1 |
როცა ინათა, მღვდელმთავრებმა და ხალხის უხუცესებმა ბჭობა გამართეს იესოს
წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი.
|
1 |
და ვითარცა განთენა, ზრახვა-ყვეს ყოველთა მღდელთ-მოძღუართა და მოხუცებულთა
ერისათა იესუჲსთჳს, რაჲთა მოკლან იგი. |
2 |
შეკრეს იგი, წაიყვანეს, და მისცეს პონტიუს პილატეს,
მთავარს. |
2 |
და შეკრეს იგი და მიიყვანეს და მისცეს იგი პონტიელსა
პილატეს მთავარსა. |
3 |
მაშინ, რა იხილა იუდამ, მისმა გამცემმა, რომ მსჯავრი
დასდეს, შეინანა და დაუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებსა და უხუცესთ, |
3 |
მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამეთუ
დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოც და ათი იგი ვეცხლი მღდელთ-მოძღუართა მათ
მიმართ და მოხუცებულთა |
4 |
და თქვა: შევცოდე, რომ მოგეცით მართალი სისხლი. ხოლო მათ
უთხრეს: ჩვენ რა? შენ იკითხე. |
4 |
და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ
ჰრქუეს მას: ჩუენდა რაჲ? შენ იხილე! |
5 |
დაყარა ვერცხლი ტაძარში და იქაურობას გაეცალა: წავიდა და
თავი ჩამოიხრჩო. |
5 |
და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და
წარვიდა და შიშთვილ-იბა. |
6 |
ხოლო მღვდელმთავრებმა აკრიფეს ვერცხლი და თქვეს: არ ეგება
ტაძრის საგანძურში ამის დადება, ვინაიდან სისხლის საფასურია. |
6 |
ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ მოიღეს ვეცხლი იგი და თქუეს:
არა ჯერ-არს ესე დადებად სიწმიდესა, რამეთუ სასყიდელი სისხლისაჲ არს. |
7 |
ბჭობა გამართეს და, უცხოთა სასაფლაოდ, იყიდეს იმით
მეთუნის მიწა. |
7 |
და ზრახვა-ყვეს და მოიყიდეს მითა აგარაკი იგი მეკეცისაჲ
საფლავად უცხოთა. |
8 |
ამიტომაც ეწოდება ამ მიწას სისხლის მიწა დღევანდელ
დღემდე. |
8 |
ამისთჳს ეწოდა აგარაკსა მას აგარაკი სისხლისაჲ ვიდრე აქა
დღედმდე. |
9 |
მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ,
რომელიც ამბობს: და აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასური შეფასებულისა, რომელიც
შეფასდა ისრაელის ძეთა მიერ; |
9 |
მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაწარმეტყუელისაჲ,
რომელსა იტყჳს: და მოვიღე ოც და ათი იგი ვეცხლი, სასყიდელი განსყიდულისაჲ
მის, რომელი მოიყიდეს ძეთაგან ისრაჱლისათა, |
10 |
და მისცეს ის მეთუნის მიწაში, როგორც მიბრძანა მე უფალმა. |
10 |
და მისცეს იგი აგარაკისათჳს მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან. |
11 |
ხოლო იესო წარდგა მთავრის წინაშე, და ჰკითხა მამთავარმა: შენა ხარ იუდეველთა მეფე?
