოდი, რომ მოვიმკი, სადაც არ დამითესავს, და ვკრებ, სადაც არ
დამიბნევია. |
26 |
მიუგო უფალმან მისმან და ჰრქუა მას: ბოროტო მონაო და
მედგარო! უწყოდე, რამეთუ მოვიმკი, სადა არა დავსთესი, და შევიკრიბი, სადა
არა განმიბნევიედ. |
27 |
ამიტომაც გმართებდა ვაჭრებისათვის მიგეცა ჩემი ვერცხლი,
რათა დაბრუნებულს მიმეღო ჩემი სესხი მონაგებითურთ. |
27 |
ჯერ-იყო შენდა დადებად ვეცხლი ჩემი სავაჭროსა, და
მომცა-ვედ და მოვიღე ჩემი იგი აღნადგინებითურთ. |
28 |
მაშ, წაართვით მაგას ტალანტი, და მიეცით ათი ტალანტის
მქონეს. |
28 |
მოუღეთ მაგას ქანქარი ეგე და მიეცით მას, რომელსა აქუს
ათი ქანქარი. |
29 |
რადგან ყველა მქონეს მიეცემა და მიემატება, ხოლო არმქონეს
წაერთმევა ისიც, რაცა აქვს. |
29 |
რამეთუ ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს; და
რომელსა არა აქუნდეს და რომელღა-იგი აქუნდეს, მო-ვე-ეღოს მისგან. და ამას
რაჲ იტყოდა, ჴმა-ყო: რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ! |
30 |
ხოლო ეგ ურგები მონა გააგდეთ გარესკნელის ბნელში. და
იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი. |
30 |
და უჴმარი ეგე მონაჲ განჴადეთ ბნელსა მას გარესკნელსა.
მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ. |
31 |
და როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა წმიდა
ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე. |
31 |
ხოლო რაჟამს მოვიდეს ძე კაცისაჲ დიდებითა თჳსითა, და
ყოველნი ანგელოზნი მისნი მის თანა, მაშინ დაჯდეს საყდართა დიდებისა
თჳსისათა; |
32 |
შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ
ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან. |
32 |
და შეკრბენ წინაშე მისა ყოველნი ნათესავნი, და განარჩინეს
იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაჲ განარჩინის ცხოვარნი
თიკანთაგან, |
33 |
და დააყენებს ცხვრებს თავის მარჯვნივ, ხოლო თხებს -
მარცხნივ. |
33 |
და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა და თიკანნი –
მარცხენით. |
34 |
მაშინ ეტყვის მეუფე მის მარჯვნივ მდგომთ: მოდით,
კურთხეულნო მამაჩემის მიერ, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი, თქვენთვის
გამზადებული ქვეყნის დასაბამიდან. |
34 |
მაშინ ჰრქუას მეუფემან მარჯუენითთა მათ მისთა: მოვედით,
კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს
სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ. |
35 |
რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და
შემიწყნარეთ;
|
35 |
რამეთუ მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ
მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; |
36 |
შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ;
საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ. |
36 |
შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ
მე; საპყრობილესა ვიყავ, და მოხუედით ჩემდა. |
37 |
მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის
გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ? ანდა მწყურვალი და გასვით შენ? |
37 |
მაშინ მიუგონ მას მართალთა მათ და ჰრქუან: უფალო, ოდეს
გიხილეთ შენ მშიერი და გამოგზარდეთ? ანუ წყურიელი და გასუთ შენ? |
38 |
როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანდა შიშველი და
შეგმოსეთ შენ? |
38 |
ოდეს გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ? ანუ შიშუელი და
შეგმოსეთ შენ? |
39 |
როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში, და
გინახულეთ? |
39 |
ოდეს გიხილეთ შენ უძლური ანუ საპყრობილესა და მოვედით
შენდა? |
40 |
მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით
თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ. |
40 |
და მიუგოს მეუფემან მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ:
რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ. |
41 |
მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო,
საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული. |
41 |
მაშინ ჰრქუას მარცხენითთა მათცა: წარვედით ჩემგან,
წყეულნო, ცეცხლსა მას საუკუნესა, რომელი განმზადებულ არს ეშმაკისათჳს და
ანგელოზთა მისთათჳს, |
42 |
რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი; მწყუროდა და არ
მასვით; |
42 |
რამეთუ მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და არა
მასუთ მე; |
43 |
უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და არ
შემმოსეთ; სნეული ვიყავი და საპყრობილეში, და არ მინახულეთ. |
43 |
უცხო ვიყავ, და არა შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და არა
შემმოსეთ მე; უძლურ ვიყავ და საპყრობილესა, და არა მოხუედით ჩემდა. |
44 |
მაშინ ისინიც პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ
შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხოდ მყოფი, ან შიშველი, ან სნეული, ან
საპყრობილეში და არ გემსახურეთ? |
44 |
მაშინ მიუგონ მათცა და ჰრქუან: უფალო, ოდეს გიხილეთ შენ
მშიერი ანუ წყურიელი, ანუ უცხოებასა, ანუ შიშულოებასა, ანუ უძლურებასა, ანუ
საპყრობილესა და არა გმსახურეთ შენ? |
45 |
მაშინ მიუგებს და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით
თქვენ: რითაც არ შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით არც მე
შემეწიეთ. |
45 |
მაშინ მიუგოს მან და ჰრქუას მათ: ამენ გეტყჳ თქუენ:
რაოდენი არა უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე არა მიყავთ. |
46 |
და წავლენ ესენი საუკუნო სატანჯველში, ხოლო მართალნი -
საუკუნო სიცოცხლეში. |
46 |
და წარვიდენ ესენი სატანჯველსა საუკუნესა, ხოლო მართალნი
– ცხორებასა საუკუნესა. |