ხოლო იესომ მიუგო: შენ ამბობ. |
11 |
ხოლო იესუ დადგა წინაშე მთავრისა მის. და ჰკითხა მას მთავარმან მან და ჰრქუა: შენ
ხარა მეუფჱ ჰურიათაჲ? ხოლო იესუ ჰრქუა მას: შენ იტყჳ. |
12 |
და როდესაც მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა ბრალი დასდეს, არაფერი მიუგო მათ.
|
12 |
და შესმენასა მას მღდელთ-მოძღუართასა და მოხუცებულთასა
არარაჲ მიუგო. |
13 |
მაშინ უთხრა მას პილატემ: არ გესმის, რამდენ რასმე გწამებენ? |
13 |
მაშინ ჰრქუა მას პილატე: არა გესმისა, რაოდენსა-ესე
შეგწამებენ შენ? |
14 |
მაგრამ არცერთ სიტყვაზე არაფერი მიუგო მას; ასე რომ,
დიდად უკვირდა მთავარს. |
14 |
და არარაჲ მიუგო მას არცა ერთისა სიტყჳსათჳს, ვიდრემდე
უკჳრდაცა მთავარსა მას ფრიად. |
15 |
ხოლო დღესასწაულზე ჩვევად ჰქონდა მთავარს,
გაეთავისუფლებინა ხალხისთვის ერთი პატიმარი, რომელსაც მოისურვებდნენ. |
15 |
ხოლო დღესასწაულთა ჩუეულ იყო მთავარი იგი, და მიუტევეს
ერსა მას ერთი პყრობილი შესწავებული, რომელსა ერქუა ბარაბა. |
16 |
იმხანად ჰყავდათ ერთი ცნობილი პატიმარი, რომელსაც ერქვა ბარაბა. |
16 |
|
17 |
ამრიგად, როცა შეიკრიბნენ ისინი, უთხრა მათ პილატემ: ვინ
გინდათ გაგითავისუფლოთ: ბარაბა თუ იესო, რომელსაც ჰქვია ქრისტე? |
17 |
და ვითარ შეკრებულ იყვნეს იგინი, ჰრქუა მათ პილატე: ვინ
გნებავს ორთა ამათგანი, და მიგიტეო თქუენ: ბარაბა ანუ იესუ, რომელსა ჰრქჳან
ქრისტე? |
18 |
რადგანაც იცოდა, რომ შურით გასცეს იგი. |
18 |
რამეთუ უწყოდა, ვითარმედ შურითა მისცეს იგი. |
19 |
და როცა სამსჯავრო სავარძელზე იჯდა, ცოლმა კაცის პირით
შემოუთვალა: ნურაფერს დაუშავებ მაგ მართალს, ვინაიდან წუხელ სიზმარში ბევრი
ვიტანჯე მის გამო. |
19 |
და ვითარცა დაჯდა პილატე საყდართა ზედა, მიუვლინა მას
ცოლმან მისმან და ჰრქუა მას: არარაჲ ძეს შენი და მართლისა მაგის კაცისაჲ,
რამეთუ მრავალი მევნო მე დღეს ჩუენებით მაგისთჳს. |
20 |
მაგრამ მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა წააქეზეს ხალხი,
გამოეთხოვათ ბარაბა, ხოლო იესო გაეწირათ. |
20 |
ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ და მოხუცებულთა არწმუნეს ერსა
მას, რაჲთა გამოითხოონ ბარაბა, ხოლო იესუ წარწყმიდონ. |
21 |
და როცა მთავარმა ჰკითხა მათ: ვინ გინდათ გაგითავისუფლოთ
ამ ორთაგანო, ხალხმა მიუგო: ბარაბა. |
21 |
მიუგო მთავარმან მან და ჰრქუა მათ: ვინ გნებავს ორთა
ამათგანი, და მიგიტეო თქუენ? ხოლო მათ ჰრქუეს: ბარაბა. |
22 |
ჰკითხა მათ პილატემ: კი მაგრამ, რა ვუყო იესოს, რომელსაც
ჰქვია ქრისტე? ყველამ მიუგო: ჯვარს ეცვას! |
22 |
ჰრქუა მათ პილატე: რაჲ უკუე იყო იესუს, რომელსა ჰრქჳან
ქრისტე? ჰრქუეს მას ყოველთა: ჯუარს-ეცჳნ. |
23 |
ხოლო მთავარმა იკითხა: რა დააშავა? მაგრამ ისინი უფრო ხმამაღლა აყვირდნენ: ჯვარს
ეცვას! |
23 |
ხოლო მთავარმან ჰრქუა მათ: და რაჲ ბოროტი უქმნიეს? ხოლო
იგინი უმეტეს ღაღადებდეს და იტყოდეს: ჯუარს-ეცჳნ. |
24 |
და რაკი იხილა პილატემ, რომ ვერაფერს შველის, არამედ უფრო
იზრდება შფოთი, მოითხოვა წყალი, ხალხის წინაშე დაიბანა ხელები და თქვა: მე
უბრალო ვარ ამ მართლის სისხლში. თქვენ იკითხეთ. |
24 |
ვითარცა იხილა პილატე, რამეთუ არარას არგებს, არამედ
უფროჲსღა შფოთი იქმნების, მოითხოვა წყალი და დაიბანა ჴელნი წინაშე ერისა
მის და თქუა: უბრალო ვარ მე სისხლისაგან მაგისასა, თქუენ იხილეთ. |
25 |
მიუგო მთელმა ხალხმა და უთხრა: ჩვენზე იყოს და ჩვენს შვილებზე მაგისი სისხლი. |
25 |
და მიუგო ყოველმან ერმან და ჰრქუეს: სისხლი მაგისი ჩუენ
ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა. |
26 |
მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა
და ჯვარზე საცმელად მისცა მათ. |
26 |
მაშინ მიუტევა მათ ბარაბა, ხოლო იესუს შოლტითა სცა და
მისცა მათ, რაჲთა ჯუარს-ეცუას. |
27 |
მაშინ მთავრის ჯარისკაცებმა პრეტორიუმში წაიყვანეს იესო,
და გარს შემოერტყა მთელი რაზმი. |
27 |
მაშინ ერისაგანთა მათ მთავრისათა წარიყვანეს იესუ ტაძრად
და შეკრიბეს მის ზედა ნათესავები იგი ყოველი. |
28 |
ტანთ გახადეს და შემოსეს მეწამული ქლამიდით. |
28 |
და განძარცუეს იგი და ქლამინდი მეწამული შეჰმოსეს მას. |
29 |
დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავზე დაადგეს, მარჯვენა ხელში
კი ლერწამი მისცეს; მუხლს იყრიდნენ მის წინაშე, დასცინოდნენ და
ეუბნებოდნენ: გიხაროდეს, მეუფეო იუდეველთა! |
29 |
და შეთხზეს გჳრგჳნი ეკალთაგან და დაადგეს თავსა მისსა და
ლერწამი მისცეს მარჯუენესა ჴელსა მისსა და მუჴლნი დაიდგინეს მის წინაშე,
ემღერდეს მას და ეტყოდეს: გიხაროდენ, მეუფეო ჰურიათაო! |
30 |
და აფურთხებდნენ, აიღეს ლერწამი და თავზე ამტვრევდნენ
მას. |
30 |
და ჰნერწყუვიდეს მას და მოიღეს ლერწამი და სცემდეს თავსა
მისსა. |
31 |
ხოლო როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ქლამიდი,
კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და წაიყვანეს, რათა ჯვარს ეცვათ. |
31 |
და ოდეს განკიცხეს იგი, განსძარცუეს მას ქალმინდი იგი და
შეჰმოსეს მას თჳსივე სამოსელი და წარიყვანეს იგი, რაჲთა ჯუარს-აცუან. |
32 |
გზაში შემოხვდათ ერთი კირენელი კაცი, სახელად სიმონი; და
აიძულეს წამოეღო იესოს ჯვარი. |
32 |
და ვითარცა გამოვიდეს იგინი მიერ, პოვეს კაცი კჳრინელი,
სახელით სიმონ. ესე წარიქციეს პაჰრაკად, რაჲთა აღიღოს ჯუარი მისი. |
33 |
და როცა მიაღწიეს იმ ადგილს, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც
ნიშნავს თხემის ადგილს, |
33 |
და მოვიდეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქჳან გოლგოთა, რომელ
არს თხემისა ადგილი. |
34 |
მისცეს მას სასმელად ნაღველნარევი ძმარი, და როცა გემო გაუსინჯა, აღარ მოუნდა
დალევა.
|
34 |
და მისცეს მას ძმარი ნავღლითა აღზავებული. და გემოჲ რაჲ
იხილა, არა უნდა სუმის. |
35 |
და როცა ჯვარს აცვეს, წილი ყარეს და გაიყვეს მისი სამოსი,
რათა აღსრულდეს თქმული წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: ერთმანეთში
გაიყვეს ჩემი სამოსი და ჩემს კვართზე იყარეს წილი. |
35 |
და ვითარცა ჯუარს-აცუეს იგი, განიყვეს სამოსელი მისი და
განიგდეს წილი, რაჲთა აღესრულოს თქუმული იგი წინაჲწარმეტყუელისა მიერ,
რომელსა იტყჳს: განიყვეს სამოსელი ჩემი მათ შორის და კუართსა ჩემსა ზედა
განიგდეს წილი. |
36 |
ისხნდნენ და იქ დარაჯობდნენ მას. |
36 |
და სხდეს მუნ და სცვიდეს მას. |
37 |
და დაუდგეს თავთით დაწერილი ბრალდება: ეს არის იესო,
იუდეველთა მეფე! |
37 |
და დასდვეს თავსა მისსა ზედა ბრალი მისი დაწერილი: ესე
არს იესუ, მეუფე ჰურიათაჲ. |
38 |
მაშინ ჯვარს აცვეს მასთან ერთად ორი ავაზაკი, ერთი
მარჯვნივ და მეორე მარცხნივ. |
38 |
მაშინ ჯუარს-აცუნეს მის თანა ორნი ავაზაკნი: ერთი
მარჯუენით მისა და ერთი მარცხენით. |
39 |
ხოლო გამვლელნი აგინებღნენ, თავებს აქნევდნენ |
39 |
ხოლო თანა-წარმავალნი იგი ჰგმობდეს მას, ყრიდეს თავთა
მათთა |
40 |
და ამბობდნენ: ტაძრის დამრღვევო და სამ დღეში
აღმშენებელო, იხსენი შენი თავი; თუ ღმერთის ძე ხარ, ჩამოდი ჯვრიდან. |
40 |
და იტყოდეს: რომელი დაჰჴსნიდ ტაძარსა ამას და მესამესა
დღესა აღაშენებდ, იჴსენ თავი თჳსი; უკუეთუ ძე ხარ ღმრთისაჲ, გარდამოჴედ
მაგიერ ჯუარით! |
41 |
ასევე მღვდელმთავრები მწიგნობრებთან, უხუცესებსა და
ფარისევლებთან ერთად დასცინოდნენ და ამბობდნენ: |
41 |
ეგრეთვე მღდელთ-მოძღუარნი იგი ემღერდეს მწიგნობართა თანა
და მოხუცებულთა და ფარისეველთა და იტყოდეს: |
42 |
სხვები იხსნა და თავის ხსნა კი არ შეუძლია; თუ ისრაელის
მეუფეა, დე, ჩამოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას. |
42 |
სხუანი აცხოვნა, თავი თჳსი ვერ ძალ-უც ცხოვნებად. უკუეთუ
მეუფჱ ისრაჱლისაჲ არს, გარდამოჴედინ აწ მაგიერ ჯუარით, და გურწმენეს იგი. |
43 |
ღმერთს იყო მინდობილი, და, თუ ნებავს, დე, იხსნას ახლა
ღმერთმა, ვინაიდან თქვა: ძე ვარო ღმრთისა. |
43 |
უკუეთუ ესვიდა ღმერთსა, იჴსენინ იგი, უკუეთუ ჰნებავს იგი,
რამეთუ თქუა, ვითარმედ: ძე ღმრთისაჲ ვარი მე. |
44 |
მის გვერდით ჯვარცმული ავაზაკნი ასევე აგინებდნენ მას. |
44 |
ეგრეთვე ავაზაკნი იგი, მის თანა ჯუარ-ცუმულნი,
აყუედრებდეს მას. |
45 |
ხოლო მეექვსე საათიდან მეცხრე საათამდე წყვდიადმა მოიცვა მთელი ქვეყანა.
|
45 |
ხოლო მეექუსით ჟამითგან დაბნელდა ყოველი ქუეყანაჲ, ვიდრე
მეცხრედ ჟამადმდე. |
46 |
და ასე, მეცხრე საათს ხმამაღლა შეღაღადა იესომ: ელი, ელი,
ლამა საბაქთანი? რაც ნიშნავს, ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე მე? |
46 |
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და
თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო!
რაჲსათჳს დამიტევე მე? |
47 |
ზოგიერთმა იქ მდგომმა გაიგონა ეს და თქვა, ელიას უხმობსო. |
47 |
და რომელთამე მუნ მდგომარეთა ესმა ესე და იტყოდეს,
ვითარმედ: ელიას უჴმობს ესე. |
48 |
მყისვე გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით
გაჟღინთა, ლერწამზე წამოაგო და მიაწოდა სასმელად. |
48 |
და მეყსეულად მირბიოდა ერთი მათგანი და მოიღო ღრუბელი და
აღავსო ძმრითა და დაადგა ლერწამსა და ასუმიდა მას. |
49 |
სხვები კი ამბობდნენ: მოიცათ, ვნახოთ, მოვა თუ არა ელია
მის სახსნელად. |
49 |
ხოლო სხუანი იტყოდეს: აცადეთ, და ვიხილოთ, უკუეთუ ელია
მოვიდეს ჴსნად მისა. |
50 |
ხოლო იესომ კვლავ შეღაღადა ხმამაღლა და განუტევა სული. |
50 |
ხოლო იესუ კუალად ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული. |
51 |
და, აჰა, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა, იძრა
მიწა და დასკდნენ კლდენი. |
51 |
და აჰა კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მის განიპო ორად
ზეითგან, ვიდრე ქუემდე, და ქუეყანაჲ შეიძრა და კლდენი განსთქდეს, |
52 |
განიხვნენ საფლავნი და წმიდა განსვენებულთა მრავალი გვამი
აღდგა. |
52 |
და საფლავნი აღეხუნეს, და მრავალნი გუამნი შესუენებულთანი
წმიდათანი აღდგეს |
53 |
საფლავებიდან გამოვიდნენ მისი აღდგომის შემდეგ, წმიდა
ქალაქში შევიდნენ და გამოეცხადნენ მრავალს. |
53 |
და გამოვიდეს საფლავით მათით და, შემდგომად აღდგომისა
მისისა, შევიდეს წმიდასა ქალაქსა და გამოეცხადნეს მრავალთა. |
54 |
ხოლო როდესაც იხილეს მიწისძვრა და ყოველივე ის, რაც
მოხდა, ასისთავი და მასთან ერთად იესოს მოდარაჯენი, ძალიან შეშინდნენ და
თქვეს: ჭეშმარიტად ღმრთის ძე იყო იგი. |
54 |
ხოლო ასისთავმან მან და მისთანათა, რომელნი სცვიდეს
იესუს, იხილეს რაჲ ძრვაჲ იგი რაჲ-იგი იქმნა, შეეშინა ფრიად და იტყოდეს:
ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ იყო ესე. |
55 |
იყო იქ აგრეთვე შორიდან მაცქერალი მრავალი ქალი, რომლებიც
გალილეიღან მოჰყვებოდნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას. |
55 |
იყვნეს მუნ დედანიცა მრავალნი, რომელნი შორით ხედვიდეს,
რომელნი შეუდგეს იესუს გალილეაჲთ და ჰმსახურებდეს მას. |
56 |
მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, მარიამი, დედა იაკობისა და იოსებისა, და
ზებედეს ძეთა დედა.
|
56 |
რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალინელი და მარიამ იაკობისი
და იოსეს დედაჲ და დედაჲ ძეთა ზებედესთაჲ. |
57 |
მწუხრის ჟამს მოვიდა მდიდარი არიმათიელი კაცი, სახელად
იოსები, რომელიც აგრეთვე იესოს მოწაფე იყო. |
57 |
და ვითარცა შემწუხრდა, მოვიდა კაცი მდიდარი არიმათიაჲთ, სახელით იოსებ, რომელ
იგიცა მოწაფე ყოფილ იყო იესუჲსა. |
58 |
მივიდა იგი პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი; და
მაშინ ბრძანა პილატემ, მიეცათ მისთვის. |
58 |
ესე მოვიდა პილატესა და გამოითხოვა გუამი იესუჲსი. მაშინ
პილატე უბრძანა მიცემად გუამი იგი მისი. |
59 |
წამოიღო მისი გვამი იოსებმა, და შეახვია წმიდა ტილოში. |
59 |
და მოიღო გუამი იგი მისი იოსებ და წარგრაგნა იგი
არმენაკსა წმიდასა |
60 |
და დაასვენა იგი ახალ სამარხში, რომელიც კლდეში
გამოეკვეთა; დიდი ლოდი მიაყუდა სამარხის კარს და წავიდა. |
60 |
და დადვა იგი ახალსა მისსა საფლავსა, რომელი გამოეკუეთა
კლდისაგან, და მიაგორვა ლოდი დიდი კარსა მას საფლავისასა და წარვიდა. |
61 |
იყო იქ მარიამ მაგდალელი, და მეორე მარიამიც, რომლებიც
სამარხის წინ ისხდნენ. |
61 |
იყო მუნ მარიამ მაგდალინელი და სხუაჲ იგი მარიამ, და
სხდეს წინაშე საფლავსა მას. |
62 |
ხოლო მეორე დღეს, რომელიც მოსდევს პარასკევს, შეიკრიბნენ
მღვდელმთავარნი და ფარისეველნი პილატეს კარზე |
62 |
ხოლო ხვალისაგან, რომელ არს შემდგომად პარასკევისა,
შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და ფარისეველნი პილატესა |
63 |
და თქვეს: ბატონო, გაგვახსენდა, რომ ამ მაცდურმა
სიცოცხლეში თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო. |
63 |
და ჰრქუეს: უფალო, მოვიჴსენეთ, რამეთუ მან მაცთურმან
თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო. |
64 |
მაშ, ბრძანე მესამე დღემდე უდარაჯონ სამარხს, რათა მისი
მოწაფეები არ მივიდნენ ღამით, არ მოიპარონ იგი და უთხრან ხალხს: მკვდრეთით
აღდგაო. და უკანასკნელი სიცრუე პირველზე უარესი იქნება. |
64 |
აწ უკუე ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი, ვიდრე მესამედ
დღედმდე, ნუუკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა,
ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით. და იყოს უკუანაჲსკნელი საცთური უძჳრეს
პირველისა. |
65 |
უთხრა მათ პილატემ: დარაჯნი თქვენა გყავთ, წადით და
უდარაჯეთ, როგორც გჩვევიათ. |
65 |
ჰრქუა მათ პილატე: გაქუს თქუენ დასი; წარვედით და
დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით. |
66 |
ისინიც წავიდნენ, სამარხის დასაცავად დაბეჭდეს ლოდი და
დარაჯი დაუყენეს. |
66 |
ხოლო იგინი წარვიდეს და დაჰკრძალეს საფლავი იგი და
დაჰბეჭდეს ლოდსა მას დასისა თანა. |